პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)


პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)

კითხვა: როგორ გავიგო საკუთარი ვექტორული წყობა

პასუხი: ფსიქოტიპი: გაეცანით მასალებს თითოეული ფსიქოტიპის შესახებ შემდეგ კი არის ორი გზა: 1. თვითდიაგნოსტიკა. 2. კონსულტაცია სპეციალისტთან.

თვითდიაგნოსტირების შემთხვევაში გაითვალისწინეთ რამოდენიმე შტრიხი:

1. თითოეულ ფსიქოტიპს აქვს საკუთარი ქცევითი მოდელი, საკუთარი მახასიათებლები.

2. ვექტორულ კომბინაციებში (ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში) ფსიქოტიპის მუშაობის მოდელი მნიშვნელოვნად იცვლება (გაეცანით ლექციებს ვექტორული კომბინაციების შესახებ).

3. დღეს ადამიანთა უმეტესობას აქვს ერთდროულად რამოდენიმე ვექტორი (საშუალოდ 4-6)

4. ნებისმიერ ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი.

5. ვექტორული კომბინაციის გარდა ადამიანის ფსიქოტიპზე გავლენას ახდენს სხვა პარამეტრებიც: ტემპერამენტი, სქესი, არქეტიპი, ასაკი, ნაციონალური მენტალიტეტი, ოჯახური თუ სოციალური დაშენებები, სტრესები, დაზიანებები და ა.შ.

6. ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში, მნისვნელოვანია განისაზღვროს სცენარი (წამყვანი ვექტორული კომბინაცია).

კითხვა: არსებობს ვექტორული წყობის განსაზღვრისთვის რაიმე ტესტი?

პასუხი: ტესტი არსებობს, მაგრამ ზუსტ პასუხებს არ იძლევა, რადგან პასუხების გაცემისას დიდია სუბიექტური ფაქტორის გავლენა. ადამიანების უმეტესობა პასუხებში რელურის ნაცვლად (გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად) სასურველ ვარიანტს პასუხობს: არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც უნდა რომ იყოს. გარდა ამისა ხშირია თვისებების არევის შემთხვევებიც: მაგალითად ლიდერის და ბელადის. ინტუიციურობის და სენსორული მგრძნობელობის და ა.შ. რაც პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის ყოველგვარ ტესტს. არის კიდევ ერთი ფაქტორიც: ტესტებში პასუხების ვარიანტები წინასწარაა განსაზღვრული, რაც ადამიანს აიძულებს ერთერთი აირჩიოს, მაშინაც კი, თუ ტესტებში გათვალისწინებული არაა, პასუხის მისთვის სასურველი ვერსია, ან რამოდენიმე პასუხი ერთდროულად შეესაბამება.

კითხვა: ხშირად ამბობთ, რომ ჯგუფს ჰყავს 2 ლიდერი – ბელადი ურეთრელი, რომელიც ჯგუფს მიუძღვება მომავლისკენ და კანი, რომელიც არის ლიდერი აწმყოში, შესაბამისი ფუნქციებით. სმენა არ არის ლიდერი?

პასუხი: სმენა – ესაა იდეური ბელადი, ოღონდ პოტენციალში. განსხვავებით ურეთრალური ბელადისგან, რომელიც დაბადებიდან ცხოველური ალტრუიზმით იბადება, სმენური ალტრუიზმი გამოსამუშავებელია. თავიდან სმენა ყველაზე მეტად ეგოცენტრულია და მიდრეკილება აქვს – თავის თავში ჩაიკეტოს. სწორედ განვიტარება აძლევს მას საშუალებას, რომ იდეური წინამძღოლი გახდეს, ან პირიქითაც, იდეური წინამძღოლობა აძლევს მეტ მოტივაციას განვითარებისთვის.

კითხვა: ვექტორი ორივე სქესში ერთნაირად ვლინდება?

პასუხი: თავად ვექტორს სქესი არ აქვს, მაგრამ არქეტიპიდან გამომდინარე, ზოგიერთ ვექტორში მოხდა მდედრის და მამრის განსხვავებული სარეალიზაციო მოდელების ფორმირება (განსაკუთრებით ვიზუალურ და ანალურ ვექტორებში).

კითხვა: ქალში როგორ ვლინდება კუნთის ვექტორი?

პასუხი: თითქმის ისევე როგორც მამაკაცებში, იმ განსხვავებით, რომ კუნთის ვექტორიანი ქალების არქეტიპულ ფუნქციაში ომი არ შედიოდა.

კითხვა: ვისაც კუნთი არ აქვს ფიზიკურად ავადმყოფი და ძალიან სუსტია?

პასუხი: ფიზიკურად ავადმყოფი და ძალიან სუსტი შეიძლება იყოს ყნოსვის, ან სმენის ვექტორიანიც (მათ შორის კუნთთან ერთად). ვისაც კუნთის ვექტორი არ აქვს, უფრო რაღაცნაირად დაშლილია. არა უკუნთო, არამედ თითქოს საერთოდ დაშლილი აქვს კუნთური ქსოვილიო.

კითხვა: რატომ უყვარს კანური ფსიქოტიპის ადამიანს თითქმის ყოველთვის ჭამის დროს ბოლო ლუკმის დატოვება?

პასუხი: კანის ერთ-ერთი არქეტიპული როლი იყო რესურსების შემნახველ-გამანაწილებელი. რესურსების მომარაგებით კი აქცენტი იმაზეა, რომ ბევრი ჰქონდეს, მეტი დარჩეს. ქვეცნობიერად ესეც აწმყოა. სარგებელი აწმყოში. შეიძლება თავად ფიქრობდეს რომ ამას მომავლისთვის აკეთებს, მაგრამ რეალურად ეს აწმყოში სარგებელია. არის მეორე მომენტიც. კანს არ უყვარს ზედმეტად დანაყრება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს სიმსუბუქე სხეულის და ფსიქიკის. ამიტომ ბოლო ლუკმის დატოვებით ქვეცნობიერად ერთი მხრივ თვლის რომ რაღაც დაზოგა, მეორე მხრივ კი ბოლომდე არ შეჭამა, ანუ შეინარჩუნა სხეულის და ფსიქიკის სიმსუბუქე.

კითხვა: ვექტორის დაშენება ყოველთვის ცუდია?

პასუხი: დაშენება არის მდგომარეობა, როდესაც გარემოს ზეგავლენით, ხდება ამა თუ იმ ფსიქოტიპის (ვექტორის) ქცევით მოდელის კოპირება. დაშენებისას არ ხდება დაშენებული ვექტორის რეალური გაცნობიერება, არც მისი თვისებების შეძენა. ხდება მხოლოდ დაშენებული ვექტორის ქცევითი მოდელის კოპირება და საკუთარ ბუნებრივი მოდელის ხელოვნურად, ძალადობრივად განდევნა. რაც იწვევს იმას, რომ ინდივიდი ვერ ვითარდება ვერც ბუნებრივ მოდელში, და მთელი სიცოცხლე ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. ამიტომ დიახ, დაშენება ყოველთვის ნეგატიური მდგომარეობაა.

კითხვა: რატომაა მნიშვნელოვანი ისეთი პარამეტრის ცოდნა, როგორიცაა ტემპერამენტი

პასუხი: 1. ტემპერამენტის განსაზღვრით დაადგენთ რამდენად რეალურად აღიქვამთ თქვენს შესაძლებლობებს (თუ ადამიანი თავს აღიქვამს თავის ტემპერამენტზე დაბლა ან მაღლა, ეს წარმოქმნის ორ ნეგატიურ სცენარს, მაგალითად კანის ვექტორიანი: თუ თავს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა აღიქვამს, ვიღებთ თავხედის სცენარს, ხოლო თუ დაბლა – უიღბლოს სცენარს)…

2. თუ თქვენ გყავთ ბავშვი, რა დონეზე უნდა გავრცელოთ თქვენი კონტროლი, რომ ზედმეტად არ დასტრესოთ, ან პირიქით, არ გაათამამოთ.

კითხვა: ჭირდება თუ არა განვითარებულ ვიზუალს თვითდემონსტრირება?

პასუხი: ვიზუალს უპირობოდ ჭირდება უკუკავშირი მის ქმედებებზე, ამიტომ ის განვითარების ყველა დონეზე ადემონსტრირებს რაღაცას. უბრალოდ განვითარების დონიდან გამომდინარე განსხვავდება სადემონსტრაციო ფასეულობა და დემონსტრაციის ფორმა…

კითხვა: რა შემთხვევაში ხდება განვითარების დონის ცვლილება?

პასუხი: როდესაც განვთარების დონეებს და მათ ცვლილებას ეხება საქმე, საჭირო ხდება ფუნდამენტური ცვლილებები. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ბუნებრივადაც მოხდეს: გარემოცვის შეცვლისას (პროგრესი, ან რეგრესი), ძლიერი სტრესის დროს (რეგრესი), უფრო განვითარებულ ინდივიდებთან ურთიერთობისას (პროგრესი) და ა.შ.

კითხვა: რომ ვეცადოთ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვექტორის თვისებებით მოქმედებას ეს დაგვეხმარება განვითარებაში?

პასუხი: ჩვენი უმეტესობა ძირითადად თავს ავლენს სცენარული ვექტორებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვექტორები სადღაც ქრება. შესაბამისად, კარგი განვითარების პირობებში, საჭიროების შემთხვევაში ისეც საჭირო ვექტორებით ვმოქმედებთ.

კითხვა: რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ვექტორულ გამოვლინებაზე? მაგალითად თუ ადამიანს კან-ანალი აქვს (ან ზედა ვექტორებიც), რა ხდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ? შეიძლება თუ არა ამ დროს საყრდენი ვექტორი შეიცვალოს?

პასუხი: აქ საჭიროა გაიმიჯნოს ალკოჰოლთან ვექტორების დამოკიდებულება და საყრდენი ვექტორის ცვლის მიზეზები. საყრდენი ვექტორის ცვლაზე ალკოჰოლური თრობის დროს გავლენას ახდენს მენტალიტეტი, ანუ მენტალური დაშენება. საქართველოს შემთხვევაში (საქართველო ანალური მეტალიტეტია), ადამიანების აღზრდა ბავშვობიდანვე ხდება ანალური ფასეულობებით, ამიტომ საზოგადოების თვალში მთავარი წონა ანალურ ფასეულობებს აქვს. მთვრალი ადამიანი, თუ მას ანალური ვექტორი აქვს, ცდილობს მასში სწორედ ამ ფასეულობათა არსებობას გაუსვას ხაზი, ამიტომაცაა რომ საქართველოში სიმთვრალის დროს წინ ანალური ფასეულობები გამოდის. თანაც კანურ ეპოქაში ანალური ვექტორი სტრესშია, ანუ ანალის ვექტორიანები მასობრივად არიან სტრესში რადგან გრძნობენ რომ მათი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ეს სტრესები კი რა თქმა უნდა თავის როლს თმაშობს. რაც შეეხება ამა თუ იმ ვექტორის ალკოჰოლთან დამოკიდებულებას, ეს ძალიან დიდი თემაა და მასზე ცალკე ლექციაა გამოყოფილი, თუმცა ორი სიტყვით გეტყვიღ, რომ ანალის ვექტორიანებისთვის სმა ჩვევის ამბავია, ანუ როგორც მიეჩვევიან ისე ცხოვრობენ, კუნთის ვექტორიანები იქცევიან ისე, როგორც ასწავლიან, თუ ლოთობას ასწავლიან, კიდეც ლოთობენ. ყველაზე ბოლომოღებული ლოთები კანის ვექტორიანები ხდებიან, ოღონდ ეს მაშინ ხდება თუ სტრესებს ერთვის პიროვნული არარეალიზებულობა, ამ დროს კანის ვექტორიანი შეიძლება ღობის ძირას მიგდებულ ლოთად იქცეს. ურეთრალებს რაც შეეხება, ისინი თუ გალოთდნენ მაშინ რაღაც საშინლად ლოთობენ, სვამენ ყველაზე მაგარ სასმელებს, ერთი მოყუდებით ცლიან ვისკით სავსე ბოთლს, ითიშებიან, ჩხუბობენ, მკლედ ასე მანამ გრძელდება სანამ ვინმეს თავს არ შეაკლავენ. კიდევ ერთი პატარა დეტალი, თუ ურეთრალი გალოთდა, მაშინ მისი გამოსწორება აბსოლუტურად შეუძლებელია, დანარჩენი სამი ქვედა ვექტორი ძალიან რთულად, მაგრამ შეიძლება გამოსწორდეს, აი გალოთებული ურეთრალის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. P.S რაც შეეხება ზედა ვექტორების ალკოჰოლთნ დამოკიდებულებას, აქ საქმე ცოტა რთულადაა და ამის ახსნა კიდევ უფრო რთულია.

კითხვა: რა ფაქტორები განაპირობებს ერში ამა თუ იმ მენტალიტეტის არსებობას და შეიძლება თუ არა საქართველოში არსებული ანალური მენტალიტეტის შეცვლა?

პასუხი: ნაციის მენტალიტეტს უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები. მაგალითად: როდესაც ჯგუფები სახლდებოდნენ ახალ ტერიტორიებზე, ლანდშაფტის ტიპი, გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა მათ კოლექტიურ ცნობიერებაზე, ეს კი გამოვლინდა იმაში, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ მენტალიტეტს. ეს იყო ის ეპოქა, როდესაც პირველად გამოვლინდა მენტალური მოწყობა. რომელიღაც ტომი დროთა განმავლობაში აღმოჩნდა კუნძულზე, ყველასგან იზოლირებული, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. რას შეეჯახნენ ისინი? ისინი აღმოჩნდნენ შეზღუდულ სივრცეში, თვიდან ათსამდე ადამიანი იყო და ამას კიდევ არ უშავდა, მაგრამ დროში ისინი გამრავლდნენ, მათი რიცხვი გასამმაგდა. ის ტერიტორია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა ათას ადამიანს – სამი ათასისთვის უკვე ძალიან პატარა იყო. რაც უფრო მრავლდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო რთულდებოდა სასიცოცხლო რესურსების მოძიება. ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, გაეზომათ საკუთარი სივრცე და ეცადათ ამ სივრცის მაქსიმალური ეფექტურობით ათვისება. ასე გამოვლინდა ამ ადამიანებში კანური მოწყობა. აქ უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი ვიღაც ანალის ვექტორიანი იყო, კანის, თუ ურეთრალის, ისინი აღმოჩნდენენ შეზღუდულ სივრცეში, გააჩნდათ მწირი რესურსები, ამიტომ იძულებულნი იყვნენ ყველაფერი დაეთვალათ და გაეთვალათ, ამიტომ ასეთ დასახლებებში ძირითადად გამოვლინდა კანური მენტალიტეტი, ამისკენ მათ ცხოვრების პირობებმა უბიძგა. ამიტომ მაშინაც კი თუ ვინმე ანალის ვექტორიანი იყო, ის რა თქმა უნდა ვექტორს ვერ სეიცვლიდა, მაგრამ იძულებული იყო, რომ ესწავლა გარკვეული გათვლა, იძულებული იყო გაეგო, რომ მათი რესურსები შეზღუდულია და მეტის მიღების საშუალება უბრალოდ არ არსებობდა. ასე გამოვლინდა მაგალითად ორი ცნობილი კანური მენტალიტეტი: ინგლისი და იაპონია. იაპონია: კან-სმენის მენტალიტეტი და ინგლისი: კან-ანალ-ყნოსვის მენტალიტეტი. როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში კანური კომპონენტები ძალზე მკაფიო და არსებითია.

რა თქმა უნდა ყველა კუნძულზე არ მოხვედრილა. ვიღაც, მაგალითად ამერიკელი ინდიელები, აღმოჩნდნენ უსასრულო პრერიაში, საითაც არ უნდა გახედათ, მხოლოდ უსასრულო სივრცე იშლებოდა. ხედვის არე, არსაით არ იყო შეზღუდული.

სივრცე იმდენად უსასრულო და შემოუსაზღვრავი იყო, რომ ამან ჩამოაყალიბა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, რომელშიც შეიძლებოდა მუდამ მოძრაობაში ყოფნა. რესურსები იმდენი იყო, რომ საჭირო არ ხდებოდა მომავალზე ზედმეტი ფიქრით თავის გაცხელება. შესაძლებელი იყო მუდმივი წინსვლა მომავლისკენ. არ იყო არანაირი საზღვრები არც სივრცეში და არც გონებაში. არ იყო აუცილებლობა, რომ ადამიანთა ჯგუფი ერთ პატარა საცხოვრებელ ადგილს მიჯაჭვოდა. იმიტომ, რომ თუ საარსებო რესურსები ერთ ადგილზე ამოიწურებოდა, ჯგუფი უბრალოდ ადგილს შეიცვლიდა. ეს ასე იყო ამერიკელი ინდიელების უდიდეს ნაწილთან და კიდევ ასე იყო მონღოლეთში. ეს არის ჩვენთვის ცნობილი ორი ის ძირითადი კერა, სადაც მოხდა ურეტრალური მენტალიტეტის ჩასახვა.

სხვები აღმოჩნდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გარემო არ იძლეოდა დიდი მოძრაობის საშუალებას, ხორცილდებოდა ზეწოლა ლანდშაფტისგან, გარშემო იყო მდიდარი ბუნება, მაგრამ სივრცე შემოსაზღვრული იყო მაღალი, უმოძრაო, მასიური მთებით და ქედებით. აქ ჩამოყალიბდა შესაბამისი მენტალიტეტი, მძიმე მასიური და უმოძრაო, ანალური მენტალიტეტი. წარმოიდგინეთ, ვიღაც დგას მთაზე, საითაც არ უნდა გაიხედოს ყველგან მთებია, სხვა არაფერი ჩანს, ჰორიზონტი უფრო მაღალი მთებით და მწვერვალებითაა ჩაკეტილი.

ამიტომ იქ მცხოვრებ ადამიანთა საარსებო გარემო მოქცეულია ჩაკეტილ სივრცეში. თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით, რომ ანალური ვექტორი ურთიერთობაა, ის ურთიერთობს მათთან, ვინც მის ირგვლივაა, სხვა არავისთან. ანალის ვექტორიანების აზროვნებაც ასევეა მოწყობილი, ვარ მე, ჩემი მშობლიური გარემო და არის ყველა დანარჩენი, რაც უფრო შორს ცხოვრობს ვიღაც მათი საცხოვრებელი სივრცისაგან, მით უფრო უცხოა მათთვის ის ადამიანი, ან ხალხი. ასეთივეა ანალური მენტალიტეტიც. ეს მცენარეული დონეა, ისეა როგორც მცენარე, სადაც გაიზარდა, იქაა მისი სივრცე. მცენარის სივრცე ხომ მთლიანად იმ ტერიტორიით შემოიფარგლება სადაც დაიბადა და გაიზარდა. ამიტომაც მას მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან აქვს ურთიერთობა. სწორედ ასევეა მთის მენტალიტეტიც. იქ თვით გარემო განაწყობს ადამიანებს უმოქმედობისთვის. სწორედ ამიტომაც ფორმირდება მთიან ადგილებში ანალური მენტალიტეტი (ევროპის ძირითადი ნაწილი, კავკასია).

რაღაც ნაწილი დარჩა აფრიკის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ჭირდა, არც დიდი მოქმედება იყო საჭირო. ეკვატორის სიახლოვეს, რა თქმა უნდა გამყინვარება ისე ძლიერ არ მოქმედებდა როგორც სხვაგან, ამიტომ იქ არ ციოდა. ამიტომ ის ვინც იქ დარჩა, ადგილობრივ ტყეებსა და ჯუნგლებში, მათში პირველყოფილმა, ხელშეუხებელმა ლანდშაფტმა დააფორმირა კუნთური მენტალიტეტი.

ქვეყნის მენტალიტეტის ცვლა ძალიან იშვიათდ ხდება და ამას მთელი რიგი გლობალური ძვრები ჭირდება. მაგალითდ ამერიკელ ინდიელებს ურეთრალური მენტალიტეტი ჰქონდა, დღევანდელ აშშ-ში კი კანური მენტალიტეტია, მაგრამ ამ მენტალურმა ცვლილებამ აბორიგენი მოსახლეობის 95% შეიწირა. საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ანალური მენტალიტეტის დაკარგვა ცოტა ძნელად წარმოსადგენია, თანაც საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მოსახლეობა მთლიანადაც რომ შეცვალო და საერთოდ სხვები ჩამოასახლო 2-3 თაობის შემდეგ მათაც ანალური მენტალიტეტი დაუფორმირდებათ. თუმცა საქმე უიმედო სულაც არაა, რადგან განვითარება არსებული მენტალიტეტის პირობებშიცაა შესაძლებელი, უბრალოდ სწორი აქცენტები უნდა დაისვას.

კითხვა: როდესაც ერთი ერი იპყრობს მეორეს და ის დიდი ხნის განმავლობაში ყავს დაპყრობილი. ახდენს თუ არა ამ დროს გავლენას დამპყრობელი ერის მენტალიტეტი, დაპყრობილი ერის მენტალიტეტზე?

პასუხი: უპირობოდ დიახ. გავლენის ხარისხი დამოკიდებულია დაპყრობის მასშტაბებზე. ერთია როცა დამპყრობლის ჩარევა პასიურია, მაგალითად მხოლოდ ხარკს იღებს და შიდა მმართველობაში არ ერევა, ამ დროს გავლენა მინიმალურია. მაგრამ თუ ეს დაპყრობა მასშტაბურია და ეხება მმართველობის ყველა სფეროს, კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს და ა.შ. მაშინ გავლენა იმდენად დიდია, რომ შეიძლება მენტალიტეტის ცვლაც გამოიწვიოს. მაგალითად: როდესაც კუნთური მენტალიტეტის რუსეთი დაიპყრეს ურეთრალური მენტალიტეტის მონღოლებმა, ურეთრალური მენტალიტეტი დააშენდათ ჯერ კაზაკებს, შემდეგ კი მთელი რუსეთი ურეთრალური მენტალიტეტის ნაციად იქცა. საერთოდ მენტალიტეტის ცვლა ყველაზე იშვიათად ანალურ მენტალიტეტში ხდება.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ნაციის ანალური მენტალიტეტი იქცეს მუხრუჭად ისეთი ფსიქიკისთვის, როგორიც აქვს ურეთრალის ვექტორიანს?

პასუხი: სისტემური ფასეულობების დონეზე დიახ, მაგრამ არა ფსიქიკის დონეზე. თუ ურეთრალი გაიზარდა ანალურ მენტალიტეტში, მას რა თქმა უნდა ექნება ანალური ფასეულობების დაშენება, მაგრამ ურეთრალი მაინც ყველგან ურეთრალად რჩება.

კითხვა: რა არის ანალური მენტალიტეტის ფასეულობა?

პასუხი: ანალური ვექტორის მთავარი ფასეულობა წარსულია. შესაბამისად ანალური მენტალიტეტის ფასეულობაა წინაპრების კულტი ტრადიციები, ის რაც წარსულთანაა კავშირში. საკაცობრიო მასშტაბიტ ანალური მენტალიტეტის ფუნქციაა: შემოუნახოს კაცობრიობას ძველი ცოდნები, მიღწეული სასარგებლო გამოცდილება, ისტორია.

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • ალტრუიზმი (გაცემის თვისება)

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

  • ეჭვიანობა (პირველი ნაწილი)

  • ურთიერთობების სისტემური ხედვა

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?