პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)


პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

კითხვა: თუ ორალის ვექტორიან ადამიანს ერთვის ვიზუალი და სმენა და ის არის ძალიან ჩუმი, ეს დაუბალანსებელ მდგომარეობას ნიშნავს?

პასუხი: თუ ორალის ვექტორიან ადამიანს აქვს სმენის ვექტორი, ის შეიძლება დიდხანს დუმდეს. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ არის განსაზღვრული დროებითი მდგომარეობა. ან განსაზღვრული სცენარი, რომელიც დაეწყო ვექტორული კომბინაციის და განვითარების დონის გამო. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც იმის გამო რომ მისი სმენა მუდმივად არსთა სამყაროში და აზრებში ჩაფლული იმყოფება, ამის გამო ორალური ვექტორი აპერირებს სრულიად სხვა კატეგორიებით. კერძოდ – შეგრძნებებით. თქვენ იცით რომ ორალური ვექტორი გრძნობს სხვების ცხოველურ სურვილებს, მას საკუთარი აზრები არ გაჩნია. მისი ერთადერთი სურვილი მეტყველებაა, ამიტომ თუ ორალის ვექტორიანს რაიმე საკითხზე აზრს კითხავთ, ის გეტყვით არა საკუთარ მოსაზრებას, ის მოგიყვებათ იმას, თუ რას შეიგრძნობენ ამ საკითხის შესახებ სხვები. ის იტყვის იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავს იკავებენ. სმენის ვექტორიანი პირიქით, სანამ რამეს გიპასუხებთ ჯერ დაფიქრდება, თუნდაც კითხვა ყველაზე უბრალო რაიმეს ეხებოდეს. მას დრო ჭირდება, რომ კითხვა გაიაზროს და მის არსს ჩაწვდეს. სამაგიეროდ სმენას შეუძლია ამომწურავი პასუხი გასცეს. როდესაც ადამიანს აქვს სმენაც და ორალიც, ის შეიძლება იმყოფებოდეს უშუალოდ სმენურ მდგომარეობაში, როდესაც სმენა მუდმივად რაღაცაზე ფიქრობს. თუ სმენა ორალს მიყავს, მაშინ ის იმართება შეგრძნებებით, ამიტომ ორალურად ლაყბობს. ხოლო როდესაც სმენის მდგომარეობაშია მისი თვისებები შიგნითაა მიმართული და ის ინტრავერტია. განსაზღვრულ მდგომარეობებში სმენის ვექტორს შეუძლია ბოლომდე დაიმორჩილოს ორალი და აქციოს საკუთარი იდეების გამჟღერებლად. ასეთ დროს თუ სმენა დიდხანს ფიქრობს რაიმე იდეაზე, მას ჭირდება სრული სიჩუმე. შესაბამისად მის მიერ დამორჩილებული ორალური ვექტორი, სმენის გავლენით დუმს. ზოგი ფიქრობს, რომ ორალის ვექტორიანს გააჩნია ისეთი უნარი, როგორიცაა ინდუქცია, ანუ ფიქრობენ, რომ ორალს შეუძლია სხვებს თავისი აზრები ჩაუდოს გონებაში. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ორალი შეიგრძნობს მხოლოდ იმ აზრებს რომლებიც უკვე არსებობს ადამიანთა გონებაში. სწორედ ამიტომაა რომ ყველას ესმის თუ რაზე საუბრობს ის. ორალი არ იგონებს რაღაც ახალ აზრს, ის არსებულს აჟღერებს. მაგალითად არის ვიღაც კოლექტივისთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც მელოტია. მას ყველა პატივისცემით ესაუბრება. მაგრამ მოდის ორალის ვექტორიანი და ყველას გასგონად, ხმამაღლა კითხულობს: ,,უფროსი ის ტლოპანაა?“ და ყველა, ვისაც ესმის ხარხარებს. რატომ? იმიტომ რომ ეს აზრი თითოეული მათგანის გონებაში არსებობდა, მაგრამ რაღაც მორალური, ან სხვა მოსაზრებების გამო ვერბალიზებისგან თავს იკავებდნენ. ორალისთვის კი ასეთი მუხრუჭები არ არსებობს, ის ღიად საუბრობს იმაზე, რასაც ყველა შეიგრძნობს. ორალის ეს თვისება რადიკალურად ეწინააღმდეგება სმენის ჩაფიქრების სურვილს, ამიტომ დუმს თუ არა ორალ-სმენა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მათგანი დომინირებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხან ერთი იყოს წამყვანი და ხან მეორე. როდესაც ორალი დამორჩილებულია სმენის ვექტორის მიერ, მას აქვს სურვილი ისაუბროს, მაგრამ ვერ გამოთქვამს, რადგან სმენის ვექტორს ემორჩილება.

კითხვა: საკმაოდ ბევრი სვფ-ს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ადამიანებს აწებებს შაბლონებსა და იარლიყებს, არის თუ არა ეს ასე? ყველა ადამიანი ხომ ინდივიდია და რამდენად სწორია მათი კლასიფიკაციაში ჩასმა?

პასუხი: პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პიროვნულობა ადამიანის გამონაგონია. სერგო, სლავა, მამუკა, ნინო, ანა, ჯიმშერი, ეს მხოლოდ ვიღაცის მიერ შერჩეული პირობითი სახელებია, მაგრამ თუ არსს შევხედავთ, ,,მე“ ესაა განსაზღვრული მოცემულობა დანახული პირადი დაშენების კალკში გატარებული. რეალურად თუ შევხედავთ ჩვენ გვაქვს ვიღაცის გენები, შემდეგ ეს ივსება შეძენილი ინფორმაციული, თუ მენტალური დაშენებებით, პირადი გამოცდილებებით, სწორედ ამ ყველაფრის ერთობა ქმნის პიროვნულობის განცდას. ეს გამოცდილება ყველასთვის ინდივიდუალური და უნიკალურია. თუ ამ ყველაფერს შევხედავთ ინფორმაციის მეოთხედიდან, ეს უნიკალურობა ნაწილობრივ მართლაც უნიკალურია (როგორც პირადი გამოცდილება), მაგრამ რაღაც დონეზე უნიკალური არ არის, რადგან ის ექვემდებარება საერთო კანონებს (როგორც საერთო ინფორმაციის ნაწილი). ყოველი პიროვნება ცხოვრობს სამყაროში, რომელსაც გააჩნია საკუთარი კანონზომიერებები და აღიწერება ოთხი განზომილებით და რვა ზომით. სვფ არის სწორედ ამ ზედა დონიდან დანახული სამყარო. რა არის უნიკალური პიროვნებაში? ესაა მისი პირადი გამოცდილება. ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა მოცემულობებში, ამას ემატება ამ ყველაფრის სუბიექტური აღქმა, რაც დამოკიდებულია ჩვენს ვექტორულ წყობასა და განვითარების დონეზე, რაც ამ პირად გამოცდილებას უმატებს თავის პირად სუბიექტურ შეფასებას და ამით ჩნდება განცდა, რომ თითოეული გამორჩეული ვართ და არავის ვგავართ.

თუ ამას ქვედა დონიდან შევხედავთ ეს მართლაც ასეა. მაგრამ არსობრივად ეს მხოლოდ სუბიექტური წარმოდგენებისა და თვითილუზიის შედეგია. თუ ქვედა დონიდან უყურებთ და არ გაქვთ რვაგანზომილებიანი ხედვა, მაშინ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სვფ ადამიანებს იარლიყებს აწებებს. მაგრამ მათთვის, ვინც რვაგანზომილებიანი ხედვა უკვე შეისწავლა, ნათელია, რომ ეს ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება კი არაა, არამედ მათი არსის და რეალური მდგომარეობები ჭვრეტის უნარი.

კიდევ ერთი, ჩვენ უნდა განვასხვავოთ დიაგნოსტიკა იარლიყების მიწებებისაგან. თუ მაგალითად ჩვენ განვსაზღვრავთ ადამიანის ვექტორულ წყობას, სცენარს და მდგომარეობებს და ამაზე დაყრდნობით მას მივანიშნებთ მის ბუნებრივად ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ეს დიაგნოსტიკაა. მაგრამ თუ ჩვენ ვექტყვით, რომ ის ბინძური ანალია და ამიტომ ვერასოდეს ვერაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებს და ამას უპირობო და შეუცვლელ ფაქტად მივაწვდით – ეს უკვე იარლიყია.

კითხვა: როგორ უნდა გამოიმუშავოს კანის ვექტორიანმა თვითკონტროლი?

პასუხი: იმისთვის რომ კანის ვექტორიანმა თვითკონტროლი გამოიმუშავოს, პირველ რიგში მას ჭირდება მოტივაცია. იმისთვის, რომ კანმა რაღაცისკენ მიმართოს ენერგია, მან უნდა დაინახოს რა სარგებელს ნახავს აქედან და დაისახოს მიზანი. როდესაც არსებობს მისაღწევი მიზანი, წარმოიშობა მისკენ მოძრაობის სურვილი, ხოლო შემდეგ ჩნდება გააზრება, რომ მიზნის მისაღწევად ჭირდება რაღაც თვისების გამომუშავება. მხოლოდ იმის სურვილი, რომ თვითკონტროლი გამოიმუშავოთ, საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც კანის ვექტორიანს აიძულებს თვითკონტროლის გამომუშავებას. თვითკონტროლი კანის ვექტორიანისთვის ხელსაწყოა, ამიტომ საჭიროა მიზანი, რომლისთვისაც საჭირო გახდება ამ ხელსაწყოს გამოყენება.

კითხვა: რატომ სჭირდება ვიზუალს იმის მუდმივად გამეორება რომ ის ლამაზია და გიყვარს!

პასუხი: ვიზუალური ვექტორის არსი ხილული და შეგრძნებითი სამყაროს აღქმაა. ის მთლიანად ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს. ამიტომ მას ჭირდება რომ კაშკაშებდეს, რომ მუდმივად ჩანდეს, აქედან მოდის ვიზუალური ვექტორის დემონსტრირებულობა. ვიზუალს უნდა რომ მას ამჩნევდნენ, მისით აღტაცებულნი იყვნენ. ამიტომაც უნდა, რომ მუდამ ესმოდეს: ,,შენ ლამაზი ხარ! მე შენ გაღმერთებ! მიყვარხარ!” მისთვის საკმარისი არ არის ამის საუკუნეში ერთხელ მოსმენა, ამას სულ უნდა გრძნობდეს და სულ ხედავდეს.

კითხვა: რით გამოიხატება ვიზუალის განვითარება?

პასუხი: ვიზუალურ ვექტორს აქვს ერთი უცნაური უნიკალურობა. რაც მეტად ვითარდება, მით ნაკლებად სურს თვითდემონსტრირება. ვიზუალური ვექტორი არსით ხილული შეგრძნებადი სამყაროა, ის მთლიანად აქაა და ცდილობს გამოიხატოს ანაბეჭდი დატოვოს აქ. მაგრამ განვითარების დონის შესაბამისად სხვადასხვა ფასეულობებს ადემონსტრირებს. არაცოცხალ დონეზე განვითარებული – სხეულს. მცენარეული ჩაცმულობას და გარეგნულ ზიზილ-პიპილოებს. ცხოველურ დონეზე უკვე ხდება შემოქმედებითი, შეიძლება გახდეს პოეტი და ლექსები წეროს სიყვარულზე, პეპლებზე, ყვავილებზე. ასევე შეიძლება გახდეს ცხოველების, ან ადამიანების უფლებათა დამცველი. ასევე ექიმი, ადვოკატი, შეიძლება დაკავდეს სხვადასხვა ჰუმანური პროექტებით (დავეხმაროთ ამას და ამას) და ა.შ. (რა თქმა უნდა რეალიზაციის სფერო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა ვექტორებზეც). ადამიანურ დონეზე განვიტარებულ ვიზუალში ხდება თვისებათა ერთგვარი ამობრუნება, ის თვისებები რაც გარეთ იყო მიმართული, უკვე თავის შიგნით შეაქვს, ავითარებს სიყვარულის უნარს და გადადის სიყვარულის მდგომარეობაში, ამ დროს მას აღარ ჭირდება გარეთ გამოიხატოს, დემონსტრირდეს. ერთი მხრივ მას უკვე სიყვარულის მდგომარეობა აქვს, მაგრამ უყვარს არა მთელი სამყარო ერთიანობაში, არამედ თითოეული ცალკეული, უყვარს თითოეული ფოთოლი, თითოეული ყვავილი, თითოეული ადამიანი. ამ დროს ვიზუალი მართლა ძალიან ემსგავსება სმენის ვექტორს მისი თვისებები უკვე ალტრუისტული ხდება და იძენს გაცემის თვისებას და თვითშეწირვის უნარს. ამ დროს ერთერთი რეალიზაციაა მორალურ ეთიკური დონის დანერგვით ბაზის მომზადება სმენური იდეებისთვის. სხვათა შორის ადამიანური დონის ვიზუალი მდედრია სულიერი მდგომარეობის სმენის მუზა, მისი იდეების წყარო და მისი ვნების ობიექტი.

კითხვა: როგორ ხდება წყვილთა ურთიერთობები ვექტორული კუთხით, არსებობს რამე შეზღუდვა?

პასუხი: წყვილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვექტორებით. მართალია არსებობს გარკვეული ვექტორები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ლტოლვა და ითვლებიან სისტემურ წყვილებად (მაგ: ურეთრალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი), ასევე არსებობს სისტემურად შეუთავსებელი კობინაციებიც (მაგ: კუნთ-ანალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი). თუმცა არის გარკვეული მდგომარეობები, როდესაც შეიძლება მოხდეს ყველაზე შეუთავსებელი წყვილების შეერთებაც კი. მაგალითად კან-ვიზუალი როგორც წესი არ წყვილდება ზედა ვექტორების გარეშე მყოფ ანალის ვექტორიანთან. მაგრამ თუ კან-ვიზუალს აქვს კანში მაზოხისტის სცენარი, ის როგორი გასაკვირიც უნდა იყოს ამ დროს სწორედ ანალის ვექტორიანს ირჩევს (თან სადისტს).

კითხვა: სწორი იქნება თუ არა ვთქვათ, რომ მაზოხისტი კანი, თავად იწვევს სადისტს?

პასუხი: დაახლოებით. კან-ვიზუალის კომბინაციაში არსებობს ,,ვექტიმური კომპლექსი”, რაც ნიშნავს იმას რომ მაზოხიზმის მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალი. ამ დროს კან-ვიზუალს ხშირად აქვს დართული ,,მსხვერპლის კომპლექსი და ხშირად ხდება სადისტების, მანიაკების და ა.შ. სამიზნე. რეალურად კი თვითონაც ვერ ხვდება, რომ პოტენციურ მანიაკს თვითონვე იწვევს, მოდი და მომკალიო.

კითხვა: სწორია თუ არა სვფ-ში დასახელებული ვექტორების პროცენტული ფარდობითობა?

პასუხი: სვფ-ს ლექციებში ხშირად ამბობთ რომ სმენის და ვიზუალის ვექტორიანების დაახლოებითი რაოდენობა 5-5%-ია. მგონია რომ ეს რიცხვები არარეალურია, რადგან ჩემს გარშემო უმეტესობას აქვს სმენის, ან ვიზუალური ვექტორი (ბევრს ორივე). თუ ეს პროცენტები სწორია, რატომ ხდება ასე?

არის სამი ძირითადი შტრიხი: 1. სუბიექტური ფაქტორი, ადამიანი საურთიერთოდ ირჩევს თავისთან ვექტორულად მაქსიმალურად ახლოს მდგომ პირებს. მაგალითად სმენის, ან ვიზუალის ვექტორიანისთვის უინტერესოა იურთიერთოს იმ ადამიანებთან, ვისაც ზედა ვექტორები არ აქვს. 2. თანამედროვე ეპოქში ქალაქები ზედა ვექტორებზე გავლით ვითარდება, ამიტომ ზედა ვექტორიანების დიდი ნაწილი ქალაქებშია კონცენტრირებული და იქ მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას საშუალოდ 4-6 ვექტორი აქვს. იმ ქვეყნებში რომლებიც ჯერ კიდევ კუნთურ, ან ანალურ ფაზაზე არიან (აფრიკა, ინდოჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ამერიკის ნაწილი), განსაკუთარებით მათ პერიფერიებში მრავლადაა თავმოყრილი ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზედა ვექტორი საერთოდ არ აქვთ. სხვანაირად თუ ვიტყვით პროცენტულობა ნაწილდება თელ კაცობრიობაზე და არა ერთ კონკრეტულ ქალაქზე ან ერზე. 3. პროცენტულობა გამოთვალა სისტემის შემქმნელმა ვიქტორ ტლკაჩოვმა, თუმცა როდესაც ამ საკითხს იკვლევდა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ არსებობს ვექტორული კობინაციები (შერეული ფსიქოტიპები), პირველი კომბინაცია კან-ვიზუალი, გახსნა იური ბურლანმა, შემდეგი ურეთრალ-სმენა კი მოგვიანებით ისევ ტალკაჩოვმა, ასევე აღმოჩდა, რომ ნებისმიერს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, რამაც პირველადი პროცენტული გათვლები ეჭვქვეშ დააყენა, რადგან აღმოჩნდა რომ ქვედა ვექტორების პროცენტულობა 100% ია და არა 84%. შესაბამისად იცვლება ზედა ვექტორების პროპორციულობა, თავად ტალკაჩოვს ახალი გამოთვლების ჩატარება არ დასცალდა (გადაიცვალა). ჩვენ კი ხელახალი გამოთვლები ახლახანს დავიწყეთ და ჯერ დასრულებული არაა, რადგან საკმად სერიოზული სამუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი, ჩვენი ფინანსური და ადამიანური რესურსები კი ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ამ ეტაპზე მოცემულობად ჯერ კიდევ ტალკაჩოვის გამოთვლებს ვიღებთ (რადგან ჯერ სხვა უკეთესი არ არსებობს).

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე

იხილეთ ასევე: პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)

  • ვექტორული კომბინაციების შესახებ

  • სექსუალობის სისტემური ტიპოლოგია

  • ეჭვიანობა (პირველი ნაწილი)

  • რთულად მარტივის შესახებ

  • ბავშვებისა და მშობლების შესახებ

  • პასუხი კითხვაზე ონანიზმის შესახებ

  • ვექტორების კომპლიმენტარულობა

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია