აუტიზმი (მეოთხე ნაწილი).


აუტიზმი (მეოთხე ნაწილი).

რეალური და ირეალური ცხოვრება. აუტისტი ბავშვების განსაკუთრებული სიმპტომები

სტატიაში ვისაუბრებთ ვიზუალური და სმენის ვექტორების შეხამებაზე აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებში. აუტიზმი, როგორც ასეთი, ფორმირდება  სმენის ვექტორის ტრამვისას, ვიზუალური ვექტორის არსებობა კი წარმოქმნის განსაკუთრებულ სიმპტომებს. იმისათვის, რომ ამ კომპოზიციაში საფუძვლიანად გავერკვეთ, ჯერ განვიხილოთ როგორ ვითარდება ვიზუალური ვექტორი ჯანმრთელ ბავშვებში. 

რა არის ვიზუალური ვექტორი 

ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანის არქეტიპული როლია იყოს დღის გუშაგი ჯოგში. სწორედ ამიტომ მას ბუნებისგან მინიჭებული აქვს განსაკუთრებული მხედველობა, უნარი, გაარჩიოს შეუმჩნეველი ნიუანსები ფორმებში და დაინახოს უმცირესი სხვაობები ფერებში. ვიზუალებს სიამოვნებას ანიჭებს ხელვონების ნიმუშების თვალიერება. მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, განათებას, ტონების ცვლასა და შეხამებას. 

თავდაპირველ საზოგადოებაში დღის გუშაგი აფრთხილებდა დანარჩენ ჯოგს მოახლოებული საფრთხის შესახებ. მხოლოდ მის თვალებს შეეძლოთ გაერჩიათ ჩუმად მოპარული მტაცებელი შორ დისტანციაზე და თავისი ძლიერი ემოციით – შიშით მიეცა სიგნალი გაქცევის საჭიროებაზე. ამან განაპირობა ვიზუალ ადამიანებში პირველი ფუძისეული ემოციის – სიკვდილის შიშის წარმოქმნა. ამ მომენტიდან ადამიანთა მოდგმა გახდა არამარტო მოაზროვნე, არამედ მგრძნობიარეც. ევოლუციის პროცესში სწორედ ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანებში ეს შიში გარდაიქმნა და გამოვლინდა თავის საწინააღმდეგოდ სიყვარულისა და თანაგრძნობის სახით. 

ჯანმრთელ ადამიანს განვითარებული ვიზუალური ვექტორით აქვს უანგარო სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი. ვიზუალი ბავშვიც, სწორად განვითარების პირობებში, თანდათანობით სწავლობს სწორი ემოციური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ჯერ საყვარელ სათამაშოსთან, შემდეგ ცხოველებთან და მოგვიანებით ადამიანებთან. თუმცა პირველადი და საწყისი ემოციონალური დამოკიდებულებები ბავშვს ჯერ დედასთან და შემდეგ მამასთან უჩნდება. მშობლებთან ემოციური კავშირების გარეშე, ასევე დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობების დანაკლისის შემთხვევაში, ბავშვის ნორმალური განვითარება ირღვევა. 

ვიზუალური ვექტორის განვითარება აუტისტ ბავშვებში 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუტისტი ბავშვს აქვს ტრავმა სმენის ვექტორში. ამის გამო, ის წყდება გარესამყაროს, წყვეტს ინფორმაციის მიღებას, გარშემო მოვლენების აღქმას. შესაბამისად ყველა სხვა ვექტორის (რომელიც გააჩნია ბავშვს) განვითარებაც ირღვევა, რადგანაც სმენის ვექტორი  დომინანტი ვექტორია და მისი მდგომარეობა უპირობოდ ახდენს გავლენას სხვა ვექტორებზეც. 

აუტისტი ვიზუალი პატარა თითქოს ილუზიების ტყვეობაშია, გარე სამყაროს კი ვიზუალური ვექტორის პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ის დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებს სხვადასხვა ნივთებს, მონუსხული ადევნებს თვალს შუქ-ჩრდილების თამაშს, ფერებისა და გარდამავალი ტონების ცვლას. ამასთან, თავად ნივთი და მისი ფუნქციები არ აინტერესებს. 

ხანდახან ნივთები ძალიან ახლოს მიაქვს თვალებთან, საათობით მიშტერებია სათამაშო მანქანის ბორბლების მოძრაობას, განსაკუთრებით თუ შუქიც იცვლება ამ დროს, მაგრამ თვითონ სათამაშოს დანიშნულებისამებრ არ იყენებს. სარკე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მასში, თუმცა საკუთარი გამოსახულება ნაკლებად აინტერესებს, უფრო სარკეში არეკლილი გამოსახულებები და მათი გარდატეხილი უსასრულობა იზიდავს. თუმცაღა, ემოცური კავშირისათვის დამახასიათებელი რეაქციები უფროსთან კონტაქტისას – ღიმილსა თუ სიცილზე – არ უჩნდებათ. 

ამ ბავშვების მზერა ხშირადაა კონცენტრირებული სინათლის ანარეკლზე, შპალერის ან ხალიჩის ნახატზე, ბრჭყვიალა ზედაპირზე, ჩრდილების თამაშზე. პატარა მოჯადოებულივით ათვალიერებს წიგნის გვერდებს, სიამოვნებას იღებს ვიზუალური „შეგრძნებების“ ცვლილებით (კარის გაღება-დახურვა, შუქის ანთება-ჩაქრობა). 

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხელები. ვიზუალი აუტისტები ხშირად „იჭედებიან“ ხელების შესწავლის ეტაპზე – თავდაპირველად თითების სახესთან ტრიალით, შემდეგ თავისი და მშობლების ხელების უსასრულო თვალიერებითა და შესწავლით. 

ვიზუალური ვექტორის მიერ მინიჭებული განსაკუთრებული მხედველობით უნარის გამო, პატარები საკმაოდ ადრე იწყებენ ფერების გარჩევას, სტანდარტული ფიგურების ხატვას. აუტიზმის მიუხედავად, მას მაინც აქვს განსაკუთრებული, მხედველობითი მეხსიერება – იმახსოვრებს მარშრუტებს, სიმბოლოების განლაგებას, ადრეული ასაკიდან ორიენტირდება რუკებზე. ადვილად აჯგუფებს სათამაშოებს ფერების, ზომებისა და ფორმების მიხედვით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბავშვში ჭარბობს ინტერესი ფორმის, ზომისა და ფერისადმი, ფუნქციონალი და დანიშნულება კი ყურადღების მიღმა რჩება. 

ემოციური კავშირებიც დაზიანებებით ვითარდება. ბავშვს ხშირად აქვს მრავალრიცხოვანი შიშები (ჩიტების, ცხოველების, შეიძლება თოვლისაც კი), ღამ-ღამობით შეიძლება იღვიძებდეს ყვირილითა და ტირილით, როგორ წესი, ეშინია სიბნელის. ადრეულ ასაკში ასეთი მახასიათებელი ნორმალურია ნებისმიერი ვიზულის ვექტორიანი ბავშვისათვის, თუმცა, აუტიზმის შემთხვევაში, მდგომარეობა არ სწორდება და წლების განმავლობაში გრძელდება. ხანდახან ბავშვს აშინებს შუქის ინტენსივობის ხშირი ცვლა, კონკრეტული ფერის ან ფორმის ნივთები. 

ვიზუალი აუტისტების ემოციებში ჭარბობს დაძაბულობა, მტირალები არიან, ახასიათებთ ზედმეტად ემოციურობა. შეიძლება ჰქონდეთ ისტერიული რეაქციები ახლობლების უარზე, არაკეთილგანწყობილებაზე, უიღბლობაზე. ნორმალური ემოციონალური კავშირები ოჯახის წევრებისა თუ ახლობლებისადმი ვერ ყალიბდება. 

მხედველობითი კონტაქტიც – როგორც მშობლებთან, ისე სხვებთან – დარღვეულია აუტისტთა უმრავლესობაში. თუმცა, თუ პატარას აქვს ვიზუალური ვექტორი, პირიქით, შეიძლება აკვიატებული ჰქონდეს და სულ თვალებში ჩახედვას ცდილობდეს. მიუხედავად ამისა, როდესაც სხვა ცდილობს მისი მზერის დაჭერას, ბავშვი გაურბის კონტაქტს. 

კორექციის მეთოდები 

სვფ-ს თანახმად, ვიზუალურ ვექტორიან აუტისტ ბავშვებთან მუშაობისას პირველი ნაბიჯია ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზის საფუძვლიანი გაგება, პატარასთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობის ჩანერგვა, კომფორტული პირობების შექმნა – პირველ რიგში, დომინანტი სმენის, ხოლო შემდეგ დანარჩენი, მათ შორის ვიზუალური ვექტორისათვის. 

არ შეიძლება, ვიზუალი აუტისტები მთლიანად ჩამოვაშოროთ ისეთ საქმიანობას, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. პირიქით, თამაშები შუქთან, ფერებთან, ზომებსა და ფორმებთან ნამდვილად ეხმარებიან მას ვიზუალური ვექტორის ავსებაში. თუმცა, აუცილებელია, დავეხმაროთ მას ამ თამაშებს მისცეს აზრი. შეიძლება, პატარას მოსწონდეს შუქ-ჩრდილებით თამაში. ჩვენ შეგვიძლია, ვასწავლოთ თითებით სხვადასხვა ფიგურების ჩრდილების გამოსახვა. მას ასევე გაახარებს კალეიდოსკოპი, მოზაიკა, სხვადასხვა სახის ფორმების საჭრელი ან მოსარგები თამაშები. შეიძლება მოვიფიქროთ და ერთად ვითამაშოთ ნებისმიერი თამაში შუქ-ჩრდილებით. ასევე, არაა გამორიცხული, ბავშვს მოეწონოს ქვიშის გადაყრა ან წყლის გადასხმა სხვადასხვა ჭურჭელში. ასეთი თამაშების სახით ბავშვს უნდა მივცეთ მისთვის საჭირო ვიზუალური „შეგრძნებების“ რაოდენობა. 

თუმცაღა, სხვადასხვა ნივთების ფუნქციების შესწავლისას არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვმა ეს თავისთვის მოხერხებული ფრაგმენტული და უმისამართო ვიზუალური თვალიერების გზით სცადოს. რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ სხვადასხვა საგნების ფუნქციებზე ყურადღების გამახვილება, ვასწავლოთ პატარას, ხელებით გააზრებული მოქმედებების კეთება და არა უაზრო მანიპულაცია: აიღოს ხელში ფინჯანი წყლის დასალევად, დამოუკიდებლად ჩაიცვას ფეხსაცმელი, გამოიყენოს კოვზი. 

ემოციური კავშირების განვითარება 

ხშირად შეიძლება მოისმინოთ დელფინოთერაპიის, კინესეთერაპიისა და სხვა ცხოველებთან კომბინირებული თერაპიების ეფექტურობის შესახებ აუტიზმის კორექციისას. ეს გასაგებიცაა და ახსნადიც. როგორც უკვე ვთქვით, ბავშვი ამყარებს ემოციურ კავშირებს ჯერ ნივთებთან – სათამაშოებთან (აუტისტმა შეიძლება ამ კავშირების ჩამოყალიბების ნაცვლად მხოლოდ ვიზუალური მანიპულაციები ჩაატაროს სასიამოვნო შეგრძნებების გამოწვევის მიზნით), შემდეგ ცხოველებთან და ბოლოს ადამიანებთან. ამ გადმოსახედიდან გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე ცხოველებთან თერაპია შეიძლება მართლაც გახდეს სასარგებლო ნაბიჯი ადამიანებთან ურთიერთობის ეფექტიანი უნარების ჩამოყალიბების პროცესში. 

თუმცა, იშვიათად აღინიშნება და ექცევა ყურადღება ყველაზე პირველ და მთავარ ეტაპს ემოციური კავშირების ჩამოყალიბებისას – მშობლებს, განსაკუთრებით კი დედას. მშობლებთან სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების გარეშე ხომ შეუძლებელია სხვა დანარჩენი კავშირების სწორად წარმოქმნა. ყველაზე ხშირად სწორედ ეს კავშირია დარღვეული აუტისტ ბავშვებში. ვიზუალი ბავშვებისათვის კი ეს უმნიშვნელოვანესია – ემოციური დამოკიდებულებების გაჩენა ხომ გადამწყვეტი მომენტია მათ განვითარებაში.

მშობლებთან გაწყვეტილი ემოციური ურთიერთობის აღსადგენად ადრეული ასაკიდანვეა საჭირო ემოციურ დამუხტვაზე მიმართული თამაშებისა და სახალისო ლექსების გამოყენება. ასეთი ფრაზები და ლექსები ბევრია და მათი მიზანია ემოციური რეაქციის გამოწვევა ბავშვში უფროსის ღიმილსა და საქციელზე. 

კიდევ ერთი, მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ვეცადოთ დავამყაროთ მხედველობითი კონტაქტი და მივიპყროთ ბავშვის ყურადღება. აჯობებს, თუ ბავშვს ორივე ხელზე ჩავკიდებთ ხელს და მზერით მოვძებნით მის მზერას – მივაპყრობთ ყურადღებას აუცილებელი მოქმედებაზე (მზერით პასუხი). 

როცა ბავშვი სულ მცირედ მაინც გვიბრუნებს გამოხატულ ემოციაზე რეაქციას, შეიძლება ერთად გავაჯავროთ რომელიმე ცხოველი, ან ფრინველი, ან გმირი – ისევ და ისევ საპასუხო ემოციისა და ღიმილის მიღების მიზნით. 

შედარებით მოზრდილი სმენა-ვიზუალი აუტისტისთვის კარგი დამხმარე იქნება წიგნები (ვიზუალები, ზოგადად, ერთ-ერთი საუკეთესო მკითხველები არიან). მშობლებთან ერთად კითხვა ან/და ხატვა ბავშვს საშუალებას აძლევს არამარტო მიიღოს სიამოვნება კითხვისა და ხატვისგან, არამედ დაამყაროს/გააძლიეროს ემოციური კავშირები დედ-მამასთან. 

ბავშვის თითოეული ვექტორის საჭიროებების გაგებით არ იქნება რთული შევარჩიოთ თამაშებისა და საქმიანობის ის ნაკრები, რომელიც გააღვიძებს მის ინტერესს და აამოქმედებს თანდაყოლილ ძლიერ მხარეებს. 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/zhizn-illjuzornaja-i-realnaja-osobye-simptomy-u-detej-s-autizmom 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი    

იხილეთ ასევე:

აუტიზმი (მესამე ნაწილი) 

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • სუიციდალური კომპლექსი

  • სასიცოცხლო სცენარის ტყვეობაში

  • სიმაღლის შიში – გულის გაჩერება საშინელებისგან.

  • ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები

  • როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  • წყენა. გაუგე და აპატიე

  • შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით