დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!


დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

წყენის გრძნობა ბევრისთვისაა ცნობილი, ყველაზე განვითარებულებს კი ესმით, რომ ქრონიკულად ქცეული წყენები უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებენ აწმყოზე. ისინი ამახინჯებენ რეალობის აღქმას, ართულებენ ურთიერთობებს ახლობლებთან და კოლეგებთან — და საერთოდ, ხელს გვიშლიან საკუთარი გლობალური ცხოვრებისეული ამოცანის შესრულებაში. განსაკუთრებით საშიშია წყენა დედაზე…

ყველა ადამიანიდან, მხოლოდ ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს აქვთ განსაკუთრებით სათუთი დამოკიდებულება დედასთან: კარგი ან ცუდი, მაგრამ არასოდეს გულგრილი. და სწორედ ანალებს ამოაქვთ ბავშვობიდან წყენა დედაზე. არც კუნთის, არც კანის და მითუმეტეს არც ურეთრალურ ვექტორში არაა ასეთი თვისებები, რომლებიც საშუალებას მისცემენ წყენას, რომ ფორმა მიიღოს, დაგროვდეს და «ნაწყენობის» მძიმე მდგომარეობად იქცეს. ეს მდგომარეობა ანალის ვექტორიანში შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს და წლების განმავლობაში მხოლოდ დამძიმდეს. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ დედაზე წყენის ფორმირების მექანიზმს და ამ წყენის ზეგავლენას ადამიანის ხასიათსა და ცხოვრებისეულ სცენარზე.

დედა — საწყისთა საწყისი

ანალური ადამიანის ფუძეა წარსული დრო, იმ ყველაფერი საუკეთესოს შენახვა და გადაცემა, რაც წარსულშია დაგროვებული. ამ ამოცანის შესასრულებლად ბუნებამ ანალური ადამიანი მეხსიერების უზარმაზარი მოცულობით დააჯილდოვა. მეტწილად, მეხსიერება - ეს ანალური ადამიანის საყრდენია, რომელიც ეხმარება მას წინა თაობების ცოდნის აკუმულირებაში, ანალიზში და საუკეთესო მიღწევების თანამედროვე თაობისთვის გადაცემაში. მეხსიერების ასეთ უზარმაზარ მოცულობას შეუძლია შეინახოს დროით ძალზე დაშორებული დეტალები და წვრილმანები. ხოლო გრიფით «განსაკუთრებით მნიშვნელოვანი» ანალი ინახავს თავის პირველ გამოცდილებას — ნებისმიერს: ველოსიპედზე პირველი სეირნობიდან პირველ კოცნამდე და პირველ სექსამდე. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან დედას? ორმაგი. ერთი მხრივ, სწორედ იგია პირველი ადამიანი, რომელთანაც ახლოს ურთიერთობს ანალური ბავშვი. შესაბამისად, ესაა ადამიანი, რომელიც მის არაცნობიერში იკავებს «განსაკუთრებით მნიშვნელოვანის» სტატუსს. მეორე მხრივ, პატარა ანალს, ჯერ კიდევ ძალიან მცირე აქვს საკუთარი გამოცდილება, საკუთარი წარსული, რომელიც უკარნახებს, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს გამოცდილება გააჩნია «განსაკუთრებით მნიშვნელოვან» ადამიანს, მის დედას. იგი დაეხმარება და უკარნახებს, ასწავლის, როგორ იცხოვროს და როგორ მოიქცეს უკეთ გარკვეულ სიტუაციაში, იგი დაეხმარება ამ ძვირფასი «საკუთარი გამოცდილების დაგროვებაში».

დედა — ყველაზე პირველი და ყველაზე მთავარი ადამიანია ანალური ბავშვისთვის. სწორედ ის აშენებს პატარა ანალის პიროვნების საფუძვლებს, და სწორედ დედასთან ურთიერთქმედების გამოცდილებას უბრუნდება იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

მსოფლიოში ყველაზე დამჯერი ბავშვი…

ანალური ბავშვი გამოირჩევა უკიდურესი თანდაყოლილი არადამოუკიდებლობით, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს მოძრაობა, მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს არჩევანი. იგი მიჯაჭულია თავის სათამაშოებზე, უყვარს სახლში ჯდომა, დედის გვერდით, სიამოვნებით კითხულობს წიგნებს და საერთოდ, ძალიან დამჯერი ბავშვია. მაგრამ იგი ძალიან ნეგატიურად რეაგირებს ყველაფერ ახალზე: ახალ ადამიანებზე, ახალ ბაღზე, სეირნობის ახალ მარშრუტზე, დღის ახალ რეჟიმზე, ახალ საცხოვრებელ ადგილზე და ა.შ. ყველაფერი ახალი ანალური ბავშისთვის — სტრეს-ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა შედეგებამდე მიიყვანოს, დეფეკაციის უმნიშვნელო დარღვევებიდან ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარის ფორმირებამდე. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იდოს, რომ ხელები და ტანსაცმელი სუფთა იყოს. ყველაფერს აკეთებს ნელა, ბეჯითად. მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს: ბოლომდე უყუროს მულტფილმს, ბოლომდე ააწყოს პაზლი, ბოლომდე იჯდეს ქოთანზე, ბოლომდე დახატოს, დაწეროს. და კიდევ, ანალური ბავში, როგორც არავინ სხვა, საჭიროებს დედის კარნახს და რჩევებს. ანალურ ბავშვს უნდა, რომ დედას უყვარდეს და ყურადღებას უთმობდეს, მას შექება სჭირდება. ეს მისი სტიმულია განვითარებისთვის. და არავის შეუძლია უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს ანალურ ბავშვს, ვიდრე მის ყველაზე ახლობელ და პირველ ადამიანს — მშობელ დედას (რომელსაც არც თუ ისე გაუმართლა საკუთარ დედასთან) .

ანალური ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა - დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ანუ, თუ ქოთანზე დაჯდა, იმდენ ხანს იჯდება, რამდენიც რეზულტატისთვისაა საჭირო. თუ წიგნის კითხვა დაიწყო, დედა კი სადილისთვის ეძახის, უნდა ჩაამთავროს რაღაც ლოგიკურ წერტილამდე. სწრაფ კანურ დედაში ასეთმა ბავშვმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს: «რა მუხრუჭი ხარ!» მისი საფუძვლიანობა და აუჩქარებლობა მოქმედებებში ძალიან ნეგატიურად აღიქმება დედის მიერ — და იგი იწყებს ბავშვის აჩქარებას: «მიდი მალე! რას იქექები?» შემდეგ კი ხდება ყველაზე საშინელი — იგი არ აძლევს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას. თუ დედის გაღიზიანება მის ქოთანზე ჯდომას დაემთხვა, მაშინვე წამოაგდებენ, თუ ოთახს ალაგებდა, სასწრაფოდ გაუშვებენ კორიდორის მოსახვეტად, თუ ჩექმებს იცვამდა, ბოტასების ჩაცმას მოთხოვენ. თანდათანობით ბავშვს უფორმირდება რწმენა: რაც არ უნდა აკეთოს, მაინც არ მისცემენ ბოლომდე, შედეგამდე მიყვანის საშუალებას. და ეს რწმენა მისი ქვაკუთხედი ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე ხდება ანალური, ბუნებით აკურატული ადამიანი ბინძური. და თავისი დაზიანების შესაბამისად ეს ყველაფერი გარესამყაროზე გადააქვს: ქრონიკულად ბოლომდე გაურეცხავი ჭიქებიდან ქრონიკულად დაუსრულებელ საქმეებამდე და მეძავებისადმი პათოლოგიურ მისწრაფებამდე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა დედაზე წყენა. წყენა ფორმირდება მაშინ, როდესაც პატარა ანალი დაუმსახურებლად დასჯილად, ან ყურადღებისგან მოკლებულად გრძნობს თავს. და ამ ყურადღების ნაკლებობის პალიტრა ძალზე დიდია: «ყველა წვრილმანით» მოყოლის ხშირი შეწყვეტინებიდან (სახეობრივი როლი ხომ 100% ინფორმაციის გადმოცემაა, რაიმეს გამოტოვების გარეშე!) უდანაშაულო ბავშვის დასჯამდე. თუ ბავშვს სისტემატიურად ექცევიან ასე, მას უგროვდება წყენა, რომლის «დაბრუნებაც» არ შეუძლია (არადა სწორედ ამის მოთხოვნილება აქვს). ვინც გნებავთ, ოღონდ ის არ უპასუხებს დედას შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით — ის ხომ უფროსია, ავტორიტეტია, «განსაკუთრებით მნიშვნელოვანის» სტატუსი აქვს მის აღქმაში! მაგრამ სწორედ მას სჭირდება ყველაზე მეტად ლანდშაფტთან გათანაბრება: «იდიოტზე» უპასუხოს «შენ თვითონ ხარ იდიოტი». რა ხდება? ასეთი ნაწყენი ბავშვი ამ წყენას თავისზე სუსტებზე ანთხევს: ცხოველებზე, უმცროს დებზე და ძმებზე და ა.შ. ასე ღებულობს მსოფლიო კატების მწვალებლებს და მწერების კოლექციონერებს, «ძველებს» ჯარში და უბრალოდ თავისი ავტორიტეტით ზეწოლით მოყვარულებს. და საქმე ჯერ არ მისულა თავად საკუთარ ბავშვებზე — აქ უკვე დედაზე ნაწყენი ანალი მთელი მშვენიერებით იფურჩქნება. სწორედ მათგან გამოდიან ქამრის, როგორც დასჯის მეთოდის ყველაზე პრინციპული დამცველები.

წყენის ბუნება.

ანალური ვექტორის ბუნებრივი ამოცანაა — ინფორმაციის მომავალში გადაცემა, ჯოგის წარმატებულად გადარჩენისთვის კი ინფორმაცია არ უნდა დამახინჯდეს. რაც მიიღო, ის გადასცა. ამითაა განპირობებული ბუნებრივი პატიოსნება, გარემოსთვის ზუსტად იმდენის გადაცემის სურვილი, რამდენიც მიიღო. ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის აუცილებელია, რომ თანაბრობა შეინარჩუნოს გარესამყაროსთან მიმართებაში: რამდენი პატივისცემა/ტკივილიც მოდის გარე სამყაროდან, იმდენივე უნდა დაუბრუნოს შიგნიდან. ესაა ბალანსის მდგომარეობა. ხოლო თუ ანალს არ შეუძლია გათანაბრება, მაშინ ჩნდება დისბალანსი. თუ შეუძლებელია მიყენებული უსამართლო ტკივილის დაბრუნება, მაშინ წყენა ფორმირდება. და ადამიანი აღმოჩნდება თავისი მოთხოვნილების მარწუხებში — დაუბრუნოს სამყაროს ის, რაც ამ სამყარომ მისცა: «რასაც დასთეს იმას მოიმკი». ტკივილის შემთხვევაში, ამას შურისძიებას უწოდებენ — ნაწყენი განიცდის მოთხოვნილებას, რომ შური იძიოს, ანუ შინაგანი ბალანსი აღადგინოს. უაზრობაა იმედის ქონა, რომ «ეს დროთა განმავლობაშ გაივლის», რომ ყველაფერი მოგვარდება და დავიწყებას მიეცემა. ეს არ ეხება წარსულის ადამიანებს. მათ ყოველთვის ახსოვთ. კარგიც და ცუდიც. დედაზე წყენის გამო ანალური ვექტორის მქონე ადამიანი სამყაროს ისე ვეღარ ხედავს, როგორიც სინამდვილეშია, არამედ დამახინჯებულს, თავისი ცუდი გამოცდილების პრიზმაში, მთელი ნეგატივის, რომელიც დააგროვა, ყველაფრის, რაც დედამ მისცა ან არ მისცა. მაშინაც კი, თუ ამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც კარგი მოხდება, იგი ამას ნეგატიურ შუქში დაინახავს და გარეთ იგივე ნეგატივს გადმოიტანს. ხდება ხოლმე, რომ წყენა არაცნობიერში იმდენადაა განდევნილი, რომ ადამიანი მას უბრალოდ ვერ გრძნობს. შეიძლება თქვას, რომ განაწყენება სისულელეა, და ეს ემოცია სისუსტედ მიიჩნიოს. მაგრამ ამის არსი არ იცვლება. პირიქით, ასეთი წყენა, აღმოუჩენელი და გაუცნობიერებელი, უფრო მეტ ნგრევას მოიტანს — ადამიანის სხეულში, მის ურთიერთობებში ახლობლებთან და კოლეგებთან. რაც უფრო ნაკლებადაა გაცნობიერებული გრძნობა, მით უფრო დიდი ძალაუფლება აქვს სტრესს ადამიანზე. მრავალი ადამიანი სწორედ ასე «გამოიმუშავებს» სხვადასხვა ფსიქოსომატურ აშლილობას. სხეულს ახსოვს ტკივილი. და ბავშობაში დედასთან ურთიერთობის დამახინჯება ხშირად ვლინდება ანალურ ბავშვში ყაბზობით/ფაღარათით, გასტრიტით და ენის ბორძიკითაც. ზრდასრულ ასაკში დიდია ალბათობა, რომ ნაწყენი ანალი მიზნის სახით აირჩევს უფრო სუსტ ადამიანებს, რომლებიც რაღაცით მაინც აგონებენ საკუთარ დედას და მათზე მიმართავენ ნეგატივს. ამგვარად, იგი თითქოს საუბრობს საკუთარ დედასთან, რომელსაც არ უნდოდა ან არ შეეძლო მისი გაგება, როცა პატარა იყო. საკუთარი ქალის დამცირებისას, იგი მასში საკუთარ დედას ხედავს და სიამოვნებით იყრის ჯავრს: ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს და ცემს კიდეც. ასეთი ქცევა არ შემოიფარგლება ერთი შემთხვევით, სიტუაცია შესაძლოა მრავალჯერ განმეორდეს და მთელი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთან, დედაზე წყენა — ეს არაა ნაგვით სავსე რეზერვუარი, რომელსაც გადმოღვრი გარშემომყოფებზე ერთჯერადად, ან პორციებით. ესაა მდგომარეობა, რომელმაც ცხოვრების სცენარი ჩამოაყალიბა. ცოლმა უთხრა: «მუხრუჭო!», მან კი ლანძღვა-გინებით უპასუხა, მეგობრებს კი აუხსნა: «ეს იმისთვის, რომ დედაკაცმა იცოდეს თავისი ადგილი და ისწავლოს ლაპარაკი ნამდვილ კაცთან». არ შეისმინე კარგი სიტყვა? — კარგად მილანძღა და სახლში ჩაკეტა. თუ ამანაც არ უშველა, მუშტსაც გამოიყენებს. ასეთს მიხრჩობაც შეუძლია, თუ ძლიერაა ნაწყენი დედაზე და ამ წყენის პროექცია მთელ ქალთა სქესზე მოახდინა.

დედაზე წყენასთან გამკლავებაში, მის გაცნობიერებასა და ნეიტრალიზებაში დაგეხმარებათ სისტემური ფსიქოანალიზი. ძვირფასო მშობლებო! თქვენ, და მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელნი იმაზე, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება თქვენი ბავშვი. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული მისი მომავალი, გახდება თუ არა იგი პასუხისმგებლობით სავსე, თავისი საქმის პროფესიონალი და ერთგული მეოჯახე, თუ იქნება გაუთლელი და უხეში, სადისტური მიდრეკილებებით, მკვლელი, მოძალადე და პედოფილიც კი! უკიდურესად მნიშვნელოვანია გაიგოთ, ვინ ხართ თქვენ და ვინაა თქვენი შვილი, და რა ამოცანები გაქვთ ბუნებისგან ბოძებული. რადგან თუკი აღზრდისას შექმნით ყველა პირობას, რომ ბავშვმა თავისი ბუნებრივი ამოცანის შესრულება მოახდინოს, ამით ბედნიერ ადამიანს აღზრდით. სისტემური ფსიქოანალიზი არა მხოლოდ იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ ,,რა ჩაიფიქრა ბუნებამ", როცა ასეთად შეგქმნათ, არამედ ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის, ბავშვის, სხვა ადამიანების გაგებაში და გარესამყაროს ახლებურად ხედვაშიც. თქვენ დაინახავთ სამყაროს ისეთს, როგორიც ბუნებამ ჩაიფიქრა, ხოლო საკუთარი ბუნებრივი ამოცანების რეალიზაციის დაწყების შემდეგ, უფრო ბედნიერი გახდებით და ცხოვრებისგან მეტ სიხარულს მიიღებთ.

ზოგიერთი დეტალი…

წყენა — ერთ-ერთი ნეგატიური მდგომარეობაა მხოლოდ ანალური ვექტორისთვის. ეს განპირობებულია მისი თვისებებით. პირველყოფილ ჯოგში ანალი არასოდეს დადიოდა სანადიროდ, იგია — ერთადერთი, ვინც გამოქვაბულში რჩებოდა ქალებისა და ბავშების დასაცავად. ურეთრალური ბელადი შთააგონებდა ჯოგს ნადირობისთვის, კანი ორგანიზებას უკეთებდა, ხოლო კუნთები კლავდნენ ნადავლს. ანალი ამ ისტორიაში არანაირად არ მონაწილეობდა, ამიტომ ხორცის ნაჭრისთვის კონკურენტული ბრძოლის სულიც მას საერთოდ არ გააჩნია. იგი ოდითგანვე იჯდა გამოქვაბულში (სახლში), იცავდა ქალებს და ბავშვებს, სანამ ჯოგი ნადირობდა, ყოფითი საქმეებით და ხელობით იყო დაკავებული, თვალყურს ადევნებდა წესრიგს, მაგრამ რაც მთავარია, დაგროვილ ცოდნას ახალ თაობას გადასცემდა და ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ამისთვის თავის კუთვნილ ხორცის ნაჭერს მიიღებდა, როცა ჯოგი დაბრუნდებოდა, — საჭმელს მას ურეთრალური ბელადი უწილადებდა. ეს ნაჭერი ანალურ ადამიანს ეძლეოდა იმ საქმისთვის, რასაც მთელი ჯოგისთვის აკეთებდა. დღემდე ანალური ადამიანი არსად არ შეძვრება რიგის გარეშე, არ დაითრევს უფრო დიდ და უფრო ტკბილ ნაჭერს — იგი ელოდება, როდის მისცემენ კუთვნილს. მწვავედ განიცდის, როცა ლანდშაფტი კუთვნილს არ აძლევს, იმას, რაც უფლებით ეკუთვნის — თუნდაც მცირე, მაგრამ თავის, პატიოსნად გამომუშავებულ ულუფას. პირველყოფილი დროის შემდეგ საზოგადოება ძლიერ გართულდა და ანალი გარშემომყოფებისგან ელოდება არა მხოლოდ ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის პატიოსნად გამომუშავებულს, არამედ ჯილდოსაც მისი ღირებულებების დონეზე: სახელს, პატივს, ყურადღებას, ავტორიტეტს. არჩევანში — «ფული თუ პატივისცემა» იგი პატივისცემას ამჯობინებს, განსხვავებით კანისგან, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ფულს აირჩევს. კუთვნილი არ მისცეს, დააკლეს, დამსახურებული ვერ მიიღო — სწორედ ესაა ანალური წყენა. სხვა ვექტორებსაც აქვთ გარეგნულად მსგავსი მდგომარეობები, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შეხედვით: თავიანთი შემადგენელით და ხარისხით, ისინი არ წარმოადგენენ წყენას. განაწყენება მხოლოდ ანალურ ვექტორის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. სწორედ წყენა აქცევს ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად ახასიათებთ მონოგამიურობა, მეოჯახეობა, პატიოსნება, გონების ანალიტიკური წყობა, ბავშვების სწავლების უნარი — ცოლის/ქმრის მოძულეებად, ბინძურებად, თუნდაც ერთი საქმის ბოლომდე მიყვანის უუნაროებად, პედოფილებად და სერიულ მკვლელებადაც კი. თუ ჩავიხედავთ ცნობილი სადისტების, მკვლელების, მოძალადეების და პედოფილების ბიოგრაფიაში, იქ ყოველთვის ვიპოვნით პრობლემებს ბავშვობაში, რომლებიც უფრო ხშირად დედას უკავშირდება. ფსიქო-კრიმინალისტებმა დიდი ხანია აღნიშნეს ეს ფაქტი. მაგრამ აუცილებელია გავიგოთ, რატომაა, რომ ზოგი ბავშვი მსგავსი რამის განცდისას სადისტად, უხეშად და მოძალადედ იზრდება, მეორე კი პირიქით, გაუცნობიერებლად ეძებს სიტუაციებს, სადაც კვლავ დაამცირებენ და ფიზიკურად დასჯიან, ანუ მსხვერპლის სცენარით მიდიან. 

მთარგმნელი: მამუკა გურული

მასალა მომზადებულია ვიაჩესლავ იუნევის სისტემურ-ვექტორული აზროვნების მეთოდის მიხედვით.

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • ანალური ვექტორი. ლოგონევროზი

  • გადადებული ცხოვრების სინდრომი

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • აუტიზმი (მეორე ნაწილი)

  • დედაა დამნაშავე! ანუ წყენა როგორც ცხოვრების სცენარი!

  • ანალური ფსიქოტიპის სტრესები

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?