ალეკო ელისაშვილის მოკლე ვექტორული ანალიზი




ალეკო (ალექსანდრე) ელისაშვილი (დ. 17 იანვარი, 1978 წელი) – თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“დამფუძნებელი, ქართველი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში. თბილისის მერობის კანდიდატი. 


აქვს ექვსი ვექტორი: კუნთის, ანალური, კანის, ორალური, ვიზუალური და სმენის. სცენარით – კან-ორალი. 


ანალური ვექტორი – განვითარების მცენარეულ დონეზე (ცხოველურთან ახლოს). 


კანის ვექტორი – განვითარების ცხოველურ დონეზე. აქვს კარგი მენეჯერული უნარები. სცენარზე შეიმჩნევა ანალური ფასეულობების ძლიერი გავლენა, ამიტომ რიგ შემთხვევებში შესაძლოა ანალ-ორალსაც წააგავდეს, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა და მიდგომები კან-ორალურია. კარგად შეუძლია ანალურ ფასეულობებში კანური ლავირება. 


ორალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის ადამიანურ დონეზე (ცხოველურთან ახლოს), იყო ტელე- და რადიო-გადაცემების წამყვანი. აქვს კარგი ორატორული უნარები. კან-ვიზუალის სცენარით ადაპტირება ანალური მენტალიტეტის ქვეყანაში (მითუმეტეს ჟურნალისტიკაში და პოლიტიკაში) გაუჭირდებოდა, სმენა კი არასაკმარისად აქვს განვითარებული, შესაბამისად ადაპტირდა კან-ორალის სცენარში. 


ვიზუალური ვექტორი – განვითარების მცენარეულის ადამიანურსა და ცხოველურის არაცოცხალ დონეს შორის (უფრო ზუსტად თქმა მიჭირს). ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრი“-ს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. იცავს კულტურულ, მორალურ და ეთიკურ ფასეულობებს, თუმცა სტრესულ სიტუაციებში (ცხარე კამათების დროს) ორალური ვექტორის გავლენა ჭარბობს. 


სმენის ვექტორი – განვითარებისს მცენარეულის მცენარეულ დონეზე. სმენის ვექტორი იმყოფება ორალური ვექტორის მდგომარეობაში. არ მიჰყვება რაიმე სმენურ იდეას. ვექტორებში განსაკუთრებული სტრესები და გადახრები არ აღენიშნება (თუ არ ჩავთვლით სმენის ვექტორის სუსტ განვითარებას). 


ტემპერამენტი – 6 (ათბალიანი შკალით). 



ავტორი: მამუკა გურული