სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები
სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები
სტოკჰოლმის სინდრომი – მიზიდულობისა და სიმპატიის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ უჩნდება.
მოვლენა, რომელსაც შვედმა კრიმინალისტმა ნილს ბეიეროტმა სტოკჰოლმში 1973 წელს აგვისტოში მომხდარ ცნობილ ამბებთან დაკავშირებით “სტოჰოლმის სინდრომი” უწოდა ნამდვილად პარადოქსულია, ხოლო მიზიდულობა ზოგიერთ მსხვერპლს გამტაცებლების მიმართ რომ უჩნდება – ირაციონალური. ერთი შეხედვით ხომ ასეცაა, ჩევნ ვხედავთ როგორ ეჯაჭვება ადამიანი იმას ვინც წესით ყველაზე მეტად უნდა სძულდეს. სწორედ ამაში მდგომარეობს ფსიქოლოგიური პარადოქსი, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ასეთი. ესაა ადაპტაციისა და ექსტრემალურ პირობებში სავსებით ბუნებრივი შეგუების პროცესი ადამიანებისთვის ვექტორების გარკვეული ნაკრებით. სწორედ მათზე ვისაუბრებთ, შემდეგ კი აღვწერთ პროცესს სახელად “სტოკჰოლმის სინდრომს”.
სტოკჰოლმი 1973 წელი აგვისტო
1973 წლის 23 აგვისტოს ვინმე იან უოლსონი, ყოფილი პატიმარი, იარაღით შევარდა სტოკჰოლმის ბანკში და იქ მყოფი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა, სამი ქალი, ერთი მამაკაცი და ერთიც ბანკის კლიენტი. როცა ორმა პოლიციელმა მძევლების დახსნა სცადა მან ერთი დაჭრა და მეორე მძევლად აიყვანა, მაგრამ მალევე კლიენტთან ერთად გაათავისუფლა. უოლსონის მოთხოვნით მასთან ბანკში მიიყვანეს მისი ციხის თანამესაკნე კლარკ ულოფსონი.
მაშ შემდეგ რაც ხელისუფლებას თავისი მოთხოვნები წარუგდინეს უოლსონმა და ულოფსონმა მძევლებიანად ბრონირებულ საცავში გადაინაცვლეს (3/14) სადაც 6 დღე დარჩნენ. მძევლებისთვის ეს ძალიან მძიმე დღეები იყო. თვიდან ისინი იდგნენ ყელზე ყულფით რომელიც დაჯდომის მცდელობისთანავე მათ მოგუდვას იწყებდა. ორი დღე არაფერი უჭამიათ და უოლსონი გამუდმებით ემუქრებოდა დახოცვით.
მაგრამ მალე, პოლიციის გასაკვირად, მძევლებს გამტაცებლების მიმართ მიჯაჭვულობა გაუჩნდათ. დატყვვებული ბანკის მენეჯერი სვენ სეფსტრემი გათავისუფლების შემდეგ აღწერდა ორივე თავდამსხმელს როგორც კარგ ადამიანებს, გათავისუფლებისას კი დანარჩენ მძევლებთან ერთად მათ დაცვას ცდილობდა. ერთ მძევალი კი – ბრიგიტა ვუნბერგი, მაშინაც კი როცა გაქცევის შანსი გაუჩნდა მაინც შენობაში დარჩა. ხოლო კრისტინ ენმარკა მეოთხე დღეს პოლიციას განუცხად , რომ გამტაცებლებთან ერთად აპირებდა გამგზავრებას, რადგან ძალიან დამეგობრებულიყვნენ. მოვიანებით ორმა ქალმა მოყვა, რომ ნებაყფლობით დაამყარა მათთან ინტიმური კავშირი, მეტიც ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ მათზე დაინიშნნენ და დაქორწინდენ ჯერ კიდევ მათი პატიმრობის პერიოდში (ერთ-ერთი ქალი გათხოვილი იყო და ქმარს გაშორდა). ამ ურთიერთობამ აქ ამოწურა თავი, თუმცა ულოფსონი ციხიდან გამოსვლის შემდეგაც დიდხანს მეგობრობდა ქალებთან და მათ ოჯახებთან.
ამ შემთხვევის სვფ-ს კუთხით გაანალიზებისას მაშინვე თვალში გვხვდება მძევლების გარეგნობა.
-ბრიგიტა ლუნბეგი – ეფექტური ქერა ლამაზმანი.
-კრისტინა ენმარკი – ენერგიული, სიცოცხლით სავსე შაგვრემანი ქალი.
-ელიზაბეტ ოლდგრენი – მოკრძალებული, მორცხვი, მინიატურული ქერა ქალი.
-სვენ სეფსტრემი – ბანკის მენეჯერი, თავდაჯერებული, მაღალი, ლამაზი უცოლო კაცი.
პირველი ორი ქალი, რომლებსაც გამტაცებლები შეუყვარდათ, კან-ვიზუალური ნაკრების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. იგივეს თქმა შეიძლება ბანკის მენეჯერზეც და მესამე ქალზე.
ხოლო გამტაცებლები: იან უოლსონი და კლარკ ულოფსონი – სმენები, რაზეც მათი ბიორგაფია, გარეგნობა და თავდასხმის დროს საქციელიც მეტყველებს. აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია რატომ ჩამოყალიბდა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის თბილი ურთიერთობა ასე სწრაფად. სმენისა და ვიზუალის ვექტორები ერთი – ინფორმაციული მეოთხედინაა, როგორც მატრიცა და პატრიცა, ერთმანეთის შემავსებლები, ამასთან ვიზუალი გაუცნობიერებლად მიიწევს სმენისკენ, მისთან თანაბრად განვითარებულთან, როგორც “უფროსი ძმისკენ” მეოთხედიდან. სმენას ესმის ღამით, როდესაც ვიზუალი ვეღარ ხედავს, ასეთია მათი ურთიერთობის საფუძველი.
ვიზუალი მძევალი, განვითარებული ვექტორითაც კი, ძლიერი სტრესის გავლენით არქეტიპულ შიშში ვარდება და შინაგანი მდგომარეობების გათანაბრებისას გაუცნობიერებლად მიილტვის განუვითარებელი ფსიქოპატ-სმენისკენ. ხოლო თუ აგრესორი უფრო განვითარებულია მაშინ ვიზუალიც მისი განვითარების დონემდე მიიწევს და ამ დონეზე იწყებს მასთან ურთიერთქმედებას (მაგალითად აიტაცებს მის იდეებს და თავისებად თვლის). ამიტომაც სტოკჰოლმის სინდრომის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გვხვდება პოლიტიკური ტერაქტებისას, რომელსაც ვერავინ ჩაიდენს იდეური სმენებისა და სმენა – ფსიქოპატების გარდა.
ამიტომაც სტოკჰოლმის შემთხვევისას კი იყო ვექტორთა კომპლიმენტარობა, მაგრამ ეს მხოლოდ კატალიზატორი გახდა და არა მიზეზი ვიზუალ მსხვერპლსა და სმენა აგრესორს შორის წარმოქმნილი სიმპატიისა. ხოლო ძირითადი მიზეზი თუ რატომ გვხვდებიან მსხვერპლებს შორის ხშირად კან-ვიზუალი მდედრები, როგორც უკვე ვთქვით ისაა, რომ ამ დროს ამ ვექტორების მქონენი ცდილობენ სტრესულ პირობებთან ადაპტირებას და მოძალადესთან ემოციური კავშირის დამყარებას.
კან-ვიზუალი მდედრი.
კან-ვიზუალი ქალები პირველყოფილ ჯოგში დღის გუშაგის სახეობრივ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ ეს ქალები მიჰყვებოდნენ მამაკაცებს სანადიროდ. მათი მოვალეობა იყო სწრაფად შეემჩნიათ საფრთხე და გაეფრთხილებინათ სხვები. ამგვარად, როდესაც ნადირისა ეშინოდა კან-ვიზუალი მდედრი სიკვდილის უდიდეს შიშს განიცდიდა და ამ შიშის უძლიერეს სუნს (ფერომონებს) გამოყოფდა. მისი თანატომელები გაუცნობიერებლად გრძნობდნენ ამ სუნს და მაშინვე გარბოდნენ. ხოლო თუ ის გვიან შეამჩნევდა საფრთხეს სწორედ ამ ფერომონების წყალობით პირველი ვარდებოდა მხეცის კლანჭებში. ასე ხდებოდა ნადირობისას. პირველყოფილ გამოქვაბულში კი გარკვეული გარემოებებისას იგივე კან-ვიზუალი შესაძლოა მსხვერპლადაც შეეწირათ.
როგორც სვფ-დან უკვე ვიცით, არქეტიპული სცენარები ფუნდამენტურ როლს თამაშობს ჩვენს ქცევებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განვითარების პროცესში ისინი არსად არ მიდიან, არამედ ახალი სცენარის საფუძველი ხდებიან. ასე თანდათან ვითარდებოდა შიშის განცდა სიყვარულამდე ვიზუალის ვექტორში, მათ შორის კან-ვიზუალ მდედრებთან. საომრად და სანადიროდ სიარულისას სადაც შავდებოდნენ და იხოცებოდნენ მამაკაცები მისმა ყოვლისმომცველმა შიშმა საკუთარი სიცოცხლის გამო, მათ სიცოცხლეებზეც გადაინაცვლა. მერე კი თანაგრძნობად გარდაიქმნა დაჭრილებისა და გარდაცვლილების მიმართ და საბოლოოდ სიყვარულად ჩამოყალიბდა. ამასთან ერთად, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქალი ის ცდილობდა მამაკაცებისგან დაცვა და უზრუნველყოფა მიეღო და სამაგიეროდ საკუთარ თავს სთავაზობდა. ეს ორი შემადგენელი დაედო საფუძვლად იმას, რასაც ახლა სექსით ცდუნებას ვეძახით რომლის შემქმნელიც სწორედ კან-ვიზუალი ქალია. სექსი უბრალოდ თანაყოფისგან განსხვავდება იმით, რომ ამ დროს პარტნიორებს შორის ყალიბდება ემოციური კავშირი.
მოგვიანებით, როცა დღის დარაჯის საჭიროება უკვე აღარ იყო, კან-ვიზუალი მდედრები ისევ დადიოდნენ ომში მამაკაცებთან ერთად. ამჯერად უკვე მედდების როლში, სადაც თანაგრძნობის უნარს უკეთესად ამჟღავნებდნენ და უკვე ინტიმური კავშირის გარეშე უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას საკუთარი თავისთვის. უფრო მეტიც, ისტორიას ახსოვს ასეთი ქალების არაერთი თავგანწირვა, რაც ვიზუალში იმაზე გაცილებით მეტ განვითარებაზე მეტყველებს, რაც მათ პრეისტორიულ წინაპრებს ჰქონდათ. ამ ქალებს უბრალო ემოციური კავშირის გარდა, უკვე შეეძლოთ სიყვარულის განცდა.
კან-ვიზუალი მსხვერპლისა და აგრესორის ურთიერთობის განვითარება.
ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის თავისი სიცოცხლის მოულოდნელას რეალურ საფრთხის წინაშე დაყენება – ზე-სტრესია. ხოლო ზესტრესს როგორც უკვე ვიცით თავის ვექტორებში ძალიან კარგად განვითარებული ადამიანიც კი შეიძლება არქეტიპულ მდგომარეობამდე ჩამოაგდოს, საიდანაც ისევ ხელახლა მოუწევს ზემოთ “აცოცება”. ეს კანისა და ვიზუალურ ვექტორებსაც ეხება.
კანის ვექტორიანის პირველი რეაქცია ადამიანზე, რომელიც იარაღით ემუქრება – წონასწორობის გრძნობის სერიოზული რყევაა, ხოლო ვიზუალისთვის – სიკვდილის ძლიერი შიში. ამ სტადიაზე კან-ვიზუალ ქალს მორჩილებისა და ფერომონების უზარმაზარი დოზის დემონსტრირების მეტი არაფერი შეუძლია, რაც უფრო აბრაზებს აგრესორს და მსხვერპლს სიცოცხლის შენარჩუენბის არანაირ გარანტიას არ უქმნის.
მაგრამ შემდგომ მსხვერპლი არაცნობიერად იწყებს გამოსავლის ძებნას და ცდილობს გარკვეული ბალანსი დაამყაროს შექმნილ პირობებთან და ამ დროს თავისი თანდაყოლილი ფსიქიკური თვისებების გარდა ვერაფერს დაეყრდნობა. ამგვარად ის ამჟღავნებს მოქნილობას და ადაპტაციის უნარს კანის ვექტორში და ასევე გაუცნოიერებლად ამყარებს აგრესორთან ემოციურ კავშირს ვიზუალის ვექტორის წყალობით, ავლენს მოძალადის მიმართ თანაგრძნობას და ამავე დროს იწყებს დაჯერებას რომ ის “კარგი ადამიანია”, ამისთვის უამრავ რაციონალურ ახსნას მიმართავს (ის მკაცრია, მაგრამ სამართლიანი, “სამართლიანობისთვის იბრძვის”, “ცხოვრებამ აიძულა ასეთი გამხდარიყო”). ამავე დროს კან-ვიზაული ქალი ეძებს აგრესორისგან დაცულობას. ანუ მოქმედებს კან-ვიზუალი მდედრის არქეტიპული სცენარით.
უჩვეულო პირობებში აზრებიც უჩვეულოები ჩნდებიან რათა საკუთარი თავი გადაირჩინოთ.
მაშინაც კი როცა სტრესული სიტუაცია ამოიწურება, ეს ემოციები რჩება, რადგან ყოფილ მსხვერპლს ეს ემოციები ვიზუალური სიხარულის განცდას აძლევს და მას არ უნდა სიხარული იმ კაცის სიძულვილზე გაცვალოს რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა. ამგავარად დამნაშავეზე, მომხდარიდან რამდენიმე წლის მერეც კი საუბრობენ როგორც კარგ ადამიანზე.
სხვა მაგალითები.
1998 17 დეკემბერს პერუში იაპონიის საკონსულოში შეიჭრნენ ტერორისტები. მაშინ, როცა იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავი მიღება იმართებოდა. “ტუპაკ ამარის რევოლუციური მოძრაობის” ექსტრემისტები შეიჭრნენ შენობაში როცა იქ 500 მაღალი რანგის სტუმარი იმყოფებოდა, მძევლებად აიყვანეს ისინი და მოითხოვეს თავიანთი 500 წევრის ციხეებიდან განთავისუფლება.
ორი კვირის შემდეგ მძევლების ნახევარი გაუშვეს რათა დარჩენილებზე კონტროლი გაეადვილებინათ. ყველას გასაკვირად განთავისუფლებულმა მძევლებმა დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ ტერორისტები სწორად იქცეოდნენ და მათი მოთხოვნები სამართლიანი იყო. უფრო მეტიც, მათ ისიც დაამატეს, რომ მძევლობისას სიმპატიით განეწყნენ აგრესორების მიმართ და ეშინოდათ მხოლოდ მათი, ვისაც შეეძლო შენობის შტურმით აღება. ტერორისტების მეთაურზე, სმენა ნესტორ კარპოლინოზე ასევე ძალიან თბილად საუბრობდნენ. კანადელი ბიზნესმენი კერან მეტკელფი იხსენბდა, რომ კარპოლინი “ძალიან ზრდილობიანი და განათლებული ადამიანი იყო და რაც მთავარია თავისი საქმისთვის თავდადებული”, (ზრდილობიანი და განათლებული – ვერბალური მახასიაებლები რაც მეტკელფის ვიზუალის ვექტორს ავლენს, თავისი საქმისთვის თავდადებული – კანური მახასიათებელი – ბუნებრივიცაა – რომელ ბიზნესმენს არ აქვს კანის ვექტორი)
კიდევ ერთი შემთხვევა ავსტრიაში მოხდა. ახალგაზრდა გოგონა ნატაშა მარია კამპუში 1998 წელს გაიტაცა ვინმე ვოლფგანგ პრიკლოპილმა, დაამწყვდია ის თავის სარდაფში და იქ 8 წელი ჰყავდა. იმის მიუხედავად, რომ გაქცევის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა გოგონამ მაინც დარჩენა გადაწყვიტა. გაქცევის პირველივე მცდელობა წარმატებული გამოდგა. აგრესორმა ციხის შიშით თავი მოიკლა, მსხვერპლი კი მერე თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ძალიან თბილად იხსენებდა მას და ამბობდა, რომ ძალიან კეთილად ექცეოდა და ყოველთვის ილოცებდა მისთვის.
ნატაშა ვერ წყვეტდა გაქცევას რადგან იზოლაციის წლებში მისი ვიზუალური (ემოციური) და კანური (მაზოხისტური) ავსება კონცენტრირდებოდა ერთადერთ ადამიანზე რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა.
დასკვნა
რა თქმა უნდა ყველა აღწერილი ფსიქიკური პროცესი არაცნობიერია. არც ერთ მსხვერპლს არ ესმის თავისი ქცევების ნამდვილი მოტივები, თავისი ქცევითი მოდელის დემონსტრირებას გაუცნობიერებლად აახდენს, ემორჩილება რა ქვეცნობიერის სიღრმიდან უეცრად ამოტივტივებულ ალგორითმებს. ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა იგრძნოს თავი დაცულად და უსაფრთხოდ, და ცდილობენ მიიღონ ეს ნებისმიერ თუნდაც ყველაზე მკაცრ პირობებში და ამისთვის ნებისმიერ რესურსს იყენებენ, ამ დროს არ ხდება არანაირი საღი აზრის გათვალისწინება. ალბათ არც ღირს აღნიშვნა რომ ეს ქვეცნობიერი პროგრამები ყოველთვის ეფექტურად არც მუშაობს ამის მაგალითებია მძევლების აყვანა და ადამიანის გატაცება.
ასევე ცნობილია მრავალი ფაქტი როცა მძევლები აფრთხილებდნენ ტერორისტებს შენობის შტურმის დაწყებისას და საკუთარი სხეულითაც კი ეფარებოდნენ მათ. ხშირად ტერორისტები მძევლებს შორისაც დამალულან და არავის გაუცია ისინი. ამასთან ასეთი თავგანწირვა როგორც წესი ცალმხრივია – თავდამსხმელი რომელსაც არ გააჩნია ასეთუ ისე განვითარებული ვიზუალი, არ განიცდის იგივეს მძევალთან მიმართებაში და მას თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს.
მთარგმნელი – ეკატერინე სამხარაძე
წყარო