ვიზუალი და მისი თავისებურებები


ვიზუალი და მისი თავისებურებები

დადგა დრო ვიზუალების აზროვნებასა და სცენარზე უფრო დაწვრილებით სალაპარაკოდ. როგორ იქცევიან გამუდმებით ღრუბლებში მოფარფატე ადამიანები? როგორია მათი ყველაზე ნეგატიური სცენარი?

ვიზუალურ აზროვნებას თამამად შეიძლება ემოციური ვუწოდოთ მისი გრძნობებზე და შეგრძნებებზე ორიენტირების გამო. ვიზუალები რეალობისგან საკმაოდ აბსტრაგირებულნი არიან და ამის გამო ხშირად ვერ უგებენ სხვა ვექტორების მატარებლები.

მაგალითად დამპალ ვაშლს ვიზუალი აღიქვამს როგორც პატარა ავადმყოფ ვაშლს რომელიც სიბრალულსა და განკურნებას საჭიროებს. ნავთობის კასრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენენ რა დგან ეს მათში ფინანსური სამყაროს ზვიგენების ახალი სენსაცის ასოციაციას იწვევს ეს კი სულ არაა საიტერესო – მოსაწყენი, მშრალი, დოლარები, ევროები, კრიზისები, არანაირი გრძნობები. ვიზუალის პოზიციიდან ყველაფერი მკვდარია. სურიკოვისს “ალიონუშკას” და ნებისმიერ სხვა სურათს ის ემოციურად აღიქვამს – მოწყენილი გოგონა რომელმაც რაღაც დაკარგა ან ავადაა. უკანა ფონზე კი მძლავრი, ბნელი ტყეა. ვიზუალური თავისებურერბი ისე მოქმედებს რომ მაშინვე აწყობს ჯაჭვს – მხატვარმა

ტილოზე მთელი კონფლიქტი გადმოიტანა – როგორ მოხვდა სუსტი გოგონა მდიდარი შინაგანი სამყაროთი მძიმე და საშინელ მდგომარეობაში.

როგორ ფორმირდება ვიზუალის საზოგადოებასთან ურთიერთობა?

ვიზუალური ვექტორი საგნებს ორ ნაწილად ყოფს – ლამაზი და მახინჯი. ლამაზი ადამიანები და საგნები სიამოვნებს ხოლო რაც ამ სილამაზის ჩარჩოებს სცდება უსიამოვნოა. მათ შეუძლიათ შედარება ვინ უფრო ლამაზია და რამდენად. როცა ორი ვიზუალი დაქალი ირუჯება ერთ-ერთი ყოველთვის ფიქრობს რომ ის მეორეზე უფრო ლამაზია.

ეს ბევრ ფაქტორსა და ქვედა ვექტორებზეა დამოკიდებული რომლებიც ვიზუალის ფიქრებს სრულიად განსხვავებული რაკურსისა და მიმართულებებისკენ მიმართავენ. ვიზუალები ნაწილი ურთიერთობისთის ხალხს გულწრფელობის პრინციპით აარჩევს, სხვები კი გარეგნობისა და სტილის მიხედვით. განვითარებული ვიზუალი საღი აზრისა და განვითარებისკენ მოგვიწოდებს, ხაზს უსვამს ლამაზი ცხოვრების მნიშვნელოვნებას, ქველმოქმედებითაა დაკავებული. ეს ვიზუალის რეალიზაციის სხვა და სხვა ტიპია და ესაა ვიზუალი მთელი თავისი თავისებურებებით.

ვიზუალის ცუდი და კარგი სცენარი

ცუდ რეალიზაციად შეიძლება ჩაითვალოს სცენარი როცა ვიზუალი გარეგნულ ნაწილს იმაზე მეტ ყურადღებას აქცევს ვიდრე შინაგანს.როცა ის არა ზნეობაზე,ემოციასა და ჰუმანიზმზე არამედ სილიკონზე,ბრენდებსა და მაღალ ქუსლებზე ფიქრობს.ვიზუალის ნეგატიური სცენარისას გარეგნული გადაწონის შინაგანს.როცა ძილის წინ ბავშვს წიგნი უნდა წაუკითხოს ის მანიკურის კეთებას ამჯობინებს.

ბავშვთან გულწრფელი საუბრისა და მისი გამომწვევი ქცევის გაანალიზების მაგივრად მას კუთხეში აყენებენ და მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტი ნეგატიური ემოცია ნაოჭებს აჩენს. სიღრმისა და შინაგანი სილამაზის ნაკლებობა ადამიანში რომელი სიკეთისა და ალტრუიზმის დასათესადაა დაბადებული ძალიან დამთრგუნველია.

პრაქტიკული რეკომენდაციები

თუ სილიკონითა და ბრენდებით გარშემორტყმულ გოგონას ხედავთ ეჭვი ნუ შეგეპარებათ რომ ეს ნეგატიური სცენარის მატარებელი ვიზუალია. პოზიტიური სცენარი კი – შინაგანი სიღრმე და სიკეთეა რომელიც მას სამყაროსთვის მოაქვს.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • მსხვერპლის კომპლექსი

  • ვიზუალი და მისი თავისებურებები

  • ვიზუალის განვითარები დონეები

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ვიზუალი და მისი მოჩვენებითი თვითიდენტიფიკაცია

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • კულტურული აღმასვლა მასებში