გრძნობა და გონება


გრძნობა და გონება ვიზუალის ვექტორიანი ეყრდნობა იმას, თუ რა არის მოცმულ მომენტში აქტუალური და მოდური. ხოლო სმენის ვექტორიანი პირიქით, მიისწრაფვის გამოვიდეს სტერეოტიპებიდან და შექმნას რაღაც ახალი. როგორც წესი ერთი სმენის ვექტორიანი ქმნის ახალ იდეას, ხოლო დანარჩენები ამ იდეას აიტაცებენ და ავითარებენ.

ვიზუალის ვექტორიანის ჰარმონიული განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ისწავლოს თუ როგორ შეიგრძნოს სხვა ადამიანები, მათი გრძნობები და უნიკალურობა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მისთვის აუცილებელია შეძლოს, რომ მიიღოს თითოეული ისეთად, როგორიც არის, მისცეს თვითმყოფადობის შენარჩუნების უფლება. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სწორედ ასე შეუძლია ვიზუალის ვექტორიანს ჭეშმარიტი თანაგრძნობა, რაც საბოლოო ჯამში გარდაიქმნება სიყვარულის ჭეშმარიტ განცდად. ამ გზით ვიზუალის ვექტორიანს შეუძლია გასცეს სიყვარული და ამ გზით მიიღოს ნამდვილი სულიერი ტკბობა. ვიზუალური ფსიქოტიპის სიყვარულის მოცულობა დამოკიდებულია იმ ცალკეული ინდივიდების რაოდენობაზე რომელთა აღქმა და მიღებაც შეუძლია მას. სიყვარულის მდგომარეობის სრული გახსნისათვის, ვიზუალის ვექტორიანს ჭირდება მიიღოს ნებისმიერი ადამიანი (როგორიც არ უნდა იყოს ის). ქრისტიანულ სწავლებაში ეს გამოხატულია ქრისტეს სიტყვებით ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

სმენის ვექტორიანისთვის აუცილებელია განავითაროს საკუთარი აზროვნება, მიაღწიოს იდეათა ახალ დონეს, ისწავლოს აზროვნება ობიექტურად და მთლიანობაში აღქმა. მისთვის ასევე მნიშვნელვანია ისწავლოს ადამიანების გარემოში ცხოვრება და მათი მიღება (ორონდ არა ვიზუალივით ემოციებით, არამედ აზრებისა და იდეების დონეზე). ძალიან ხშირად ამ მდგომარეობის მიღწევა მისი მხრიდან მოითხოვს უარის თქმას ძველ ფასეულობებზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს სმენის ვექტორიანის მთელ მსოფლმხედველობას. მაგრამ ამის მიუხედავად მხოლოდ მას (სმენის ვექტორიანს) შეუძლია იმოძრაოს საკაცობრიო ერთიანობის მისაღწევად და ეს გააკეთოს სიღრმისეულ დონეზე.

სმენისთვის საჭიროა იურთიერთოს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იმყოფებიან განვითარების ისეთივე დონეზე, როგორზეც თვითონაა, ან იურთიერთოს თავისზე განვითარებულებთან – მხოლოდ ასე მიიღწევა სინერგია (სისტემათა, ან ინდივიდთა ერთდროული და ურთიერთშეთანხმებული ქმედება). თავისზე დაბალგანვითარებულებთან ურთიერთობა ამუხრუჭებს სმენის ვექტორიანის განვითარებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ურთიერთობა ატარებს იდეური სწავლების ხასიათს).

  • კან-სმენა მდედრი

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • რა არის იდეა სმენის ვექტორში?

  • ისინი იბადებიან რათა შეიცნონ სამყარო

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა