სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…


სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…

როგორ ამარცხებს სმენითი ზომა ყნოსვითს? ან როგორ მოქმედებს, თუ ყნოსვის ვექტორიანს გადაეყრება? პრინციპში საკითხი ასე არ დგას. სმენის ვექტორი იმყოფება იმ სივრცეებში, რომლის შეგრძნება ყნოსვას არ შეუძლია. ყნოსვის ვექტორიანი გრძნობს ცხოველურ ბუნებას. სხეულებრივ სურვილებს, ეგოს დაზიანებებს, შიშებს. განვითარებული ვიზუალი და განვითარებული სმენა უკვე აღარ იმყოფებიან ყნოსვის ვექტორიანის ხედვის არეში და მის მმართველობაში. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: ნებისმიერ სმენის ვექტორიანს, აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, თავისი პრობლემებითა და დარღვევებით. ამ დარღვევას კი ყნოსვა გრძნობს და ამით სარგებლობს.

როგორ უნდა გამოვიდეს სმენა ყნოსვის მმართველობიდან? უნდა შეძლოს უფრო დიდ სიღრმეში წასვლა, ვიდრე ეს ყნოსვას შეუძლია. ყნოსვა შეზღუდულია მატერიით, სმენა კი არა. ყნოსვის ვექტორის მუშაობის პრინციპის გაგებით, სმენის ვექტორიანს შეუძლია გამოვიდეს ყნოსვის ვექტორის მმართველობიდან. საერთოდ ყნოსვის და სმენის ვექტორებს შორის არსებობს ტიტანური დაჭიმულობა, იმდენად დიდი, რომ ის წვდება მთელ მატერიას და მის ჩარჩოებსაც კი სდება, მაგრამ ეს ცალკე ლექციის თემაა. ყნოსვა მართავს უკმარისობებით, სმენა – იდეებით. მაგრამ თქვენ იცით, რომ სმენამ შეიძლება იდეად აიღოს ნებისმიერი ვექტორის სურვილი თუ თვისება. არსებობენ ისეთი სმენის ვექტორიანებიც, რომლებიც ქადაგებენ ყნოსვის ძალაუფლების იდეას. ასეთი სმენები თამაშობენ ყნოსვის თამაშს, მათ ყნოსვითი ზომა მართავს მათი ქვედა ვექტორების, მათი დაზიანებული ცხოველური სურვილების დახმარებით. ასეთ დროს ყნოსვა სარგებლობს სმენის ვექტორიანის ხედვის სიფართოვით. მაგრამ აქ მთავარია გავიგოთ, რომ განვითარებული სმენა ბევრად უფრო დიდ სიღრმეებს წვდება, ვიდრე ეს ყნოსვას შეუძლია, ამიტომ განვითრებული სმენა ყნოსვის მმართველობაში აღარ იმყოფება. თუმცა ყნოსვას აქვს თავისი უპირატესობები, მაშ შეუძლია დაუყოვნებლივ ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით, მას შეუძლია მყისიერი რეაგირება.

  • რა არის იდეა სმენის ვექტორში?

  • მუდმივად გინდა ძილი

  • სმენის ვექტორიანების იერსახე

  • უძილობა – როცა საძილე საშუალებები უძლურია

  • სმენური ფსიქოტიპი: შემოქმედსა და წითელ ღილაკს შორის

  • ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაცია

  • როცა ქალი სამყაროს ზომისაა

  • შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით