ვიზუალური ვექტორის თვითშეფასება და მისი სცენარები


ვიზუალური ვექტორის თვითშეფასება და მისი სცენარები ზოგ მდგომარეობაში, ადამიანი ითხოვს სიყვარულს და აღიარებას და მოითხოვს სიყვარულის უპირობო დადასტურებას, ისე რომ თავად არაფერს გასცემს. გასაგებია, რომ ასეთი რამ ერთ დღეში არ ფორმირდება.

სვფ-ს ხედვით, საკუთარი პერსონისადმი სიყვარულისა და ყურადღების ეს გადაჭარბებული მოთხოვნილება არის ნეგატიური სცენარი ვიზუალური ვექტორისა, რომელმაც ვერ შეძლო განვითარება. ვიზუალური ვექტორის ფუძე ხომ კერძოა (ცალკეული) და განვითარება ამ ვექტორის შემთხვევაში არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად შეუძლია მას სხვა ადამიანების შეგრძნება. ამ ვექტორის არსი არის ყოველი კონკრეტული სიცოცხლის დაფასება (მის ყველა გამოხატულებაში).

ადამიანის ადექვატური თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არეალიზებს ის საკუთარ ბუნებრივ ტალანტს და თვისებებს, თანდაყოლილი ფასეულობების მიხედვით. რამდენადაც ადამიანი გასცემს თავის უნარს, იმდენად ახერხებს ის საკუთარი ვექტორული სურვილის ავსებას. ამ ავსებიდან გამომდინარე მას აქვს კარგი სულიერი მდგომარეობა და ადექვატური თვითშეფასება.

გარემომცველი სამყაროს სიყვარული – არის ვიზუალის განვითარების ერთერთი ყველაზე მაღალი სტადია. ამის მოთხოვნილება რჩება, მაგრამ ცუდი სცენარის ფორმირების შემთხვევაში, სამწუხაროდ ეს მოთხოვნილება არსებობს, მხოლოდ ფსიქიკის სიღრმეში, გარე გამოხატულებაში კი ხდება ამ თვისების ამობრუნება, შედეგად კი ვიღებთ სიტუაციას, როცა განუვითარებელ ვიზუალს მთელი ყურადღება საკუთარ პერსონაზე აქვს მიპყრობილი, სხვების მიმართ კი იჩენს აბსოლუტურ უყურადღებობას.

ვიზუალური ვექტორის მოთხოვნილებაა – მოირგოს და მოიზომოს ყველაფერი საკუთარ თავზე: დაწყებული ტანსაცმელიდან, სხვისი ბედით დამთავრებული. განიცადოს და იგრძნოს სხვისი განცდები. აქედან გამომდინარე მსახიობობა – ერთერთი გზაა ვიზუალის რეალიზაციისათვის.

ბევრი ვიზუალი ფიქრობს, რომ როლების მორგებით ისინი საკუთარ თავს ეძებენ. ვიზუალი ბიჭები ნახავენ ფილმ ,,ტერმინატორს“ და თავს ტერმინატორად წარმოიდგენენ! ამ პერსონაჟივით იქცევიან, მასავით საუბრობენ და იცვამენ. შემდეგ სხვა ფილმს ნახავენ, იმ ფილმის პერსონაჟი მეტად მოეწინებათ და ახლა მის მიბაძვას იწყებენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი გამომდინარეობს არა საკუთარი თავის ძიებიდან, არამედ ვიზუალური თვითშეფასების ფორმირებიდან. ყველაფერი რაც ირგვლივაა, ნებისმიერი განცდა თუ ემოცია არ გამოეპარება ვიზუალის ემოციურ ,,რადარს“.

  • კან-ვიზუალი მდედრი

  • ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?

  • ვიზუალური ფსიქოტიპის ხასითი

  • ვიზუალი და მისი თავისებურებები

  • კვაზიმოდოს სინდრომი

  • ვიზუალური ფსიქოტიპის გამოვლინებები