ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა
ფსიქოტიპების გარეგანი გამოვლინებები - ყნოსვა
ყნოსვა – ყველაზე ძნელად სადიაგნოსტიკო ვექტორია, მისი ეროგენული ზონაა ცხვირი და ყნოსვით-სასუნთქი სისტემა. განსხვავებით ვიზუალისგან, ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის მთავარი მისწრაფებაა – იყოს შეუმჩნეველი. მისი გარეგნობაც ხშირად შეესაბამება ამ მისწრაფებას (თუ ვიზუალი არ ერთვის). თვალის ერთი შევლებით ვერც კი გამოარჩევთ სხვა ადამიანებში. სახის კუნთები ატონიური აქვს, რაღაცნაირად ქვემოთ დაშვებული. ხმა ჩუმი და უემოციო აქვთ (თუ ორალი არ ერთვის). თვალები პატარა და შიგნით ჩამჯდარი (თუ ვიზუალი არ ერთვის), მზერა მსუსხავი და ზიზღნარევი (თითქოს მთელი კაცობრიობა ეზიზღებაო). უახასიათებს გამჭოლად ყურება, თითქოს ადამიანს მთლიანად ხედავსო, მის წინ მდგარ ადამიანს ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რენტგენით ასკანერებენ. მთლიანობაში სახეზე აწერია რაღაც საშუალო ქედმაღლობას, გულგრილობასა და ცბიერ ღიმილს შორის. სიტყვაძუნწია, საუბრობს ნაწყვეტ-ნაწყვეტ(თითქოს საუბარი ტანჯავსო), ორაზროვნად, მინიშნებებით. ყოველთვის შეუძია „გამოძვრეს“ სიტუაციიდან და თქვას, რომ მას არასწორად გაუგეს, და საერთოდ სხვა რამეს ამბობდა.
მისი ეროგენული ზონა – ცხვირი – ხშირად გრძელი და მოკაუჭებულია, თუმცა შეიძლება პატარა და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულიც იყოს. მთავარი, რაც სხვა ადამიანთა ცხვირებისგან განასხვავებს – ესაა მისი სიმძაფრე. თითქოს ცხვირი უფრო აქცენტირებულია და მთელი სახე მის გარშემოა განლაგებული, ზოგჯერ კი სახე ისეა ფორმირებული და ცხვირი წინ წამოწეული, რომ მისი მატარებელი რაღაცით თაგვს მოგაგონებთ. თუ კარგად დააკვირდებით, ყველა შემთხვევაში – მისი ცხვირი რაღაცით იპყრობს ყურადღებას.
ხშირად აქვთ ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები: პოლიპები, რინიტი. ხშირად სრუტუნებენ (მაშინაც კი, როცა არაფერი აწუხებთ). ასევე ხშირად ეხებიან ცხვირს ხელით, იქავებენ, ისრესენ.
აქვთ მიდრეკილება, რომ ცხვირი დამალონ. თუ ვიზუალიც ახლავს, უყვართ საკარნავალო ნიღბების გაკეთება, სადაც სახეს, და განსაკუთრებით ცხვირს დამალავენ.
ყნოსვის ვექტორიანს სპეციფიური გამომეტყველება აქვს: ოდნავ შესამჩნევი ზიზღნარევი, იქედნური გრიმასა. თითქოს მისთვის ყველაფერი უსიამოვნოა, თითქოს სიცოცხლით იტანჯება. მისი ამპარტავნული გარეგნობა ბოლომდე შეესაბამება მის ბუნებას, რადგან მხოლოდ მას შეუძლია შეიგრძნოს ადამიანების ცხოველური ბუნება, მათი ეგოიზმის მდგომარეობა. ადამიანებს გადაშლილი წიგნივით კითხულობს.
სახე ცივი და არაფრისგამომხატველი აქვს, თითქოს უემოციო ნიღაბი აქვს აფარებული. მასზე ვერ ამოიკითხავთ ემოციებს. იგი გარეგნულად საერთოდ უემოციოა (თუ რა თქმა უნდა ვიზუალი არ ერთვის). ერთადერთი ყველაზე მთავარი ემოცია, რაც მთელი ცხოვრება გასდევთ, მელანქოლიაა.
მელანქოლიისადმი მიდრეკილი ყნოსვის ვექტორიანი ბავშვი გაურბის ურთიერთობებს. ეზოში, კლასში, სკოლაში იგი არავის არ უყვარს. ბუნებრივია გაურბის ამ ყველაფერს და ცდილობს, რომ სახლში დარჩეს ამა თუ იმ მიზეზით.
უსიამოვნო, ამოუცნობი, ამაზრზენი, ძრწოლისმომგვრელი… ხშირად ასე აღწერენ მას, თუ რა თქმა უნდა შეამჩნიეს, მაგრამ როგორც წესი პირველ შეხვედრაზე ვერც ამჩნევენ ხოლმე.
ყნოსვის ვექტორის (ასევე ორალურის) დამახასიათებელი თვისებაა, რომ იგი (საკუთარ ფსიქიკაში) ერთმანეთისგან არ განასხვავებს ტყუილს და მართალს. შეუძლია ისე იცრუოს, რომ სინდისი ოდნავაც არ შეაწუხებს. ეს გამომდინარეობს მისი ბუნებრივი ფუნქციიდან – გადაარჩინოს ჯგუფი ნებისმიერ ფასად. განვითარებულ მდგომარეობაში ყნოსვები ელემენტარულად არიან ადაპტირებულნი სიმართლისა და ტყუილის, სიკეთისა და ბოროტების ცნებებთან, მაგრამ თავის შიგნით ამას ვერ შეიგრძნობენ, და თავის სახეობრივ როლს ამ კატეგორიების გარეთ ასრულებენ. ისინი მუშაობენ სფეროებში, სადაც მორალის, სიმართლის და ტყუილის ცნებები ნაკლებადაა საჭირო, და სადაც უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა – ჯოგის გადარჩენის უზრუნველყოფა. ეს სფეროებია: პოლიტიკა, შპიონაჟი, ფინანსები, მეცნიერება. ყველა ფინანსური სისტემა შექმნილია ერთმნიშვნელოვნად ყნოსვების მიერ, და დღემდე მათ მიერ იმართება.
ძველ ეპოქებში, როდესაც ხალხის მართვა რელიგიებით იყო შესაძლებელი, ყნოსვები ძირითადად მღვდელმთავრებად გვევლინებოდნენ (იმ ქვეყნებში,სადაც რელიგიას დიდი გავლენა აქვს, ახლაც ასეა), მაგრამ ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში მართვის მთავარი საშუალება ფულია, შესაბამისად ყნოსვებიც ფინანსისტებად მოგვევლინენ.
საკვანძო სიტყვები, განსხვავებით სხვა ვექტორებისგან, ყნოსვებს არ გააჩნიათ. არა მხოლოდ სიტყვები, არამედ სუნთა ზუსტი დასახელებებიც კი არ აქვთ მსოფლიოს არცერთ ენაში. ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ყნოსვის ვექტორის დაფარულობას.
ბევრს შეიძლება ეგონის, რომ ყნოსვის ვექტორიანი სუნების ყველაზე დიდ პალიტრას განასხვავებს, მაგრამ რელურად ასე არ არის (სუნების ყველაზე დიდ პალიტრას ვიზუალების განასხვავებენ), მათთვის ყველაფერი ყარს და რაც უფრო მძაფრია სუნი, მით მეტად ყარს ის ყნოსვის ვექტორიანისათვის (თუ ვიზუალი და სმენა არა ერთვის და მასზე სმენა არ ახდენს დომინაციას), ყარს ნაკელიც და ფორთოხალიც, ყველაზე მძაფრად კი მისთვის ადამიანის ფერომონები და მისი ეგოიზმი ყარს.
კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი, რაც ყნოსვის ვექტორიანებზე შეიძლება ითქვას, ისაა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება ავად არიან, ძლივს ცოცხლობენ, მაგრამ მაინც ყველაზე ბოლოს კვდებიან. ხშირად თავისი ერთი შეხედვით უმწეო და ავადმყოფური მდგომარეობით ერთგვარ ნიღაბს იქმნიან და გარკვეულ შემთხვევებში ამით მანიპულირებენ კიდეც.
სწორედ ყნოსვები არიან საუკეთესო ფსიქიატრები, და ესეც გამომდინარეობს მათი ბუნებრივი ფუნქციიდან – მოახდინონ ჯგუფისთვის სახიფათო ელემენტების იზოლირება და მათში არსებული ფსიქიური დარღვევების შეძლებისდაგვარად გამოსწორება.
ნებისმიერი მსხვილი კომპანიის მმართველობის მწვერვალში შეამჩნევთ ყნოსვის ვექტორიანს, რომელიც თავისი გარეგნობით, ჩაცმულობით, საუბრით, ქარიზმით და ა.შ აბსოლუტურად არ შეესაბამება ლიდერის როლს. ესაა ადამიანი, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდით კომპანიის სათავეში, მაგრამ რომელიც ყოველთვის ხელმძღვანელობასთან (განსაკუთრებით ურეთრალ ბელადთან) ახლოს იმყოფება. ორგანიზაციის პირველი პოსტებისკენ იგი არასოდეს მიისწრაფვის. ამას რომ საშტატო განაწესი უშვებდეს, ასეთ როლს „ფარულ მრჩეველს“ დაარქმევდნენ, რადგან გამოდის, რომ კომპანიას ურეთრალი, ან კანი დირექტორი კი არა, ყნოსვითი თანაშემწე მართავს. დაკავებული თანამდებობის მიხედვით, მისი რჩევები შეიძლება ეხებოდეს პერსონალს, ფინანსებს, უსაფრთხოებას, პარტნიორებთან და კონკურენტებთან მუშაობას, რისკების ანალიზს და ა.შ. განსაკუთრებით ხშირად ისინი არიან თანაშემწეები და ფინანსური კონსულტანტები. მათ კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებთ. შეიძლება სხვადასხვა გარემოებათა გამო კომპანიის ან ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შეცვალონ, თან რამდენჯერმე, ყნოსვის ვექტორიანი კი მუდამ რჩება. და თუ შეამჩნიეთ, რომ კომპანიიდან ყნოსვის ვექტორიანებმა წასვლა დაიწყეს, იქ თქვენი გაჩერებაც აღარ ღირს. ცხოვრების ყველა სახიფათო სიტუაციიდან ყნოსვები პირველები გარბიან.