ზედმეტი სიტყვების გარეშე - პირდაპირ ათიანში
ზედმეტი სიტყვების გარეშე - პირდაპირ ათიანში
ორალი და ყნოსვა კომპლიმენტარული კომბინაციაა. ორივე ვექტორი ერთ მიზანს ემსახურება — ფიზიკურ გადარჩენას და ჯოგის მოძრაობას მომავლისკენ. ისინი მხოლოდ როლებით განსხვავდებიან. ყნოსვა ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ორალზე და პირიქით. ერთ ადამიანშიც ეს ვექტორები ჰარმონიაში არიან. ყნოსვა «ართმევს» ორალს გაუთავებლად ლაყბობის სურვილს, მაგრამ უტოვებს მთავარს - გამონათქვამების სიზუსტეს. ამასთან ადამიანისთვის ყნოსვურადაა დამახასიათებელი, რომ არ გამოხატავს მკაფიო ემოციებს, გარდა ზიზღისა. და მაშინაც კი, როცა იღიმება, ჩანს, რომ არანაირი ნამდვილი სიხარული ამ ღიმილის უკან არ დგას. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ვერ ვუწოდებთ მოლაყბეს, სამაგიეროდ საფრთხის შეგრძნების უნარი მას დიდი აქვს. იგი ნატიფად გრძნობს სიტუაციის ნიუანსებს და კარგად შეიგრძნობს, რომელი სიტყვაა შესაფერისი აქ და ახლა. მათ მიერ დაგდებული ფრაზები შეიძლება ფრთოსანიც გახდნენ: «არის ასეთი პარტია!» ან «კომუნიზმი - ესაა საბჭოთა მმართველობა პლუს მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაცია». ასეთ კომბინაციაში ადამიანი ამბობს მხოლოდ იმას, რაც საჭიროა და როდესაც საჭიროა, მისთვის დუმილიც არ წარმოადგენს სირთულეს - იმაზე, რაზეც საჭიროა დუმილი. პრინციპში, ასეთ ადამიანს შეუძლია ბევრიც ილაპარაკოს და თითქოს ყველანაირი სისულელე იბოდიალოს, მაგრამ ის მაინც მკაცრად გააკონტროლებს თავის სიტყვებს და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის იმას, რისი თქმაც არ შეიძლება. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანების რეალიზაციის საუკეთესო ველი პოლიტიკაა. მშვენიერი მაგალითია — ჟირინოვსკი: იგი მთელი ძალით ლანძღავს მოქმედ მთავრობას, მაგრამ არასოდეს პიროვნულად არ მოიხსენიებს პოლიტიკური არენის საკვანძო ფიგურებს. უნდა ავღნიშნოთ ერთი საინტერესო განსაკუთრებულობა: ასეთი ადამიანები საერთოდ ვერ გრძნობენ მორალის და ეთიკის ვერანაირ საზღვრებს, აქ აზროვნება მუშაობს, როგორც «მიზნის შესაბამისი/შეუსაბამო», მიზანი კი მარტივია — ჯგუფის გადარჩენა და მოძრაობა ცხოველურ დონეზე. გადარჩენისთვის ჩვენ გვჭირდება მექანიზმი — «სექსი/მკვლელობა», მორალი კი — ესაა საზოგადოებრივი შეზღუდვა ამ მექანიზმის მოქმედების წინააღმდეგ. ანუ ენერგიის მეოთხედს ეს მხოლოდ ხელს უშლის, ამიტომ ყნოსვისა და ორალური ვექტორის ღირებულებებში ასეთი მორალურობის კვალიც კი არაა. რა თქმა უნდა, მათ სმენიათ კულტურის, აღზრდის, მორალის, სიმართლის მნიშვნელობის შესახებ და თვითონაც შეუძიათ გამოიყენონ ეს ცნებები თავიანთ სიტყვებში, მაგრამ თავად კატეგორიებს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მორალურ-ეთიკური კატეგორიები — ინფორმაციის მეოთხედის ხვედრია. ამაშია ერთ-ერთი კარდინალური განსხვავება ორალ-სმენისა ან ორალ-ვიზუალისა ორალ-ყნოსვისგან: თუ «ინფორმაციულ» ვექტორებთან კომბინაციის დროს ორალურ ვექტორს აქვს რაღაც შინაგანი შეზღუდვები სიმართლე/ტყუილზე, წესიერება/უწესობაზე და ა.შ., ყნოსვასთან კომბინაციაში, ან უბრალოდ სხვა ზედა ვექტორების გარეშე — ასე აღარაა. ამიტომ ორალ-ყნოსვას თავისუფლდ შეუძლია, მაგალითად, თქვას, რომ ყველა ებრაელი უნდა გავყაროთ რუსეთიდან, შემდეგ კი თქვას, რომ მას არასწორად გაუგეს, და ასეთი რამ არ უთქვამს.
და ბოლოს, შევხედოთ უბრალოდ ორალურობს ყოველგვარი სხვა ზედა ვექტორის გარეშე. ესაა ადამიანი, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობს, ყვირის, ჭამს, ეწევა ან კიდევ სხვა რაიმე გზით ახდენს თავისი პირის სტიმულაციას. მისთვის მთავარია — ჰყავდეს მსმენელი, საუბრის საგანს კი მნიშვნელობა არ აქვს. შეგახსენებთ, რომ იგი შინაგანად არ არჩევს სინამდვილეს სიცრუისგან, მას არ აქვს ასეთი ამოცანა, შესაბამისად ფასეულობებშიც არ აქვს ეს. ამიტომაც ყველაფერს ლაპარაკობს მიყოლებით. განსაკუთრებით განუვითარებელ შემთხვევებში ბაზარში ან ვაგზლის ბაქანზე გაჰყვირის, რომ მისგან ნამცხვარი ან ლუდი იყიდონ. უფრო განვითარებულ ვარიანტში შეუძლია იყოს კომიკოსი (ხშირად აქ ვიზუალიცაა ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის). კიდევ უფრო განვითარებულ შემთხვევაში შეუძლია იყოს რადიოს დიქტორი. ასევე ორატორი, დიდი ორატორიც კი, მაგრამ ეს უფრო დამოკიდებულია ქვედა ვექტორებზე და ტემპერამენტზე.
ზემოთ აღწერილი ორალების ცხოვრებაში ნახვა ადვილია; წადით სადმე მატარებლით და აუცილებლად შეგხვდებათ ასეთი სუბიექტი, რომელიც ხმამაღლა, მთელი ვაგონის გასაგონად შემოგთავაზებთ რაიმეს ყიდვას. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ცუდად განვითარებული ორალი საუბრის დროს ხშირად შეგეხებათ ხელებით — ესაა საკუთარ თავთან გაერთიანების მცდელობა. უფრო განვითარებულ ვარიანტში თქვენ მიიღებთ რომელიმე ალექსანდრ როდიონოვიჩ ბოროდაჩს, ხოლო კიდევ უფრო განვითარებულში — ნიჭიერ პედაგოგს, მაგალითად. ყველაფერი ზემოთთქმული არ ნიშნავს, რომ ორალური ვექტორის მქონე ადამიანი ყოველთვის რეალიზებულია: არსებობს რამდენიც გნებავთ იმდენი მაგალითი, როდესაც ორალური ადამიანები ვერ ავსებენ თავიანთ სურვილს და მათი კოლეგები სამსახურში ძალიან იტანჯებიან ამით სამუშაო დღის განმავლობაში.
მთარგმნელი : მამუკა გურული
წყარო
მსგავსი სტატიები