როგორ აწყობს ურთიერთობებს სმენის ვექტორიანი


როგორ აწყობს ურთიერთობებს სმენის ვექტორიანი

სმენის ვექტორიანის ურთიერთობის თვისებები ძალიან გავს ურეთრალური ვექტორისას. სმენა ეს დომინანტი ვექტორია და როგორც ურეთრალი ისე სმენაც არ დადევენ წვრილმანებს. ურეთრა ფიზიკური დონის ბელადია, სმენა -სულიერი, ამიტომ ისინი არ ეძებენ პატარა მასშტაბებს. სმენა ხედვის ფართე მასშტაბებია, მისი ინტელექტი მუშაობს გაერთიანებაზე, გაერთიანებაში კი არ არსებობს ყურადღება წვრილმან დეტალებზე, მას აქვს მხოლოდ კითხვები: რატომ? რისთვის? ის ეძებს არსს. და რაც ასევე მნისვნელოვანია ის დომინანტური ვექტორია. ის დომინანტია იმ მხრივ, რომ სმენის ვექტორის მატარებელი ადამიანი იმყოფება სრულიად სხვა სამყაროში (იმის მიუხედავად სურს თუ არა ეს მას). ის ცხოვრობს არსთა სამყაროში და ამის გამო ფიზიკურ სამყაროს ერთგვარად ზემოდან უყურებს, თავისი ინტელექტის სიმაღლიდან.

თუ გახსოვთ ურეთრალურ ვექტორში ვთქვით, რომ ერთადერთი რასაც ურეთრალის ვექტორიანი არავის აპატიებს, არის მისი რანგის ხელყოფის მცდელობა. თუ ანალი ეცდება ბელადს რაიმე მიუთითოს, ან თუ კანი სამეფო ტახტს წაეპოტინება, ამაზე ურეთრალს აქვს ელვისებური რეაქცია, მრისხანება. ურეთრალი ელვისებურად დაატყდება თავს მისი რანგის შელახვის მოსურნეს. რატომ? იმიტომ რომ ეს მისი რანგია და ურეთრალს მხოლოდ ეს აქვს, ყველაფერი დანარჩენი მისთვის სულერთია. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სმენის ვექტორთანაც, მასაც ასევე არაფერი აინტერესებს, თვით რანგიც კი. მაგრამ სმენის ვექტორს აქვს საკუთარი ნიუანსი, სმენის ვექტორის რანგს ეწოდება მისი გააზრება. ერთადერთი რაც სმენის ვექტორიანისთვის მნიშვნელოვანია, არის მისი გააზრება. სწორედ ისაა მისი რანგი, როდესაც მის იდეას უსმენენ და მიყვებიან. როდესაც ადამიანები მიდიან მის მიერ დასახული გზით. ყველაზე მტკივნეული განცდა სმენის ვექტორიანისთვის არის მისი იდეის დამცირება. თუმცა ამ დროს სმენის ვექტორიანი ურეთრალისგან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვარდება. ურეთრლი ქვედა ვექტორია, ამიტომ მასში ცხოველური ბუნება მძლავრობს, ამიტომ რანგის შელახვაზე მყისიერი და მრისხანე რეაქცია აქვს.

სმენის ვექტორთან ყველაფერი სხვანაირადაა. სმენის ვექტორს განსხვავებული ბუნება აქვს, ის არ არის ურეთრალივით მძლავრი, ამიტომ მას არ შეუძლია რანგის ამგვარად უზრუნველყოფა და დაცვა. მიტომ სრულიად სხვაგვარად რეაგირებს. რანგის, მისი იდეის შელახვის მცდელობისას ის ავლენს ისეთ ქედმაღლობას, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ის ისე ზევიდან შემოგხედავთ, რომ თავს უკანასკნელ დეგენერატად იგრძნობთ. თუ სმენის ვექტორიანი საკუთარ იდეაში დარწმუნებულია, მას ვერავინ, ვერანაირი არგუმენტით ვერ გადაარწმუნებს, ვერც საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს ვინმე. ,,ის ხომ გენიოსია! მან ყველაფერი ზუსტად იცის! ის 100%-ით მართალია!“ – ასე თვლიან სმენები. ისინი პასუხობენ სრულიად თავდაჯერებულნი და უაპელაციოდ ამტკიცებენ საკუთარი იდეის ჭეშმარიტებას. სწორედ ამაში ვლინდება მათი დომინანტურობა. პრინციპში თვით ფსიქიკის ეს ორი დონე: ურთიერთობა და მოძრაობა (ქმედება), ანუ ურთიერთობები ერთ ინდდივიდთან და ურთიერთობები ჯგუფთან, ზოგადად სმენის ვექტორიანების არ არის. სმენური თვისება როგორც ასეთი არის განვითარება. განვითარება როგორც საკუთარი თავის, ისე – ჯგუფის. ის იდეის განვითარება, რომელმაც უნდა დაძრას მთელი ჯგუფი, მთელი კაცობრიობა. რომ შეხედოთ ნებისმიერ იდეას, დაინახავთ, რომ ის დასახა ერთმა სმენის ვექტორიანმა, მაგრამ შემდეგ ამ იდეას გაყვნენ მილიონები. სწორედ ამ იდეების მომწიფებასა და შექმნაში მდგომარეობს სმენის ვექტორიანის რანგი. მაგალითად დაწეროს წიგნი, რომელში გატარებული იდეაც მთელი ნაციის, ან ნახევარი კონტინენტის ბედს შეცვლის. ეს არაა ერთ კონკრეტულ ჯგუფში მოპოვებული რანგი – როგორც ურეთრალთან. ეს სმენისთვის მეტისმეტად ცოტაა. თავისი აბსტრაქტული ინტელექტის წყალობით სმენის ვექტორიანები აერთიანებენ ჯგუფს, ან მთელ კაცობრიობას. ურეთრალი შემოსაზღვრულია საკუთარი ჯოგით, სმენის ვექტორიანი კი არაფრით არაა შემოსაზღვრული.

მოკლედ თუ შევაჯამებთ, ურთიერთობის დონეში სმენის ვექტორს ახასიათებს დომინანტურობა, ხედვის ფართე მასშტაბები, ქედმაღლობა, სრული უყურადღებობა ფიზიკური სამყაროსადმი და ამასთან საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობენ მასზე სხვა ადამიანები. ამის გამო სმენის ვექტორიანები ხშირად არიან კოლექტივისგან გარიყულნი, ან განდგომილნი.

რადგან სმენის ვექტორი როგორც ასეთი მატერიაზე ორიენტირებული არ არის, ამიტომ ადამიანურ და ოჯახურ ურთიერთობებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. სმენის ვექტორის ფასეულობას არ წარმოადგენს ოჯახი, ფული, კარიერა, ემოციები, სხეული. ხშირად სმენა ადამიანურ ურთიერთობებს საერთოდ გაურბის. არარეალიზებული სმენები ხშირად თვლიან, რომ სექსი უთიერთობის დაბალვიბრაციული გამოატულებაა. ამიტომ როდესაც სმენის ვექტორიანი ურთიერთობას იწყებს სხვა ადამიანთან (ან ადამიანებთან), ის ყურადღებას ამახვილებს არა ამ ადამიანზე, არამედ მის მსოფლმხედველობაზე. შეიძლება ითქვას, რომ სმენის ვექტორიანი ურთიერთობს აზრებთან და არა პიროვნებებთან. სმენის ვექტორიანი უსმენს როგორი ნიშანდობლიობებით ვიბრირებს მისი თანამოსაუბრე. როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ სმენის ვექტორიანი მეწყვილეს არ ირჩევს მხოლოდ ლიბიდოს კუთხით (როგორც ამას ქვედა ვექტორები აკეთებენ). სმენის ვექტორიანებს ხშირად სხავ დანარჩენებისაგან სრულიად განსხვავებული რეაქციები და დამოკიდებულებები აქვთ ნებისმიერ საკითხთან. მაგალითად: ვხედავთ ანალ-კან-ვიზუალ ქმარს და ანალ-კან-სმენა ცოლს. ქმარს მკვეთრად გამოხატული ვიზუალი აქვს და შესაბამისი ტერმინებითაც საუბრობს. ის წუწუნებს, რომ ცოლი მას არ უსმენს, არ თანაუგრძნობს, მხარში არ უდგას (ვიზუალის ვექტორიანები ხშირად ცდილობნ თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, ხაზი გაუსვან საკუთარ ტანჯვას და ა.შ.). როგორ ხედავს ამ ყველაფერს სმენის ვექტორიანი მდედრი? ის ფიქრობს, რომ მისი ,,ხბოს თვალებით“ მომზირალ ქმარს რაღაც რიგზე ვერ აქვს, ამიტომ უბრალოდ მარტო ტოვებს, რომ მან საკუთარ თავში ჩაღრმავება შეძლოს (სმენის ვექტორიანს არ ესმის, რომ ვიზუალს მარტოობა უბრალოდ ემოციურად კლავს – მთარგმნელის შენისვნა). ერთი ვიზუალის ხედვით იყურება, მეორე – სმენის. ერთმანეთის განსხვავებულობის გაგება კი პრაქტიკულად არ აქვთ. როდესაც სმენის ვექტორიანი ცუდადაა, არავის დანახვა არ სურს, მას განმარტოება ჭირდება, რომ თავის თავში შეძლოს ყველაფრის გადახარშვა. შესაბამისად ის თვლის, რომ სხვებიც ასევე არიან (ამიტომ მოცემულ მაგალითში სმენა მდედრმა ქმრისადმი გვერდში დგომა იმით გამოხატა, რომ მარტო ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში დატოვა და თავისი აზრით თვითჩაღრმავების საშუალება მისცა). თუ შევხედავთ ცალკე აღებულ სმენის ვექტორს, ურთიერთობის კუთხით ის საერთოდ ასექსუალია (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სმენის ვექტორიანის სექსუალობის ხარისხი დამოკიდებულია მასზე დართულ ქვედა ვექტორზე – მთარგმნელის შენიშვნა). სმენის ვექტორიანი ცდილობს იდეები გასცეს, ის ხშირად საერთოდ ვერ ხედავს ფიზიკური ურთიერთობების აზრს (განსაკუთრებით სმენა მამრები). სმენის ვექტორიან მდედრებთან ამ მხრივ საქმე ცოტა უფრო განსხვავებულად და რთულადაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებით მაღალი ინტელექტის მატარებელი მდედრი (ეს კი ანალური ეპოქის გავლენით, მამრების დიდი ნაწილისთვის დამთრგუნველი ფაქტორია. განსაკუთრებით ეს ეხება ანალის ვექტორიან მამრებს, რომლებიც ქალს კაცზე დაბლა მდგომ არსებად თვლიან). ამიტომ არცთუ იშვიათად სმენის ვექტორიანი მდედრები მარტო რჩებიან, ხშირად კი ისინი თავს უძღვნიან სხვადასხვა მეცნიერებებს (არსებობდა ფილოსოფოსი ქალი, ჰიპათია ალექსანდრიელი. როდესაც მას ჰკითხეს აპირებდა თუ არა გათხოვებას, მან უპასუხა: ,,მე დაქორწინებული ვარ ფილოსოფიაზე“ – მთარგმნელის შენიშვნა).

როდესაც სმენის ვექტორიანების ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მას (ან რომელი ვექტორია საყრდენი). კან-სმენები ხშირად ბევრად უფრო რადიკალურები და ფანატიკურები არიან, ამიტომ ძალზე ხშირად ხდება, როცა ისინი საერთოდ გაურბიან ადამიანურ ურთიერთობებს. მისდევენ ასკეზებს, მიდიან განდეგილებად, იწესებენ სხვადასხვა აკრძალვებს და მათი შესრულებით ტკბებიან (ფიქრობენ რომ თუ ორი კვირა ხორცს არ შეჭამენ, ან ერთი წელი სექსი არ ექნებათ, ამით გასხივოსნდებიან). ზოგჯერ საერთოდ ყველაფერზე უარს ამბობენ და მხოლოდ პურზე და წყალზე ცხოვრობენ. ამით ისინი იმდენად წყდებიან რეალობას, რომ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ. ამას მთტვის მოაქვს ქვეცნობიერისა და ცნობიერის არევა, ეს ბადებს ილუზიებს, რომლებსაც კან-სმენები სულიერ გარღვევას უწოდებენ. ფიქრობენ, რომ ამით შემოქმედ არსს მიუახლოვდებიან, ყველა დანარჩენი კი ქვემოთ, ფიზიკურ სამყაროში გაჭედილი დარჩება. რაც პრობლემატურია, ასეთი კან-სმენები ცდილობენ საკუთარი დამოკიდებულებები სხვებსაც თავს მოახვიონ. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ კანი პატარა ლიბიდოა, რომელიც კიდევ უფრო შემცირებულია სმენური გავლენით. თუმცა სექსთან დაკავსირებული იდეების უმრავლესობაც (მაგ: კამა-სუტრა), ასევე კან-სმენების შექმნილია. კან-სმენები ასევე ხშირად არიან ჟიგოლოები. აქ საქმე პირიქითაა, სმენა მთლიანად დაექვემდებარა კანს და მთლიანად კანური ,,სიახლის ფაქტორის“ სურვილს მიჰყავს. აქ ვაწყდებით ორ უკიდურესობას და მათ შორის არსებულ უამრავ გრადაციას. პირველი საერთოდ უარს ამბობს სექსზე და სექსი მისთვის ,,ცოდვა და გარყვნილებაა“, მეორე შემთხვავეში კი სმენამ იდეად აქცია კანური ცნება: ,,რაც მეტი მით უკეთესი“ და მთელი ცხოვრება ვიღაცის ,,მონადირებას“ ცდილობენ.

სულ სხვა საქმეა ანალ-სმენა. ანალური ვექტორი უზარმაზარი ლიბიდოა, ნამდვილი ,,ბუღა“. სმენის ვექტორი ამ ლიბიდოს ოდნავ ანეიტრალებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საკმაოდ მძლავრი ლიბიდო რჩება. თუმცა სმენის ვექტორის გავლენით (თუ ანალ-სმენა, კან-სმენის იდეოლოგიას გაჰყვა), მანაც შეიძლება უარი თქვას სექსზე და მთელი ცხოვრება მარტოობაში გატაროს (თუმცა ეს მისთვის ძალზე ძნელი იქნება და მთელი სიცოცხლე დაიტანჯება წყვილში არარეალიზებულობის განცდით). ანალ-სმენები ხშირად არიან მწერლები, ზიან საათობით, აძლევენ გასაქანს სმენურ ფანტაზიებს და წერენ, მათ გონებაში იქმნება ჯადოსნური სამყარო, რომელიც შემდეგ ფურცლებზე იწყებს გაცოცხლებას. ცნობილი მეზღაპრეების აბსოლურური უმრავლესობა სწორედ ანალ-სმენაა (ვიზუალით).

რაც შეეხება ურეთრალ-სმენებს იცინი ცალკე ლექციის თემაა (როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ურეთრალური ვექტორის ეროგენული ზონა შარდ-სასქესო სისტემაა, ის სასქესო ვექტორია, ამიტომ თვით სმენაც კი სრულად ვერ ანელებს მის სექსუალურობას. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სმენა ცალსახა დომინაციას აკეთებს ურეთრაზე. ურეთრალ-სმენას რომ ესაუბროთ რაიმეს შეზღუდვაზე, ის უბრალოდ დაგცინებთ. მისი ფსიქიკა არ ცობს არავითარ აკრძალვებს, არავითარ შემოსაზღვრას. რაც შეეხება მის სექსუალობას და ურთიერთობებს, ამ მხრივ ურეთრალ-სმენა დაახლოებით იგივე გზას გაივლის, რასაც ნებისმიერი ურეთრალი. ერთადერთი სხვაობა იმაშია, რომ შესაძლოა მის ურთიერთობებს ერთგვარი ნახტომური ხასიათი ჰქონდეს. რაღაც ეტაპზე ურეთრა ,,აიწყვეტს“, იწყება მოუთოკავი და ვნებიანი ურთიერთობები, ყველაფრისწამლეკავი ვნებები, შემდეგ რაღაც ეტაპზე სრული აკრძალვა და სმენურად განდგომა, შემდეგ ისევ ურეთრალური აწყვეტილობა და ა.შ. – მთარგმნელის შენიშვნა).

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

წყარო

  • სმენის ვექტორის სექსუალური მიდრეკილებები და გადახრები

  • სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • „შენ თავად კოსმოსი ხარ” – ურთიერთობა გოგონა სმენასთან

  • ეკლებზე გავლით

  • პატარა სმენების ზრდა-განვითარება

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში