ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)


ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

თუ ანალ-ყნოსვას ერთვის სმენის ვექტორი, ეს ქმნის ორ შესაძლო სცენარს ანალ-სმენა ყნოსვით, ან ანალ-ყნოსვა სმენით (ლექციის მესამე ნაწილში დეტალურად განვიხილავთ რა შემთხვევაშია ყნოსვა სცენარში და რა შემთხვევაში ახდენენ სხვა ვექტორები მასზე დომინაციას).

ანალ-სმენა ყნოსვით, ესაა სმენის ვექტორიანი, რომლის ინფორმაციულ-შემეცნებით ინტელექტს ყნოსვის ვექტორი მატებს ინტუიციურობას და სტრატეგიულობას. ეს კომბინაცია გვაძლევს გენიალურ ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, მოჭადრაკეებს, სულიერ მასწავლებლებს, მკვლევარებს.

ანალ-ყნოსვა სმენით (შემთხვევა როცა ყნოსვა დომინირებს სმენაზე, ან სმენა იმყოფება ყნოსვის მდგომარეობაში), არის ინფორმაციულ-ინტუიციური ინტელექტი, რომელიც გაძლიერებულია აბსტრაგირების უნარით. ეს კომბინირება გვაძლევს ერთ უნიკალურობას, კერძოდ: სმენის ვექტორი, რომელიც ვერ ახდენს ყნოსვაზე დომინაციას, ერთგვარად გვერდითაა გაწეული, თუმცა სხვა ვექტორების მდგომარეობში ყოფნისაგან განსხვავებით, ყნოსვასთან ის მაინც ინარჩუნებს იდეების გენერირებისა და აბსტრაგირების უნარს. ამ დროს სმენას შეუძლია აღიქვას სხვისი იდეის მასშტაბი, თუმცა თავად მისი შექმნის უნარს მოკლებულია. ამასთან ერთად ყნოსვა ინტუიციურად გრძნობს იდეის პოტენციალს. ასეთ დროს ანალ-ყნოსვა (სმენით) იღებს სხვა სმენის მიერ შექმნილ იდეას, უცვლის მას ფორმას და ახალი შეფუთვით წარადგენს მას, როგორც საკუთარ იდეას. ანალ-ყნოსვები სმენასთან ერთად ხშირად ხდებიან სულიერი მასწავლებლები (თუმცა როგორც წესი ძირითადად იდეათა ძველ, უკვე არსებულ სისტემებს ქადაგებენ).

კან-ყნოსვა სმენით

ისევე როგორც ანალ-ყნოსვასთან, კან-ყნოსვის შემთხვევაშიც, სმენის ვექტორის არსებობა გვაძლევს ორ შესაძლო სცენარს: კან-სმენა ყნოსვით, ან კან-ყნოსვა სმენით.

კან-სმენა ყნოსვით, ესაა სმენური იდეოლოგი, მეცნიერი, სულიერი ლიდერი, რომლის იდეოლოგიური უნარები გაძლიერებულია ყნოსვის ინტუიციითა და ქვეცნობიერთან წვდომის უნარით. თუ ამ კომბინაციას ემატება ანალური ვექტორი, შეიძლება მივიღოთ გენიალური მეცნიერი, პროგრამისტი და ა.შ. (მაგ: ტესლა, ედისონი, ნიუტონი, ელონ მასკი, ბილ გეითსი, ცუკენბერგი და ა.შ.).

თუ ყურადღებით ეცნობოდით ჩვენს ლექციებს, გეხსომებათ, რომ ყნოსვის ვექტორიანი ერთგვარად უკუღმა გზით ვითარდება. იცით ისიც, რომ ყნოსვის ვექტორს არ გააჩნია განვითარების ადამიანური დონე. ის ჯერ ცხოველურ შეგრძნებებს უღრმავდება, შემდეგ მცენარეულს, შემდეგ არაცოცხალს, ბოლოს კი ჩადის ისეთ სიღრმეში, სადაც მას წვდომა აქვს ადამიანის ნამდვილ ეგოსთან. ყნოსვის ვექტორის ეს მდგომარეობა შეზღუდული აღარაა ფორმით, სივრცით, დროით და ენერგიით. ასეთ მდგომარეობამდე განვითარებული ყნოსვა მთლიანად ახდენს საკუთარ თვისებათა გახსნას ქმნილების არსში. ამ მდგომარეობამდე განვითარება ყნოსვის ვექტორიანს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ მას ყნოსვასთან ერთად აქვს სმენაც (მხოლოდ ყნოსვას სმენის გარეშე აქვს განვითარების მხოლოდ სამი დონე: ცხოველური, მცენარეული და არაცოცხალი. ხოლო სმენა ყნოსვის გარეშე ამ გზით რეალურ განვითარებას ვერ აღწევს). ასეთ დროს ყნოსვას უკვე აღარ ამძიმებს ადამიანების ფიზიკური ეგოს სიმყრალე, მათი საცოდავი უკმარისობის შეგრძნებები. ასეთ მდგომარეობამდე განვითარებული ყნოსვა ახდენს სრულ გახსნას (თვითგათქვეფას) მთლიან ქმნილებაში. ის ამ გზით ხდება მთლიანობა, ამიტომ ის აღარ კონკურირებს კონკრეტულ ადამიანებთან, რადგან ის სრული ქმნილების ნაწილი ხდება. ყნოსვა ,,მტრებს“ ეძებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი განვითარება არაა საკმარისი იმის გაგებისათვის, რომ ის ჯგუფზეა დამოკიდებული. როდესაც ყნოსვა ამ დონემდე ვითარდება, ის ხვდება, რომ მთელი ქმნილება ერთიანია, თვითონ კი ამ ერთიანობის ნაწილია, ამიტომ ის იწყებს ბრძოლას მატერიის შენარჩუნების, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის. თუ შეხედავთ მათ, ვინც გასხივოსნების შესახებ გააზრებულად და ცნობიერებიდან საუბრობდა, ყოველ მათგანს ჰქონდა ყნოსვისა და სმენის კომბინაცია (მაჰავირი, პრაბჰუპადა, ოშო). ეს მათთვის საკმაოდ ახლობელი შეგრძნება იყო და მათთვის ამ გზით სიარული იყო ბუნებრივი არჩევანი. ყნოსვის განვითარება სწორედ ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩასვლაზე გადის. ის თავისი ყურადღების ფოკუსს მიმართავს ქმნილების ერთი ბუნებისაგან მეორე ბუნებაზე, მანამ სანამ არ რჩება ქმნილების გაშიშვლებული არსი. სწორედ კან-სმენა ყნოსვით ადგება ყველაზე ხშირად ,,გასხივოსნების“ გზას, სწორედ ისინი ქადაგებენ გასხივოსნების იდეას.

კან-ყნოსვა სმენით არის კან-ყნოსვა, რომლის სმენის ვექტორი მთლიანად ემსახურება ყნოსვური ძალაუფლების იდეას. როგორც ეს ზემოთ (ანალ-ყნოსვა სმენით) ვთქვით, სმენის ვექტორი, რომელიც ვერ ახდენს ყნოსვაზე დომინაციას, ერთგვარად გვერდითაა გაწეული, თუმცა სხვა ვექტორების მდგომარეობში ყოფნისაგან განსხვავებით, ყნოსვასთან ის მაინც ინარჩუნებს იდეების გენერირებისა და აბსტრაგირების უნარს. თუმცა ანალ-ყნოსვისაგან განსხვავებით, კან-ყნოსვის შემთხვევაში, ამ კომბინაციაზე დართული სმენის ვექტორი, თითქმის მთლიანად გამოთიშულია იდეოლოგობას. სამაგიეროდ ინარჩუნებს საინტერესო იდეების აღქმის უნარს. ამიტომ ძალიან ხშირად კან-ყნოსვები (სმენით), რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას სულიერ, ან რელიგიურ სფეროში ცდილობენ, უბრალოდ სხვა სმენების იდეებს იპარავენ და მასზე გავლით იღებენ ძალაუფლებას.

კუნთ-ყნოსვა სმენით

სმენასთან ერთად კუნთ-ყნოსვა შეიძლება იყოს მანიაკი მკვლელი (თუ კუნთ-ყნოსვა-სმენა, სცენარით კუნთ-ყნოსვაა), რომელსაც ხმები ჩაესმის და ,,ღმერთი უბრძანებს ბოროტების მოსპობას“, ან რაიმე მსგავსი. თუმცა სმენასთან ერთად არის მეორე სცენარიც (თუ კუნთ-ყნოსვა-სმენა, სცენარით კუნთ-სმენაა): ის შესაძლოა იყოს ყველასგან განმარტოებული, სრულიად არაქმედითუნარიანი და ინტელექტსმოკლებული ტიპაჟი, რომელიც ხანდახან საკუთარ თავს ესაუბრება.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი

  • თვითმკვლელი ტერორისტები – ვინ არიან ისინი?

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან

  • „შენ თავად კოსმოსი ხარ” – ურთიერთობა გოგონა სმენასთან

  • შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით

  • სმენის ვექტორი - ქამელეონი

  • ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის

  • სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა