სმენა და ვიზუალი – ვექტორული ძმები


სმენა და ვიზუალი – ვექტორული ძმები

ადამიანები რომლებიც ჯერ ახლა ეცნობიან სვფ-ს, სმენისა და ვიზუალური ვექტორების გამოვლინებებს ხშირად ურევენ ერთმანეთში. ორივე ფსიქოტიპი ინფორმაციის მეოთხედს მიეკუთნება, ბუნებრივად და კომპლიმენტარულად ავსებენ ერთმანეთს, თითქოსდა ერთი მიმართულებით მოძრაობენ და ამავე დროს ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენენ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით სმენისა და ვიზუალის ვექტორების მატარებლებს. სვფ-ს ტრენინგებზე მოსულების უმრავლესობას ერთ-ერთი მაინც აუცილებლად აქვს (ხშირად ორივე). რაღა თქმა უნდა, რომ მათ პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობა უნდათ, მერე ახლობლების და მეგობრების, რომელთაც ხშირად იგივე ვექტორები აქვთ. ეს გასაკვირი არცაა ჩვენი სამეგობრო წრე იმათგან ყალიბდება ვინც ჩვენთან სულიერად ახლოსაა.

როცა ახლობლების დიფერენცირებას ვცდილობთ, ხშირად მივაწერთ მათ იმ თვისებეს რაც ჩვენ გვინდა, რომ ჰქონოდათ. “ის საინტრესოდ მსჯელობს, ღრმად სწვდება საკითხს, იგივე აინტერესებს რაც მე. ნუთუ შეიძლება, რომ სმენა არ ჰქონდეს! გამორიცხულია… ის ნამდვილად სმენაა.”

მოდით განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა სადაც შეცდომები იჩენს თავს და მათი მიზეზებიც.

როგორ არ აგვერიოს სმენისა და ვიზუალური ვექტორები.

დაბნეულობას ძირითადად სმენისა და ვიზუალური ვექტორების თვისებების არასაკმარისი ცოდნა იწვევს. ორივე ერთი მეოთხედიდანაა, ინფორმაციის მეოთხედიდან – სადაც სმენა მეოთხედის შიდა – ინტროვერტური ნაწილია, ვიზუალი კი გარე – ექსტროვერტული. მათი თვისებები ერთმანეთს ავსებს. ვიზუალი პირველია ფიზიკური სამყაროს შეცნობაში. რადგან ამისთვის ყველაზე მგრძნობიარე სენსორი აქვს, ის აკვირდება, იკვლევს და სწავლობს მის გარე სამყაროს. სწორედ აქ გადის ზღვარი ვიზუალურ და სმენურ სივრცეებს შორის, თუ ვიზუალი გარე სამყაროს იკვლევს, სმენის – ამ უკიდურესი ინტროვერტის ყურადღება საკუთარი თავისკენაა მიმართული, საკუთარ შინაგან სამყაროსკენ. მისი სტიქია აბსტრაქტული, არამატერიალური სამყაროა, ის მიდრეკილია ყველა გარეგნული გამოვლინების მიღმა ფარული მიზეზები ეძებოს, მიმდინარე მოვლენების ფესვები, ცდილობს მოვლენების არსს ჩასწვდეს, თითქოსდა გამჭვირვალე გარე სამყაროს უხილავ სარჩულს ეძებს.

ვიზუალები გარშემომყოფებისთვის გახსნილი ხალხია, ყოველთვის მზად არიან ყველას გაუნაწილონ რაც მათ ცხოვრებაში ხდება, თავიანთი გრძნობები, ფიქრები, ემოციები. როგორც ნამდვილი ექსრავერტები ისინი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც შიშვლდებიან თანამოსაუბრესთან. განვითარებულ ვიზუალს შეუძლია გაეხსნას სხვას, თავისი განცდები აჩვენოს და მისგანც იგივეს იმედი იქონიოს. ექსჰიბიციონისტები განუვითარებელი ვიზუალები არიან, ისეთები რომლემაც ვერ შეძლეს ემოციურად განვითარება ამიტომაც სულის ნაცვლად სხეულს აშიშვლებენ.

ვიზუალის ატირება ადვილია, ვიზუალებს ყველაზე მაღალი ემოციური ამპლიტუდა აქვთ. ვიზულს შეუძლია სიცილიდან მაშინვე ტირილზე გადავიდეს, ცრემლებამდე ადვილად მიდის და ნებისმიერ წუთს შეუძლია ცრელმად დაიღვაროს. გარშემომყოფებს აკვირვებს ასეთი ქცევა, აი სულ ახლახანს ვიზუალი იცინოდა ახლა კი უკვე ტირის, თუმცა ზუსტად 5 წუთი მერე ისევ გაიცინებს.

სმენები კი თითქოს ნიჟარიდან გელაპარაკებიან, საკუთარ თავში არიან ჩაღრმავებულები. სმენა მშინაც კი როცა ძლიერ სულიერ მღელვარებას განიცდის და დეპრესიაშია, არ უჩნდება სურვილი ვინმეს გაუზიაროს ეს. მისთვის ეს შინაგანი, მხოლოდ მისი განცდებია. ის უღრმავდება თავის მდგომარეობას და ეს რეფლექსიაც ჰყოფნის, თავისი მუდმივი შინაგანი მონოლოგი, მას ვიზუალივით არ უჩნდება შეგრძნება თავისი მოთხოვნილებები გარეთ გამოიტანოს.

როცა სმენა თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს ეს ყოველთვის სერიოზულად უნდა მიიღოთ. მაშინაც კი თუ ეს სურვილი ჯერ მომწიფებული არ არის და ის ახლა და აქ არ იკლავს თავს, ეს მაინც ნიშნავს, რომ ის თავისტვის განიხილავს ასეთ ვარიანტს. ვიზუალი კი თვითმკვლელობას მხოლოდ ემოციური შანტაჟისთვის იყენებს “თუ მიმატოვებ – წყალში გადავვარდები.” ან რამე მსგავსი.

ვიზუალის მიმიკა მოძრავია, გამომხატველი, ექსპრესიული. სმენის სახე კი უფრო ამიმიურია. ვიზუალის მზერა გახსნილია, თითქოს მთელ სამყაროს ერთად უყურებს, სმენისა კი პირიქით, როცა საკუთარ თავს უღრმადება მისი მზერა ერთ წერტილზე იყინება, იმასაც ძალიან საეჭვო ხედავდეს – ის ხომ ამ დროს სულ სხვა რამეზე ფიქრობს.

ხშირად შეფასებებს თუ რას გრძნობს ესა თუ ის ადამიანი ჩვენი გადმოსახედიდან ვაკეთებთ, ჩვენ ხომ ყოველთვის ჩვენ თავზე გავლით ვფიქრობთ, ვერც ვიგებთ და არც ვიცით რომელი კუთხით გადატყდება სხვა ვექტორის მატარებელი ადამიანის სინამდვილე.

მაგალითად როცა სმენა სიყვარულს გიხსნით, შინაგანად ის ემოციებს ქარიშხალს განიცდის, რომლებსაც ის როგორც ნამდვილი ინტრავერტი ვერასოდეს გამოხატავს, ყველაფერს გულში დაიტოვებს და სიყვარულსაც ყოველგვარი ემოციის გარეშე გამოხატავს, მშვიდი ხმით… და ვიზუალი ამას სიყალბედ ჩაუთვლის.

ვიზუალები, განსაკუთრებით ქალები, ნამდვილი პათოსით ლაპარაკობენ. ვიზუალურ ემოციურ ამაღლებულობას, უკიდურეს შემთხვევაში სნობიზმსაც კი არავითავი საერთო არ აქვს სმენის სიამაყესა და განდგომასთან. ხშირად სმენა ამპარტავანიც კი გვგონია, საკუთარ თავზე მიჯაჭვული, თავს სხვებზე უკეთესებად თვლიან, მათ საუბარში ხშირად ისმის სიტყვა “მე”. ვიზუალები კი თვისი ცოდნისა და კულტურის გამოლენისას ხშირად შეიძლება სნობებად მიიჩნიოთ. განვითარებული ვიზუალებიც კი არიან მიდრეკილნი ირონიისკენ სხვებს რომ საკუთარი ინტელექტის უპირატესობა აჩვენონ.

სმენა არ მიესალმება ხმაურს და მაღალ ხმებს, ხშირად თავადაც დაბალ ხმაზე საუბრობს, საკუთარი ხმის ჟღერადობის მიმართაც პრეტენზია სწორედ მათ უჩნდებათ.

ვიზუალებს შეუძლიათ ემოციებისა და განცდების მთელი ამპლიტუდა შეიგრძნონ. ეს კი მათ თანაგრძნობის უნარს უვითარებს. განვითარებული ვიზუალები ყოველთვის კარგად განსაზღვრავენ სხვა ადამიანის სულიერ მდგომარეობებს. “დათო შენ თავს რაღაც ხდება, დღეს რაღაც უცნაური ხარ?” საერთოდაც ისინი ყველაფრის მიმართ ძალიან დაკვირვებულები არიან, სმენა კი პირიქით ვერაფერს ამჩნევს როგორც კი მიმართავთ აქეთ დაგიბრუნებთ კითხვას “ა, რა მითხარი? მე მომმართე?” და იმიტომ არა, რომ ვერ გაიგონა, სმენას ყველაფერი მშვენივრდ ესმის მაგრამ ყოველთვის იღებს ე.წ. ,,ტაიმ აუტს“ ვიდრე ფიქრებიდან გამოერკვევა და გარე სამყაროზე გადაერთვება.

ვიზუალი – სმენის უმცროსი ძმა.

კარგად განვითარებულ ვიზუალებს, შეუძლიათ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა, ისინი ყოველთვის საუკეთესო ფსიქოთერაპევტები არიან, რომლებსაც ესმით და უთაბაგრძნობენ, ამშვიდებენ ადამიანებს. განვითარებული ვიზუალი თანაგრძნობის შედეგად ივსება საკუთარ თავში სხვის ემოციას ატარებს.

სმენაც მიელტვის ადამიანის ფსიქიკის შეცნობას მაგრამ სულ სხვა კუთხით. ის აზრების, სურვილების, საქციელის მიზეზებს, მათ ფესვებს ეძებს – სურს ზღვარს მიღმა არაცნობიერში გადაიხედოს. თუ ვიზუალის მზერა გარეთ – გარესამყაროსკენაა მიმართული, სმენა მთელს სამყაროს საკუთარი თავის პრიზმიდან უყურებს, მისი მზერა მისივე ფსიქიკურისკენაა მიმართული. მისი ადამიანის შინაგანი ბუნების კვლევის მიზეზი საკუთარი თავის შეცნობაა, ამის პირველყოფილი სურვილი. სმენა ხშირად არა ფსიქოთერაპიით არამედ ფსიქოანალიზითაა დაკავებული. ადამიანის ბუნების საკვლევად მას კვლევის საგანთან ემოციური სიახლოვეც კი არ სჭიდება. საბოლოოდ ეს საკვლევი საგანი ხომ თავადაა.

პოეზია და ნარკოტიკები.

ვიზუალი ყოველთვის თან ახლავს თავის უფროს ძმას ყველა წამოწყებაში.

ნამდვილი პოეტები სმენები არიან – იდეალური სმენის წყალობით შუძლიათ საუბრის ნაკადში მელოდიის დაჭერა, რითმების ნამდვილი სიმფონიის შექმნა. ხოლო ამ ლექსებით პირველ რიგში “მისივე ჭკუის” ძმა – ვიზუალი ტკბება, უმცროსი ძმა უფროსს არაფრით ჩამოუვარდება, სმენა პოეტების ყველაზე გამორჩეული თაყვანისმცემლები (განსაკუთრებით ურეთრალ-სმენების), სწორედ ვიზუალები არიან, ისინი აღტაცებულნი არიან ამ პოეზიით და ყოველ სტრიქონში სასიყვარულო განცდებს ხედავენ.

ვიზუალი სმენას ჭირშიც თან ახლავს და ლხინშიც. ნამდვილი ნარკომანები სმენები არიან, რომლებიც ნარკოტიკების საშუალებით ტანჯვას გაურბიან, აუვსებელი სმენური სურვილებით გამოწვეულს. სმენის ასეთი მძიმე მდგომარეობისას ისინი დოზას სულ უფრო და უფრო ზრდიან და არც კი ფიქრობენ თავის დანებებაზე, ეს ხომ ტანჯვაში დაბრუნებას უდრის. ვიზუალები უბრალოდ ეშვებიან და ისვენებენ მსუბუქი ნარკოტიკებით მთელი ცხოვრება – სმენა აუცილებლად მსუბუქიდან მძიმეზე გადადის.

სმენური ნარკომანიაც თავისთავად არ იქნებოდა ისეთი საშინელი, ასეთი ფორმით მოხსნილი სტრესიც კი მთლიანობაში ამსუბუქებს სმენურ მდგომარეობას. მაგრამ სმენების კალდაკვალ ვიზუალები იტაცებენ მათ საქციელს და ავრცელებენ გარშემო – როგორც მაგალითად ეს ჰიპების კულტურის პოპულარიზაციის დროს ხდებოდა. სმენური სურვილი – ცნობიერება ნარკოტიკებით გაიფართოვოს, მიაღწიოს შეუცნობელს და ასე მაინც შეახოს ხელი ადამიანის ცნობიერებისაგნ დაფარულს – ვიზუალებმა თავისებურად გაადააკეთეს – ნარკოტიკულ ეიფორიას ემოციათა ბოლომდე გასახსნელად მიელტვიან, ტიპიური ვიზუალური ფასეულობათა პროპაგანდის ეგზალტაციას აღწევენ “all you need is love”, “make love not war”, – მიაქციეთ ყურადღება ეს დევიზები როგორ სრულყოფილად გამოხატავენ ვიზუალური ვექტორის არსს – სიყვარული და ანტიმკვლელობა.

ჰიპების იდეოლოგია – ვიზუალის კულტურის აყვავებაა, სამყაროს სიყვარულით გადარჩენა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია, ვიზუალური ზომა ამას კიდევ უფრო ავრცელებს სხვა ვექტორების წარმომადგენლებზეც.

ასევე მიჰყვებიან ვიზუალები სმენას ნებისმიერ იდეაში. მათთვის ნებისმიერი სმენური მიმდინარეობა მიმზიდველი, იდუმალი და საინტერესოა. ასე ხდებიან სექტების ლიდერები კან-სმენები, მათი მიმდევრები კი, არა მხლოდ მათი იდეის გამზიარებელი სმენები, არამედ შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალები არიან რომლებიც სექტში იმიტომ მოდიან , რომ სმენის მისტიკით ებრძოლონ შიშებს.

და ბოლოს:

ეს სტატია მცდელობაა სმენა და ვიზუალი განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ვექტორი, გამოვავლინოთ მათი სხვაობა მათივე ერთგვაროვნებასა და კომპლიმენტარულობასთან ერთად.

ადამიანში ამ ორი ვექტორის ერთდროულად არსებობა ცალკე მსჯელობის საგანია. ამ შემთხვევაში საერთო სურათი დამოკიდებული იქნება როგორც მათი განვითარების დონეზე, ისე სმენის მდგომარეობაზე, რომელიც დომინანატურია და ამიტომაც წამყვანიც.

როდესაც სმენა-ვიზაული ადამიანი ლაპარაკობს თვითმკვლელობაზე, მისი საუბარი გამოიყურება როგორც ვიზუალური შანტაჟი და არ აღიქმება სერიოზულად, საფრთხეც სწორედ აქ იმალება, ტიპიურ ვიზუალურ ემოციებს შორის შეიძლება ნამდვილი სმენური კრიზისი გამოგვეპაროს, რომელიც თვითმკვლელობის მცდელობას წარმატებით დააგვირგვინებს.

ყოველი ცაკლეული ვექტორის ცოდნა ეს მხოლოდ დასაწყისია რაზეც მოცულობითი სისტემური აზროვნება აიგება. შეცდომები დასაწყისში, ყოველ შემდეგ ჯერზე მცირდება, ისინი თანდათან ყალიბდენიან ცოდნად და ბოლოს უშეცდომო მსჯელობისკენ მიდიან. სმენისა და ვიზუალის გარჩევა ხმითაც კი შეიძლება – აგრეთვე ხელნაწერით, მზერით, მერე დასაწყისში დაშვებული შეცდომები სასაცილოდ გვეჩვენება მაგრამ ისინიც აუცილებელია და გარდაუვალია განვითარების გზაზე.

წყარო 

მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე

  • სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • „შენ თავად კოსმოსი ხარ” – ურთიერთობა გოგონა სმენასთან

  • ვისთვისაა სიჩუმე ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი

  • სმენითი ზომა და მისი როლი ისტორიის მანძილზე

  • სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მეორე)

  • ისინი იბადებიან რათა შეიცნონ სამყარო

  • სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მესამე)