ღამეული იმედები სამყაროს აღსასრულზე


ღამეული იმედები სამყაროს აღსასრულზე

უკვე ძალიან ახლოსაა ის საბედისწერო დღე… მალე სამყაროს აღსასრული დგება. კაცობრიობის ნაწილი შიშით ელოდება ამ დღეს, ვიღაცეებს კი ჰგონიათ რომ ყველაფერი ეს სისულელეა. მაგრამ მაინც ბევრს ეშინია – მართლაც რომ დადგეს აპოკალიფსი? მართლაც რომ ჩამოინგრეს სამყარო? მაგრამ სწორედ ჩვენ რატომ მოგვეკითხება მთელი კაცობრიობის ცოდვები? სწორედ ჩვენს შვილებზე რატომ უნდა შეწყდეს სიცოცხლის ჯაჭვი?

სამყაროს დასასრული ბიბლიაშიცაა მოცემული მრავალი წინასწარმეტყველი აღწერს მას. მაიას კალენდარიც გარკვევით მიუთითებს აპოკალიფსზე. ამიტომაც ელოდნენ მას 2012 წლის 21 დეკემბერს, ეს ხომ მაიას კალენდის უკანასკნელი დღეა.

სავარაუდოდ 1000 წლის წინ მაიას ცივილიზაციამ იცოდა რაღაცა ისეთი რასაც ჯერ კიდევ ვერ მიაგნო თანამედროვე საზოგადოებამ. ალბათ კაციჭამიების ტომების ღვთაებებმა მათ საკუთარი აღსასრული ამცნეს მათივე მრავალრიცხოვან დანაშაულებათა გამო, საკუთარი მტრისა და ხშირად თანატომელთა გვამებით მოწყობილი რიტუალური ორგიების, სისხლისღვრისა და უბრალოდ საკურთხეველთან შეწირული უამრავი უცხოტომელის გამო.

სიმხეცეა? რატომ? მაია პატივს მიაგებდა ღმერთებს და სჯეროდა რომ მრავალრიცხოვან ადამიანურ მსხვერპლს შეეძლო მათი ტომის არსებობის გახანგრძლივება. ასეთი ეპოქა იყო – კაცობრიობისა და კულტურის განვითარების ყველაზე სასტიკი პერიოდი.

მაიას ცივილიზაციის აღზევებიდან 1000 წელი გავიდა. კაცობრიობა ძალიან განვითარდა. და ფიქრი იმაზე რომ ველურ და სასტიკ კაციჭამიებს ჰქონდათ რაიმე ისეთი ცოდნა რაც ჩვენთვის მიუწვდომელია სულ ცოტა გულუბრყვილობაა.

და ამავე დროს, კაცობრიობას – გონიერს, კულტურულს და თანამედროვეს, რომელმაც ტექნიკური პროგრესის სასწაულები მოახდინა ამ ყველაფრის სჯერა, რატომ?

სამყაროს აღსასრულის ფენომენი

სამყაროს აღსასრულის მოლოდინი სიახლე სულაც არაა. დრო და დრო აპოკალიფსის ახალ-ახალი თარიღები ჩნდება და ყოველ ჯერზე ახალი “დამაჯერებელი“ მიზეზი სახელდება. და ყოველთვის კაცობრიობის ერთი ნაწილი ამას იმედით ელოდება მეორე კი შიშით.

2000 წლის მოახლოებისასაც დაძაბულები ელოდნენ სამყაროს აღსასრულს. ჩვენ დაკომპიუტერებული სამყარო, სადაც ყველაფერი 1999. 12.31 მთავრდებოდა 1999 წლის 31 დეკემბერს უკანასკნელ წამზე უნდა გამქრალიყო. ახლა ამას უკვე სისულელედ მივიჩნევთ მაშინ კი თითქმის მთელი სამყაროს მღელვარებას იწვევდა.

1999 წლის დადგომისას მრავალი რელიგიური დაჯგუფება გამოთქვამდა მოსაზრებას რომ ამ რიცხვის ბოლო სამი ციფრი ამობრუნებული სახით მხეცის რიცხვს 666 გვაძლევს, ამიტომაც სამყაროს აღსასრული სწორედ ამ წელს უნდა დამდგარიყო. დიახ, დიახ ყველა გაშიფრული წინასწარმეტყველება ამას მოწმობდა.

მაშ ასე ახალი თარიღი როდესაც სამყაროს აღსასრულს ველით ამჯერად კაციჭამიების ტომის – მაიას კალენდარია, რომელიც სულ მალე ამოიწურება. ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება რომ კაცობრიობისთვის უბრალოდ აუცილებელია ეს ყბადაღებული დასასრული და ის (კაცობრიობა) ნაბისმიერ მიზეზს ეჭიდება რომ აღსასრულს დაელოდოს.

სინამდვილეში მის გარკვეული ნაწილს ეს მოლოდინი მართლაც ჰაერივით სჭირდება.

ვის აწყობს სამყაროს აღსასრული?

სამყაროს აღსასრულის ფენომენის ამოხსნა კაცობრიობის იმ ნაწილის უკმარისობებში დევს რომლებსაც სმენისა და ვიზუალური ვექტორები გააჩნია.

სმენის ვექტორიანის თანდაყოლილი შინაგანი მოთხოვნილება – საკუთარი თავის შეცნობაა, სამყაროს კანონების შემეცნება. თუ სმენა თავის უკმარისობებს აცნობიერებს ის ცდილობს პასუხები ფილოსოფიაში, მეცნიერებაში, ან ეზოთერიკაში იპოვოს. მაშინაც კი, როცა სმენა ბოლომდე ვერ აცნობირებს თავის შინაგან მოთხოვნილებებს მაინც პასუხების პოვნისკენ მიისწრაფვის. ამ უკმარისობათა შევსების საფასური ძალიან დიდია, განსაკუთრებით დღეს როცა ტემპერამნეტის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 20 წლისები ისე მძაფრად რეაგირებენ დეპრესიაზე, რომ სუიციდამდეც მიდიან. სწორედ ეს უბიძგებს მათ, რომ დააჭირონ ,,წითელ ღილაკს“ და სამუდამოდ გამოეთხოვონ ამ სამყაროს.

თუ წინა თაობის სმენებს საკუთარი უკმარისობები შეეძლოთ მუსიკით, ფილოსოფიით, პოეზიით შეევსოთ, ახლა პირობები შეიცვალა. ყოველი შემდეგი თაობა უფრო მეტი პოტენციალით, უფრო ძლიერი შინაგანი სურვილით იბადება, რადგანაც წინა თაობების ფსიქიკურ მემკვიდრეობებსაც მოიცავს.

სწორედ დატანჯული სმენები იკლავენ თავს მაშინ როცა ამის გამოხატული მიზეზი არც ჩანს. ამგვარი უკამრისობის მქონე სმენისთვის არ არსებობს იმაზე კარგი ახალი ამბავი ვიდრე იმის ცოდნაა რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელი ეს სამყარო ერთიანად აღიგვება პირისაგან მიწისა და თავად დედამიწაც კი აღარ დარჩება. და აი ისინი უკვე მოუთმენლად ელიან თითქოსდა ფილმს უყურებენ, როდის მიაღწევს კაცობრიობა თავის სრულ და აბსოლუტურ აღსასრულს. სწორედ ისინი ებღაუჭებიან სამყაროს აღსასრულის იდეას. ესაა მათი კოლექტიური სურვილი აღმოაჩინონ ნებისმიერი გზა, რომელიც ამ ყველაფრის დასრულების თუნდაც იმედს მისცემს. ეს იმედი სმენურ ტანჯვას უმსუბუქებს – უკვე ხომ სულ ცოტაღა დარჩა. მალე, უკვე ძალიან მალე…

სამყაროს აღსასრულის ყოველი ახალი სმენური იდეა, კაცობრიობის მეორე ნაწილის – ვიზუალური ზომის უდიდეს მხარდაჭერას იღებს. სწორედ ვიზუალების კოლექტიური უკმარისობის გამო მოსალოდნელი აპოკალიფსის იდეა მთელს მსოფლიოს მოეფინება ხოლმე.

სიკვდილის შიში ვიზუალის ფსიქიკის მთავარი საყრდენია. ამ შიშის გარეთ გამოტანა ვიზუალს მხოლოდ სიყვარულით და თანაგრძნობით შეუძლია, ნებისმიერი უკმარისობა ამ ვექტორის მატარებელს შიშის მდგომარეობაში აგდებს. წარმოუდგენლად შეიძლება ეშინოდეს ნებისმიერი რამის – სიმაღლის, ობობების, გველებს და კიდევ უამრავი რამის. მაგრამ ყველაზე მეტად მას სიკდილისა ეშინია, აპოკალიფსის სცენების, თავისი ახლობლების და მთელი კაცობრიობის აღსასრულისა.

ვიზუალი რომელიც თავის უდიდეს ემოციურ ამპლიტუდას არ მიმართავს თანაგრძნობისა და ემპათიისკენ, აუცილებლად აღმოჩნდება მეორე პოლუსზე სადაც ზის და გაუჩერებელად უყურებს საშინელებათა ფილმებს. ის თავისებურ სასიამოვნო შეგრძნებებს განიცდის – ათასჯერ გადაახვევს საშინელ სცენებს და ხელახლა განიცდის ცხოველურ შიშს, მერე კი “ამოისუნთებს” – “თურმე არც ისე საშიში ყოფილა”. ეშინია ან არც ისე – ამაზე დადის მისი ემოციური ამპლიტუდა.

ჩვენმა კოლექტიურმა უკმარისობებმა გამოიწვია აპოკალიფსზე ფილმების გაჩენა. ისინი კი ისე რეალისტურია რომ ჩვენს სამყაროს აღსასრულზე რწმენას კიდევ უფრო ამყარებს.

სამყაროს აღსასრულის მოლოდინი არ გაუქმებულა

რაღა თქმა უნდა სამყაროს აღსასრულის მოლოდინი არავის გაუუქმებია. დარწმუნებული იყავით რომ მალე ახალი თარიღი გაჩნდება. და ასე გაგარძელდება, ვიდრე სმენის კოლექტიური უკმარისობები არ აივსება.

მიუხედავად ამისა კაცობრიობას მართლაც ემუქრება საფრთხე, ამაზე მოწმობს კარლ იუნგის ვიდეო ინტერვიუ ადამიანის ფსიქიკაზე, სადაც ის ამბობს “სამყარო ბეწვზე კიდია და ადამიანის ფსიქიკაზეა დამოკიდებული. ეს არაა რაიმე კატასტროფის, ანდა ატომური აფეთქების საფრთხე. ეს ყველაფერი ადამიანებს ნამოქმედარია. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენვე ვართ. საფრთხე – ფსიქიკაა. განა ვინმეს ფსიქიკის უწესრიგობა ანაღვლებს? ჩვენი გადარჩენა კი მხოლოდ იმის გაგებას შეუძლია თუ რა არის ფსიქიკა.”

ვიცით კი რა არის ადამიანის ფსიქიკა? ვიღაც ფიქრობს რომ ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარე პროცესები მნიშნელოვანი არაა, ვიღაცას კი ჰგონია, რომ ყველაფერი რაც აქვს მხოლოდ მის გონებაშია, მაგრამ ყოველივე ეს მასთან გარემოდან მივიდა. მას ასე ფიქრი და ასე რწმენა ასწავლეს. ამ ყველაფრის საფუძველში რა დევს, მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს. აი ესაა უდიდესი შეცდომა.

ფსიქოანალიზის გენიამ იცოდა რაზეც საუბრობდა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი სამყაროს ნაწილია. ჩვენ ცოცხალ და არაცოცხალ მატერიას უკავშირდებით, ჩვენი ფსიქიკური კი გავლენას ახდენს მასში მიმდინარე პროსეცებზე.

სმენის ვექტორში მზარდი უკარისობები – ტანჯვა და დეპრესიები – კაცობრიობისთვის უზარმაზარი კატასტოფის მომტანები შეიძლება გახდნენ. საფრთხე შესაძლოა მიკროსამყაროდან, ან სულაც არაცოცხალი მატერიიდნ მოვიდეს ისე რომ ბუნებამ ისევ დაიბრუნოს ოდესღაც დაკარგული კონტროლი კაცობრიობაზე.

ბუნება ადამიანს მისი განვითარების დონის მიხედვით უხსნის თავის საიდუმლოებს და სწორედ ახლა როცა ჩვენს წინაშე საკუთრი თავის შეცნობის ასეთი აუცილებლობა დგას – აღმოჩენათა რიგმა სვფ -ს გაჩენმდე მიყვიყვანა – ესაა მეცნიერება რომლის საშუალებითაც სმენა როგორც იქნა შესძლებს თავისი უკმარისობების შევსებას, მეცნიერება რომლესაც ადამიანის ფსიქიკის სიღრმეების შეცნობისკენ მივყავართ რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არაცნობიერის ბინდში იყო გახვეული.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე

  • ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის

  • სმენის ვექტორის სექსუალური მიდრეკილებები და გადახრები

  • როგორ გავაღვიძოთ სმენა ქალის სექსუალობა

  • სმენის ვექტორიანი მოზარდობისას

  • სმენის ვექტორიანების იერსახე

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით