რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით


რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

საკმაოდ ხშირად მოგვდის ხოლმე საინტერესო კითხვები ამა თუ იმ ვექტორთან თუ მათ კომბინაციებთან დაკავშირებით, რომელთა გაზიარებაც სასარგებლო და მნიშვნელოვანია.  გთავაზობთ ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხებს. 

1. როგორ ამარცხებს სმენითი ზომა ყნოსვითს? 

პრინციპში საკითხი ასე არ დგას. სმენის ვექტორი იმყოფება იმ სივრცეებში, რომლის შეგრძნება ყნოსვას არ შეუძლია. ყნოსვის ვექტორიანი გრძნობს ცხოველურ ბუნებას. სხეულებრივ სურვილებს, ეგოს დაზიანებებს, შიშებს. განვითარებული ვიზუალი და განვითარებული სმენა უკვე აღარ იმყოფებიან ყნოსვის ვექტორიანის ხედვის არეში და მის მმართველობაში. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: ნებისმიერ სმენის ვექტორიანს, აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, თავისი პრობლემებითა და დარღვევებით. ამ დარღვევას კი ყნოსვა გრძნობს და ამით სარგებლობს. როგორ უნდა გამოვიდეს სმენა ყნოსვის მმართველობიდან? უნდა შეძლოს უფრო დიდ სიღრმეში წასვლა, ვიდრე ეს ყნოსვას შეუძლია. ყნოსვა შეზღუდულია მატერიით, სმენა კი არა. ყნოსვის ვექტორის მუშაობის პრინციპის გაგებით, სმენის ვექტორიანს შეუძლია გამოვიდეს ყნოსვის ვექტორის მმართველობიდან. საერთოდ ყნოსვის და სმენის ვექტორებს შორის არსებობს ტიტანური დაჭიმულობა, იმდენად დიდი, რომ ის წვდება მთელ მატერიას და მის ჩარჩოებსაც კი სდება, მაგრამ ეს ცალკე ლექციის თემაა. ყნოსვა მართავს უკმარისობებით, სმენა – იდეებით. მაგრამ თქვენ იცით, რომ სმენამ შეიძლება იდეად აიღოს ნებისმიერი ვექტორის სურვილი თუ თვისება. არსებობენ ისეთი სმენის ვექტორიანებიც, რომლებიც ქადაგებენ ყნოსვის ძალაუფლების იდეას. ასეთი სმენები თამაშობენ ყნოსვის თამაშს, მათ ყნოსვითი ზომა მართავს მათი ქვედა ვექტორების, მათი დაზიანებული ცხოველური სურვილების დახმარებით. ასეთ დროს ყნოსვა სარგებლობს სმენის ვექტორიანის ხედვის სიფართით. მაგრამ აქ მთავარია გავიგოთ, რომ განვითარებული სმენა ბევრად უფრო დიდ სიღრმეებს წვდება, ვიდრე ეს ყნოსვას შეუძლია, ამიტომ განვითრებული სმენა ყნოსვის მმართველობაში აღარ იმყოფება. თუმცა ყნოსვას აქვს თავისი უპირატესობები, მაშ შეუძლია დაუყოვნებლივ ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით, მას შეუძლია მყისიერი რეაგირება.

2. რომელი ვექტორის გამო ხდებიან ადამიანები მანიაკები და სერიული მკვლელები?

მანიაკალური მიდრეკილებების არსებობას ხშირად სწორედ ყნოსვის ვექტორის ქონა განაპირობებს (რა თქმა უნდა, სხვა პირობებთან ერთად). სხვადასხვა გარემოებების ზემოქმედების შედეგად, ყნოსვის ვექტორიანები ხშირად ხდებიან სერიული მკვლელები, მზაკვრები, მოუხელთებლები და დაუნდობლები. მათი ქმედებების წინაშე შეიძლება შიშით ძრწოდეს ნებისმიერი ქალაქის მოსახლეობა. სწორედ ასეთი მანიაკები გუდავენ ვექტიმურ მდგომარეობაში მყოფ კან-ვიზუალ მდედრებს, ისინი ამით ასრულებენ თავის არქეტიპულ როლს. ყნოსვის ვექტორიანში მელანქოლიის მდგომარეობა ახდენს ემოციათა გაძევებას, ემოციათა არქონა კი მას უქმნის მეტ-ნაკლებად კომფორტულ მდგომარეობას. ყნოსვის ვექტორიანები გრძნობენ სხვა ადამიანებს, მათ ფერომონებს (ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. მათ შედარებით მცირე მოლეკულური მასა აქვთ და ჰაერში უმნიშვნელო კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებენ. ფერომონებს საკმაოდ მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობა აქვთ. ცნობილია შიშისა და განგაშის, სქესობრივი სიმწიფის, ქცევის, სიხარულის, სიყვარულისა და ვნების ფერომონები. ყველა მათგანი მფრინავი არომატია, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და სწრაფადვე იშლება.), მათ სუნებს და ემოციებს. ყველაზე მძლავრი სუნი ესაა ვექტიმური კან-ვიზუალის გამოცემული სუნი სიკვდილის შიშისას. კან-ვიზუალი გოგონას გაგუდვისას, ყნოსვა იმყოფება მელანქოლიის მდგომარეობაში (შესაბამისად არ განიცდის არანაირ სიბრალულს), კან-ვიზუალის შიში სიკვდილის წინაშე და ამ დროს მის მიერ გამოშვებული ფერომონების სუნი, ყნოსვის ვექტორიან მანიაკს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს.

3. შეიძლება რომ ყნოსვები მიმზიდველები იყვნენ? 
რა თქმა უნდა.  ყნოსვის ვექტორიანი მამრის შემთხვევაში მისდამი ლტოლვის აღძვრა – ესაა დემონური ქარიზმა რასაც არაფერი აქვს საერთო სექსუალურობასთან. სცენარით ყნოსვისთვის სექსი კვირაში, შესაძლოა თვეში ერთხელ, საკმარისია, მაგრამ აუცილებლად უნდა განიავდეს ოთახი (თუმცა ყნოსვის ვექტორიანს თუ ის არ არის სცენარით ყნოსვა, შესაძლოა ახასიათებდეს მძლავრი სექსუალური ლტოლვები, ანალთან ერთად კი ისეთი მანიაკალური მესაკუთრეობა, რომ მის მეწყვილეს შეიძლება სუნთქვის საშუალებას არ აძლევდეს და პარტნიორს ეჩვენებოდეს, რომ ყნოსვა მას ყველგან უთვალთვალებს, მასზე ყველაფერი იცის – მთარგმნელის შენიშვნა).

ყნოსვის ვნების სწრაფვა არ ატარებს თავის თავში სექსუალურ ვალდებულებას. ის ყველა სუნს აღიქვამს როგორც – სიმყრალეს ამა ქვეყნისა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ ყარს ვიზუალის შიში, ან რა მხუთავი სუნი ასდის ახალგაზრდას სექსუალური მომწიფების პერიოდში. საზიზღარ სუნს აფრქვევს ასევე ბელადის სამეფო ტახტი და თავად ურეთრალიც. თუმცა ამასთან შეგუება უწევს თავისი ეგოს მოთხოვნიდან გამომდინარე. მას ხომ სხვების მართვა ურეთრალის სავარძელთან ახლოს ყოფნით შეუძლია მხოლოდ, და ამას თავად ურეთრალის მართვით ახერხებს. ამით ის მომავალ მოვლენებს სასურველ მიმართულებას აძლევს. ჯოგი გადარჩენისათვის ბრძოლისთვის იქნებოდა განწირული რომ არა ყნოსვის უნარი – მანიპულირებდეს ჯოგის, შესაძლოა კაცობრიობის ცხოველური მდგომარეობებით.

4. შეიძლება თუ არა, რომ თეორიულად ერთმა ადამიანმა, ან ადამიანთა მცირე ჯგუფმა მთელი კაცობრიობა განადგუროს? მაგალითად შექმნან და გაუშვან რაღაც ქიმიური იარაღი? 

არა, ეს შეუძლებელია. მთლიანობას მისი პატარა ნაწილი ვერ გაანადგურებს. ქმნილებას იმისთვის არ გაუვლია ამხელა გზა ადამიანურ დონემდე, რომ რამდენიმე შეშლილ სმენის ვექტორიანს განადგურებინოს თავი. რა გვაძლევს ასე ფიქრის საფუძველს? ესაა ყნოსვითი ზომა. აქ საუბარია ჯანმრთელ ყნოსვით ზომაზე. არა ისეთზე ძალაუფლებისთვის რომ ყველაფერს აკეთებს. არამედ იმაზე, ვინც რეალურად ასრულებს თავის ფუნქციას: შეინარჩუნოს მატერია ნებისმიერ ფასად. ისეთი ყნოსვა, რომელიც იცავს გარემომცველი სამყაროს ინტერესებს. შეიძლება ირგვლივ ბევრია ისეთი, ვინც ყნოსვით ზომას ეჭვით უყურებს და აკრიტიკებს. მაგრამ რეალურად ყნოსვის ვექტორიანი გრძნობს დაზიანებულ ადამიანთა ეგოიზმს. ვის სურს გაანადგუროს ყველა და ყველაფერი? ძირითადად ესენი არიან ნაწყენი ანალები, გადარეული სმენის ვექტორიანები, აწყვეტილი ურეთრალები. ანუ ჯგუფის დესტრუქციული ელემენტები. ყნოსვის ვექტორის ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, შეიგრძნოს ეს დეტრუქციული სურვილები და დაიცვას ჯგუფი ამ პოტენციურად სახიფათო ელემენტებისგან. ყნოსვის ვექტორი უზრუნველყოფს, რომ გადარეულ სმენის ვექტორიანებს არ მოაკლდეთ ნარკოტიკი, ან ათავსებენ საგიჟეთებში, სადაც ასევე ყნოსვის ვექტორიანი ფსიქიატრი ადევნებს მათ თვალყურს. ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ყნოსვის ვექტორიანის წყალობით კაცობრიობას ერთი პატარა ჯგუფი ვერასოდეს გაანადგურებს.

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი

  • სუიციდალური კომპლექსი

  • შიშების პესონალური გამაძლიერებელი

  • მინდა მოვუსმინო სხვა ადამიანს სულს

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან

  • ვისთვისაა სიჩუმე ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში