რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?


რა დგას კან-ვიზუალი ქალის მაცდურობის უკან?

სანამ სტატიას გაეცნობით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ კან-ვიზუალი მდედრის კონკრეტულ თავისებურებაზე, მხედველობაში გვაქვს მისი კონკრეტული განვითარების დონე, რაც არ ნიშნავს რომ ის ცუდია, ამორალურია და ა.შ. ეს მახასიათებელი ფორმირდა კონკრეტულ ეპოქაში და ეპოქის გათვალისწინებით სულაც არ იყო რეალიზაციის ნეგატიური ფორმა. ეს ამორალური შეიძლება ჩანდეს მხოლოდ ანალების ან ვიზუალების გადმოსახედიდან, რომლებიც სამყაროს მორალურობა-ამორალურობის ჭრილიდან უყურებენ. რაც შეეხება კან-ვიზუალს, ეს მისთვის მხოლოდ კონკრეტული განვითარების დონეზე მიუთითებს.

რატომ არის კან-ვიზუალი ქალი მაცდური?

ყველა ქალი მიმზიდველია თუ მხოლოდ კან-ვიზუალი?

დავიწყოთ ზოგადად სქესის საკითხით                                 

თავად მდედრი და მამრი ორ განსხვავებულ, თუმცა ერთმანეთის შემავსებელი სურვილების მიმართულებებს აერთიანებენ. მდედრი მიღების სურვილია, მამრი - გაცემის. მამრებს, ჩვეულებრივ, ინსტიქტურ დონეზე მდედრების მიმართ უჩნდებათ გაცემის სურვილი.

რა ხდება როდესაც სცენაზე შემოდის სხვადასხვა ვექტორები?

ხდება ამ მარტივი ფორმულის გართულება.

ყველა მამრი, რა ვექტორის მატარებელიც არ უნდა იყოს, სქესის გამო ატარებს გაცემის სურვილს. სხვა საკითხია ვინ როგორ აკეთებს ამას.

მდედრი კი თავისი არსით მიღების სურვილია, რომელიც ჩანასახში ატარებს გაცემის სურვილსაც (ამ საკითხს უფრო ვრცლად მოგვიანებით სქესის შესახებ სტატიაში განვიხილავთ).

ქვედა ვექტორებით განვსაზღვრავთ ლიბიდოს - სექსუალური სურვილის ფორმას.

როგორც ვიცით, ქვედა ვექტორებში არის ოთხი ტიპის მდედრი: კუნთი, ანალი, კანი, ურეთრალი. თითოეულს აქვს სურვილის უნიკალური მიმართულება და მიღების სურვილი, როგორც მდედრს.

კუნთის ვექტორიანი მდედრი უბრალოდ იღებს, იკმაყოფილებს სხეულის სურვილს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ სხეულებრივ სურვილებს (ჭამა-სმა, ძილი და ა.შ.). ყველაზე მარტივადაც აჩენს ბევრ ბავშვს. რეპროდუქციული ასაკის პერიოდი კუნთის ვექტორიანი მდედრებისთვის უმეტესად დატვირთულია ბავშვების გაჩენით. მისი სხეული ამისთვის ბუნებრივადაა მოწყობილი.

კანის ვექტორიანი მდედრი

კანის ვექტორის ურთიერთობის თვისებაა სარგებლის მიღება. იმის მიხედვით, თუ როგორ აკეთებს ამას, ვმსჯელობთ კანის ვექტორის განვითარების დონეზე.

ერთია ქურდი კანი, რომელიც სარგებელს იღებს სხვისი ზიანის ხარჯზე და სულ სხვაა კანი, რომელიც აწარმოებს და თავის თავთან ერთად სხვებსაც ასარგებლებს.

რა ხდება როცა ზედა ვექტორებიდან კანს ერთვის ვიზუალი?

ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჩამოვწეროთ კანის სარგებლის თვისების განვითარების დონეები:

არაცოცხალი - ქურდი

მცენარეული - გადამყიდველი, ვაჭარი

ცხოველური - ბიზნესმენი, ბიზნესვუმენი

ადამიანური - მეწარმე, მწარმოებელი

ვიზუალთან კომბიანციაში კანის ვექტორიანის ქცევა შეესაბამება მისი განვითარების დონეს. თუმცა ვიზუალის განვითარების დონე შესაძლოა განსხვავდებოდეს კანის განვითარების დონისგან. მაგალითად,  კანის ვექტორი განვითარების მცენარეულ, ხოლო ვიზუალური ვექტორი არაცოცხალ დონეზე - მეძავის სტანდარტული ტიპი. ასეთ მდედრს კანურად სურს სარგებლის მიღება და იმის გამო, რომ კანში განვითარების მცენარეულ დონეზე იმყოფება, ყველაზე ნაკლები ძალისხმევით ,,ჰყიდის“ იმას, რაც აქვს, ანუ ვიზუალის არაცოცხალი დონიდან აღქმულ სხეულს.

ასეთი კან-ვიზუალი მდედრი, მამრებს, ანუ პოტენციურ მყიდველებს, სთავაზობს თავის სხეულს, რაღაცის საფასურად. ეს ყველაფერი ხდება არაცნობიერ დონეზე.

ურეთრალი მამრი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე კარგი ,,მყიდველია“ და როდესაც ბურლანი ამბობს, რომ კან-ვიზუალი მდედრი და ურეთრალი მამრი სისტემური წყვილია, ეს ხედვა უტრირებულია. რეალურად ეს ,,სისტემურობა“ დაკავშირებულია იმასთან, რომ ურეთრალი მუდმივად იღებს კანის შეთავაზებას. აქ არაა საუბარი კან-ვიზუალი ქალის მისტიურ მაცდურობაზე, რომ თითქოს კან-ვიზუალი მდედრის მიუწვდომლობა იყოს ურეთრალ მამრის ანთების მიზეზი. ურეთრალ მამრს ბუნებრივად ყველა მდედრი ,,ანთებს“, უბრალოდ კან-ვიზუალი მდედრი არის ის, ვინც პირდაპირ სთავაზობს საკუთარ თავს. აქ არანაირი განსაკუთრებული ქიმია არ არსებობს. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე მაცდურობის მიზეზის მისტიური საბურველი.

ანალი მამრიც ,,ყიდულობს“ ასეთ კან-ვიზუალს იმ განზრახვით, რომ სამუდამოდ მასთან იქნება. თუმცა ამ განვითარების კან-ვიზუალი არ არის მზად ანალ მამრთან მთელი ცხოვრება გაატაროს. თუ ამ მდედრს შესაძლებლობა ექნებოდა, წარმატებული ,,გაყიდვის“ შემდეგ, დიდი ალბათობით უკან გამოიპარებოდა, ისე როგორც ზოგიერთ ზღაპარში ხდება.

კანური ზომის თვისებაა ნივთები გახადოს პრაქტიკული და ადვილად ხელმისაწვდომი. ეს განვითარების შემთხვევაში საკმაოდ სასარგებლო თვისებაა. ამ თვისების წყალობით გამარტივდა გლობალიზაცია, ნივთები და საკვები ადვილად მისაწვდომი გახდა ყველა ადამიანისთვის. კანონს, რომელიც ყველა ადამიანის თანასწორობას ეხება, კანურმა ზომამ დაუდო საფუძველი.

ამ თვისების არასაკმარისი განვითარების გამო, განუვითარებელი კან-ვიზუალი მდედრი თავის ,,კაპიტალს“ - სხეულს, ხდის ადვილად ხელმისაწვდომს. გინახავთ კანი გადამყიდველი? ის გეუბნებათ: შეეხეთ გასაყიდ ნივთებს, მოსინჯეთ, ჩაკბიჩეთ, დააგემოვნეთ, თუ ცოტა განვითარებულია, უფასო ვერსიას საჩუქრად გჩუქნით. როცა საქმე სხეულს ეხება, სწორედ ეს ,,უფასო ვერსიაა“ განუვითარებელი კან-ვიზუალი მდედრის ფლირტი. ის პოტენციურ მყიდველს საშუალებას აძლევს შეეხოს ,,გასაყიდ პროდუქტს“.

თუ მცენარეულ კანს ერთვის ასევე მცენარეული ვიზუალი, ასეთი მდედრი თვითგაყიდვაში მეტი ეფექტურობისთვის უფრო თამამად იყენებს მორთულობას, თამამ ჩაცმულობას. მაგალითად ცნობილი სექს-სიმბოლოები, კინოვარსკვლავები, მოდელები. ძველად განვითარებული ვიზუალის შემთხვევაში ეს ქალები ხდებოდნენ მოდის ტრენდების შემქნელები სამეფო კარზე.

თუ მცენარეულ კანს ერთვის ცხოველურ დონეზე განვითარებული ვიზუალი, ის შეიძლება მაინც იყოს მეძავი, თუმცა მას დიდი შანსი აქვს ჰქონდეს შინაგანი კონფლიქტი. შინაგანი კონფლიქტის მოგვარება ხდება საკუთარ თავთან ,,გარიგების“ გზით. ამის კარგი მაგალითია მარია პაულო კოელიოს ,,11 წუთიდან“, რომელიც თავს ირჩენს მეძავობით, თუმცა საკუთარ თავთან დებს დაახლოებით ასეთ გარიგებას - ფულს ვიშოვით, ოჯახსაც დავეხმარებით და მერე სიყვარულსაც ვიპოვით.

ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერზე მამრებს თავისებური რეაქცია აქვთ. ზოგიერთი კანი მამრიც ყიდულობს განუვითარებელ კან-ვიზუალ მდედრს. ისაკუთრებს და ნივთივით ეპყრობა მას. აქ არ ვსაუბრობთ კანი მამრის განვითარების დონეზე, ეს სხვა თემაა და როგორც წესი მყიდველები განვითარების დონით დიდად არ განსხვავდებიან გამყიდველისგან, თუმცა აქაც ვხვდებით გამონაკლის შემთხვევებს.

ანალი მამრი აკვირდება, შეიძლება იყიდოს კიდეც და იმედოვნებს, რომ ერთხელ ნაყიდი სამუდამოდ მისი იქნება. აქ იწყება დრამა. კან-ვიზუალი ქალი მალევე ხვდება, რომ იმაზე იაფად გაყიდა საკუთრი თავი, ვიდრე ვინმესთან მთელი ცხოვრების გატარებაა და ხშირად მიატოვებს ხოლმე ანალ მამრს. რაც ხდება ხვდებით, ანალი მამრი ნაწყენდება და მზადაა შური იძიოს მასზე. ისე არ გაიგოთ თითქოს ყველა ძალადობის გამომწვევი ქალია, ძალადობა ზოგადად მრავალშრიანი და საკმაოდ ვრცელი თემაა სვფ-ს ჭრილშიც კი. აქ საუბარი გვაქვს მხოლოდ კონკრეტულ კომბინაციების და მდგომარეობების თანხვედრაზე.

რაც შეეხება ლიბიდოს სიმძლავრეს

ანალ და ურეთრალ მდედრებს კანზე გაცილებით დიდი ლიბიდო აქვთ და სექსუალური სურვილები მათში გაცილებით მძლავრია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სექსს, ისინი ამას სრულიად განსხვავებული კატეგორიებიდან უყურებენ. ანალი ღირსება-მორალის, ხოლო ურეთრალი სიამოვნების კატეგორიიდან (რის გამოც ურეთრალი მდედრი ხშირად ერევათ კან-ვიზუალში).

რაც შეეხება იმ კან-ვიზუალ ქალს, რომელზეც საუბრობს ბურლანი - ქალი მონადირე, ქალი მეომარი, თავისუფალი სიყვარულის ,,გურუ“ ქალი, სინამდვილეში არის არა კან-ვიზუალი, არამედ ურეთრალ-ვიზუალი მდედრი, რომლის როლიც პატივცემულმა ბურლანმა საგრძნობლად დააკნინა და შეცდომით კან-ვიზუალს მიაწერა.

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი


მსგავსი სტატიები

  • ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

  • ნიშნები და ცრურწმენები

  • ვინ არის სნობი?

  • სიყვარულზე შიშისა და საყვედურების გარეშე

  • ვიზუალური ფსიქოტიპის ხასითი

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • ვიზუალური ვექტორი - ვრცელი მიმოხილვა

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)