რატომ განიცდის ყველა მამაკაცი ლტოლვას კან-ვიზუალი ქალისადმი?


რატომ განიცდის ყველა მამაკაცი ლტოლვას კან-ვიზუალი ქალისადმი?

ლეგენდარული მერილინ მონრო ქალური მაცდუნებლობის ეტალონად ითვლება, მასზე ოცნებობდა ყოველი მამაკაცი… მის რიგში დგას ოდრი ჰეპბერნი, სკარლეტ იოჰანსონი და ა.შ. რა აქვთ საერთო ამ ქალებს? რაში მდგომარეობს მათი სურვილობის გამოვლენა? რითი განსხვავდება მათი ცხოვრებისეული სცენარები სხვა მილიონი ქალისაგან? ყველა მათგანი ფლობდა კანურ და ვიზუალურ ვექტორებს. კან-ვიზუალური სცენარი კი ძალიან განსაკუთრებული სცენარია. ის ერთადერთია იმ ქალების სცენარებიდან, რომელსაც გააჩნია მებრძოლის არქეტიპი, მეგობარი ნადირობაში და ომში, კან-ვიზუალი ქალი ჩვეულებრივი ქალებისაგან განსხვავდება ერთგვარად შებრუნებული თვისებით.

იმ დროს, როცა ყველა ქალი მღვიმეში ბავშვებს ზრდიდა, კან-ვიზუალი მამაკაცებს ედგა გვერდში და ნადირობდა. უძველეს დროში ის მიყვებოდა ჯოგს მამონტებისაკენ, აკვირდებოდა მტაცებლებს, რომ დროულად გაეფრთხილებინა ჯოგი მოახლოებულ საშიშროებაზე. ის იყო შემბრალებელი, ეხმარებოდა დაჭრილებს, ნადირობის შემდეგ გადაღლილ ხვადებს ამშვიდებდა თვისი სიმღერით და ცეკვით (თანამედროვე ვარიანტში ისინი არიან მსახიობები, მომღერლები, ფსიქოთერაპევტები, მედიცინის დები და ა.შ.). ის ამხნევებდა მათ მორალურად, ასევე იყო მათი საბრძოლო მუზაც, ჯოგის სულშთამბერავი. ომში, ლაშქრობის დროს, ის იყო მათი ქალიც, იწვა ჯარისკაცებთან (ხშირად სიბრალურის გამო), ნებას რთავდა უმწიკვლოებს სამკვდრო სასიცოცხლო შებრძოლების წინ, რომ ერთხელ მაინც შეეცნოთ ქალი (აკი მამაკაცებისაგან თესლის გაცემა, ე.ი. ფიზიკურ დონეზე ქალისთვის გადაცემა, ეს მინიმუმ მისი ბუნებრივი ამოცანაა), რომელიც, რომელიღაც მოსაზრებით ეს მათი მისიაცაა. ამას, ისევე როგორც ყველაფერს სამყაროში თვისი შებრუნებული კავშირიც გააჩნია. კან-ვიზუალი ქალი სასურველია! ის სურს აბსოლუტურად ყოველ მამაკაცს, სხვადასხვა მოტივით.

კან-ვიზუალ ქალს არ ეკისრებოდა ბავშვის დაბადების ფუნქცია, რადგან შეუძლებელი იყო საბრძოლო ლაშქრობის დროს ფეხმძიმობის გადატანა. თანამედროვე სცენარშიც ჩასახვასთან დამოკიდებულებაში ასეთ ქალს პრობლემა აქვს, ბავშვის მუცლით ტარების მხრივ. ის, რომ “არდამბადებელია” მამაკაცებში იწვევს შეგრძნებას, რომ მასთან ყველაფერი შეიძლება “შედეგების” არ არსებობის გამო, როგორც მათთან, ასევე ასეთ ქალებთან, წარმოიშობა ყოველივეს განცდის უფლების გრძნობა.

კან-ვიზუალი ქალი უნდა ყველას, ბუნებრივი სცენარი კი მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ურეთრალ მამაკაცთან (აქ ბურლანი უშვებს მნისვნელოვან შეცდომას. სინამდვილეში კან-ვიზუალ მდედრს სხვადასხვა მდგომარეობაში, განვითარების სხვადასხვა დონეზე, სცენარი აქვს თითქმის ყველა ფსიქოტიპის მამრთან. გარდა ურეთრალისა, სისტემურ წყვილს ქმნის სმენის ვექტორიან მამრტანაც – ს.ღ.). კან-ვიზუალი ქალი ბელადისთვის წარმოადგენს გამოწვევას: ის (ურეთრალი მამაკაცი) სასქესო ვექტორის მატარებელია, კან-ვიზუალი ქალი კი ბუნებით არდამბადებელი. ჯოგს კი სჭირდება ბიძგი მომავლისკენ. სწორედ ის თავისი შობის უუნარობით, არანთებს ბელადს ვნებით და აიძულებს ძლიერ მოძრაობას წინ. ურეთრალის დამოკიდებულებას კან-ვიზუალთან შეიძლება ვუწოდოთ “მოკლე ჩართვა უფრო გამოკვეთილი მოძრაობისთვის წინ”! სწორედ ამიტომ ვუწოდებთ კან-ვიზუალ მდედრს “ბელადის მუზას”.

კანი ქალი (სხვა ვექტორების გარეშე) პარტნიორის არჩევისას (ბუნებით მას იტაცებს ანალური ან ურეთრალი მამაკაცი) გამოდის რაციონალური მოსაზრებიდან, აწაროებს გათვლას, მათგან რომელს შეუძლია მისცეს მას ისეთი ცხოვრება, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს მას. იმ შემთხვევაში, როცა ანალი პროფესიონალია დიდი შემოსავლით, ხოლო ურეთრალი მარგინალი, ის ირჩევს ანალურს. კან-ვიზუალი კი ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხრება ურეთრალისკენ.

მამრ კანს არ აქვს ბუნებრივი ლტოლვა კან-ვიზუალი ქალისკენ. მიუხედავად ამისა, ის მას მუდამ იზიდავს, მაგრამ არა როგორც სექსუალური ობიექტი, არამედ როგორც მისი კანური ამბიციების დამკმაყოფილებელი. კან მამაკაცებს ქალი ირჩევს (ლტოლვით) უკანასკნელ მომენტში, ამიტომაც ისინი ცდილობენ ამ არჩევნის კომპენსირებას, თავიანთი უფრო მაღალი სოციალური, ფინანსური, ქონებრივი თუ რომელიმე სხვა მდგომარეობით საზოგადოებაში. ეს მსახურობს სწორედ მათი “კანური ამბიციების” მიზეზად.

კანები ისწრაფიან ზევით კარიერულ კიბეზე, რადგან მიიღონ გაფართოებული სექსუალური უფლება, შესაძლებლობა, ყველა ქალისთვის იყვნენ რჩეულნი დიდი ხარისხით. კან-ვიზუალი ქალი კი ამბიციების მწვერვალია კანი მამაკაცისთვის. როცა ამბიციური კანი (მამაკაცი) ცდილობს ავიდეს ხელისუფლების მწვერვალზე, იყოს პირველი, მაშინ ის პრეტენზიას აცხადებს ბელადის ქალზე. ამით ის ცდილობს წარუდგინოს მას თავისი ძალაუფლება, თავისი მდგომარეობის ლეგიტიმირებით. თუმცა იერარქიული მწვერვალი მისი ბუნებრივი ადგილი არ არის. ეს მისთვის არაცნობიერად ცნობილია, სულ ერთია ის მაინც მიზანში იღებს. კან-ვიზუალი ქალისთვის მთვარია წარუდგინოს ის საზოგადოებას, ხოლო კანი მამრისთვის ქალი სამეფო კვერთხია, მისი ძალაუფლების დამამოწმებელი.

განვითარებულ კან-ვიზუალს თვითონ უყვარს, გასცემს, განიცდის. განუვითარებელი ნებას რთავს, რომ უყვარდეთ. კან-ვიზუალ ქალს, რომელიც ვერ ვითარდება ვიზუალურ ვექტორში “სიყვარულის” მდგომარეობამდე არა უყვარდება, არამედ “შინდება” ე.ი. მასზე მმართველობს არა სიყვარული, არამედ შიში, თუმცა ის ხშირად ამას ანგარიშს არ უწევს. შეშის ძლიერი მდგომარეობისას ის ირჩევს ორი ტიპის მამაკაცს – ყნოსვის ან კუნთის ვექტორიანს. კუნთის შემთხვევაში მისგან შეიძლება მოგვესმას შემდეგი წამოძახილი: “ო, რამხელა კაცია! როგორი ძლიერი! როგორი მკვრივი! როგორი დამუშავებული კუნთები აქვს!” – ეს დაბალი დონის შეშინებაა. კუნთი მამაკაცი მსგავსი ქალის ხელში მუდამ იქნება უბედური. ასეთი ქალი არ არის მისი რანგის. ქალმა ის აირჩია, რადგან, ის მის გვერდში თავს გრძნობს დაცულად. შიშის განცდა მისთვის თავისებური სახის სიამოვნებაა, ის მამაკაცისკენ ისწრაფვის ისევე, როგორც უფრო განვითარებული ვიზუალი ქალი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს კ ე ნ. იმის გამო, რომ ის მოექცევა შიშის მდგომარეობაში, მას სიამოვნებს ასეთ მამაკაცთან ერთად საშიშ ადგილებში სისრული, და ამითვე იწვევს ის მისთვის და მამაკაცისთვისაც საშიშროებას. ამასთან ერთად, როცა შიში მასში აღწევს “პიკს”, ის განიცდის უჩვეულო ეიფორიას (შიშს და ერთდროულად კუნთისგან დაცვას). ასეთი სიამოვნების მიღებისათვის ზოგჯერ კუნთურ კაცს გადახდა უწევს მთელი თავისი ცხოვრება.

ყნოსვა მამაკაცში კან-ვიზუალი ქალს ეშინია პირველყოფილი შიშის გამო. პირველყოფილ ჯოგში “ყნოსვა” დაკავებული იყო განუვითარებელი კან-ვიზუალი ძუებით, რომ მათ თავიანთი ვიქტიმურობის გამო არ ერჩიათ არასწორი რამ ბელადისათვის, შესაბამისად, რასაც შეეძლო მთელი ჯოგის საფრთხეში ჩაგდება. დღესდღეობით კი ყნოსვები, რომლებიც მისადაგებული არიან თანამედროვე საზოგადოებას, “სულს ხდიან” განუვითარებელ კან-ვიზუალ ქალებს.

ასეთი ქალების გვერდით მამაკაცები ხშირად ჩხუბობენ. იქ სადაც ის ჩნდება, აუცილებლად ხდება ჩხუბი. სწორედ ასეთი ქალები პროვოცირებენ ასეთ სიტუაციებს. ამის მაგალითები კი ძალიან ბევრია (ანალი ან ურეთრალი ქალი არასდროს არ მიიყვანს მამაკაცს ასეთ მდგომარეობამდე).

ანალ მამაკაცებს უყვართ კან-ვიზუალი ქალები, ვინაიდან ისინი მორჩილები ჩანან, საშუალებას აძლევენ ანალ ბიზონს მათ ფონზე გამოიყურებოდეს მამაკაცად. ანალური მამაკაცის წარმოდგენაშიც ეს დამოკიდებულებაც სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს. მისთვის საშინელებაა, როცა ქალი მას არ ემორჩილება, დასცინის. კან-ვიზუალი ქალის გვერდით კი ნებისმიერი კაცი თავს გრძნობს “ნამდვლ მამაკაცად”

კან-ვიზუალი ქალი ურთიერთობს ყველა მამაკაცთან და ის ყოველისთვის სასურველია. პოლიმორფულ ქალებში კან-ვიზუალური კავშირი ირევა სხვა ვექტორებში, სხვა ელფერის მიღებით. მხედველობაში მიიღება განვითარების დონე, რეალიზაციები, “ომი-მშვიდობის” მდგომარეობები და მრავალი სხვა.

თუ თქვენ გაინტერესებთ თუ როგორ არის ადამიანის ფსიქიკა მოწყობილი, როგორი კანონებით ხდება ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისკენ სწრაფვა, როგორი სახით ფორმირდება თქვენი ცხოვრების სცენარები და მრავალი სხვა, მაშინ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სისტემურ ვექტორული ფსიქოლოგიის შესწავლაში.

მთარგმნელი: რუსლან ლორჩოშვილი

წყარო

  • სმენა და ვიზუალი – ვექტორული ძმები

  • ვიზუალური ფსიქოტიპი და იდეა

  • „ის“, ვისიც სტივენ კინგსაც კი ეშინოდა

  • სიყვარულზე შიშისა და საყვედურების გარეშე

  • კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  • ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

  • კულტურული აღმასვლა მასებში

  • ოჰ, ეს საოცრად განსხვავებული სიყვარული