როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი


როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი ვიზუალურ ვექტორზე საუბრისას ძირითადი აქცენტი მიმართულია კან-ვიზუალ ქალზე (სწორედ ამ ორი ვექტორის კომბინირებისას და სწორედ მდედრობით სქესში გამოვლინდა პირველად სრული სისავსით ვიზუალური ვექტორის როლი და სწორედ ამ კომბინაციაში მიაღწია საკუთარი განვითარების ადამიანურ დონეს – მთარგმნელის შენიშვნა). იმის გამო, რომ კან-ვიზუალი ქალი (საუბარია მხოლოდ ორ ვექტორიან კან-ვიზუალზე, სხვა ვექტორების გარეშე) არ შობს, მამაკაცები მას სხვა ქალებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ. მამაკაცები (განსაკუთრებით კან-ანალები) თვლიან, რომ ეს არის ქალი, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე (რადგან დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ ურთიერთობას მოყვება შედეგი ბავშვის სახით). თუ შევხედავთ კან-ვიზუალი ქალის ყველაზე ქვედა დონის რეალიზაციას (განვითარების არაცოცალი დონე), ის ხშირადაა მეძავი (განსაკუთრებით განვითარების არაცოცხალ დონეზე მყოფი კან-ვიზუალი ქალი ორალით). ამასთან კან-ვიზუალ ქალს აქვს სხვა ქალებზე ბევრად მძაფრი ფერომონები. ამ ორი მახასიათებლის წყალობით კან-ვიზუალისადმი ლტოლვა აქვს თითქმის ყველა მამაკაცს, ამ განსაკუთრებულობის გამო კან-ვიზუალი ქალი ერთადერთია, ვისაც შესაძლო ურთიერთობის სცენარი აქვს ნებისმიერი ვექტორული წყობის მქონე მამაკაცთან.

მაგალითისთვის განვიხილოთ ნაწყენი ანალი ,,ბინძურის“ მდგომარეობაში (ანალურ ვექტორში არსებობს წყენის ორი ყველაზე ცუდი მდგომარეობა: წყენა დედაზე და თუ ანალ-სმენაა – წყენა სამყაროზე), ასეთი ანალი ცდილობს თავისი შინაგანი მდგომარეობის გარეთ გამოტანას იმით, რომ აბინძურებს ყველას და ყველაფერს (ძირითადად აქ მხედველობაში გვაქვს ფსიქიკური სიბინძურე), ამბობს საზიზღრობებს, ყველას ლანძავს. თუმცა თვით ასეთ ანალსაც კი აქვს სცენარი განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფ კან-ვიზუალთან, კერძოდ მეძავთან (რომელიც იმყოფება განვითარების არაცოცხალ დონეზე). კარგ მდგომარეობაში ანალის ვექტორიანისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის სისუფთვე, გულწრფელობა, უღალატობა და ა.შ. მაგრამ ,,ბინძურის“ მდგომარეობაში ანალი ამის სრულიად საპირისპიროდ იქცევა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ორალიც ერთვის). ანალურ ვექტორში ჩვენ უკვე ავხსენით, თუ როგორ უფორმირდება ანალს ,,ბინძურის“ მდგომარეობა. მოკლე შეხსენებისთვის გეტყვით, რომ ამაში მთავარ როლს თამაშობს კანის ვექტორიანი დედა (ომის მდგომარეობაში). ის მუდმივად აჩქარებს ანალ ბავშვს, ანალი ბუნებით კი დინჯია, ამიტომ ეს მუდმივი აჩქარება მას სტრესავს, მას არ შეუძლია რამე ბოლომდე მიიყვანოს, თუ ამას ემატება ისიც, რომ დედა ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ის თავს მიტოვებულად გრძნობს (ანალი ბავშვისთვის დედის ყურადღება განსაკუთრებით მნისვნელოვანია), ამის გამო მას უფორმირდება წყენა დედაზე, ხოლო იმის გამო, რომ მას არ შეუძლია საქმის დასრულება (ანუ რაღაცის ,,სუფთად“, ხარისხიანად გაკეთება) დედაზე წყენას ემატება ,,ბინძურის“ მდგომარეობაც. როდესაც ანალ მამაკაცში ეს ორი სცენარი (წყენა დედაზე და ბინძურის მდგომარეობა) ერთიანდება, ის ყველა ქალში ,,ბინძურ ბოზს“ ხედავს და ცდილობს მათზე შური იძიოს. ის მთელი არსებით გამოხატავს, რომ ქალებს უვარგის არსებებად თვლის, მათ ლანძღავს, ამცირებს, ცემს (მუშტებით). აქ არის ერთი შტრიხი, კერძოდ ის, რომ კარგად განვითარებული და რეალიზებული ქალი ასეთ მამრს ზედაც არ შეხედავს, მაგრამ განუვითარებელი კან-ვიზუალი არ აკეთებს მამაკაცების ასე დიფერენცირებას.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

წყარო

  • ქალი მომავლიდან

  • ვიზუალური ფსიქოტიპი და იდეა

  • კან-ვიზუალი ქალების სცენარები ანალურ ფაზაში

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

  • ქალური სიყვარული თუ შებრალება?

  • ვიზუალი და მისი მოჩვენებითი თვითიდენტიფიკაცია

  • ნიშნები და ცრურწმენები

  • ეს თვალწარმტაცი კან-ვიზუალური სამყარო