განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მესამე ნაწილი)


განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მესამე ნაწილი)

განვაგრძობთ ლექციას ,,განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის”. ადამიანების დიდი ნაწილი იმდენადაა საკუთარი ,,მეს” ტყვეობაში, რომ თავს ერთგვარად აცალკევებს დანარჩენი ქმნილებისაგან. ეს ლოგიკა სწორი არ არის, არასწორია თვით საკუთარი თავიდან ხედვაც, რადგან ჯგუფი პირველადია, ჩვენ კი მეორადი. თუმცა ამის გაგონებისას ბევრს უჩნდება პროტესტის გრძნობა, ამიტომ შევეცდებით ეს საკითხი უფრო სერიოზულად ავხსნათ როგორ ვითარდება ქმნილება, ვაჩვენოთ რა ვლინდება ამ ქმნილებაში საფშვინველად (ცოცხალ სულად), შემდეგ კი აქედან გამომდინარე ყველაფერი ნელ-ნელა დადგება თავის ადგილზე. ამიტომ ჩვენი ლექციის ეს ნაწილი სწორედ ამ კუთხითაა შედგენილი. ჩვენ ხელახლა გავარჩევთ სამყაროს (ქმნილების) შექმნის მოდელს, უფრო მკაფიოდ და დეტალურად. შემდეგ კი ვუპასუხებთ იმ კითხვებს რომლებიც ჩვენმა მომხმარებლებმა დაგვისვეს.

იმის საჩვენებლად თუ როგორ ვითარდება ქმნილება მოვიყვანოთ მაგალითად ყოველდღიურად სახმარი ჭურჭელი. რატომ ჭურჭელი? თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანი შედგება სურვილებისაგან. ამ სურვილების ნაკრებს ჩვენ ხშირად განვიხილავთ როგორც სურვილების ჭურჭელს, რომელსაც სურს ავსება.

ამიტომ საილუსტრაციო მაგალითად ავიღოთ ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელი. დავუშვათ ვაგროვებთ ჭურჭლის ნაკრებს სამყაროს შესაქმნელად. ამ ნაკრებში ჩავრთავთ ლამბაქებს, სხვადასხვა ზომის თეფშებს, რამოდენიმე სხვადასხვა ზომის ტაფას დალაგებულს ზრდის მიხედვით, ოღონდ ისეთ ტაფებს რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად კვერცხის შესაწვავად (ეს ტაფები გამორჩეულია იმით, რომ აქვს ღრმულები კვერცხისთვის).

თუ შეხედავთ, ეს ტაფები გამოიყურება არა ერთიანად, არამედ ერთ სივრცეში მოთავსებულ რამოდენიმე სხვადასხვა ტევადობად. და ჩვენს ჭურჭლის ნაკრებში ასევე შევიტანოთ კვერცხის ჩასადები ქაღალდის სპეციალური ფირფიტა, რომელიც არაერთხელ გინახავთ მაღაზიებში. ახლა კი მოიკრიბეთ გულისყური და მოირგეთ შემოქმედის როლი. პირველი რასაც თქვენ გააკეთებთ, არის ჭურჭლის შექმნა. ანუ თქვენ გაცემის თვისება (შემოქმედი), გასცემთ მიმღებ თვისებებს, ანუ ქმნით თვისობრივად თქვენს საპირისპირო ჭურჭელს. მოკლედ თქვენ პირველად ქმნით ძალზე უბრალო, პრიმიტიულ ჭურჭელს, მაგალითად: ჩაის ლამბაქს. ეს ლამბაქი პირველყოფილი ქმნილებაა, ის ჯერ კიდევ ცარიელია. რა ხდება შემდეგ? ის გამოვლინდა, როგორც ქმნილების არაცოცხალი დონე, მას აქვს თავისებური მახასიათებლები, არის ორი ღერძი მდგომარეობის და დროის, ის რაზეც ჩვენ ამჯამად ვსაუბრობთ მდგომერეობის ღერძის, ანუ ფსიქიკური ნაწილია, ჯერ მის სივრცით ნაწილებს არ განვიხილავთ. მოკლედ ეს ლამბაქი ,,ფსიქიკურად” ჭურჭელია, ანუ მის შიგნით არის რაღაც ტევადობა. დროში ეს ლამბაქი იწყებს თანდათანობით ევოლუციას, ანუ ,,ფსიქიკურ” ზრდას. ნებისმიერი ქმნილების ფსიქიკური ზრდა არის მის სურვილების თანდათანობით დაკმაყოფილება, ავსება. ქმნილების ოთხივე ტიპი (არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური) სწორედ ასე ივსება. მაგრამ არის განსაკუთრებულობა. ეს განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც არაცოცხალი დონე იზრდება, მისი ყოველი ზრდა, უმცირესი ცვლილება, მის სურვილს უფრო ზრდის. ეს მიდის იქამდე, რომ დედამიწაზე, ფიზიკურ სამყაროში ვლინდება ხარისხობრივად ახალი სხეული. გაფართოვდა სურვილი, გაიზარდა მოცულობაში, ამიტომ მას ძველი ჭურჭელი ვეღარ იტევს და ვლინდება ახალი სხეული. მაგალითად იყო ქვა, გახდა - ქვიშა, შემდეგ გამოვლინდა წყალი და ა.შ. როდესაც არაცოცხალ დონეზე ვლინდება წყალი, არაცოცხალი დონის სურვილების ჭურჭელი გაცილებით დიდ ზომას აღწევს, ვიდრე მანამდე. ეს ცვლილებები გრძელდება, იძლევა ახალ და ახალ სხეულებს და ბოლოს ვლინდება ადამიანური დონე. ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია: ჭურჭელი იწყებს ავსებას, და მხოლოდ სრულად ავსების შემდეგ ვლნდება ახალი, უფრო დიდი ზომის ჭურჭელი. თუ ზემოთ მოყვანილ ჩვენს მაგალითს დავუბრუნდებით, მაშინ ლამბაქი იქნება არაცოცხალი დონის ჭურჭლის ილუსტრაცია. როგორც წინა ლექციებიდან იცით, ქმნილებას აქვს თავისი არსი, ეს არსი მდგომარეობს იმაში რომ მას სურს დაემსგავსოს შემოქმედს, ამისთვის კი ის ზრდის საკუთარ სურვილებს. ბოლოს ეს ზრდა მიდის იქამდე, რომ ის ვეღარ კმაყოფილდება მხოლოდ შიგნით მიღებით და უნდება გამოვიდეს გარეთ, გახდეს გაცემის თვისება. თუ დავუბრუნდებით ლამბაქის მაგალითს, რაში გამოიხატება მისი ზრდა? ვლინდება ახალი, უფრო დიდი ზომის ჭურჭელი. ანუ მთელი არაცოცხალი დონე, ვლინდება ერთ დიდ ლამბაქად, როგორც უკვე ვთქვით არაცოცხალი დონის ეგოიზმი თავს ერთიან სხეულად აღიქვამს. ჩვენს მაგალითში ეს წარმოდგენილია ერთ დიდ ლამბაქად. შემდეგ ისიც იწყებს ავსებას, ივსება, იზრდება, არაცოცხალ დონეზე ეს პროცესი მილიარდობით წელი გრძელდება. როდესაც სრულად აივსება, ხდება ხარისხობრივი ნახტომი. ჩვენ უკვე არაერთხელ ავხსენით რა ხდება ამ დროს. იბადება ახალი სახის ეგოიზმი, ანუ ქმნილების ეგოიზმი ვლინდება ახალ ფორმაში. ქმნილების ეგოიზმი გარდაიქმნება და ვლინდება მცენარეული დონე. რა განასხვავებს მას არაცოცხალი დონისგან? განასხვავებს ის, რომ მცენარეულ დონეზე, ქმნილება იწყებს თავის ცალკეულობის განცდას. მცენარეულ დონეზე ჩვენ ქმნილების სურვილში პირველად ვხედავთ გამოცალკევების სურვილს. ვლინდება ხარისხობრივად ახალი თვისების ჩანასახი, რომელსაც შემდეგში, ადამიანურ დონეზე ეწოდება: ურთიერთობა. იმისთვის რომ ვინმესთან იურთიერთოთ, საჭიროა მსგან გამოყოფილი იყოთ. ჩვენ წინა ლექციებში აღვნიშნეთ, რომ მცენარეულ დონეზე სახეობები ცხოვრობენ და არსებობენ კოლექტიურად. მაგალითად ნაძვების ერთობაში, ყოველი ნაძვი ცოცხლობს ერთნაირი კანონებით. მაგრამ ცალკეულ ნაძვს პიროვნულობა არ აქვს. მცენარეებში არსებობს სახეობრიობის განცდა და ერთი სახეობა გამოირჩევა მეორისაგან, მაგალითად ნაძვის სახეობა, განსხვავდება არყის ხეებისგან. მაგრამ სახეობის შიგნით არ არსებობს ცალკეულობის განცდა. თუ ჩვენს ზემოთ მოყვანილ ჭურჭლის მაგალითს მივუბრუნდებით, მცენარეული დონის ეგოიზმი შეიძლება გამოვსახოთ თეფშებით. ავიღოთ პირობითად ოთხი ღრმა თეფში. თეფში დიამეტრით უფრო დიდია, ვიდრე ლამბაქი. ავიღოთ ოთხი თეფში და დავალაგოთ ზრდის მიხედვით. ყოველი შემდეგი თეფში სიმბოლურად გამოსახავს მცენარეული დონის ეგოიზმის ზრდას. მცენარეული დონის ცოცხალი ნივთიერება უფრო რთული შემადგენლობისაა. თავის შიგნით ის ასევე განიცდის ზრდას. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ თუ მთელი არაცოცხალი დონე თავს ერთიან სხეულად შეიგრძნობდა, მცენარეული დონის სახეობები უკვე გარკვეულწილად კონკურირებენ. მცენარეები ისწრაფვიან მზისკენ, ცდილობენ თავისი ფოთლები მისკენ მიმართონ, რომ მეტი სხივი დაიჭირონ, თან ამაში კონკურირებენ სხვა სახეობის მცენარეებთან. მაგალითად ლიანა ეხვევა ხეს და იკვებება მისი სასიცოცხლო ნივთიერებებით, მის ხარჯზე. ეს უკვე ურთიერთობის სახეობაა. მცენარეები სახეობათა მიხედვით რანჟირდებიან და ლაგდებიან ეგოიზმის სიდიდის თანმიმდევრობით. როდესაც ერთი ეგოიზმი ივსება, ვლინდება ახალი სახეობის მცენარე, ახალი ეგოიზმი. ჩვენს მაგალითში: ვლინდება ახალი, უფრო დიდი ზომის ცარიელი თეფში. ისიც იწყებს თანდათან ავსებას და როდესაც ივსება, ვლინდება კიდევ სხვა უფრო დიდი თეფში, ანუ უფრო მაღალი წესრიგის მქონე მცენარის სახეობა. მცენარეული დონის ქმნილებები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეგოიზმის დონით. თუ მაგალითად არსებობს რამოდენიმე ათასი სახეობის მცენარე, ეს ნიშნავს, რომ მცენარეულ დონეზე არსებობს ეგოიზმის რამოდენიმე ათასი ტიპი, რომლებიც ეგოიზმის პატარა ზომით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მოკლედ ჭურჭლის მაგალითში ლამბაქი გაიზარდა, შემდეგ გამოვლინდა თეფში, მერე მეორე, უფრო დიდი თეფში, მერე მესამამე და ა.შ. შემდეგ ქმნილება გადადის მომდევნო, ცხოველური დონის ეგოიზმზე. ჭურჭლის მაგალითში, ეს ჰგავს დანაყოფებიან კვერცხის შესაწვავ ტაფას. არის ერთი ტაფა, მაგრამ ყოველი კვერცხისთვის ცალკე განყოფილებაა. ეს ტაფა ზომით აღემატება ყველაზე დიდ თეფშსაც კი, მაგრამ ამის გარდა არის სხვა განსხვავებაც. თეფშიც და ტაფაც ჭურჭელია, მაგრამ ტაფაზე არის დანაყოფები თვით ჭურჭლის შიგნით. თუ ტაფას ცხოველის სახეობას შევადარებთ, მაშინ დანაყოფები მის შიგნით არსებული ცალკეული ცხოველები იქნება. ცხოველურ დონიდან ვლინდება ,,მეს” ჩანასახი. ცხოველები ერთმანეთთან კონკურირებენ და ეს მხოლოდ სახეობებს შორის არ ხდება. ანუ მაგალითად მგლები, მხოლოდ სხვა ცხოველებთან კი არ ურთიერთობენ, ან კონკურირებენ, არამედ თვით მგლების ხროვის შიგნით უკვე არსებობს რაღაც იერარქია. ხროვაში არის წინამძღოლი მგელი და არიან მოზარდი მგლები, რომლებიც მას პერიოდულად ეცილებიან რანგს. ანუ ცხოველურ დონეში უკვე არსებობს გარკვეული რანჟირება სახეობის შიგნით. ეს კი ჩვენს ჭურჭლის მაგალითში წარმოჩენილია დანაყოფებად ტაფის შიგნით. ანუ ეგოიზმი ცხოველურ დონეზე კიდევ უფრო მეტად დაიყო. შემდეგ ეს დანაყოფები იწყებს ავსებას, ჯერ საკუთარ დანაყოფს აავსებენ, შემდეგ მათი ერთობა ავსებს მთელ ჭურჭელს, შემდეგ კი უფრო დიდი ზომის ,,ტაფა” ვლინდება, სადაც შეიძლება მეტი დანაყოფები იყოს, მაგრამ მექანიზმი უცვლელი რჩება. ანუ ვლინდება სახეობა ეგოიზმის მიხედვით და მის (სახეობის) შიგნით ვლინდება ცალკეული ეგოიზმები (სხეულები) და ხდება რანჟირება მათ შორის. ეს ის თვისებაა, რომელსაც ადამიანურ დონეში ეწოდება მოძრაობის თვისებები. ცხოველური ეგოიზმის ავსების შემდეგ, უკვე ვლინდება შემდეგი, ადამიანური დონე, ჩვენს მაგალთში ეს შეიძლება შევადაროთ კვერცხის ჩასაწყობ ფირფიტას. შეგახსენებთ, რომ ადამიანურ დონეში უკვე მხოლოდ ერთი სახეობაა. მაგრამ ჩვენი ,,კვერცხის ფირფიტა” მუდმივად იზრდება. მუდმივად ვლინდება მომდევნო თაობა, რომელსაც აქვს წინაზე დიდი ეგო. თუ ცხოველურ დონეში ეგოიზმის ზრდის მიხედვით უამრავი სახეობა გამოვლინდა, ადამიანში ასე აღარ ხდება, აქ უკვე ფიქსირებული ფორმის სხეულია. როდესაც ერთი თაობის ადამიანთა ჭურჭელი ივსება, ახალი სახეობის ადამიანი კი არ ვლინდება, არამედ იბადება უბრალოდ ახალი, უფრო მაღალი ეგოს მქონე თაობა. თქვენ უკვე იცით, რომ ყოველ მომდევნო თაობას აქვს უფრო მაღალი დონის სურვილები - ვიდრე წინას. ამიტომ ჩვენს მაგალითში ახალი კვერცხის ფირფიტა კი არ ვლინდება, არამედ არსებული იმატებს ზომაში, თავად ფირფიტა კი მხოლოდ ერთია. მაგრამ ფირფიტის შიგნით არსებობს უამრავი ცალკეული კაფსულა, რომლებიც თავის მხრივ ასევე მზარდნი არიან. ანუ ფირფიტა ერთია, მაგრამ მისი ყოველი დანაყოფი ცალკეული ჭურჭელია, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ სულს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ დანაყოფების რაოდენობაც განსაზღვრულია. მოკლედ ეს ,,სულები” იზრდებიან. ისინი ქმნილებები არიან და ზრდას განიცდიან სურვილების დაკმაყოფილებით, ავსებით. ეს ქმნილებაა, ეს მიღების სურვილია, თითოეული მათგანი პატარა ცარიელი ჭურჭელია. მაგრამ როგორ უნდა აივსონ ისინი? როგორც ვთქვით ახალი სახეობები ადამიანური დონის შიგნით უკვე აღარ ვლინდებიან, ადამიანური სხეული უკვე ფიქსირებული ფორმაა და მის შიგნით მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. ამიტომ ადამიანური დონე ივსება განსაზღვრული წესით: ის ვლინდება დედამიწაზე, ერთი, ან რამოდენიმე სხეულით დროის ყოველ მონაკვეთში. სხეული დედამიწაზე ივსება, ვითარდება, რეალიზდება, ამყარებს ურთიერთობებს, ცხოვრობს, რაღაცას იღებს, რაღაცას გასცემს. ამის რეზულტატად ხდება მისი ავსება და ეს ადამიანში წარმოშობს ბედნიერების განცდას. რაც მეტად განიცდის ადამიანი ბედნიერებას და კმაყოფილებას, მით მეტს გასცემს ის. შედეგად კიდევ უფრო მეტს იღებს და უფრო მეტად ავსებს საკუთარ ჭურჭელს, ანუ ქმნილების საერთო ჭურჭლის იმ დანაყოფს, რომელიც დედამიწაზე განსაზღვრული სხეულით გამოვლინდა. თუ სხეული სწორად ვერ რეალიზდება, მისი მიღებაც პატარაა და მისი ჭურჭელი მცირედზეა ავსებული. ასე მუშაობს ეს მექანიზმი. სხეულები მიდიან და მოდიან, მათ არც ისე დიდ ფუნქცცია აკისრიათ, ისინი მხოლოდ დროებითი შესაძლებლობაა ქმნილებისთვის თვითვსების მისაღწევად. ქმნილება ავლენს სხეულებს, ისინი რაღაც დროის მანძილზე რაღაც რეზულტატს აღწევენ და კვდებიან. მათი ცხოვრების შედეგად საერთო ჭურჭელს რაღაც ემატება და ცოტათი იზრდება. ანუ რაღაც დონით ქმნილების პროგრამა შესრულდება. შემდეგ კი ვლინდება სხეულთა სხვა სიმრავლე და ა.შ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვით ეს მექანიზმი საკმაოდ რთულია. იმისთვის რომ სხეული როგორღაც რეალიზდეს, მან საკმაოდ ბევრი რამ უნდა იცოდეს. ადამიანური ტიპის ეგოიზმი, ეგოიზმის ურთულესი დონეა. ქმნილების გამოვლენის წამიდან, დაახლოებით 14 მილიარდი წლის მანძილზე, ეგოიზმი ყოველ წამს იზრდებოდა და რთულდებოდა. დღეს ყოველი ჩვენგანი თავის თავში მოიცავს მთელ წარსულ გამოცდილებას, ანუ სამყაროს (ქმნილების) მიერ დღევანდელ დღემდე დაგროვილ გამოცდილებას. ადამიანური დონე ყველაზე ოპტიმალური გამოდგა იმისთვის, რომ ჭურჭელი ავსებულიყო. ყველაფერი დალაგდა განსაზღვრული წესრიგით, რომ ქმნილებას ამ საფეხურამდე მოეღწია. ადამიანი იბადება განსაზღვრულ მდგომარეობაში, ის საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს, ის გადის გზას, ვითარდება, გადის წყვილში ურთიერთობების პერიოდს, იკმაყოფილებს თავის პირველ სურვილებს (სხეულებრივს), ამავდროულად ის იწყებს ჯგუფში რეალიზებას, შემდეგ ბერდება და კვდება. რეალურად ავსების, რეალიზაციის დრო არც ისე ბევრია, მაგრამ ქმნილება ივსება იმის ხარჯზე, რომ ერთი ფუძე ვლინდება მრავალ სხეულად. მაგ: კანის ვექტორის ფუძე მხოლოდ ერთია, მაგრამ ის გამოვლენილია დაახლოებით მილიარდნახევარ ადამიანში. ყოველი მათგანი თავის საკუთარი ცხოვრებით იღებს ტკბობას და ამით შეაქვს თავისი წილი საერთო სურვილების ჭურჭლის ავსებაში. ამის ხარჯზე ვითარდება მთელი კაცობრიობა.

ახლა კი ჩვენს მოდელზე დაყრდნობით პასუხი გავცეთ რამოდენიმე კითხვას, რომლებიც ჩვენმა მომხმარებლებმა დაგვისვეს.

კითხვა: თუ შეიძლება აგვიხსენით შემდეგი საკითხი: ოშო თავის წიგნში ,,ქვიშის სიბრძნე” ამბობს: ,,ბუდამ გააცნობიერა თავისი ყველა წინა ცხოვრება”. თქვენ კი ამბობთ, რომ ჩვენ არანაირი წინა ცხოვრებები არ გვქონია. პასუხი: ვფიქრობ ამაზე პასუხი არც ისეთი რთულია. ჩვენ უკვე გითხარით, რომ ცალკეული პიროვნებებიდან, ანუ ცალკეული სხეულებიდან თითოეული, არის საერთო არსის ერთი ცალკეული გამოვლინება. ეს არსები, ანუ ფუძეები არც თუ ისე ბევრია. ხოლო ის რომ ამდენი ადამიანი არსებობს (დახლოებით 7 მილიარდი), ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ფუძე (არსი) გამოვლენილია სხეულთა დიდი სიმრავლით. იმისთვის რომ არსი ერთდროულად ბევრმა აავსოს. ქმნილებამ ,,იფიქრა”, არაცოცხალ დონეზე ერთიან არსად ვითარდებოდა, მაგრამ პროცესი მილიარდობით წელი გაიწელა, შემდეგ გამოვლინდა მცენარეული დონე, დაიყო კლასებად და პროცესი ცოტა დაჩქარდა, შემდეგ გამოვლინდა ცხოველური დონე, დაყოფის პროცესი წავიდა თვით სახეობების შიგნით და პროცესის სიჩქარე კიდევ გაიზარდა. ადამიანურ დონეზე კი ავსების სისწრაფემ ბევრად მაღალი მასშტაბი შეიძინა. ამის გამო დაყოფა იმდენად გაიზარდა, რომ ჩვენ გაგვიჩნდა სდაკუთარი ცალკეულობის განცდა და ჩვენი თავი ჯგუფზე მაღლა დავაყენეთ. ამის გამო ჩავთვალეთ, რომ ჩვენ გვაქვს ცალკეული, საკუთარი სული. სწორედ ამის გამო ვირწმუნეთ წინა ცხოვრებები. რეალურად ერთი სული (ანუ ერთი არსი) გამოვლენილია მრავალი სხეულით, მაგრამ ცალკე აღებულ თითოეულ სხეულს არ აქვს საკუთარი ინდივიდუალური სული. ჩვენ მხოლოდ ხელსაწყო ვართ საერთო არსისთვის (საკუთარი ფუძისთვის), რომ მან ავსებას მიაღწიოს. ახლა კი კონკრეტულად თქვენი კითხვის და ბუდას ნათქვამის შესახებ: თუ ჩავთვლით, რომ ბუდა იყო ძალზე მაღალგანვითარებული და ხედავდა რეალურ მდგომარეობებს და ითვალისწინებდა ეპოქებსაც, ხედავდა სამყაროს ერთიანობას და მან ალეგორიულად დაწერა, რომ სხვადასხვა ცხოვრებებში ის იყო სპილოც, ჟირაფიც და ადამიანიც. დავუშვათ, რომ ბუდა იყო გაცნობიერებული ბრძენი და ის ხვდებოდა როგორა სამყარო მოწყობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცოდინებოდა ისიც, რომ არაცოცხალიდან ადამიანურ დონემდე ეტაპებს გადის არა მხოლოდ ქმნილება, არამედ თვით კაცობრიობაც. შესაბამისად მას ეცოდინებოდა, რომ იმ ეპოქაში როდესაც თვითონ ცხოვრობდა, კაცობრიობა გადიოდა განვითარების მცენარეულ ფაზას (ანალ-ვიზუალურ ფაზას). ანუ კაცობრიობა იყო იმ ეტაპზე, როცა ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი თავის ცალკე ინდივიდებად აღქმა. თუ ბუდა მართლაც ისეთი გაცნობიერებული იყო, როგორადაც აღწერენ, ის მიხვდებოდა რომ კაცობრიობის განვითარების მცენარეული ფაზა ნიშნავს ფასეულობათა განსაზღვრულ დონეს. თუ თქვენ შეხედავთ ანალური და ვიზუალური ვექტორების ფასეულობებს, ორივე ამ ვექტორის ფსიქიკა მოწყობილია ისე, რომ ისინი გამოეყოფიან ანალური ვექტორი გამოეყოფა ხარისხით, ვიზუალური კი - სილამაზით. ორივე ეს ვექტორი ატარებს გამოცალკევების, გამოყოფის ფუნქციას. იმიტომ რომ ეს კაცობრიობის მიერ გასავლელი აუცილებელი ეტაპია. ,,მე”, ,,ჩემი”, ,,პირადი” ეს ანალური ვექტორის სიტყვებია, მისი ფასეულობებია. ამიტომ იმ ეპოქაში ძირითადი წარმმართველი ეს ფასეულობები იყო. თუ გინდათ ადამიანებმა რაიმე მაინც გაიგონ, იმ ენაზე უნდა აუხსნათ, რომელიც მათთვის გასაგებია, ამიტომ ყველა ძველ სწავლებაში, მათ სორის ბუდასთანაც ასახულია ეს ყოველივე. საიდან აიღეს ეს იდეა? მაშინ იყო ეპოქა, როდესაც ადამიანებს ესაჭიროებოდათ იდეა, რომელიც აუცილებელი იქნებოდა კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზე და განუმარტავდა ადამიანებს მათი ეგოს გამოცალკევების სურვილს. ანუ იდეა რომელიც ადამიანებს ეტყოდა რომ მათ საკუთარი სული აქვთ. მაშინდელი ადამიანები ვერ მიხვდებოდნენ რას ნიშნავს საერთო არსი, ამიტომ ის ვინც ამას ხვდებოდა, ადამიანებს ეუბნებოდა იმას, რაც მათთვის საჭირო იყო. ამიტომ ეუბნებოდნენ მათ, რომ თითოეულს აქვს საკუთარი სული და წინა ცხოვრებები, რომლებშიც ინახება მათი ,,მე”. მაგრამ რა არის ,,მე”? ეს არის ის, რითაც ჩვენ მატერიაში ერთიმეორეს გამოვეყეთ. შედეგად ადამიანში გამოვლინდა ,,მე”, მან დაინახა თავისი გამოცალკევება გარემომცველი სამყაროსგან და დანარჩენი ადამიანებისაგან, სწორედ ამის გამო მოხდა დაყოფა. ამიტომ ის რელიგია, ფილოსოფია, თუ მსოფლმხედველობა, რომელიც იმ ეპოქაში ფორმირდა, იძულებული იყო ადამიანებთან მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრა და მათთვის მათი ,,მეს” განცდა შეენარჩუნებინა. მათ შორის ასევე იყო ბუდიზმიც, რადგან მაშინდელი თაობის ადამიანი სხვანაირ სისტემას ვერ გაიგებდა. მაგრამ რეალურად იმის თქმა რომ თქვენ ერთი კონკრეტული ადამიანი იყავით ჯერ მცენარე, შემდეგ ზებრა, შემდეგ კი ვიღაც ადამიანი და ხვალ შეიძლება ისევ ზებრა გახდეთ, ეს სრული სისულელეა. ქმნილება უკან არ ბრუნდება და თუ მისმა ნაწილმა ადამიანურ დონეს მიაღწია, ის ამაზე ქვემოთ აღარასოდეს დაბრუნდება. და კიდევ ქმნილებამ რა თქმა უნდა გაიარა ყველა ქვედა დონე, მაგრამ ეს ცალკეული ინდივიდების დონეზე კი არ მომხდარა, არამედ მთელი არსის დონეზე. ზედმეტია დღეს გჯეროდეთ ვადაგასული სისტემების, რადგან დღევანდელ ეპოქაში უკვე გამოვლინდა ისეთი სწავლებები, რომლებიც თანამედროვეთათვის გასაგებ ენაზე ხსნიან სრულ სისტემას. დღეს უკვე არსებობს მოდელის გაგების საშუალებები. ჩვენ გვაქვს სრული სურათი ამ სისტემის გასაგებად და მას თანდათანობით ავხსნით. მოკლედ თუ მივუბრუნდებით კითხვას ბუდაზე და თუ დავუშვებთ რომ ბუდა მართლაც ჭეშმარიტებას წვდებოდა, მაშინ ის ადამიანებს იმას ეუბნებოდა, რისი გაგებაც მათთვის იყო საჭირო. მას ეცოდინებოდა რომ ეგოიზმი გადის განსაზღვრულ ეტაპებს და არცერთი ეტაპის გამოტოვება არ შეიძლება.

შემდეგი კითხვა: თუ ცნობიერება პირველადია, ეს იმას ნიშნავს რომ ეს ცნობიერება სხეულის სიკვდილის შემდეგ არ კვდება? თუ არ კვდება, მაშინ რა ხდება შემდეგ, ხომ არ ხდება ამ ცნობიერების სხვა დონეზე გადასვლა? სიკვდილი ჩვენს მატერიაში ხომ არ ნიშნავს სხვა, უფრო მაღალ სამყაროში დაბადებას. თუ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? 

პასუხი: ეს მთლად ფანტაზია არ არის. ეს რეალურად ძალზე სიღრმისეული კითხვაა. ამ კითხვის პასუხს ჩვენ აქამდე არ ჩავღრმავებივართ და მასზე არ გვისაუბრია. ჩვენ აქამდე ვსარგებლობდით იმ მარტივი მოდელით, რომელიც შექმნეს ჯერ ტალკაჩოვმა, შემდეგ კი იური ბურლანმა. თუ სიღრმეში წავალთ მათი მოდელი მთლად სწორი არ არის. მარტივად თუ ვისაუბრებთ, შეიძლება გამოვიყენოთ პირობითობა, ,,ფსიქიკა ვარ მე”. სადაც ფსიქიკა არის პირველადი, სხეული კი მეორადი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სურვილები. მაგრამ აქამდე არავის დაუკავშირებია ფსიქიკა და სურვილები. მოდით შევხედოთ რა არის ადამიანური ,,მე” და როგორ შეესაბამება ის სურვილებს. არის თუ არა ისინი ერთი და იგივე? სურვილი, ეს არის ჭურჭელი. ჩვენი მოდელის ტერმინებით, ადამიანური დონის სურვილი, ესაა მისი ,,სული”, ანუ არსი, რომელსაც ის მიეკუთვნება. ეს არსი ვლინდება ბევრ სხეულში, ანუ ბევრ პატარა ჭურჭელში. რომლებიც ივსებიან და მათი ერთობა ავსებს მათ საერთო არსს. ანუ არის ,,სული” (არსი), რომელიც გამოვლენილია სხეულთა სიმრავლეში.

მაგრამ რა არის ფსიქიკა და არის თუ არა ის სურვილი? არა, ასე არ არის. ფსიქიკა ესაა ხელსაწყო რომელიც ემსახურება სურვილებს. სხეულიც ასევე სურვილების ავსებისთვის საჭირო ხელსაწყოა. ამ კუთხით შესაბამისი იქნება შემდეგი იერარქია: არის სურვილი (ეს ჩვენი მატერიაა), რომელიც გამოვლენილია ორი ელემენტისგან (ფსიქიკა და სხეული) შემდგარ ადამიანში. ორივე ელემენტი, სხეულიც და ფსიქიკაც ემსახურება ამ სურვილის ავსებას. ამიტომ შესაბამისობა ფსიქიკასა და სხეულს შორის ასეთია: ფსიქიკა პირველადია, სხეული კი მეორადი. რისგან შედგება ფსიქიკა? ის შედგება ხელსაწყოთა ოთხი ტიპისგან. ესენია: შეგრძნება (ოღონდ სახელდობრ ფსიქიკური შეგრძნებები, სხეულის შეგრძნებები ცოტა განსხვავებულია. ფსიქიკას საკუთარი შეგრძნებები აქვს, ესაა კუნთის და ორალური ვექტორის შეგრძნებები. ესაა ჯგუფისადმი კუთვნილების შეგრძნება), გრძნობა და ემოცია (ესენია ესენია ანალური და ვიზუალური ვექტორის), რაციონალიზმი (კანი და ყნოსვა) და აზრები (ურეთრალური და სმენის). ხელსაწყოთა ოთხი ტიპი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება განსაზღვრულ ვექტორებს. არა იმ კუთხით რომ ორალურ ვექტორს მხოლოდ შეგრძნებები აქვს, სულაც არა, თავის დონეზე ყოველ ვექტორს აქვს ეს ოთხივე ხელსაწყო. მაგრამ ორალური ვექტორისთვის ძირითადი სწორედ შეგრძნებაა და მასში არც ისე დიდია აზროვნების წილი. სმენის ვექტორიანისთვის კი ძირითადი ხელსაწყო სწორედ აზროვნებაა. ვიზუალისთვის ძირითადი ემოციებია, სილამაზე, სევდა, შიში, სიყვარული, ხოლო რაციონალიზმი და ყველა დანარჩენი მისთვის მეორადია. კანის ვექტორს ემოციები ძალზე მცირე დოზით აქვს, სამაგიეროდ მისი მთავარი მახასიათებელი გათვლა და გაანგარიშებაა. ყოველი ჩვენგანი ბაზირდება მის ფუძისეულ ხელსაწყოზე. აქვს ყველა დანარჩენიც, მაგრამ ძირითადი სწორედ მისი ფუძისეული ხელსაწყოა. ხელსაწყოთა ეს ოთხი ჯგუფი: შეგრძნებები, ემოციები, რაციონალიზმი და აზრები, ემსახურება სურვილებს, რომლებიც გამოვლენილნი არიან სხეულებით. ფსიქიკა ეს ის ხელსაწყოა, რომელსაც იყენებენ სურვილები იმისთვის რომ ავსებას მიაღწიონ. ეს ფსიქიკა გამოვლენილია სხეულებით. რა არის ცნობიერება? თქვენ ალბათ იცით, რომ ის იყოფა არაცნობიერად, ქვეცნობიერად და ცნობიერად (ამაზე შესავალში ვისაუბრეთ). არაცნობიერი არის თავად ვექტორის არსი, მისი სურვილები, ქმნილების კონკრეტული ნაწილი, ეს ისაა, რაც ადამიანისთვის თანდაყოლილია. ქვეცნობიერი არის ის, რაც მივიღეთ რეზულტატში არაცნობიერის ზემოქმედების და გარემოცვის ზეგავლენის შედეგად. ცნობიერება კი ჩვენი პირადი გააზრებაა, პრინციპში სწორედ ისაა ჩვენი ,,მე”. მოკლედ სხეული ვლინდება ხელსაწყოდ, რომელსაც არსი (,,სული”) ავსებისთვის იყენებს, სხეული იბადება და კვდება. ფიზიკური სხეულის გარეშე არ არსებობს არც ქვეცნობიერი და არც ცნობიერი. ყველაფერი რასაც ჩვენ საკუთარ ,,მეს” ვუწოდებთ, არსებობს მხოლოდ სხეულთან ერთად და მასთან ერთად კვდება. სხეულის ერთადერთი ფუნქცია არის, შემატოს არსის დაკმაყოფილებას თავისი პატარა წილი. ამიტომ ,,მე” სხეულთან ერთად კვდება, მასთან ერთად კვდება ქვეცნობიერი და ცნობიერი ნაწილებიც, მათ ფუნქცია აღარ აქვთ, რადგან ისინი მხოლოდ კონკრეტულ სხეულთან კავშირით წარმოიქმნენ. მაგრამ თვით არსი, ვექტორი, არაცნობიერი ნაწილი, მისი 36 მეტაფიზიკური თვისება, სურვილების ნაკრები, რომლებიც პირველადია და არაა დაბინძურებული სტრესებით, ფობიებით, არარეალიზებულობით, ანუ ვექტორი თავისთავად, როგორც ქმნილების ხელსაწყო, როგორც იდეალური მოდელი - რჩება. სწორედ ეს ვექტორის არსია არაცნობიერი ნაწილი, ერთადერთი კავშირი რაც მას სხეულთან აქვს, არის კონკრეტული გამოვლენა, ყველა დანარჩენი კი უკვე ვექტორის მდგომარეობებია. ეს მდგომარეობები კონკრეტულ სხეულში გამოვლენილ ვექტორს უფორმირდება გარემემცველი სამყაროს ზეგავლენით და ამ სხეულის ქმედებებით, ანუ პირადი ძალისხმევით. სწორედ ამ გარემომცველი სამყაროს ზემოქმედებიდან მოდის ის გადახრები, რაც ვლინდება ვექტორში.

კითხვა: რა არის სიდიადე, სურვილების მაქსიმუმამდე რეალიზაცია? 

პასუხი: დავუშვათ ვინმემ გაჩუქათ ნოუთბუქი. ზოგი თქვენგანი მის ფუნქციებს სრულად აითვისებს და მას სრულიად გამოიყენებს, ზოგი კი მხოლოდ თამაშებს ითამაშებს, ან სურათებს დაათვალიერებს. საკუთარი სიცოცხლის არასწორად გამოყენება, სამყაროსთვის თვალებში შეფურთხების ტოლფასია. ამის შედეგი ვლინდება იმად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ტანჯვას. ტანჯვა ჩვენ გვეუბნება, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რომ არასწორად ვრეალიზდებით. რაც შეეხება სიდიადეს, შეიძლება ითქვას, რომ სიდიადე ნამდვილად მაქსიმალური რეალიზაცია არის მხოლოდ ორი ვექტორისთვის: ურეთრასთვის და სმენისთვის.

ყველა დანარჩენი ვექტორის მაქსიმალურ რეალიზაციებს სხვა სახელი ჰქვია. მაგალითად: კანის ვექტორი სიდიადეს საერთოდ არ ესწრაფვის, მას მხოლოდ მაქსიმალური კონტროლი ესაჭიროება. ყნოსვის ვექტორს ასევე არაფერში სჭირდება სიდიადე, ეს მისი სიტყვა არ არის, ყნოსვა მხოლოდ ძალაუფლებას ესწრაფვის. ანალური ვექტორი - ესწრაფვის უკეთეს ხარისხს, ანუ მას სურს თავისი შრომის რეზულტატად შექმნას შედევრი. ყველას თავის სურვილები აქვს. სიდიადე კავშირშია ჯგუფთან, ამიტომ ურეთრალს სურს სიდიადე, რადგად მისი განდიდება ნიშნავს მისი ჯგუფის ზრდას. ურეთრას განვითარება, მისი ჯგუფის განვითარებას ნიშნავს. სმენის ვექტორიც ასევეა, მისი ფუძე გაერთიანებაა, შეიძლება ითქვას რომ სმენის ვექტორის ერთიანობა სცდება ჯგუფის საზღვრებს და მთელ ქმნილებას მოიცავს. სმენის ვექტორის დავალება: შეიცნოს საკუთარი თავი, უფრო და უფრო მაღლა წევს ადამიანს, როგორც არსებას. ამიტომ განდიდება, სიდიადე სწორედ ეს ორი ვექტორია.

კითხვა: როგორ ახსნით იმას, რომ ბევრი ადამიანი იბადება ინვალიდად, ან პირიქით რაღაც უნარით დაჯილდოებულად, ან ინდიგოდ. ზოგი მდიდარ ოჯახში იბადება, ზოგი ღარიბში, რატომაა ეს ყველაფერი ასე?

პასუხი: სისტემურად ინდიგო ადამიანი, როგორც ცალკე არსება არ არსებობს, არიან მხოლოდ მაღალ ტემპერამენტიანი სმენის ვექტორიანები. თანდაყოლილი ავადმყოფობების დიდი ნაწილი ჩანასახს უფორმირდება ორსულობის პერიოდში მშობლების არასწორი მოქმედებებისა და ცხოვრების წესის შედეგად. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა სასტარტო პირობებში ვიბადებით, ეს ადამიანური ეგოიზმის ბრალია. ჩვენ ვარსებობთ საზოგადოებაში, რომელშიც არის სოციალური უთანასწორობა. ეს შეიძლება ასეც განვმარტოთ. არის რამოდენიმე არსი, ფუძე. ეს ფუძეები და თითოეული მათგანის მიერ გამოვლენილი სხეულთა სიმრავლიდან თითოეული, ავსებას პოულობს საკუთარი მახასიათებლებით. მათ დროის ყოველ მონაკვეთში აქვთ ავსების სხვადასხვა დონე. ზოგი მეტადაა ავსებული, ზოგი - ნაკლებად. ზოგს კიდევ ჭირდება იპოვოს რაღაც, ჭირდება გარკვეული სურვილების დაკმაყოფილება. ზოგმა ვერ შეძლო სურვილების რეალიზება, ზოგმა საერთოდ ვერ გაიაზრა რა სურდა. ვიღაცა კი ბოლომდე აივსო. რა თქმა უნდა ისინი სხვადასხვა დონეზე არიან და მათი შთამომავლებიც სხვადასხვა სასტარტო პირობებით დაიბადებიან. და კიდევ ერთი: თუ განსაზღვრულ საზოგადოებაში იბადება განსაზღვრული ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას სწორედ ამ თვისებების (ამ ვექტორების) მქონე ინდივიდი ესაჭიროებოდა. შეგახსენებთ, რომ პირველადი კაცობრიობაა და ჩვენ კი მეორადი და არა პირიქით. ჯგუფს ჩვენ ისეთები ვჭირდებით, როგორებიც დავიბადეთ, ვჭირდებით იმ სასტარტო პირობებით რომელშიც ვიყავით.

კითხვა: როგორ შეესაბამება ტემპერამენტი ამ ყველაფერს: ეს ბუნებრივი სურვილია, შეძლებისდაგვარად შეივსოს სხვადასხვა დონეზე, თუ ესაა თანდაყოლილი მახასიათებელი.

 პასუხი: მოდით შევხედოთ. არსებობს სისტემა, რომელიც შედგენილია განსაზღვრული ელემენტებისგან. ამ ელემენტებს აქვთ ურთიერთკავშირები. ადამიანებს აქვთ სხვადასხვანაირი სურვილის ძალა და ამ სურვილის ძალას ჩვენ ვუწოდებთ ტემპერამენტს. თუ შევხედავთ რაში მდგომარეობს ტემპერამენტის ბუნებრივი არსი, დავინახავთ, რომ ჯგუფში შესასრულებელია სხვადასხვა სახის მოვალეობები, სხვადასხვა დონეზე. მაგალითად არსებობს სოფლის თეატრები, ქალაქის თეატრები და მეგაპოლისის თეატრები. თითოეულ მათგანს ჭირდება მსახიობები, დეკორატორები. ვიღაცას აკმაყოფილებს პატარა ქალაქის თეატრში მუშაობა, ვიღაცას კი დიდი ქალაქის თეატრიც ეპატარავება და მსოფლიო დონის მსახიობობა სურს. ერთნაირი სურვილის ძალის პირობებში, ის ვინც პატარა ქალაქში იმუშავებდა, დისჰარმონიას იგრძნობდა, მაგრამ ბუნებაში ყველაფერი დაბალანსებულია. ნებისმიერი დავალების შესასრულებლად არსებობენ შესაბამისი ადამიანები. არსებობს განსხვავებული მასშტაბის სამუშაოები ერთი ვექტორის ფარგლებში, შესაბამისად არიან განსხვავებული სურვილის ძალის (ტემპერამენტის) მქონე ადამიანები. თუ სამყაროს ანალური ტოლობით შევხედავთ, შეიძლება ეს უსამართლობად მოგეჩვენოთ, მაგრამ სამყაროს მხოლოდ ანალური ვექტორი არ აქვს. ყოველი ადამიანი, ყოველი სურვილი, ეს განსაზღვრული ზომის ჭურჭელია. ავსებას კი ყველა თავისებურად პოულობს. თითოეული ტკბობას იმ ზომით და მასშტაბით განიცდის, რაც მას მიცემული აქვს. ბუნება თითოეულს აძლევს ავსებისთვის საჭირო ყველა თვისებას და შესაძლებლობას.

კითხვა: თქვენ საუბრობთ ბუნებრივ მექანიზმზე, რომელიც აიძულებს ადამიანს განვითარებას და მაგალითად მოგყავდათ კანის ვექტორიანი ქურდი და ინჟინერი. მაგრამ არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ კრიმინალურ ავტორიტეტს აქვს ბევრად მეტი ფული, ვიდრე ინჟინერს, რა ხდება ამ დროს თქვენს ბუნებრივ მექანიზმში? 

პასუხი: პრინციპში ბუნებრივ მექანიზმს აქ არაფერი ემართება. ჩვენ აქ უბრალოდ გვაქვს ორი უკიდურესობა: ერთი განვითარებული, მაგრამ ცუდად რეალიზებული ინჟინერი. ხოლო მეორე მხრივ განუვითარებული, მაგრამ თავისი განვითარების ფარგლებში მაქსიმუმამდე რეალიზებული ქურდი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანი, საკაცობრიო ჯგუფისთვის მიუღებელი პერსონები არიან. რადგან ჯგუფს არცერთი არ აძლევს იმას, რასაც უნდა აძლევდნენ. რეალურად ინჟინერს კანის და ანალური ვექტორების კომბინაციით ვიღებთ. ეს ორი ვექტორი ეხმარება მას პროფესიულ რეალიზებაში. ამ ორი ვექტორის კომბინაციას კი თანამედროვე ეპოქაში ყველაზე საუკეთესოდ შეუძლია რეალიზდეს. პრინციპში ნებისმიერს შეუძლია რეალიზება, მაგრამ ამ ორი ვექტორის კომბინაციას დღეს განსაკუთრებით დიდი შანსები აქვს. ამიტომ თუ დიდი ტალანტის მქონე ინჟინერი მათხოვრულ ხელფასზე მუშაობს, შეიძლება ის არც ისე მაღალგანვითარებულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებით ყველაფერი კიდევ უფრო უბრალოდაა. რაშია განვითარების არსი? თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი მაგალითი სურვილების ჭურჭლის ზრდაზე. ქმნილების სურვილი მუდმივად იზრდება. იგივეა ადამიანთანაც. ჩვენ გვაქვს ფასეულობათა რაღაც დონე, ამ დონით ვხედავთ ჯგუფს, რომელში რეალიზებაც გვსურს. რაც უფრო დიდ ჯგუფში ვახერხებთ რეალიზებას, მით მეტ ტკბობას ვიღებთ. ანუ განვითარების მიზანია საკუთარი სურვილების ჭურჭლის მაქსიმუმამდე გაფართოება, შემდეგ კი მისი ბოლომდე ავსება. რა უშლის ხელს ადამიანს ამ ჭურჭლის ბოლომდე ავსებაში? ცუდი მდგომარეობები: წყენა, ნევროზი და ა.შ. თუ კარგი მდგომარეობა აქვს და არც დარღვევებია, მაშინ ავსებას ახერხებს. რას ვხედავთ მთელი კრიმინალური სამყაროს შემთხვევაში? ძირითადად ესაა განუვითარებელი ინდივიდების ჯგუფი, პატარა ჭურჭელით. მაგრამ მათ შორისაც არიან ისეთები, ვისაც აქვს შედარებით მაღალი ტემპერამენტი და რეალიზება თავის დონეზე. იქ არის რაღაც ჯგუფებიც, მაგრამ კაცობრიობა უმეტესად ამ ჯგუფებს და მის წევრებს განაგდებს და უარს ეუბნება მიღებაზე. მაშინაც კი თუ ისინი გარედან გამოიყურებიან ისე, რომ აქვთ ძალა, ფული და ა.შ. ეს სწორი რეალიზაცია მაინც არ არის. რეალიზაცია არის იმის განცდა, რომ ინდივიდი რაღაცას აძლევს სხვებს (ჯგუფს) და ჯგუფი ამის სანაცვლოდ მას აძლევს რანგს.

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)

  • უყურებთ პორნოგრაფიას?

  • ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • პოლიგამია ურეთრალურ ვექტორში

  • სვფ წიგნებსა და მკითხველებზე

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • აშშ. ვექტორული ანალიზი