მოძრაობის ელემენტები


მოძრაობის ელემენტები

ცოცხალი სისტემა გამუდმებით მოძრაობს: ცხოველები დარბიან, ფრინველები დაფრინავენ, უჯრედები იყოფიან და საზოგადოება ვითარდება. თითქოსდა ამ პროსებში საერთო არაფერია მაგრამ სწორედ აქაა საიდუმლო: ნებისმიერი მოძრაობა ეყრდნობა 8 ელემენტს, თითოეული მათგანი თავის ფუნქციას ასრულებს და ამით სისტემა მოძრაობაშო მოჰყავთ. როცა წაიკითხავთ გაიგებთ რისგან შედგება სისტემები და რა ელემენტებს უნდა მოიცავდეს ისინი.

„მოძრაობა სიცოცხლეა“ – გვეუბნება ძალიან ცნობილი სლოგანი. თუმცა როცა ის გვესმის ვერც კი წარმოვიდგენთ ან გამონათქვამის მთელ სიღრმეს. ყველაფერი მოძრაობს ერთუჯრედიანი ამებიდან დაწყებული ისეთი რთული სისტემით დამთავრებული როგორიც ადამიანია. მთელი სამყარო გამუდმებულ მოძრაობაშია – მაშინაც კი როცა გძინავთ თქვენი უჯრედები განაგრძობენ წარმოქმნასა და გაქრობას, პროცესები თქვენს ორგანიზმში წამითაც არ წყდება, და ეს ყველასთვის გასაგებია – როგორც კი ეს პროცესები შეჩერდება სიკვდილიც დადგება.

მოძრაობის პროცესი.

საზოგადოება ისევე როგორც სამყარო მოძრაობს: გამუდმებული ცვლილებები, შეჯახებები, პოლიტიკური საკითხები, საომარი მოქმედებები. ყოველივე ეს მოძრაობაა მაგრამ იმისთვის რომ ჯგუფმა იმოძრაოს საშჭიროა 8 ელემენტი. ყოველი მათგანი თავის ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებას განვითარების და წინსვლის საშუალებას მისცემს.

თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ ავტომობილი: ესაა სისტემა რომელიც მოძრაობაში მოდის 4 ძირითადი ელემენტით. პირველი მოძრაობის ელემენტია – სხეული რომელიც უშუალოდ მოძრაობს. კიდევ არის მოტორი და გაზის პედალი, რომელიც სხეულის აჩქარებას უზრუნველყოფს, ამას გარდა არის საწინააღმდეგო სისტემა რომელიც მოძრაობას აფერხებს (მუხრუჭი) და ბოლოს -საჭე, რაც მართავს ავტომობილს და რეალურ სამყაროსთან კავშირის ფუნქციას ასრულებს, ცვლის მოძრაობას „აქ და ახლა“ მომენტში.სწორედ ასეა შექმნილი ნებისმიერი მოძრაობა ბუნებაში.

ახლა ადამიანთა ჯგუფი განვიხილოთ მაგალითად ჯარი. სარდალი აქ ის მოტორია რომელსაც სხეული წინ მიჰყავს. სხეული კი თავად ჯარია. საჭის მაგივრობას კი (რომელსაც სარდალი მართავს) შუალედური მეთაურები ასრულებენ. სწორედ ისინი წყვეტენ საით და როგორ იმოძრაონ და სხეულს კონკრეტულ დროს მიმართულებას აძლევენ. ნებისმიერი სარდალი გლობალურად ფიქრობს: ის წინასწარ გაიაზრებს რამდენიმე ცვლას. მეთაური კი არ იგონებს სვლებს ის უბრალოდ ბრძანებას იღებს და ისე მართავს ჯარს რომ ბრძანება ისე შესრულდეს როგორც საჭიროს. ჯარისკაცი კი საერთოდ არ ფიქრობს ის უბრალოდ შეტევაზე მიდის.

ამ სამი ელემენტის გარდა არიან კიდევ ზურგის მეომრები.ესაა ბაზა როგორც საბურავები მანქანისთვის.ისინი ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან მაგრამ საშუალებას აძლევენ სისტემას ფეხზე იდგეს.

8 ვექტორი 8 ფუნქციონალური სისტემა.

ამგვარად ნებისმიერი სხეული ერთი და იგივე კანონებით ფუნქციონირებს. ჩვენ მხოლოდ 4 ვექტორი ვხსენეთ თუმცა ისინი სულ 8. არავითარი მახე – ვიდრე მოძრაობა ფიზიკურ სამყაროში გადმოვა ის ჯერ არაფიზიკურში უნდა დაიწყოს. თავიდან იბადება აზრი და ამას მოძრაობა მოჰყვება – მოძრაობა არსებობს როგორც შიგნით ისე გარეთ.ასე ვიღებთ 8 ვექტორს – 4 მათგანი აზრის მოძრაობაზე აგებს პასუხს 4 დანარჩენი – ფიზიკურ სამყაროში მოძრაობაზე.

უფრო სწორად თუ ვიტყვით რევოლუციას აზროვნებაში გარღვევა უსწრებს წინ. ვიღაცას უჩნდება იდეა( ბელადი, სარდალი) ვიღაცა მის აქტუალობას აფასებს ( მეთაური, უმცროსი ოფიცერი), ვიღაც ეწინააღმდეგება ახალ იდეას ( ზურგის ხაზი), სურს რა ყველაფერი ძველებურად შეინარჩუნოს, ვიღაცეები კი უბრალოდ განვითარების მიმართულებას მიყვებიან(ჯარი).როგორც ხედავთ ფიზიკურ და არაფიზიკურ სამყაროში მოძრაობები არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

ნებისმიერ სისტემაში ყველა ვექტორი ერთნაირია და მათ შორის ჩვენს სხეულშიც. ერთ საუკუნეზე მეტის წინ ცნობილი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდმა დაწერა „ ხასიათი და ანალური ეროტიკა“ სადაც თავის აღმოჩენაზე საუბრობდა საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაკუთრებულ მგრძნობელობასა და ადამიანის ხასიათს შორის არის გარკვეული კავშირი. ამ კვლევაში ერთ ერთი ვექტორის პირველი მახასიათებლები იყო ჩამოთვლილი: აკურატულობა, ხელმომჭირნეობა და სიჯიუტე. სიტყვას აღარ გავაგძელებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ რომ ადამიანი ისევე როგორც სისტემა 8 ელემენტისგან შედგება. მას აქვს კანი, კუნთები, საჭმლის მომნელებელი და შარდსასქესო სისტემა, ასევე პირი, ცხვირი, თვალები და ყურები. დააკვირდით ჯგუფს აქაა მხატვარი, მშენებელი, ლაბორანტი, ორატორი… ადამიანები განსხვავდებიან, მაგრამ რთად ისინი სისტემის ერთიანობას ქმნიან.

როგორც ყველა ორგანო სხვა და სხვა ფუნქციისთვის გაგვაჩნია ისე ადამიანებიც სხვა და სხვა მიზნისთის იბადებიან. თვალები ყველას აქვს მაგრამ ყველას არ შეუძლია სამყაროს მშვენიერების დანახვა და მისი უკვდავყოფა როგორც ამას მხატვარი აკეთებს. ყურებიც ყველს აქვს მაგრამ სიმღერის პიანინოზე აწყობა ყველას არ შეუძლია. და საქმე იმაში როდია რომ რომელიმეს განათლება აკლია არამედ ყოველი ადამიანის თანდაყოლილ ნიჭში. როგორც კი ადამიანი საკუთარ დანიშნულებას აცნობიერებს და ამის მიღებას ახერხებს ის მაშინვე ხდება ბედნიერი და ამით ამავე დროს მთელ საზოგადოებას აბედნიერებს.

პრაქტიკული რეკომენდაციები.

ყველა ორგანო ადამანის ორგანიზმში პასუხს აგებს თავის ფუნქციაზე, ცხვირი სუნთქავს, კანი ფორმას აძლევს, კუჭი საკვებს ამუშავებს. ყველა დანარჩენი სისტემა საზოგადოება იქნება ეს თუ კომპანიის ოფისი, ასევეა მოწყობილი. მათშიცაა თავისი ბელადები, მეთაურები, მხატვრები, მომღერლები. არც ერთი არაა სხვაზე მნიშვნელოვანი – ყოველი მათგანი საზოგადოებას სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდება; უბრალოდ იპოვეთ საკუთარი თავი და დიდი პაზლის სრულფასოვანი ნაწილი გახდით.

წყარო:   

 მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

მსგავსი სტატიები

  • ჯგუფი, როგორც სისტემა მოქმედებასა და განვითარებაში

  • ზიგმუნდ ფროიდი - ხასიათი და ანალური ეროტიკა

  • რატომ ავირჩიე ვექტორული ფსიქოლოგია

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (პირველი ნაწილი)

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • საკუთარი სხეულის გამო სირცხვილი – ანუ როცა სექსს სიამოვნება არ მოაქვს

  • როცა შინაგანი ენერგო ბატარეა ნულზეა