ეგოიზმის განვითარება


ეგოიზმის განვითარება

ცოცხალი ბუნების ჯგუფები

8 ვექტორი პირველ რიგში ორ 4 ვექტორიან ჯგუფებად იყოფა. ყოველი ჯგუფი საკუთარ სამყაროში არსებობს, აქვს თავისი იერარქია და თავის ამოცანებს ასრულებს, მაგრამ ჩვენ მათ უკვე ვეღარ დავყოფთ და არც არის ამის აუცილებლობა ადამიანი ერთდროულდ არსებობს ფიზიკურ და არაფიზიკურ სამყაროში თუმცა როგორ გავიგოთ სად მთავრდება ფიზიკური და იწყება მენტალური?

ზედა და ქვედა ვექტორები ერთი პაზლის ორი ნაწილია, ორი განსხვავებული მაგრამ ისეთი ახლობელი სამყაროები, ორი იპოსტასი რომლის გარეშეც შეუძლებელია სვფ-ს შესწავლა. თუ მას ჯარის სახით წარმოვიდგენთ დავინახავთ რომ ქვედებს წინ მიუძღვით ბელადი – ურეთრალი, შემდეგ მოყვებიან – მეთაური კანები, ჯარი სამშობლოსთვის თავდადებული კუნთებისგან შედგება, ზურგს კი ანალები ამაგრებენ. როგორ ლაგდება მასზე ზედა ვექტორები? სინამდვილეში ძალიან იოლად: ქვედა და ზედა ვექტორები ხომ ყოველთვის ერთად არიან როგორც ერთი მთლიანის ორი ნაწილი მაგრამ სრულიად განსხვავებულ ამოცანებზე აგებენ პასუხს.

მაგალითად ქვედა ვექტორები ეს ფიზიკური სამყაროა, ცხოველური ეგოიზმი და ჯგუფის რანჟირება. ისინი მტერიალურ ფასეულობებს იპყრობენ: ტერიტორიებს, ხალხს, სიმდიდრეს. რანჟირებაც მსგავსად მიმდინარეობს ყველა რაღაც საკუთარზე აგებს პასუხს – ანალი ნელა და გულმოდგინედ მუშაობს, კანი – პირიქით, სწრაფად და გამორჩენის მიზნით. ზედა ვექტრორები კი არაფიზიკურ სამყაროს წარმოადგენენ. ისინი ხმლებითა და შუბებით არასოდეს ომობენ, მათი იარაღი აზრები, იდეები, განწყობები და ურთიერთობებია. ადამიანი ორ პარალელურ სიბრტყეში ცხოვრობს – ფიზიკურ და არაფიზიკურ სამყაროში და ყოველ მათგანში შესაბამის ვექტორებს ეყრდნობა. ეგოიზმიც ამ ორ სამყაროში ვითარდება.

ადამიანებს შორის არ არსებობს ფიზიკური სხვაობა. თუ სიღრმისკენ წავალთ ერთმანეთის მსგავს ადამიანებს შორისაც კი შეგვიძლია დავინახოთ უფსკრული: ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან რომ არც კი ესმით ერთმანეთის.

აზროვნება და ინტელექტი, რაშია სხვაობა?

ქვედა და ზედა ვექტორებს შორის კიდევ ერთი განსხვავება აზროვნება და ინტელექტია. ძირითადი განსხვავება ისაა რომ ქვედა ვექტორები სამყაროს რომელშიც ცხოვრობენ შეზღუდულად აღიქვამენ. მათ მასშტაბურად მთლიანობის კატეგორიებით, მსჯელობის უნარი არ გააჩნიათ. ამის უფრო ზუსტად ასახსნელად გამოგვადგება მაგალითები ცხოველებზე, წარმოიდგინეთ ტყეში მცხოვრები მგელი. მას თავისი ჯოგი აქვს, დედალი მგელი, მგლის ლეკვები. თუ ის ჯოგის სხვა მგლებთან ერთად ნადირობს ისინი მას ნადავლს უნაწილებენ – როგორც ჯოგის წევრს. შეუძლებელია მგელს გააგებინო რომ ცოცხალი ბუნების სხვა ჯგუფებიც არსებობს, თუნდაც მგლების სხვა ჯოგი, და რომ მხოლოდ საკუთარ თანამოძმეებზე არ უნდა იზრუნოს მას არ შეუძლია დაინახოს იმ ჯოგზე უფრო მეტი რომლის ნაწილადაც გრძნობს თავს. ზედა ვექტორების ინტელექტი კი ძირეულად განსხვავდება ამისგან ისინი არ ეწინააღმდგებიან ჯგუფს უფრო მეტიც ჯგუფის მეშვეობით ხედავენ სამყაროს რაც ამავე დროს ეგოიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

განვითარების 4 ფაზა

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რომ ქვედა ვექტორების ამოცანა რანჟირებაა და არა მხოლოდ ვექტორებს შორის: კანები ხელმძღვანელობენ ანალებს, კუნთები ყველა მძიმე სამუშაოს ასრულებენ და ა.შ. ხოლო რაც შეეხება სხვა ცხოველებს – დღეისთვის უკვე ვიცით რომ დედამიწაზე ყველაზე განვითარებული არსება ადამიანი. ზედა ვექტორები პასუხს აგებენ განვითარებაზე – უფრო მეტი აღმოჩენა, ცოდნა, იზრდება კულტურისა და ფასეულობის დონე. მარტივად თუ ვიტყვით ქვედა ვექტორები ხალხს ადგილით უზრუნველყოფენ (რათა განახორციელონ ჭამის, სმის, სუნთქვს, ძილის მოთხოვნილებები), ზედები კი ანვითარებენ საზოგადოებას და აიძულებს წინ იაროს.

განვითარების ფაზები რომლებსაც ქვედა ვექტორების მიხედვით ვადგენთ – კუნთური, ანალური, კანური, ურეთრალური; ასევე შეიძლება ზედა ვექტორების მიხედვითაც განვიხილოთ – ორალური, ვიზუალური, სმენური და ყნოსვური. და რა ვითარდებოდა ან 4 ფაზაში? შეგვეძლო გვეპასუხაც- სმყარო, ადამიანი, სისტემა… მაგრამ სინამდვილეში ეს ეგოიზმის განვითარებაა – დიდი და მცირე „მინდა „ რომლისგანც თითოეული ჩვენგანი შედგება. ანუ თუ კუნთირ ანდა ცხოველურ ფაზაში არსებობდა მხოლოდ „მინდა ვიყო“ , ანალურ ან მცენარეულ ფაზაში ამს დაემატა „მინდა გავიზარდო“, კანურში (ცხოველურში) დაემატა „მოძრაობა“ და ურეთრალურში (ადამიანურში) „განვითარება“.

პრატიკული რეკომენდაციები

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ორალური ვექტორი კუნთის ვექტორისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ სინამდვილეში ხოლოდ 4 განსხვავებაა: ისინი სხვა და სხვა სამყაროებში არსებობენ (ფიზიკური და არაფიზიკური), მათ განსხვავებული ეგო აქვთ (ადამიანური და ცხოველური), განსხვავებული ამოცანები (რანჟირება და განვითარება) და გონების აგებულებაც კი (აზროვნება და ინტელექტი). არ შეიძლება იმის თქმა რომ რომელიმე ვექტორი უკეთესი ან უარესია, ყველას საკუთარი ამოცანები და მათი შესრულების მეთოდები აქვს. ვექტორები ეხმარებიან ერთმანეთს: ქვედები უზრუნველყოფენ კომფორტს ფიზიკურ სამყაროში, მაშინ როცა ზედები ამ კომფორტზე დაყრდნობით ავითარებენ ადამიანს ან საზოგადოებას.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო  

მსგავსი სტატიები

  • დაწინაურებული მომხმარებლებისათვის

  • ალტრუიზმი (გაცემის თვისება)

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • დაცარიელებული ბუდის სინდრომი

  • დიალექტიკური მეთოდი სვფ-პრაქტიკაში

  • დამღალა ცხოვრებამ. საიდან მოდის დაღლილობა.