ბავშვებისა და მშობლების შესახებ


ბავშვებისა და მშობლების შესახებ

არასწორი მიდგომა აღზრდის პროცესში.

ჩემი, როგორც ფსიქოლოგის პრაქტიკა ბევრად უფრო შედეგიანი და ეფექტური გახდა მას შემდეგ, რაც კონსულტაციებში სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ცოდნა ჩავრთე. მრავალი შემთხვევა ჩემი პროფესიული პრაქტიკიდან მიმყარებს აზრს, რომ სვფ აუცილებლად უნდა იქნას ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალისტთა მომზადების პროგრამაში. მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან, ბავშვის თანდაყოლილ ფსიქიკურ თავისებურებებში ვერ გარკვევა, ხდება სერიოზული კომფლიქტის მიზეზი და აღზრდის მეთოდების არასწორი ფორმირების საფუძველი.

ლაპარაკის მოთხოვნილება.

მოვიყვან ერთ სახასიათო მაგალითს. ჩემთან მოვიდა მასწავლებელი, უკიდურესად შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ: პირველკლასელი დიმა ამბობდა, თითქოს თანაკლასელი ბიჭი გამუდმებით თხოვდა შეხებოდა მის სასქესო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ, უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში მშობლები – სკანდალი გარდაუვალია. რამე უნდა ვიღონოთ. დიმას მონათხრობში დასახელებული მეორე ბიჭუნა ჯიუტად უარყოფდა აღნიშნულ ფაქტში მის მონაწილეობას. როგორ დავადგინოთ ვინ ტყუის? რომ არ ვყოფილიყავი სვფ ცოდნით შეიარაღებული აუცილებლად შევიმუშავებდი გეგმას-ფსიქოკორექცია სექსუალური გადახრებით. სვპ ცოდნა კი გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომ დიმა ესაა ბავშვი განუწყვეტლივ ლაპარაკის მოთხოვნილებით (ორალის ვექტორით). უფროსებს არ ცალიათ, არ შესწევთ უნარი მოთმინება გამოიჩინონ და სათანადო ინტერესით მოისმინონ დიმას გაუთავებელი მონათხრობები. დაუკმაყოფილებელი ბავშვი ეშმაკურ ხერხს მიმართავს-იგონებს ისტორიას, რომელიც უპირობოდ მოკრიბავს მის გარშემო მსმენელს.

ბავშვის ფანტაზიები.

ისტორიის მეორე გმირი-პეტრე კეთილგანწყობილი, დინჯი და დამჯერი ბავშვია. ბუნებისგან დაჯილდოვებულია აბსოლუტური „მართალი“ გამოხატვით. მას არ შეუძლია იცრუოს, რეალობა გამრუდებული წარმოაჩინოს (ანალის ვექტორის თვისება). მისი სიმართლე ეჭვს არ იწვევს. დასკვნა: მთელი ეს ისტორია დიმას ფანტაზიის ნაყოფია. პანიკა საჭირო არაა. თუმცა სიტუაცია მოითხოვს მშობლებისგან შვილთან ურთიერთობების გადახედვას. ამაში მათი დარწმუნება კი ისევ ვექტორული ფსიქოანალიზის წყალობით, კომფლიქტის გვერდის ავლით მოხერხდა.

აღზრდის ადეკვატური პირობები.

დიმა მხოლოდ „მოჭიკჭიკე ჩიტუნა“ არაა. ის საოცრად მოძრავი აქტიური ბავშვია. (კანის ვექტორი) ამ ფსიქოტიპისტვის მნიშვნელოვანია ბავშვობიდან მიეჩვიოს დისციპლინას, წესების დაცვას, დღის წესრიგის მიხედვით ცხოვრებას. თუ კანის ვექტორიანი ბავშვი ადრეული ასაკიდან მიეჩვევა თვითშეზღუდვას და დამორჩილებას, ზრდასრულობისას ის თავად შეძლებს დაიმორჩილოს ადამიანები. ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება განივითაროს თანდაყოლილი ლოგიკური აზროვნების, რაციონალიზაციის და გამომგონებლის უნარები. რაც ასევე კანის ვექტორის გამოვლინებაა. საუბრისას ასევე ცნობილი გახდა დიმას მშობლების ფსიქოტიპთა თავისებურებები, რის საფუძველზეც შევთავაზე თვითოეულს შვილთან დამოკიდებულების ინდივიდუალური მიდგომა შეემუშავებინა. ავუხსენი თუ რატომ გახდა ბავშვი იძულებული ასეთი საშუალებით მიებყრო უფროსების ყურადღება, და განვიხილეთ ის შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებს. ამის შემდეგ დიმას მშობლების სახით გამიჩნდა მოკავშირეები ბავშვის აღსაზრდელად საჭირო/ადეკვატური პირობების შესაქმნელად.

მშობლების ქცევის კორექცია.

მისასალმებელია როდესაც მშობლები აანალიზებენ ბავშვის თანდაყოლილ, ფსიქიკურ თავისებურებებში გარკვევის აუცილებლობას და თანამშრომლობენ ფსიქოლოგთან. სამწუხაროდ ეს ხშირად არ ხდება. უფრო ხშირად – მშობლები თავად არ ფიქრობენ შეცვალონ მიდგომა და მხოლოდ გარემოს, მასწავლებლის ან ფსიქოლოგისგან ითხოვენ ბავშვის ქცევის კორექციას. ეს შეუძლებელია. ბავშვი, განსაკუთრებით ადრეულ-სამ წლამდე ასაკში ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდება. იმ დროისთვის როდესაც უკვე სკოლაში მიდის,ქცევის კორექცია და აღზრდა უკვე საკმაოდ გართულებულია. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ფლობდნენ ცოდნას აღზრდის სწორ მეთოდებზე, და იყენებდნენ მათ, შვილის დაბადების პირველი დღიდან და დაბადებამდეც.

სვფ სწავლება იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას – ბავშვებთან ურთიერთობისას პრობლემები/კომფლიქტები მოვაგვაროთ და არ წარმოვქმნათ ისინი.

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (პირველი ნაწილი)

  • ვექტორები და სიკვდილი

  • განსხვავება მენტალიტეტებს შორის

  • ვინაა ალფა-მამრი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის

  • როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • ხანდახან აწმყოშიც ვხვდებით ხოლმე.