დაცარიელებული ბუდის სინდრომი


დაცარიელებული ბუდის სინდრომი

დედა

“მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი ის კი გაიზარდა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არც კი ვახსენდები.”

რა ხშირად გვიცრუვდება იმედები ურთიერთობებში, ბავშვებში, ცხოვრებაში. ეს მაშინ ხდება როცა ამავე ურთიერთობებში, ბავშვებში მთელ ჩვენს ძალას, დროსა და სიყვარულს ვდებთ და სამაგიეროდ ვერფერს ვიღებთ. საბოლოოდ კი ცხოვრებაში ცარიელი ქვის ამარა ვრცებით. შვილები გაიზარდნენ, აღარც კი რეკავენ, რჩება უამრავი უპასუხო კითხვა რატომ გამოვიდა ასე რატომ? აძლევდი ყველაფერს და სამაგიეროდ არაფერი, რატომ?

მდინარე აღმა მიდის?

როცა პატარა ბავშვების თამაშს უყურებ, ხვდები რომ მათ ძალიან უნდათ გაიზარდონ. გოგონა თოჯინას იღებს და ის იმ წუთას მისთვის შვილია რომელსაც უნდა მოუაროს, გაასერნოს და ა.შ. ბიჭუნა ომობანას თამაშობს, საკუთარ თავს სუპერგმირთან აიგივებს რომელიც ყველას დაიცავს. მათ ყველას ერთი სული აქვთ როდის გაიზრდებიან. ყველა ჩვენგან წინ – განვითარებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ მშობლები შვილებზე ფიქრობენ და პირიქით კი ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში ეს არაა ჩადებული სასიცოცხლო ციკლში. შვილები მშობლებისგან იღებენ და მერე საკუთარ შვილებს აძლევენ.

რატომ პირიქითაც არ მოქმედებს?

დედას თავისი შვილების მიმართ ძლიერი დედობრივი ინსტინქტი აქვს. ეს ბუნებრივი და ძალიან ძლიერი სტიმულია. მისი წყალობით დედა უპირობოდ ზრუნავს თავის შვილზე. მაგრამ აი შვილებს მშობლებზე ზრუნვის ძლიერი და უპირობო ინსტიქტი ნამდვილად არ აქვთ. ეს ორმხრივად არ მუშაობს. ესეც ბუნებრივი მექანიზმია – რათა ბავშვებმა, როცა ისინი გარკვეულ ასაკს მიაღწევენ საკუთარი ოჯახები შექმნან და სამუდამოდ მშობლებთან არ დარჩნენ. და მაინც როცა შვილებს საკუთარ თავს მთლიანად უძღვნი, სამსხვერპლოზე მიგაქვს პირადი ცხოვრება, კარიერა, მთელი თავისუფალი დრო, თითქოსდა უფლებაც გაქვს, რომ რაღაცას მოელოდე სამაგიეროდ.

გაუმართლებელი მოლოდინები

როცა ეს მოლოდინები არ მართლდება სულის სიღრმემდე გვტკივა. ჩვენ ხომ ჩვენი შვილებისთვის არაფერს არ ვიშურვებდით მათ კი… ასე როგორ შეეძლოთ? სწორედ ეს გაუმართლებელი მოლოდინები იწვევენ ხშირად ოჯახში ცუდ ურთიერთობებს, ქმნიან დამთრგუნველ ატმოსფერიოს ,,შენ ჩემს წინაშე ისეთ ვალში ხარ, მთელი ცხოვრება ვერ გადაიხდი”.

და მართლაც ვერ გადაიხდის. ეს ნებისმიერისთვის შეუსრულებელი ამოცანაა. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – მშობლების პატივისცემა ამის სწავლბა და აღზრდა ნამდვილად შეიძლება.

კულტურული ზედნაშენი

მშობლებზე ზრუნვის ინსტინქტი თანდაყოლილი არაა და ტყულად მოვითხოვთ ვინმესგან. ეს კულტურული ზედნაშენია, რომელიც ბავშვობიდანვე გვეძლევა. ის ემოციური კავშირი რომელსაც დედა შვილთან ქმნის ბავშვს სხვისი შეგრძნების თანაგრძნობას და თანამონაწილებოას უნარს აძლევს.

ის მშობლები კი რომლებიც ბავშვს ეგოისტურად – “ყველაფერს მიაფურთხე და ამით ცხოვრებაში ყოველთვის წარმატებას მიაღწევს” პრინციპით ზრდის, სიბერეში ამ მცდარი აღზრდის ნაყოფს იმკიან, შვილები ან ტოვებენ მათ, ანდა სულაც მოხუცებულთა თავშესაფრებში აბარებენ.

ანალის ვექტორიან ბავშვებს სხვებზე მეტად აქვთ განვითარებული დედასთან, როგორც რაღაც სიწმინდესთან, დამოკიდებულება და გამომდინარე აქედან ასეთ ბავშვებს არ უჩნდებათ “მშობლებისთვის ვალის დაბრუნების” პრობლემები. ისინი ბავშვობიდან ძალიან ახლოს არიან და მეგობრობენ დედასთან. მაგრამ სწორედ მათ უჩნდებათ დედაზე ძლიერი წყენა და გაურბიან თითქოსდა ამით შურს იძიებენ დედაზე.

კან ბავშვებს ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. თუ კანური შვილი განვითარებული და რეალიზებულია, ის ნამდვილად კარგად იზრუნებს მშობლებზე. აქ საუბარი ახლო ემოციურ ურთიერთობებზე ნამდვილად არაა, მაგრამ მატერიალურად ისინი ზრუნავენ მშობლებზე. მაგრამ თუ კანის ვექტორიანი არც განვითარებულია და არც რეალიზებული, მაშინ პირიქით ის მოხუცი მშობლების კისერზე იჯდება და სინდისის გარეშე დაელოდება მათ პენსიას და მერე უკვე მემკვიდრეობასაც.

ვიზუალები თანარგძნობიდან გამომდინარე იზრუნებენ მშობლებზე, მაგრამ მაშინ თუ რეალიზებულია და ეს ბავშვობიდანვე აქვს ნასწავლი. წინააღმდეგ შემთხვევაში არც შანტაჟის მოერიდება რათა ყურადღება მიიქციოს “ნახეთ რა საცოდავია.”

მშობლებთან ურთიერთობა ეს უმაღლეს ძალასთან ურთიერთობაა.

სვფ ერთ სრულიად უბრალო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს ხსნის – ბავშვის მშობელთან ურთიერთობა ეს მისი უმაღლეს ძალასთან, სიცოცხლესთან ურთიერთობაა. რამდენად კარგია ინდივიდის მშობლებთან ურთიერთობა (იმისგან დამოუკიდებლად როგორები არიან მაშობლები) იმდენად კარგად ეწყობა მისი ცხოვრება. მშობლებზე წყენა და მათგან განდგომის სურვილი შვილს ცხოვრებას უწამლავს. ბუნების კანონების რღვევა ყოველთვის ცხოვრების დამახინჯებით მთავრდება.

სვფ-ს ტრენინგი ისეთი დატვირთულია და ისე უწყობს ხელს ადამიანის ცხოვრების ჰარმონიზებს რომ მას ბუნებრივად უმარტივდება ურთიერთობა მშობლებთანაც და შვილებთანაც. ეს კი იმიტომ ხდება რომ ჩვენ უკეთ გვესმის სხვისი საქციელის და ნებისმიერი პრეტენზია თავისთავად ქრება.

მშობლები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ

ყველაზე უფრო “ვალის დაბრუნებას” ანალის ვექტორიანი მშობლები ელიან. ამას მათი ფსიქიკის თავისებურება განაპირობებს. ანალური ადამიანების საკვანძო სიტყვები – წარსული, ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა – ამ შემთხევეაში ბოროტად ხუმრობენ და მამათა და შვილთა დაპირისპირებას იწვევენ, სადაც არც ერთ მხარეს არ შეუძლია მეორეს გაუგოს, ისევ და ისევ საკუთრი ბუნებრივი თავისებურების გამო.

არარეალიზებული ანალის ვექტორიანი უკან წარსულისკენ არის მიმართული სადაც ყველაფერი სხვაგვარად იყო, ისე არა როგორც ახლაა.  ანალის ვეტქორიანები საუკეთესო მამები არიან აგრეთვე – ყველაზე მზრუნველი დედები, ცოლები და მასწავლებლები. ისინი მშვენივრად უმკლავდებიან თავის ამოცანას გადასცენ ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას და საკუთარი თვისებების რეალიზებას საზოგადოების საკეთილდღეოდ ახდენს. არარეალიზებულ მდგომარეობაში კი ისინი საკუთარი თავისთვისაც და შვილებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ. როცა უზარმაზარი გონებრივი პოტენციალის რეალიზებას ვერა ახერხებენ, ისინი მიდრეკილნი ხდებიან აკრიტიკონ შვილები, რითაც მათ აუცილებელი შექების გარეშე ტოვებენ. თუ ასეთი მშობლები საკუთარი სექსუალური პოტენციალის რეალიზებასაც ვერ ახერხებენ მაშინ ეს შვილების ცემაში პოვებს გამოსავალს. არარეალიზებული ანალი მამრები ცოლებს სცემენ. სექსუალურად არარელიზებული ანალი ქალები კი – შვილებს. ასეთ მომენტებში თავად მათ არ ესმით ასე რატომ იქცევიან და ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ეს კი ისევ და ისევ მეორდება. ამისგან კი ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

რა თქმა უნდა ანალის ვექტორიან ქალებს ძალიან უჭირთ. ხშირად ისინი სახელმწიფოს და ყოფილის ქმრის მზრუნველობას მოკლებულები ზრდიან შვილებს, ასწავლიან, სრულიად ივიწყებენ საკუთარი სულისა და სხეულის მოთხოვნილებებს და ცდილობენ შვილებს ყველაფერი საუკეთესო მისცენ. უძილო ღამეები შვილის საწოლთან. მამაკაცებთან ურთიერთობის გაშვებული შესაძლებლობები ისევ და ისევ შვილების გამო.

ერთხელაც როცა უკან მოიხედავს, ხვდება, რომ ახალგაზრდობამ ჩაიარა, ის უკვე ჭაღარა ცხოვრებისგან ნატანჯი ქალია, ერთდროულად სამ სამსახურში რომ მუშაობდა. უკვე წამოზრდილი შვილები კი ყურადღებას სულ აღარ აქცევენ, მადლიერებას ვერ ეღირსები მათგან. წავლენ და მადლობასაც არ იტყვიან. თითქოსდა ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა რაღა ქნას? რით დაიმშვიდოს გატეხილი გული ვის მხარზე იტიროს ვისთნ ისაუბროს ისე რომ კი არ განსაჯონ გაუგონ?

ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს და სამაგიეროდ რა?

რისი იმედი უნდა ჰქონდეს ქალს რომელმაც შვილებს ყველაფერი მისცა და სამაგიეროდ ვერაფერი მიიღო? როგორ მოიქცეს მიტოვებული ბუდის სინდრომისას? ადამიანი ხომ სიამოვნების პრინციპია. მან რა სიამოვნება მიიღო გათენებული ღამეებით, სამ ცვლაში მუშაობით, გაფუჭებული ურთიერთობებით? რატომაა, რომ როცა გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგადაა რაღაცა მაინც გვაკლია?

საქმე იმაშია, რომ ბავშვის გაჩენა და გაზრდა უკვე საკმარისი აღარაა. დღეს წარსული ეპოქების ფუნქციის შესრულებით ქალი თავის ცხოვრებას აზრს ვეღარ სძენს და ვეღარც სიამოვნებას იღებს ამით. დღეს თუნდაც სამჯერ ან ოთხჯერ გახდი დედა, თუ გინდა 10-15 შვილი იყოლიე. მაშინაც კი როცა ყველას გაზრდის და განათლებას მისცემს და ყველა კარგ ადამიანად ჩამოყალიბდება. მადლობლები იქნებიან და რაღაცით მაინც გადიხდიან ასეთი ზრუნვითვის. ეს საკუთარი თავისგან მაინც არ გიხსნით. დღეს შეუძლებელია ისე იცხოვროთ როგორც 100 წლის წინ და მხოლოდ ოჯახური ცხოვრებით იყოთ კმაყოფილი.

დღევანდელ ეპოქაში ქალმა უკმარისობის გრძნობა საკუთარი ნიჭის გარეთ, საზოგადოებაში გამოტანით უნდა შეივსოს. არა მხოლოდ ოჯახსა და შვილებს მიუძღვნას თავი, არამედ საზოგადოებაში რეალიზდეს. არსებობენ ბავშვები რომლებმაც სულ არ იციან რას ნიშნავს დედა ან მამა, არ აქვთ ასეთი კავშირები. აჩუქეთ მათ თქვენი სიყვარულის ნაწილი და თქვენ უფრო მეტად შეივსებით მათგან.

გამოდით ჩარჩოებიდან “ჩემი ოჯახი”, “ჩემი შვილები” გაიფართოეთ თვალსაწიერი სხვებსაც ჭირდებათ თქვენი თვისებები და ნიჭი. დღეს ქალი ისე კარნახობს თამაშის წესებს როგორც არასდროს, მთავარი კი რაც მას შეუძლია გააკეთოს ესაა საზოგადოებაში რეალიზება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს

  • ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია

  • ეჭვიანობა

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • ვექტორული კომბინაციების შესახებ