უყურებთ პორნოგრაფიას?


უყურებთ პორნოგრაფიას?

დღეს სექსის ყურება ჭიქა ყავის დალევაზე უფრო იოლია, სამზარეულოში გასვლა და ჩაიდნის ადუღება არ გჭირდება საკმარისია დაუკავშირდეთ საერთაშორისო ქსელს და გუგლის საძიებოში სასურველი სიტყვა აკრიფოთ.

ეს მასალა ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია, ყველა გემოვნების და ყველა ხარისხის, ყველა რაოდენობის. სასქესო ორგანოების დემონსტრაციის გარეშე მსუბუქი ეროტიკიდან დაწყებული, N რაოდენობის მონაწილიანი სასტიკი ორგიით დამთავრებული.

ერთი წუთით თავი 1991 წელში წარმოიდგინეთ როცა ინტერნეტი ჯერ მხოლოდ იწყებდა ფართო მასებზე გასვლას. ხალხი წიგნების წასაკითხად ერთდებიან, ანდა ახლად შექმნილ ჩატში ნიცშეს ნაშრომებს არჩევენ. მუსიკალური პორტალები სავსეა კლასიკური მუსიკით. შორს წავიდოდა ის ამ 20 წლის მანძილზე? რამდენი ადამიანი მიემატებოდა კიდევ? 10 მილიონი? 20? მეტი?

პასუხი ნათელია – პორნოინდუსტრია ინტერნეტის მამოძრავებელია. სწორედ არასაბავშვო შინაარსის ფილმებს უნდა დავუდგათ ძეგლი “წვლილისთვის”… მაგრამ ამ მოვლენით არ ამოიწურება მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე.

რა თქმა უნდა სამყარო შეიცვალა და უწინდელი ის უკვე აღარ გახდება. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებიც შეიცვალა და სექსუალური კავშირების ხელმისაწვდომობაც. მომხმარებელთა საზოგადოება დღეს უკვე საკუთარ წესებს გვკარნახობს და უყურადღებო მას არც ინტიმის სფერო დარჩა. სექსი დღეს ისეთივე პროდუქტია როგორც ნებისმიერი სხვა და საქმე იმაშიც არაა რომ მისთვის გადახდა შეიძლება.

Pornografiya. რაში ვცვლით ინტიმსა და სიამოვნებას.

სრულიად ნორმალურ ურთიერთობებშიც კი სექსი მომხმარებლური გახდა. ყველას ხომ მეტი სიამოვნებისა და მეტიკმაყოფილების მიღება გვინდა.

პორნოგრაფიას კი ამ ყველაფერში სულაც არ აქვს უკანასკნელი როლი. ის თავის სექსუალურ სტერეოტიპებს გვახვევს თავს და საზოგადოების სექსუალურ ქცევას ცვლის. სექსი ინტიმურობას კარგავს ის უკვე აღარაა რაღაც მხოლოდ ორისთვის. ადამიანი თავის სექსუალურ პარტნიორთან ემოციური კავშირის დამყარებას აღარ ცდილობს რადგან ასეთი უკვე აღარ სჭირდება. უფრო სწორად ის თვლის რომ უკვე აღარ სჭირდება სინამდვილეში კი ეს ასე არაა.

როგორც ნებისმიერი ვინც პორნოს უყურებს და მასში რაღაც ახალსა და ამაღელვებელს ეძებს ისევე ადამიანი ყოველ ახალ პარტნოირთან ცდილობს ახალი, დაუვიწყარი ემოციები და უფრო დიდი სიამოვნება მიიღოს. და ვერ იღებს. შედეგად საზოგადოებაში იზრდება დიდი სექსუალური ფრუსტრაცია. სექსი არის, ორგაზმიცაა მაგრამ კმაყოფილება მაინც და მაინც ვერა. ეს კი იმის ბრალია რომ მას იქ ვეძებთ სადაც ის არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

მთელ მსოფლიოში პორნო პროდუქციის ბრუნვა დღეს წელიწადში 97 მილიარდ დოლარს შეადგენს. ისეთ ქვეყნებში კი როგორიც მაგალითად უნგრეთია კი პორნო ინდუსტრიის შემოსავლები ქვეყნის მშპ-ს დიდ წილს შეადგენენ.

პორნო მსახიობები ცნობილები ხდებიან, მერე მათ რეკლამაში იღებენ, სხვა და სხვა თოქ-შოუებში იწვევენ. როგორც ნებისმიერი სხვა ჟანრის მსახიობები ესენიც კან-ვიზუალები არიან. რა თქნა უნდა კანშიც და ვიზუალშიც განუვითარებლები.

ეს ყოველთვის ბავშვობაში მძიმედ დაზიანებული კანი გოგონები და ბიჭები არიან რომლების საკუთარ სხეულს აღიქვამენ როგორც “აქტივს” რომელმაც შეიძლება “პური არსობისა” მოუტანოს. ვიზუალებს უყვართ ყურადღების მიქცევა და თუ ამის გემოვნებიანად გაკეთება ვერ შეძლეს, მაშინ სრული უგემოვნებით გვაოცებენ. კან-ვიზუალი პორნო მსახიობი არამხოლოდ იმას საჭიროებს, რომ მას უყურონ, ამისგან სიამოვნებასაც იღებს.

დღეს პორნოგრაფიის მომხმარებლები ძირითადად ანალის ვექტორიანი მამაკაცები არიან. და მისი გავლენისაგნაც ყველაზე მეტად ისინი ზარალდებიან, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ამას.

ანალებს თანდაყოლილი ძლიერი არადიფერენცირებული ლიბიდო აქვთ და ამასთან მონოგამებიც არიან. სიახლის ფაქტორი მათთვის სტრესულია და პარტნიორების ცვლილებასაც მტკივნეულად იტანენ. პარტნიორები კი, როგორც ეს ხშირად ხდება, დრო და დრო მიდიან. ანალებს კი ახალი კავშირების დამყარებისას პრობლემები ექმნებათ.

სწორი განვითარების პირობებში ისინი საუკეთესო და ძალიან ერთგული ქმრები არიან, არასოდეს არ შეხედავენ სხვა ქალს. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ბუნებით მოუხეშავები ხშირად ვერ პოულობენ სათანადო მიდგომას გოგონასთან, შედეგად კი რეალური სექსუალური გამოცდილებაც არ აქვთ.

გამოსავალს გარკვეული ხასიათის ვიდეოს ყურებისას მასტურბაციაში პოულობენ. ასეთ შემთხვევაში პონროგრაფიას დამღუპველი გავლენა აქვს და ანალი მამაკაცის შიშებს კიდევ უფრო აძლიერებს; პირველ რიგში მსახიობების საჩვენებელი “აპარატურის” ყურებისას მას უჩნდება საკუთარი ზომის ეფექტურობაში, მეორეც პირველი გამოცდილების შიში კიდევ უფრო უმძაფრდება, ხოლო მესამე – უფრთხის რომ ისე არ გამოუვა როგორც კინოში. შედეგიც არ აყოვნებს – ანალი უფრო მეტ პორნოს უყურებს და თავის “გაბერილ” კომპლექსებშიც უფრო ღრმად ეფლობა.

გარკვეულ მდგომარეობაში ვიზუალის ვექტორიანებსაც უყვართ პორნოს ყურება. მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი შეიძლება როგორც ექსგიბიციონისტები ისე ვუაიერისტები იყვნენ და ფიზიკურ და ემოციურ სიამოვნებას სხვისი სქესობრივი აქტის ყურებით მასტურბაციის გარეშეც იღებდნენ.

დღეს პორნოგრაფია საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მის გარეშე თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა ძნელია. მაგრამ პორნოგრაფია ეს მაინც სიყალბეა. სადღაც ის შეიძლება მაშველი რგოლის როლსაც ასრულებდეს – არარეალიზებული ლიბიდოს ძალა შეიძლება აუტანლად მტკივნეულიც იყოს და სახიფათოც. მაგრამ ეს მაინც რეალური განცდებისა და რეალური ურთიერთობის გაყალბებაა.

პორნო პროდუქციით სარგებლობის მიზეზები სხვა და სხვაა, აქ მათ მხოლოდ ოდნავ შევეხეთ, ხშირად ისინი ფრუსტრაციასა და დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული დიდი შინაგანი ტკივილის ზღვარზე დევს.

მოჩვენებითი ავსება წამიერად ორგაზმით განიმუხდება მეორე წუთას კი უკვე დგება რეალური ურთიერთობის ქონის, ვისიმე სიყვარულისა და გაფრთხილების, ვიღაცისტვის საჭირო და საყვარელ ადამიანად ყოფნის უუნარობის შეგრძნება. ხან და ხან ადამიანები ამას ვერც კი აცნობიერებენ. მაგრამ ეს მზარდ შინაგან კოლფლიქტს ვერაფერს აკლებს, სექსუალური სურვილი ხომ გაცილებით ღრმა და მოცულობითია ვიდრე მექნიკური მოქმედებები.

საკუთარი შინაგანი განცდების გასაგებად, ნამდვილი სიამოვნების მომტანი ურთიერთობის დასამყარებლად, საჭიროა პირველ რიგში მივიღოთ საკუთარი თავი და შევძლოთ პარტნიორის სურვილები გავიგოთ.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო  


Lorem ipsum dolor sit, amet consectetur adipisicing elit. Unde, aspernatur dicta! Totam est iste asperiores temporibus tempora distinctio aperiam repellat, nihil, similique eos qui esse, animi laudantium aliquid repellendus cupiditate!

მსგავსი სტატიები

  • ზიგმუნდ ფროიდი - ხასიათი და ანალური ეროტიკა

  • საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია

  • რეალიზაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში

  • მოკლედ რვა ვექტორის შესახებ

  • ამურის ისრები