საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?


საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

„მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა“ (ფრიდრიხ ნიცშე)

გვიყვარს თუ არა ჩვენ ის, ვუსმენთ რადიოთი თუ ყურსასმენით, დავდივართ კონცერტზე თუ თავად ვაჟღერებთ გიტარის სიმებს - ყველა შემთხვევაში, მუსიკა ჩვენი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრია. ის გვეხმარება მოდუნებასა და მობილიზებაში, მუსიკა გვეხმარება თავი დავაღწიოთ ყოფით აურზაურს, ან პირიქით-მთლიანად გადავეშვათ არსებობით ტკბობაში, მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვაწესრიგოთ აზრთა სვლა/მიმართულება,ვაპატიოთ ან შევიყვაროთ. მუსიკა არასოდეს გვტოვებს: ჩვილობისას ძლისპირულით გვატკბობს - და გვაცილებს ბოლო გზაზე ტრაურის მარშით.

მუსიკის მოსმენის სურვილს ყველა სხვა და სხვა ძალით განიცდის, ზოგი თვეში ერთხელ-ზოგიგ ყოველწუთიერად. საინტერესოა თუ როგორი ფსიქიკური წყობის დროს აღიძვრება მუსიკის მოსმენის სურვილი.

ვის სჭირდება ყველაზე მეტად მუსიკის მოსმენა? არიან ადამიანები რომლებიც უსმენენ კიდეც მუსიკას და თავადაც სიამოვნებით მღერიან. მათ უნდათ ბოლომდე შეიგრძნონ, საკუთარ თავში გაატარონ და გაითავისონ მუსიკა. შეგრძნება იმისა, თუ როგორ მიფრინავს შენი ხმა და ერწყმის სამყაროს ჟღერადობას - გვჩუქნის სამყაროსთან ერთიანობის საამო განცდას. მაშინაც კი თუ მუსიკალური სმენა სუსტია და ამის გამო ვერიდებით სხვების თანდასწრებით სიმღერას, განმარტოებით მაინც განვიცდით გამოუთქმელ სიამოვნებას ამ პროცესით. ესაა ვერბალური ინტელექტის მქონე ადამიანის განცდები. ხშირად - სიმღერა მათ ფსიქიკის მოთხოვნაა. ნებისმიერ საზოგადოებაში, კოლექტივში, სამეგობროში მოიძებნება ასეთი მეტიჩარა - კამპანიის სული. წვეულებაზე ის წარმოთქვამს იუმორით გაჯერებულ გამორჩეულ სადღეგრძელოებს, აუხსნის ყველას შეკრების მიზეზს და სიმღერასაც თავად წამოიწყებს. კამპანია მხიარული და მადლიერია ასეთი გულითადი და გახსნილი უერთიერთობების გამო, როდესაც გრძნობ რომ ყველა ერთ ტალღაზეა მომართული და მთლიანობას წარმოადგენს, სადაც თავადაც მნიშვნელოვანი ნაწილია.

მონაწილეთა კულტურული განვითარების დონის მიხედვით იქნება შერჩეული რეპერტუარი: პოპულარული სასტრადო, „შანსონი“ საავტორო სიმღერები. ადამიანების გაერთანება ვერბალური ინტელექტის ბუნებრივი თვისებაა და მუსიკა ამაში წარმატებით ეხმარება.

მგრძნობიარე და ადვილად აღელვებადი ვიზუალური ინტელექტის ადამიანი მუსიკას ემოციური განტვირატვის ან პირიქით ენერგიით ავსებისთვის იყენებს. რომანსები, სიმღერები სიყვარულზე, მელოდიური ინსტრუმენტალური მუსიკა - ესაა მისი არჩევანი. ასეთი ადამიანები მუსიკას ხშირად მოტივაციისთვის უსმენენ სპორტ დარბაზში ან სულაც სახლის მოწესრიგების დროს. მათი აზროვნება წარმოსახვითია, ემოციებს უმთავრესი ადგილი უკავია და სხვა რა თუ არა მუსიაკა-აავსებს შთაგონებით მათ ცხოვრებას.

ჩუმი, კონცენტრირებული, უემოციო, მათ ხშირად ვხვდებით ქუჩაში ან კომპიუტერულ კლუბებში - ესაა აბსტრაქტული ინტელექტის მატარებელი ადამიანი. ისინი ცოტას ლაპარაკობენ, აზრს თუ გამოთქვამს მოკლედ მაგრამ გასაგებად. მათთვის, ადამიანებისთვის, ვინც გამუდმებით არსებობის არსის ძიებით და არსის შეცნობით არიან დაკავებული, ვინც თავის თავში იდეების გენერირებას და მათში წვდომის განუწყვეტელ პროცესს აკვირდებიან, საუკეთესო მუსიკა-სიჩმეა. ეს ის გარემოა სადაც დროის უმეტესი ნაწილის გატარება სისურვებდნენ. თმცა ისინიც განიცდიან მუსიკის მოსმენის სურვილს, როგორც წესი კლასიკურის, დახვეწილის. მათი გარესამყაროსთან კავშირის და ინფორმაციის აღქმის ძირითადი ორგანო ყურებია. მათ, ვინც სამყაროს სმენით აღიქვამენ - მუსიკა ეხმარება გაეიმიჯნონ ყველაფერ ზედმეტს. თუ სმენას ფსიქიკა ცუდ მდგომარეობაში აქვს - მუსიკა ესაჭიროება როგორც ფონი, რომელიც ჩაახშობს და დროებით წაშლის უსარგებლო, მტკივნეულ აზრებს.

„მუსიკა მშვენიერი რამაა-როდესაც მოგხვდება, შენ არ გრძნობ ტკივილს“ (ბობ მარლი)

რისთვისაა საჭირო ამის ცოდნა?

იმის მიხედვით თ რა მუსიკას უსმენს ადამიანი შესაძლოა გავიგოთ - როგორ უყურებს სამყაროს. პატარა ბავშვი უსმენს მელოდიურ, დადებით, საბავშვო სიმღერებს. მოზარდს უკვე „დიდური“ ემოციები იბყრობს, გაურკვეველი,ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების ქარიშხალს ცდილობს თავი გაართვას და უსმენს ექსპანსიურ მუსიკას, მძიმე როკს. შეყვარებულობის პერიოდში ხშირია ლირიკული მუსიკით გატაცება. მოწიფულობის ასაკში ადამიანს საბოლოოდ უყალიბდება მუსიკალური მიდრეკილებები/მიმართულებები. კლასიკური მუსიკის მსმენელზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ის კარგად აღზრდილი, განათლებული ადამიანია. მძიმე როკს კი დეპრესიული მიდრეკილებებით უსმენენ. თუმცა ხშირად ხდება, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ახალგაზრდობის დროინდელი მუსიკალური გემოვნების ერთგული რჩება. მოსაუბრის მუსიკალური გემოვნების მიხედვით შეიძლება იოლად დავადგინოთ მისი ფსიქოტიპი. „მითხარი რა მუსიკას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ შენ!“

წყარო

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius

  • უძილობა – როცა საძილე საშუალებები უძლურია

  • სმენის ვექტორიანის განვითარების დონე და კლასიკური მუსიკა

  • სმენის ვექტორის თავისებურებები სცენარში

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • სმენის ვექტორიანის ალტრუიზმი

  • პატარა სმენების ზრდა-განვითარება

  • მე და სხეული