ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის


ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის

  დღევანდელი ლექცია იქნება ერთგვარი მინი-ტრენინგი, ემოციების შესახებ. ვფიქრობ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ადამიანი მეტნაკლებად ატარებს შესაძლებლობას ჰქონდეს და გამოხატოს ემოციები. ალბათ ასევე გსმენიათ გავრცელებული თეზისი, რომ ადამიანი თავადვეა საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. 

მოცემული პროექტი ძირითადად სწორედ ამ ორ თეზისს ეფუძნება. რა შუაშია ემოციები საკუთარი ცხოვრების მართვასთან? საქმე იმაშია, რომ საკუთარი წრმოდგენებით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრება დავამსგავსოთ ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც. რაზეა ეს დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მოვახერხებთ ჩვენ საკუთარი ტალანტისა და შესაძლებლობების გამოყენებას. 

თითოეულ ჩვენგანში არსებობს თვისებათა გარკვეული ნაკრები, რომელიც ჩვენ გვაძლევს განსაზღვრულ შესაძლებლობებს. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, რომლითაც აქ ვარსებობთ და შევიგრძნობთ ჩვენს არსებობას. გვაქვს გონება, რომ შევძლოთ აზროვნება, გეგმების შემუშავება, მიზნების დასახვა და ანალიზი. ასევე გვაქვს გარკვეული ემოციები. თუ ჩვენ შევძლებთ სწორად გამოვიყენოთ ეს უნარები და ასევე სხვა პარამეტრებიც, ჩვენ შეგვეძლება მოვაწყოთ საკუთარი ცხოვრება, ისე, როგორც გვსურს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ თამაშს - სახელად ცხოვრება - ძალზე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძელით გვერეალიზებინა საკუთარი შესაძლებლობები და გვესწავლა ჩვენი უნარების სწორად გამოყენება. ბევრია იმაზე დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ჩვენი ემოციების ვაქციოთ ჩვენს მოკავშირეებად. როდესაც ვდგებით რაიმე ცხოვრებისეული სირთულის წინაშე, გვჭირდება ვიყოთ თავდაჯერებულნი, რომ საკუთარი ემოციები კი არ გვასუსტებდეს, არამედ გვეხმარებოდეს. ბევრი ადამიანი ხელოვნურად ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საკუთარ ემოციებზე და დათრგუნოს ისინი. ასეთებს არ შეუძლიათ მთელი არსებით მიეცენ სიხარულს, ან მწუხარებას. მათ თითქოს კასტრირება გაუკეთეს საკუთარ ემოციებს, შეამცირეს მათი გარეგანი გამოხატვა. მათი გარეგანი მდგომარეობა საშუალო და თითქოს გაწონასწორებულია, მაგრამ ამასთან ერთად მათ დაკარგეს ემოციური პალიტრის შეგრძნება, მდგომარეობის მთელი სიღრმის განცდის უნარი. რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციები უნდა იყვნენ ჩვენი მოკავშირეები და არა ოპონენტები. იმიტომ, რომ თუ ვერ მოვახერხებთ საკუთარ ემოციებთან ,,მოლაპარაკებას“ მაშინ სიტუაცია გაგვირთულდება. ჩვენ ვსაჭიროებთ თავდაჯერებულობას, ვსაჭიროებთ ქმედების განცდას, ვსაჭიროებთ ქმედებით გამოწვეული ადრენალინის შეგრძნებას. მაგრამ თუ ემოციები ჩვენს წინააღმდეგაა, ამის ნაცვლად ვიღებთ გასაცოდავებულ მდგომარეობას, როცა არათუ თავდაჯერებულობა, არამედ სასიცოცხლო ენერგიაც კი აღარ გვაქვს და თავს ყველაფრისაგან დაცლილად შევიგრძნობთ. ამ დროს, იმის მაგივრად, რომ იბრწყინოთ, სცენის გარეთ რჩებით. შესაბამისად ჩვენს ცხოვრებაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ნეგატიური განწყობა. ეს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გვითრევს სასოწარკვეთილებაში. ბიბლიაშიც კი წერია, რომ სასოწარკვეთილება ყველაზე საშინელი სენი და მომაკვდინებელი ცოდვაა. რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენი ემოციები ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობენ? ასეთ დროს უკვე ძალიან რთულდება ბრძოლა საკუთარ თავთან. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა გავერკვეთ, თუ რა არის ემოციები. როგორ უნდა ვაქციოთ მოკავშირედ ის, რაც არ გვესმის? ამიტომ საჭიროა ვიცნობდეთ ჩვენს ემოციებს და მათ ბუნებას.

ჩვენი დღევანდელი ლექციის ფორმატი, რა თქმა უნდა არ იძლევა საშუალებას, რომ ბოლომდე სიღრმისეულად გავეცნოთ ამ საკითხს. ამიტომ ძირითადად ეს იქნება მოკლე მიმოხილვა. პირველი, რასაც უნდა ვუპასუხოთ, არის: ვინ ვის მართავს, ჩვენ ემოციებს, თუ ემოციები ჩვენ?! იმისთვის, რომ ამაში გავერკვეთ, გთავაზობთ პატარა მაგალითს.

წარმოიდგინთ სურათი, სადაც გზაზე მიდიან ადამიანი და ძაღლი. წინ ხეებია, მზე ანათებს, სურათის ერთ ნაწილზე ჩანს, როგორ ხედავს გარემოს ძაღლი, ის ხედავს იმას, რაც ჩანს: ხეებს, მზეს და გზას. სურათის მეორე ნაწილზე ჩანს, როგორ ხედავს გარემოს ადამიანი. მის მიერ აღქმული გარემო სრულიად განსხვავებულია: გარემოს ხედის გარდა, მის გონებაში ჩაყრილია უამრავი კადრი, და წარმოდგენა. ამავდროულად მის გონებაში ტივტივებს გადაუჭრელი კონფლიქტი დედასთან, დაუმთავრებელი საქმეები, პრობლემები ოჯახში. ამის პარალელურად ის იხსენებს დადებით მომენტებს, რომელთა ასოციაციასაც იწვევს მასში მოცემული ხედი და ა.შ. ორივე მათგანის (ადამიანის და ძაღლის) თვალები ერთი და იგივე სურათს ხედავს, მაგრამ ის სამყაროები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. ადამიანი, როგორც არსება, მთელი ცხოვრება ცხოვრობს ორ სხვადასხვა სამყაროში: 1. ფიზიკურ სამყაროში, რომელიც აღქმადია სხეულით, მას შეიძლება შევეხოთ, დავინახოთ, მოვუსმინოთ და ა.შ. სხეული თავისი შეგრძნებების საშუალებით, გვეხმარება ვიცხოვროთ ფიზიკურ სამყაროში და შევიგრძნოთ ის. 2. ამის გარდა არის სხვა სამყაროც, სამყარო ჩვენს შიგნით. ეს თვალისთვის უხილავი სამყაროა, ჩვენი ფიქრების, ოცნებების, ჩვენი ფსიქიკის სამყარო. ესაა ჩვენი განცდების, ემოციების სამყარო, რომელიც ბევრად ცდება ფიზიკური სხეულით აღქმადი სამყაროს ჩარჩოებს. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს შინაგან სამყაროს. ეს ორი ნაკადი, ფიზიკური და ფსიქიკური, ან სხვანაირად რომ ვთქვათ უხეში მატერიალური და ფაქიზი მატერიების სამყარო. მთავარი აქ იმის გაგებაა, რომ ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია ერთდროული არსებობა ამ ორივე სამყაროში. ხშირად ის ამას ვერც კი ამჩნევს. ჩვენს აზრებში მრავალი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ჩვენი გონება მუდმივი მუშაობის პროცესშია. თითქოს მთელი ჩვენი ყურადღება გარე ლანდშაფტზეა მიპყრობილი, მაგრამ ჩვენს გონებას შეუძლია ამის პარალელურად იფიქროს ამინდის ცვლილებაზეც. როდესაც ჩვენ ვთქვათ მანქანის მართვას ვსწავლობთ, თავიდან მთლიანად იმაზე ვკონცენტრირდებით, რომ რამე არ შეგვეშალოს, ამიტომ რაღაც დრო სხვა რამეზე საფიქრალად არც გვცალია, მაგრამ გადის რაღაც დრო და მართვის პროცესი მექანიკური ხდება, აღარ გვჭირდება ზედმეტად დაძაბვა, რეაქციებს თითქოს თავისთავად ვახდენთ. როგორც კი ეს ხდება, ჩვენი ყურადღება ფიზიკური სამყაროდან ისევ ფსიქიკურში გადაინაცვლებს. პრინციპში სწორედ ასე მუშაობს ე.წ. ავტომატიზმის მექანიზმი. ხდება ისეც, რომ ჩვენ მივდივართ, ვუყურებთ გარემოს, ჯერ ერთი აზრი გვიჩნდება, შემდეგ მეორე, თანდათან საერთოდ ვიკარგებით აზრებში, ჩვენს გარეთ რა ხდება საერთოდ ვეღარ ვამჩნევთ, სადღაც ჩვენს სამყაროში დავფრინავთ. ჩვენს ფიქრებსა და ემოციებს შეუძლიათ შორს გაგვიტაცონ, წაგვიყვანონ ისე, რომ ვერც კი გავიაზროთ. ძალზე ხშირად ჩვენი ემოციები თავს ჩვენგან დამოუკიდებლად იჩენენ, აგვიტაცებენ და სადღაც მიგვაფრენენ. სწორედ ემოციებია ის, რასაც ფიზიკურიდან ფსიქიკურ სამყაროში გადავყავართ (და პირიქით). უმეტესობაში ეს მარტივად ხდება, ცოტას იოცნებებენ, ოცნებით სადღაც იფრენენ და შემდეგ რეალობას უბრუნდებიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უკან ვერ გამოვიდნენ და ოცნებათა სამყაროში ჩარჩნენ. ისინი საკუთარი მაღალი ემოციური ამპლიტუდის გამო იმდენად შორს გაფრინდნენ ოცნებებში, რომ მათთვის ოცნებასა და რეალობას შორის ზღვარი ერთგვარად წაიშალა. სხეული ეძახის, დაბრუნებას თხოვს, სხეულს შია, წყურია ეს კი სადღაც აზრებშია ჩაკარგული. ზოგიც აზრებით ხან წარსულში გადადის, ხან მომავალში და ამით ცდილობს გაექცეს აწმყოში არსებულ შიშებსა და პრობლემებს. მაგრამ ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, ვარსებობთ გარკვეულ რეალობაში და საჭიროა რამენაირად ვადაპტირდეთ აქ.

ამისთვის საჭიროა შევასრულოთ რამოდენიმე მარტივი დავალება. ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ მუშაობა საკუთარ გონებასთან, სხეულთან და ემოციებთან. პირველი რაც გვჭირდება არის გავარკვიოთ აღვიქვამთ თუ არა საკუთარ ემოციებს ადექვატურად. ეს იქნება სასტარტო ნაბიჯი. ჯერ უნდა გავარკვიოთ რა დონეზე ვიცნობთ საკუთარ ემოციებს. შემდეგ კი ის, რაც უკვე გვაქვს უნდა ავიღოთ საწყის ბაზად და მასზე დავაფუძნოთ შემდეგი ნაბიჯები და გაცნობიერება. სანამ უშუალოდ დავალებაზე გადავალთ საჭიროა ცოტა უფრო დაწვრილებით ავხსნათ თუ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ სამყაროში (ფიზიკურსა და ფსიქიკურში). სხეულის დახმარებით ჩვენ ვკონტაქტობთ ფიზიკურ სამყაროსთან, ხოლო გონების საშუალებით - ფსიქიკურთან. სხეულთან ყველაფერი მარტივადაა, სხეულზე ჩვენ გვაქვს შეგრძნებები და საყოველთაოდ ცნობილი ხუთი გრძნობის ორგანო: მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება. შესაბამისად მათთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგდესაც ფსიქიკას ვეხებით, აქ უკვე ყველაფერი რთულდება. ფსიქიკაში ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი ხელსაწყო, რომელთა დახმარებითაც ვახდენთ ყველაფრის აღქმას. 1. შეგრძნებები (აქ მხედველობაში გვაქვს არა სხეულებრივი, არამედ ფსიქიკური შეგრძნებები). მაგალითად როდესაც თქვენ მიდიხართ ახალ ადგილზე, თქვენ მაშინვე შეიგრძნობთ იმ შთაბეჭდილებას, რაც სხვებს შეექმნათ თქვენზე და შეიგრძნობთ იმასაც მიგიღეს თუ არა ახალ გარემოში. 2. გრძნობები და ემოციები (მიყვარს, მძულს, მტკივა, მიხარია, მწყინს და ა.შ.). 3. გათვლები და შეფასებები. თქვენი პირადი ცხოვრებისეული სტრატეგია. ,,მე თუ ამას გავაკეთებ, აქედან მივიღებ ამას და ამას“. ეს გათვლაა. შეფასებები კი როგორც წესი შეეხება ჩვენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს. ,,მე მაქვს ესა და ეს რესურსი, გრიშას ესა და ეს და ჩემი შანსები გრიშასთან კონკურენციაში არის ამდენი და ამდენი პროცენტი“. 4. აზრები და ფიქრები. ისინი შეიძლება ყველაფერს შეეხებოდეს. აზრი შეიძლება იყოს იმდენად აბსტრაქტული, რომ მასში საერთოდ არ არსებობდეს ადამიანის აღქმა.

ის შეიძლება ეხებოდეს ,,ყოფნა არ ყოფნას“, სამყაროს არსს და ა.შ. მთელი ეს პალიტრა ჩვენს შიგნითაა წარმოდგენილი. ფიზიკური სამყაროს კუთხით ჩვენ შევიგრძნობთ საკუთარ სხეულს, ხოლო სხეული შეიგრძნობს გარემომცველ სამყაროს. ხოლო არაფიზიკური სამყაროს კუთხით ჩვენ გვაქვს ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ხელსაწყო: შეგრძნებები, გრძნობები (ემოციები), გათვლები და აზრები. როდესაც ადამიანის ირგვლივ ხდება რაღაც არასასიამოვნო მოვლენა, ხშირად იჭედება ამ ოთხი ხელსაწყოდან ერთერთის აღქმა. ამ დროს ხდება არც თუ ისე სახარბიელო მოვლენა. ადამიანი იწედება აღქმის ერთერთ მექანიზმში და თითქმის წყვეტს ყველაფერ დანარჩენის აღქმას. ხდება ,,გაჭედვა“ რომელიმე მექანიზმში, ან რომელიმე კონკრეტულ ფიქრში. ასეთ დროს ჩვენ ვეღარ ვახერხებთ შევიგრძნოთ სრული პალიტრა. ამას კი მივყავართ არსებული დონის ვარდნამდე. ეს იმას გავს, როდესაც თქვენ საკმაოდ კარგად იცოდით რაღაც თამაში, მაგალითად ჭადრაკი, მაგრამ თუ ის ძალზე დიდი ხნის მანძილზე არ გითმაშიათ, თქვენი სათამაშო დონე იკლებს. გონებასთანაც თითქმის იგივე ხდება. თუ ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ ვიყენებს გონებაში არსებულ აღქმის რომელიმე ხელსაწყოს ჩვენი შესაძლებლობები ამ კუთხით ეცემა. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ სავარჯიშოს. ამ სავარჯიშოს პირობითად შეიძლება ეწოდოს ,,შუქურა“. რა არის შუქურა, ესაა ერთგვარი ორიენტირი. როდესაც ჩვენ ვკარგავთ საკუთარი ემოციებისა და შეგრძნებების აღქმის უნარს, ჩვენ ამ დროს ვკარგავთ კავშირს საკუთარ ნაწილთან. ეს სავარჯიშო არის ერთგვარი შინაგანი მაჩვენებელი საკუთარი დამარხული ემოციების საპოვნელად.

დაჯექით მშვიდად, მოდუნდით, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, დახუჭეთ თვალები და კითხეთ საკუთარ თავს: ,,რას ვგრძნობ ახლა საკუთარ სხეულში?“, რა სიგნალი მოდის შიგნიდან პირველად? სადღაც სიმხურვალეს, ან სიგრილეს იგრძნობთ, შეიძლება სადღაც სიმძიმე იგრძნოთ, ან რაღაც გბოჭავდეთ. სხეულის ზოგ უბანში შეგრძნებები მეტად მკაფიოა, ზოგგან ნაკლებად. დააკვირდით ამ ყველაფერს აზრობრივად დახლოებით 5 წუთის განმავლობაში (ჩაწერა აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ გნებავთ სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ კიდეც ჩაიწეროთ შთაბეჭდილებები). (შეიძლება ზოგ თქვენგანს ამ დროს ჰქონდეს პრობლემები საკუთარი სხეულის აღქმასთან დაკავშირებით, ან მოხდეს ერთგვარად კაონტაქტის დაკარგვა საკუთარ თავთან, მაგრამ ამის ნუ შეგეშინდებათ). მშვიდად განაგრძეთ სავარჯიშო და ჰკითხეთ საკუთარ თავს სხეულის რა ნაწილში რა შეგრძნებები გიჩნდებათ. შეადარეთ ისინი ერთმანეთს. თუ რომელიმე ნაწილში გაგიჩნდათ განსხვავებული განცდა, ანუ იგრძენით სხვაობა სხვა ორგანოებთან შედარებით, ეს თქვენ გონებაში მოინიშნეთ. შედეგად მიიღებთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას საკუთარ თავზე. თუ ზემოთჩამოთვლილი რომელიმე ხელსაწყო თქვენში ცუდად მუშაობს და გწყვეტთ რეალობას, ეს სავარჯიშო დაგეხმარებთ იმაში, რომ,,დამიწდეთ“ და დაუბრუნდეთ საკუთარ თავს. მეორე მხრივ ის პასუხს გასცემს კითხვას, თუ რას გრძნობთ საკუთარი სხეულის შიგნით. დასვით შემდეგი კითხვა: ,,რა ემოცია გიჩნდებათ ამ სავარჯიშოს კეთების დროს?“. თუ თქვენ პირველ ჯერზე ვერ შეძლებთ დაიჭიროთ ეს ემოცია, ცოტა ხნით შეისვენეთ და მოგვიანებით გაიმეორეთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რა განცდა გეუფლებათ სავარჯიშოს კეთების დროს, სიმშვიდის, თუ შფოთვის. დააკვირდით გახარებული ხართ თუ გაღიზიანებული, ანუ თქვენი განცდები სასიამოვნოა თუ უსიამოვნო. და რაც მთავარია, ეცადეთ გაარჩიოთ, თუ რასთანაა კავშირში თქვენში გაჩენილი დადებითი, ან უარყოფითი განცდა. ეს რამოდენიმე შტრიხი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რას გრძნობთ. თუ თქვენ მოახერხეთ დაიჭიროთ თუ რას გრძნობთ, ეს ბევრად გაგიადვილებთ გაუკეთოთ აზრობრივი ფორმულირება იმას, თუ რას ფიქრობთ. რადგან თქვენ გაიგებთ როგორაა შეფერილი თქვენი ემოციები და როგორაა აზრების ნაკადი მათთან დაკავშირებული. არ დაგავიწყდეთ მიღებული რეზულტატის მონიშვნა (თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ რეზულტატი გაგვიზიაროთ). ეს დავალება საკმაოდ ეფექტურია, ნებისმიერი სტრესული სიტუაციის დროს, ამასთან არ საჭიროებს დიდ დროს (მის შესრულებას ჭირდება სულ 5 წუთი). მისი დახმარებით შეძლებთ დამშვიდდეთ და დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. დროთა განმავლობაში სულ უფრო უკეთესად შეძლებთ საკუთარ სინაგან მდგომარეობაში გარკვევას. შეიძლება ეს სავარჯისო გამოიყენოთ ასევე სტრესული მდგომარეობის დროს გადატვირთვის ღილაკად. სასურველია, ეს სავარჯისო გააკეთოთ ყოველ დღე (სასურველია ერთი და იმავე დროს). მისი დახმარებით შეძლებთ ისწავლოთ საკუთარი სხეულის მოსმენა, იგრძნოთ საკუთარი შეგრძნებების, ემოციების, აზრებისა და გრძნობების მიმდინარეობა.

საკითხის ცოტა უკეთ გასაცნობად მოვიყვანთ ერთ სტატისტკას: არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები როგორც წესი არიან ბედნიერები მაშინ, როდესაც ისინი არიან აღელვებულნი. ხოლო ხანდაზმულები პირიქით, ბედნიერებას პოულობენ სიმშვიდეში. რაშია აქ საქმე? რატომა ასე? იმიტომ რომ ახალგაზრდებს ჭირდებათ ქმედები, რაღაცის შეცვლის განცდა, ემოციათა მოჭარბება, ხოლო ხანდაზმულთა უმეტესობას ეს უკვე ყელში აქვს ამოსული და მათ უმეტესობას ჭირდება სიმშვიდე. ახალგაზრდები ჯერ კიდევ ახლა იწყებენ ცხოვრების გაცნობას, მათთვის ყველაფერი საინტერესოა, მათ ჯერ არ მოუსინჯავთ თავისი ზალები ცხოვრებასთან ჭიდილში. ისინი საჭიროებენ ახალ განცდებს, ახალ შეგრძნებებს, ახალ ემოციებს. მათ აქვთ ვებრად მძლავრი უკმარისობის გრძნობა და ცხოვრებით სრულად ტკბობის სურვილი. როდესაც ადამიანი ბერდება, არის ორი შესაძლო სცენარი. 1. თუ ის სწორად რეალიზდა, მაშინ მას მშვიდად შეუძლია დატკბეს საკუთარი ღვაწლის შედეგით, ან ისევ განაგრძოს მუშაობა არჩეულ სფეროში. 2. თუ მან ვერ ისწავლა საკუთარი ცხოვრების, ემოციებისა და თვისებების მართვა და თუ ამის გამო ვერ შეძლო რეალიზება, მაშინ მას უჩნდება ტანჯვის შეგრძნება უაზროდ გაფლანგული ცხოვრების გამო. ამიტომ მას ურჩევნია, რომ ზედმეტ მღელვარებას გაერიდოს, შექმნას თავის ფსიქიკაში მყუდრო კუნძული, სირაქლემასავით ჩარგოს თავი ქვიშაში და შეიქმნას სიმყუდროვის განცდა.

ეცადეთ გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს იმ ემოციების დამანგრეველი ძალა, რომლებიც ვერ შევძელით გვექცია საკუთარ მოკავშირეებად. თუ თქვენ მიხვდით რაზეც ვსაუბრობთ, მაშინ გავარკვიოთ საიდან მოდის ეს დამანგრეველი ძალა, რას ეფუძნება იგი, რატომ იქცევა ემოციები მძლავრ გამანადგურებელ ენერგიად (რა თქმა უნდა ჩვენი ლექციის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, რომ ამ ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ ვეცდებით მოკლედ ავხსნათ). შეგრძნებებს ახასიათებთ პირდაპირი უკურეაქცია. ემოციის პირველი თვისება არის ის, რომ მას ახასიათებს ენერგიის გადავადება. რას ნიშნავს პირდაპირი უკურეაქცია? ან რას ნიშნავს ენერგიის გადავადება? მოვიყვანოთ საკმაოდ უხეში მაგალითი: ვთქვათ ხელში რაღაც ჩაგერჭოთ. რას გრძნობთ? ტკივილს. ეს პირდაპირი უკურეაქციაა. ეს ჩვეულებრივი შეგრძნებაა და მისი მუშაობა სწორხაზოვანია. არსებობს გამომწვევი მიზეზი და არსებობს შესაბამისი შეგრძნება. სხეულებრივი შეგრძნებების კუთხით პრინციპში არსებობს ორი ძირითადი ტკივილი და სიამოვნება. მაგრამ ემოციებთან ყველაფერი უფრო რთულადაა. შესაძლოა მოვლენა მოხდეს რაღაც დროით ადრე, მაგრამ ემოციურ მღელვარებას ეს მოვლენა ჩვენში ისევ იწვევდეს. ვიღაცამ ერთი წლის წინ გაწყენინათ, თქვენ კი მასზე ისევ ბრაზობთ. წყენინების ფაქტი უკვე წარსულშია, მაგრამ ეს თქვენ ისევ ისე გაყენებთ ტკივილს. სწორედ ამას ეწოდება გადავადებული ენერგია. წარსულში მომხდარი სასიამოვნო ფაქტის გახსენება, ჩვენ ისევ აღგვიძრავს ბედნიერების განცდას, თუმცა თვით მოვლენა დიდი ხნის წინ მოხდა. მოვლენა აღარ არსებობს, მაგრამ მის მიერ აღძრული ემოცია რჩება. რჩება ამ ემოციის მიერ გამოყოფილი ენერგიაც. სწორედ ამაშია ემოციის უზარმაზარი ძალა. რაღაც ერთხელ მოხდა, ადამიანი კი დიდი ხნის მანძილზე განაგრძობს ამ მოვლენაზე ფიქრს და მის განცდას.

ემოციებს აქვთ მეორე თვისებაც: საქმე იმაშია რომ ემოციები რეაქციულია. ანუ ჩვენ ემოციით ვრეაგირებთ იმაზე, რაც უკვე მოხდა. ეს გავს ჭადრაკის თამაშში შავებით თამაშს, როდესაც იძულებული ხარ, მოწინააღმდეგის სვლაზე მოახდინოთ რეაგირება. ემოციათა კუთხით ადამიანს ყოველთვის შავებით უწევს თამაში. ანუ ჩვენი ემოცია, ყოველთვის არის იმის შედეგი, რაც მოხდა. თავად ემოცია არ არის ახალი მდგომარეობის დამაფორმირებელი, ის ყოველთვის ვლინდება პასუხად რაღაც მოვლენაზე. ანუ ის ვერ უსწრებს მოვლენებს, ის მხოლოდ მოვლენის პასუხია. გამოდის, რომ თუ ჩვენ ვცდილობთ მოქმედება დავაფუძნოთ ემოციებზე, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია გვმართავს ჩვენ და არა პირიქით. ადამიანებმა მოიგონეს საშუალებები, რომ აიძულონ სხვები, გაკეთებინონ ის, რაც სურთ. დღევანდელ ეპოქაში გამოვლინდა ამის ხელოვნურად განხორციელების არაერთი პრაქტიკა, არსებობს მთელი სწავლება ამის შესახებ (NLP). მაგალითად რეკლამა, არის საშუალება, გვმართოს სხვამ, ჩვენში ხელოვნურად აღძრული ემოციების საშუალებით და გვაიძულონ მოგვინდეს კონკრეტული პროდუქტი. ,,ჩვენი ლუდი ისხმება 1769 წლიდან, ჩვენი ლუდი, დროში გამოცდილი გემო“, ხედავ იმ ფირმის ლუდს და შენდაუნებურად გიტივტივდება სლოგანი გონებიდან. ემოციათა გამოწვევაზეა აგებული ფილმებიც, განსაკუთრებით საშინელებათა ფილმები. ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, დაძაბული მუსიკა, კარის ჭრიალისა და წვეთების ხმა, ჩრდილის გაელვება, სახეზე კონცენტრირებული ღია შუქი და მაშინვე ვიღებთ შიშით დაძაბულ და აკანკალებულ მაყურებელს. სხვა ფილმში ვხედავთ მთავარი გმირის თავგანწირვას სიყვარულისთვის, ან სამშობლოსთვის და ჩვენში იმ წამსვე იღვიძებს შესაბამისი ემოცია, ნახევარი კინოდარბაზი ქვითინებს. ეს ყველაფერი ემოციების ძალაა. მაგრამ ზოგჯერ ეს ემოციების უკონტროლობა უკიდურესობამდე მიდის. მაგალითად: ნებისმიერმა ეკონომისტმა იცის, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს, რეალურად ფული არსად ქრება, მაგრამ ხალხში ჩნდება კონკრეტული ემოცია, რის გამოც ისინი ცდილობენ ფული მეტად დაზოგონ, ეს აჩენს ფულის დეფიციტს, რის გამოც კრიზისი უფრო ღრმავდება. ამაში დამნაშავე კი პირველ რიგში ემოციებია. ემოციებმა შეიძლება იმდენად დაგვიმორჩილოს, რომ მათი გავლენით ჩავიდინოთ ისეთი რამ, რასაც საღ აზრზე არასოდეს გავაკეთებდით. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მათი შეკავება და საკუთარ მოკავშირედ ქცევა.

ახლა კი მოვიდა დრო ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. უკვე ვთქვით, რომ ადამიანი ერთდროულად ცოვრობს ორ პარალელურ სამყაროში (ფიზიკურსა და ფსიქიკურში). ასევე ვთქვით, რომ ფსიქიკასი არსებობს ძალზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელსაც ეწოდება ემოციები. უკვე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას, ან როგორ ,,დავმიწდეთ“. ვახსენეთ ისიც, თუ რა ძალა გააჩნიათ ემოციებს. იცით ისიც, რომ ემოციები ვლინდება როგორც მდგომარეობის შედეგი. ამიტომ საჭიროა დავგეგმოთ მდგომარეობა, ხოლო შესაბამისი ემოციები ავტომატურად მოვა. ახლა კი საჭიროა თითოეულმა თქვენგანმა უპასუხოს მთავარ კითხვას: ვინ ვისთვის ცხოვრობს? თქვენ ემოციებისთვის თუ ემოციები თქვენთვის? ამის გასარკვევად მივმართოთ მეორე საშინაო დავალებას. ეცადეთ არსობრივად გაიაზროთ რამდენი შეცდომა დაუშვით ცხოვრებაში მხოლოდ ემოციურ ნიადაგზე. იმისთვის რომ ეს გაგიადვილდეთ, დაგისვამთ რამოდენიმე მიმანიშნებელ კითხვას. მაგალითად: ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ შეგიშალათ ხელი შიშმა საკუთარი სურვილისამებრ მოქცევაში? რამდენჯერ მოხდა, რომ ამის გამო ვერ შეძელით გაგეკეთებინათ სასურველი საქმე? როგორც წესი ეს მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანის დაწყებას აპირებთ და რისკის საფასური მეტისმეტად მაღალია. ეცადეთ შეაფასოთ ემოციები თქვენი ქმედებების დამხმარეა, თუ ხელისშემშლელი? მაგალითად: გაიხსენეთ ბოლო ხუთი კონფლიქტი, რომელიც სხვა ადამიანებთან მოგივიდათ. გაიხსენეთ რა ემოციები გქონდათ ამ დროს, აყევით თუ არა ამ ემოციებს და რა იყო საბოლოო შედეგი. შეძელით თუ ვერა ღირსეულად დაგეცვათ საკუთარი პოზიცია? ხომ არ შეგეშინდათ საკუთარი აზრის გაბედულად თქმა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ეცადეთ შეაფასოთ, ემოციათა ამჟამინდელი გამოხატვის ფორმები გეხმარებათ, თუ ხელს გიშლით. რმდენჯერ გქონიათ სემთხვევა, როცა სიბრალულის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ შეძელით გეთქვათ სხვებისთვის არა, მაშინ როცა რეალურად ამის თქმა გინდოდათ, ან პირიქით რამდენჯერ შეგეშინდათ სასურველზე დათანხმება? რამდენჯერ იყო, რომ ემოციათა ჭარბი მოწოლის პერიოდში მხედველობიდან გამოგრჩათ რაღაც მნისვნელოვანი? ეს ის შემთხვევებია, როცა თქვენი შინაგანი ემოციური განწყობა გავლენას ახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე.

ასევე მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენ დროს კარგავთ ცუდ განწყობაზე? ჩვენი ცხოვრებისეული წარმატება შეიძლება შეფასდეს სხვადასხვანაირად, სხვადასხვა პარამეტრებით. კარიერით, ფინანსებით, ცნობადობით, ოჯახით, რეალიზებულობის პირადი შეგრძნებით და ა.შ. მაგრამ არსებობს კრიტერიუმი, რომელიც თავის თავში გარკვეულწილად მოიცავს ყველა ამ კრიტერიუმს. ესაა დრო. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერი საჭიროებს დროს. ეს არის ერთგვარი ბაზა, რაზეც ლაგდება ყველაფერი დანარჩენი. ამიტომ საჭიროა უპასუხოთ კითხვას: ხომ არ გაკარგინებენ ემოციები ყველაზე ძვირფას კაპიტალს - თქვენს დროს?

და ბოლო კითხვა: რამდენი ცუდი გადაწყვეტილება მიგიღიათ ემოციურ ნიადაგზე? ეს ორი რამ არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ემოციების უკონტროლობამ დაგმართოთ: დროის ფუჭად დაკარგვა და ცუდი გადაწყვეტილებები. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ წყენის მდგომარეობაში, ისინი მუდამ ატარებენ შეცდომის მაღალ ალბათობას. მაგალითად ძვირფას ადამიანს რაღაცაზე გაუბრაზდით, გაიჯახუნეთ კარი და გაიქეცით. თქვენ ბრაზობთ, ის განიცდის და შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ორივე თქვენგანს მთელი დღე ჩაშხამდება, დაკარგავთ დროს, გამოყოფთ უარყოფით ემოციას და ა.შ.

ამიტომ არასოდეს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაგეგმოთ საკუთარი ქმედება ცუდი განწყობის, წყენის, ბრაზის, შიშის ან რაიმე სხვა ნეგატივის დროს. გააკეთეთ ყველაფერი, რომ როგორღაც შეძლოთ და გადაწყვეტილების მიღება გადადოთ მანამ, სანამ არ დაუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას. წყენის, შიშის, ან სხვა ნეგატივის დროს მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის არასრულყოფილია და მუდამ ატარებს ამ ემოციათა ანაბეჭდს ფსიქიკაში. აქციეთ ეს წესი, თქვენი ცხოვრების ,,ოქროს წესად“. აქ ჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა: კი მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს? ამისთვის მთავარია ისწავლოთ ემოციათა ფლობა და გაცნობიერება (ჩვენი ტრენინგის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ეს კურსი).

შევაჯამოთ ჩვენი ლექცია. ჩვენ გავიგეთ, რომ ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ - ფიზიკურ და ფსიქიკურ სამყაროში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფსიქიკა და სხეული არის ორი ძირითადი ხელსაწყო ჩვენი ქმედებისათვის. ვისაუბრეთ პრაქტიკაზე, სახელად ,,შუქურა“, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავთან დაბრუნებაში და წარმოადგენს ერთგვარ ,,გადატვირთვის ღილაკს“. ასევე ეს პრაქტიკა დაგვეხმარება შევაფასოთ საკუთარი თავი ნეიტრალური პოზიციიდან. გავიგეთ, რომ ემოციებს ახასიათებთ ,,გადავადებული რეაქცია“. საბოლოოდ მივიღეთ დასკვნა, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება ემოციურ ნიადაგზე (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციის დროს).

წყარო

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • მისი უდიდებულესობა შოპინგი

  • რეალიზაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში

  • ტემპერამენტი (ნაწილი პირველი)

  • აშშ. ვექტორული ანალიზი

  • ვექტორული კომბინაციების შესახებ

  • სტოპ კადრი ანუ შეხედე შენს თავს გვერდიდან

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

  • ბუნებრივი კანონები სისტემურ-ვექტორული ანალიზის საფუძველში