ვექტორული ფსიქოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი
ვექტორული ფსიქოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი
ავტორები: სერგო ღამბაშიძე და მამუკა გურული
ვექტორი - ნიშნავს მიმართულებას. აქ განხილულია როგორც ფსიქოტიპი და მისი სურვილის მიმართულება. მიღების სურვილის ფსიქიკური მიმართულება. სურვილის დაკმაყოფილება თანდაყოლილი თვისებების რეალიზაციის გზით.
ვექტორული თვისებები - ვექტორის თანდაყოლილი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც იგი თავის ფუნქციებს ასრულებს.
ვექტორის ტემპერამენტი - სურვილების ძალა ვექტორებში.
ვექტორული სცენარი - როდესაც ადამიანს აქვს როგორც ქვედა, ისე ზედა ვექტორები, ხდება საყრდენი ქვედა და წამყვანი ზედა ვექტორის ერთმანეთთან მჭიდროდ კომბინირება, რაც ქმნის ახალ, უფრო რთული წესრიგის კავშირს.
ქვედა ვექტორები - ვექტორები, რომელთა სურვილები აქცენტირებულია ლიბიდოზე და წარმოადგენს ადამიანში ცხოველური დონის სურვილების გამოვლინებას. არსებობს 4 ქვედა ვექტორი: კუნთის, ანალური, კანის და ურეთრალური.
ზედა ვექტორები - ვექტორები, რომელთა სურვილები აქცენტირებულია შემეცნებაზე და წარმოადგენს ადამიანში ადამიანური დონის სურვილების გამოვლინებას. არსებობს 4 ზედა ვექტორი: ორალური, ვიზუალური, ყნოსვის და სმენის.
ფსიქიკის ფენები - ვექტორის შინაგანი სტრუქტურა. თვისებათა პაკეტის ფუნქციურ დონეებად დაყოფა. ვექტორული ფსიქოლოგია გამოყოფს ფსიქიკის 5 ფენას: ფუძე, აღქმა, ურთიერთობა, ქმედება, რეალიზაცია.
ფუძე - ვექტორის ფუნდამენტური ფუნქცია, მისი არსი.
აღქმა - ვექტორის მსოფლმხედველობრივი მოდელი. ფსიქოტიპის თვალსაწიერი: როგორ აღიქვამს გარესამყაროს და თავის ადგილს ამ სამყაროში. ვექტორული ფსიქოლოგია განასხვავებს აღქმის განვითარების 4 დონეს: მინერალურს, მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს.
ურთიერთობა - თვისებათა ნაკრები, რომელიც პასუხისმგებელია ინდივიდის ურთიერთობაზე ერთი-ერთთან. იმაზე, თუ როგორ აწყობს ინდივიდი სასიყვარულო, პარტნიორულ, მეგობრულ და ა.შ. ურთიერთობებს.
ქმედება - თვისებათა ნაკრები, რომელიც ეხმარება ინდივიდს, იმოქმედოს სოციუმში და დაიწყოს ჯგუფში რეალიზება.
რეალიზაცია - თვისებათა ნაკრები, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი რეალიზდება ჯგუფში და იკავებს რანგს.
ვექტორული დიაგნოსტიკა - ადამიანში ვექტორული ნაკრების, სცენარის და სხვა პარამეტრების დადგენა.
დომინანტი ვექტორი - წამყვანი ვექტორი, რომლის სურვილები და თვისებები უფრო მკაფიოდაა გამოკვეთილი და ახდენს დომინაციას სხვა ვექტორების სურვილებზე.
კომპლიმენტარულობა - ვექტორების ისეთი კომბინაცია რომლის დროსაც არ არის წინააღმდეგობები სხვადასხვა ვექტორების სურვილების და თვისებების რეალიზაციისას და ხდება მარტივად სიმბიოზირება.
კონტრარულობა - ურთიერთწინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა ვექტორული სურვილების და თვისებების, რომლებიც იწვევენ შინაგან წინააღმდეგობას და შეუთავსებლობას, ასევე დაძაბულობას. ამ წინააღმდეგობის გამო ადამიანში შეიძლება გაჩნდეს შინაგანი კონფლიქტი.
ალტრუიზმი - გაცემის სურვილი.
სახეობრივი როლი - ა) თანდაყოლილი ვექტორული წყობის შესაბამისი ვექტორული ფუნქციების ნაკრები. ბ) ვექტორის (ფსიქოტიპის) პირვანდელი რეალიზაცია რეალიზაცია ჯგუფში.
არქეტიპი - ვექტორული თვისებების გამოვლენა პირველყოფილ ჯგუფში.
არქეტიპული ქცევა - რეალიზების მცდელობა პირველყოფილი სარეალიზაციო მოდელით.
მენტალიტეტი - ამა თუ იმ ვექტორის ფასეულობა, გავრცელებული ნაციონალურ დონეზე ერთგვარი კულტურული ზედნაშენის სახით, რაც განაპირობებს ეთნო-კულტურულ, მორალურ თუ ნაციონალურ თავისებურებებს.
ქვემენტალიტეტი - ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, შედარებით მცირე სივრცეში აღმოცენებული მენტალური ზედნაშენი.
მიკრომენტალიტეტი - ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, გაცილებით მცრე სივრცეში, მაგალითად კონკრეტულ ოჯახში, საგვარეულოში, უბანში, სამეგობროში, ოფისში და ა.შ. გავრცელებული მენტულირი ზედნაშენი.
პუბერტატი - სქესობრივი მომწიფება.
ემპათია – ადამიანის უნარი - გამოხატოს სხვების მიმართ თანაგრძნობა და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
რანჟირება - ადამიანების საკუთარი ფუნქციით დანახვის და მისთვის ამ ფუნქციის შესაფერისი საქმიანობის მონახვის უნარი.
ლანდშაფტი - მთელი ფიზიკური და მეტაფიზიკური გარემო (ცოცხალი ნივთიერებების კაფსულის ირგვლივ), ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, სოციუმი, კულტურა, იდეოლოგია, მენტალიტეტი, ურთიერთობათა სისტემა და ა.შ.
ლანდშაფტის ზეწოლა - გარემო ფაქტორების ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე, რომელიც ასტიმულირებს ვექტორალური თვისებების საპასუხო რეაქციას.
დაშენება - სხვა ვექტორის ფასეულობების ხელოვნური ჩართვა ბუნებრივ სურვილებში. სხვა ფსიქოტიპის ქცევითი მოდელის კოპირება, რაც იწვევს ბუნებრივი სარეალიზაციო მოდელიდან გადახვევას.