ექსტრავერსია და ინტრავერსია (სისტემური ხედვა)


ექსტრავერსია და ინტრავერსია (სისტემური ხედვა)

ხშირად ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ ადამიანის ქცევები იმით, რომ იგი ინტრავერტი ან ექსტრავერტია. ეს ცნებები, რომლებიც დამკვიდრდა ჩვენს ჩვეულ საუბარში, პირველად შემოიღო შვეიცარიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა. მისი განსაზღვრება ასეთი იყო:

ინტრავერსია — სიტყვა-სიტყვით «შიგნითკენ მიმართულობა». ადამიანის მიერ თავისი წარმოსახვის შინაგანი სამყაროსკენ მიმართვა. ინტრავერტები ჩვეულებრივ მგრძნობიარენი არიან, მიდრეკილნი თვითანალიზისადმი და თვითკრიტიკისადმი. მათთვის არაა დამახასიათებელი სპონტანური მოქმედებები, არც ისე ადვილად შედიან ურთიერთობაში და არ ახასიათებთ გამოხატული ემოციები; ინტრავერტი უფრო მეტად თავის ფიქრებში და ფანტაზიებშია ჩაძირული, ხშირად ადამიანებთან ურთიერთობას ფიქრს ამჯობინებს.

ექსტრავერსია — სიტყვა-სიტყვით «გარეთკენ მიმართულობა». ადამიანი წარმოადგენს ექსტრავერტს, თუკი მისი ძირითადი ინტერესები გარე, ობიექტურ სამყაროშია და მასში ხედავს უმაღლეს ფასეულობას. ამგვარად, ექსტრავერტი ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს ამჯობინებს, განსხვავებით წარმოსახვით სამყაროში ჩაძირვისგან და ინტროსპექციისგან.

თუმცაღა იუნგის სიცოცხლეშივე ეს ტერმინები კრიტიკის ქვეშ მოექცა. კრიტიკოსების ძირითადი არგუმენტი ამ განსაზღვრებების ძალზე ფართე, ყოვლისმომცველი ხასიათი იყო.

და მართლაც, ნუთუ ხშირადაა შესაძლებელი, რომ ადამიანზე ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, ინტრავერტია ის, თუ ექსტრავერტი? ამ კითხვაზე პასუხისთვის, განვიხილოთ მაგალითი.

აი, ვხედავთ ლამაზ, ჩამოყალიბებულ მამაკაცს. სხეულის ძლიერი აგებულება, მწველი, ნათელი მზერა, ჭკვიანი, ღრმა თვალები. ურთიერთობაში სასიამოვნოა, კეთილია და გახსნილი, უყვარს ბავშვები, კარგად უგებს ქალებს, ამავე დროს უყვარს წყნარად, კუთხეში ჯდომა და წიგნის კითხვა, კარგი მუსიკის მოსმენა, და მეტ სიამოვნებას ღამე და განმარტოება ანიჭებს. ერთ მომენტში იგი ექსტრავერტი ჩანს, მეორეში კი – ინტრავერტი. რაშია საქმე?

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია საშუალებას იძლევა, რომ უზუსტესი სახით გავიგოთ ასეთი ადამიანის ბუნება. განხილულ მაგალითში ჩვენ საქმე გვაქვს ქვემოთ (ქვედა ვექტორებიდან) ანალ-კან-კუნთ, ხოლო ზემოთ სმენა-ვიზუალ მამაკაცთან. ცოცხალი ნივთიერების მისი კაფსულის შემადგენლობაშიშედიან როგორც ექსტრავერტული ვექტორები, ასევე ინტრავერტული. ურთიერთობის მოყვარული, მხიარული, სილამაზისადმი მსწრაფველი, ამ სამყაროზე დამკვირვებელი და შემმეცნებელი, თანამგრძნობიარე და მოსიყვარულე ვიზუალები — ესაა ექსტრავერტი ვექტორი. საკუთარ თავში, მასში მიმდინარე პროცესების სიღრმეში ჩაძირული, სიჩუმის და სიმშვიდის მოყვარული, ყველაფერი გარეგნულისადმი გულგრილი და ყველაფერში აზრის მაძიებელი სმენა — ინტრავერტი ვექტორია. და ორივე ეს ვექტორი ერთ ადამიანში. არანაირი წინააღმდეგობა.

ექსტრავერტები და ინტრავერტები სუფთა სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდებიან, როდესაც ცოცხალი ნივთიერების ერთ კაფსულაში (ერთ ადამიანში) მხოლოდ ექსტრავერტი ან მხოლოდ ინტრავერტი ვექტორები შედიან.

მაგალითად, საქმე გვაქვს სუფთა ანალ-სმენასთან. იგი მთელი ცხოვრება სახლში ზის და სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობს, თუ რეალიზებული არაა. ხოლო თუ რეალიზებულია, იგი, როგორც პერელმანი, იმდენადაა ჩაძირული მეცნიერებაში, რომ საერთოდ არ აინტერესებს გარესამყაროს არანაირი გამოვლინება. ამასთან, განსხვავებით სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველი სმენის ადამიანისგან, პერელმანი აკეთებს გენიალურ მეცნიერულ აღმოჩენებს და ამით მთელს კაცობრიობაზე მუშაობს.

სუფთა ექსტრავერტის მაგალითს წარმოადგენს კან-ვიზუალი ქალი (ისევე როგორც კან-ვიზუალი მამაკაცი). მსუბუქი ჰაეროვანი სიარულის მანერა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ მოძრაობაშია, თვალები დიდი და ღრმა აქვს, ერთ მომენტში უსაზღვრო სიყვარულით, ხოლო მეორე მომენტში სევდით ან თანაგრძნობით სავსე. უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა, ყველაფერი ცოცხალისკენ სწრაფვა და ურთიერთობის სიყვარული. და ეს მისი ხასიათის მხოლოდ რამდენიმე შტრიხია.

სვფ გამოყოფს ოთხ ვექტორ-ექსტრავერტს და ოთხ ვექტორ-ინტრავერტს. ერთად ისინი ქმნიან ოთხ სრულ მეოთხედს, რომლებსაც ისევე, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, გააჩნიათ გარე და შიდა ნაწილები.

წყარო

  • საკუთარი სხეულის გამო სირცხვილი – ანუ როცა სექსს სიამოვნება არ მოაქვს

  • ზიგმუნდ ფროიდი - ხასიათი და ანალური ეროტიკა

  • ასაკი (ნაწილი მეორე)

  • ვექტორების კომპლიმენტარულობა

  • ალტრუიზმი (გაცემის თვისება)

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (1)

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა