აშშ. ვექტორული ანალიზი


აშშ. ვექტორული ანალიზი

პირველი სტატია ციკლიდან-პოლიტიკა სისტემურია - ესაა მცდელობა სისტემური აზროვნების პოზიციით გავიაზროთ მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულებები. ასეთი მოვლენის გააზრებისას მნიშვნელოვანია ანალიზი დავიწყოთ მეტად წარმატებული და მსხვილი ელემენტების განხილვით, ამის შემდეგ შევძლებთ მათ ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებზე საუბარს. 

განხილვისას ჩვენ არ გავითვალისწინებთ მოძველებულ, მენტლიტეტიდან გამომდინარე დოგმებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ენიჭებოდა შაბლონურად განსაზღვრული ეტიკეტი, ერთი ან ორი კულტურული თუ ცხოვრებისეული მახასიათებლიდან გამომდინარე და იგნორირებული იყო სხვა მრავალი არც თუ მცირე მნიშვნელობის ასპექტი. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ ქვეყანას რვაგანზომილებიანი სისტემით, გავაანალიზებთ ყოველ ზომას რომელიც მოიაზრება ნებისმიერი ქვეყნის მენტალიტეტში, მის მდგომარეობებს სხვა ყველა ზომასთან მიმართებაში, წამყვან და გამოვლენილ ზომათა ურთიერთდამოკიდებულებებს, პრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან-მათ მდგომარეობებს და განვითარებას. ერთი სიტყვით ვადიაგნოსტირებთ ქვეყნებს ისევე როგორც ვადიაგნოსტირებთ ადამიანებს და მცირე ჯგუფებს. რა თქმა უნდა იმ გარდაუვალი ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლით ეტაპის სირთულის გათვალისწინებით. დავიწყებთ იმ ერთადერთი ქვეყნიდან, რომელსაც მეტად ვიდრე სხვა ნებისმიერს აქვს ზესახელმწიფოს სტატუსი. გავშალოთ აშშ-ს თემა. 

ამერიკის კანის ვექტორი 

შემთხვევითი არ არის, როცა აშშ-ს რომის იმპერიას ადარებენ. ორივე ქვეყანა თავისი დროის მსოფლიო ცენტრს წარმოადგენს. ორივე უზრუნველყოფს მსოფლიო წესრიგს, ბალანსს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი კანური ზომის გლობალური გამოვლინებებია. რაც თავის მხრივ ქვეყნის მენტალიტეტის მთავარი შტრიხებია. რომის გავლენის წყარო ძლიერი დისციპლინირებული არმია, საუკეთესო გზები და საზოგადოებრივი წყობა. აშშ გავლენის წყაროს წარმოადგენს - მსოფლიო ოკეანეზე კონტროლი. შედეგად გლობალური სავაჭრო და მაღალგანვითარებული ეკონიმიკურ-ტექნიკური სისტემა. ასევე ძლიერი არმია. კანური ზომის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ რომის იმპერიის მთავარი კანური "კოზირი" იყო უპირველეს ყოვლისა კანონი, რომის სამართალი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო შემდგომ მთელი ევროპის კანონმდებლობას. ხოლო ამერიკაში კანური ზომის მთავარ საყრდენს წარმოადგენს მაღალგანვითარებული ტექნოლოგია და ბიზნეს ინოვაციები. რა თქმა უნდა იყო რომშიც იმ დროისთვის წამყვანი ტექნოლოგიური მიღწევები და არის განვითარებული კანონმდებლობა აშშ-ში, მაგრამ ეს მაინც ვერ წარმოადგენს სამაგალითო საექსპორტო ნორმას მსოფლიოსთვის. მსოფლიო ჰეგემონიის არსიც ამაში მდგომარეობს - ქვეყნებს შორის სავაჭრო (სახმელეთო და საზღვაო) გზების კონტროლი. ასევე წარმოადგენს ექსპერტს ახალი ტექნოლოგიების, იდეების სფეროში. ის კარნახობს ცხოვრების წესს. ამ კრიტერიუმებს დღეს მხოლოდ ერთი ქვეყანა პასუხობს.  

მაშ ასე, რაში მდგომარეობს ამერიკის კანური ზომის სპეციფიკა დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში? ის ასრულებს შემოსაზღვრის, კონტროლის, რეგლამენტაციის (ე.წ. ,,მსოფლიოს პოლიციის) ფუნქციას. ასევე ახასიათებს გარშემომყოფების რაციონალიზაცია და ოპტიმიზაცია. შტატებში შიგნით კანური ზომა შემდეგნაირად ვლინდება: - ესაა პიროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი, ბიზნესის წარმოების თავისუფლება, ქვეყნის ცხოვრებაზე სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის მიერ კონტროლის დაბალი მაჩვენებელი, პრიორიტეტების ეფექტური დიფერენციაცია და ცვლილებებთან უმტკივნეულო თავსებადობის შესაძლებლობა. ეფექტურობა და რაციონალურობა - ესაა აშშ-ს კანური ზომის განმასხვავებელი ნიშანი. მისი განვითარების დონე შეესაბამება ცხოველურს - რეალიზებულს ჯგუფზე. რაციონალურობა, ბიზნესის წარმოების გაადვილება იძლევა იმ შედეგს, რომ ახალი ტექნოლოგიების წარმოების, ინოვაციების 85% მოდის აშშ-ზე. განვითარებული და რეალიზებული კანი კარგ მდგომარეობაში იზიდავს ადამიანებს და კაპიტალს მთელი მსოფლიოდან. რა თქმა უნდა სამხედრო ძალის უპირატესობა სხვებთან მიმართებაში-ქმნის ერთგვარ მტაცებლურ ტენდენციას, რომელიც ხშირად მსოფლიო "საზოგადოებრივი წეარიგის" დამრღვევების მიმართ მკვეთრი ზეწოლით ვლინდება. თუმცა საერთო ჯამში ეს უმიზეზოდ არ ხდება.  

ამერიკის ანალური ვექტორი

თუ ფიქრობთ რომ ამერიკა მხოლოდ ფინანსებზე და მოგებაზეა ორიენტირებული-უნდა გაგაოცოთ. შესაძლოა თქვენ არ გსმენიათ ეგრეთწოდებული "ბიბლიური ბალთის" (Bible belt) შესახებ. ესაა აშშ-ში მოქმედი უძლიერესი რელიგიური და ოჯახური ტრადიციების დამცველი ჯგუფი. ამერიკაში ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება ხშირად ოჯახის სასარგებლოდ წყდება, ეს კარგადაა ხაზგასმული მათ ფილმებშიც. 

 ანალური ზომა არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ ვექტორების განსაზღვრისთვის, რომელიც ასევე ვლინდება ამერიკულ პერფექციონიზმში - მისწრაფებით, საკუთარი პროფესიონალური სფეროს დეტალურად შესწავლაში. (ცხოველური დონე) დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს. ძლიერად ვლინდება ასევე ნაციონალისტური განწყობა (არც თუ უსაფუძვლოდ). რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს - სხვა კულტურებს უჭირთ ამ სისტემასთან ინტეგრირება. რაც შეეხება აშშ ანალური ვექტორის განვითარებას, გარკვეულწილად იხრება სადიზმისკენ: ყველას გვახსოვს ამერიკული მონათმფლობელური ეპოქა, რომლის გამოძახილი დღემდე ამღვრევს წყალს თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

 აშშ ურეთრალური ვექტორი

 რაც შეეხება ურეთრალურ მახასიათებლებს, ერთი შეხედვით შეუმჩნეველია კანური თვისებების სიჭარბის ფონზე. თუმცა ეს შეხედულება მცდარია. თუ გავავლებთ პარალელს ძველ რომთან, იყო ურეთრალური განზრახვა/ჩანაფიქრი რომის იმპერიის შექმნის პროცესში. დევნილების დაარსებული ქალაქი თავისუფალი ადამიანების წყალობით მოწესეიგებულ, აყვავებულ იმპერიად იქცა. რომაელები მოქალაქეობას აძლევდნენ სხვა ხალხებს და ამით იმპერიის ერთგულ მსახურებს იკრებდნენ, ამასთან არ ამსხვრევდნენ მათ ტაძრებს, არამედ აძლევდნენ საშუალებას ყველას თავის ტაძარში ელოცა. ეს იყო ექსპანსია, რომელიც გაერთიანებით და არა აღრევით ქმნიდა ხმელთაშუა ზღვის სივრის ერთიან კულტურას, მრავალფეროვანი ტრადიციებით და პოლიტიკური ერთობით. ეს სწორედ ურეთრალური ზომის გამოხატულებაა. 

მსგავსებას ვხვდებით აშშ შემთხვევაში. აშშ-ს რევოლუციურ ბრძოლებში დაიბადა. თავისუფლების იდეისთვის გაღებული ხარკი უსაზღვრო შესაძლებლობებს ანიჭებს ნებისმიერ მოქალაქეს. გარდა ამისა თითოეული შტატი - ეს ცალკე ქვესახელმწიფოა თავისი წესებით და კანონებით. არავის აქვს უფლება შეზღუდოს ადამიანის ნების თავისუფლება - ეს დამაარსებელთა ნაანდერძევია და მას ვერავინ შეცვლის! ასევე შეზღუდულია ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილება შტატებთან მიმართებაში. გარდა ამისა მოქალაქეები თვითონ ირჩევენ არამარტო მერს, გუბერნატორს და სენატორს, არამედ მოსამართლეს, პროკურორებს და შერიფებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია არამარტო ზემდგომი ხელისუფლების მიმართ, არამედ მათთან ვისაც შესწევს უნარი როგორც აირჩიოს, ასევე შეუჩეროს უფლებამოსილება მას. ეს გახლავთ თავისუფალი სახელმწიფოს შენების ურეთრალური პრინციპი. ურეთრალური თავისუფლებაა - "ოქროს ციებცხელება" და ვესტერნი, ველური დასავლეთი და კოვბოები, ოქროსა და თავგადასავლების მაძიებლები საკუთარი თავის იმედად და სიცოცხლის რისკის ფასად მოპოვებული ზღაპრული სიმდიდრით - ვინც არანაირად არ იზღუდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა ურეთრალურ და კანურ ზომას შორის გაუთავებელი ბრძოლა მიდის - კანი ცდილობს კანონს დაუქვემდებაროს ურეთრალური თვითნებობა, გააძლიეროს ბიუროკრატიული დომინანტობა, და არც თუ უშედეგოდ. თუმცა ამერიკა იცნობს ურეთრალ პრეზიდენტებს - კენედი, კლინტონი, ჯიმი კარტერი - და ეს მხოლოდ მეოცე საუკუნის მანძილზე (მანამდეც არაერთი ურეთრალი პრეზიდენტი იყო).

რა თქმა უნდა იშვიათობაა, რომ ურეთრა კანის ზეგავლენით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებს, მაგრამ მენტალიტეტის გავლენით ეს შესაძლებელია. ქვედა ვექტორების რანჟირებისას აქ კანი სახავს მიზანს - ურეთრა დამხმარე პრინციპია, უზრუნველყოფს შინაგან თავისუფლებას, კანი კი გარე საზღვრებს. ურეთრა რაღაც დონეზე ემორჩილება კანურ შეზღუდვებს და დისციპლინას თუკი რეალიზდება კანური საქმიანობის სფეროში-ბიზნესში. 

აშშ-ში ურეთრალური ზომის განვითარების დონე არის ადამიანური, მდგომარეობა ნორმალური გადახრების გარეშე. 

 ამერიკის კუნთის ვექტორი

 ის არასოდეს ყოფილა მკვეთრად გამოვლენილი არც რომის და არც ამერიკის მენტალობაში - მაგრამ ყოველთვის იკავებდა მისთვის ბუნებისგან განსაზღვრულ ადგილს. მატებდა ძალასა და გამძლეობას შრომისა თუ ომის დროს. სწორედ კუნთური ზომა განსაზღვრავს ორივე ზესახელმწიფოს ფსიქიკურ ტამძლეობას და სიჯიუტეს. 

 ამერიკის ორალური ვექტორი

 გადავიდეთ ზედა ვექტორებზე.  ორალური ვექტორი ასრულებს განხეთქილების შემომტანი ელემენტების გაერთიანების ფუნქციას ჯგუფში, დამყარებულს საერთო სურვილებისა და თვისებების შინაგან კავშირზე. ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს შემთხვევაში ეს უდავოდ დიდი მნიშვნელობის მქონე ამოცანაა - განავრცო ზეგავლენის არეალი და გააერთიანო საკუთარი ღირებულებების გარშემო. უნდა ითქვას, რომ ამ ფუნქციას ამერიკა კარგად ითავსებს. როგორც კულტურის სხვადასხვა დარგების მიმართულებით, ასევე დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით - ამერიკა წარმოადგენს მაგალითის წყაროს მსოფლიოსთვის. რაც შეეხება ამერიკის ორალურ ვექტორს - შეუძლებელია დავადანაშაულოთ იმაში, რომ ის აერთიანებს მსოფლიოს მასობრივი კულტურის სხვადასხვა სფეროში დანერგილი საკუთარი გამოცდილებით ნაკარნახევი ღირებულებებით. მისი ფუნქცია არ არის ინტელექტის ან გრძნობების განვითარება, არამედ ის, რომ ხალხი გააერთიანოს და ყველა საუბრობდეს ყველასათვის გასაგებ ენაზე (პირდაპირი მნიშვნელობითაც). ინგლისური ენა ხომ დღეს ერთად ერთი საერთაშორისო სასაუბრო ენაა. 

 ამერიკის ვიზუალური ვექტორი

 ვიზუალური ვექტორი ამერიკულ კულტურაში უხვადაა გამოვლენილი - ესაა ქველმოქმედების უდიდესი როლი ხალხის ცხოვრებაში, ამ საქმისთვის იხარჯება და იწირება უამრავი ფული, საზოგადოებრივი მორალი მოწყობილია ისე, რომ რიგითი ამერიკელი უკვე კოლეჯში სწავლის ასაკიდან უნდა მონაწილეობდეს რომელიმე მოძრაობაში და ეს ნორმაა! ვიზუალური ღირებულებების პათოსით გაჯერებულია და ერთგვარ პროპაგანდას ემსახურება აშშ კინოინდუსტრიის პროდუქცია. „გმირი“, პირადსა და საზოგადოებრივ თუ საკაცობრიო ინტერესებს შორის არჩევანის შემთხვევაში, აუცილებლად უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს და მსხვერპლადაც კი წირავს საკუთარ ინტერესებს - საზოგადოებრივ ღირებულებებს და კეთილდღეობას. (იგივე ნეო ფილმიდან  „მატრიცა“). ასეთია აშშ ვიზუალური ვექტორის მთავარი გზავნილი. 

 თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ვიზუალთან დაკავშირებით საქმე არც ისე კარგადაა. მაღალი აქტივობით და აგრესიით გამორჩეული ვეგეტარიანელები და ცხოველთადამცველები, ექსჰიბიციონისტთა აქციები, ექსპერიმენტები გარემოსთან, ასევე არაჯანსაღი დამოკიდებულებები მიგრანტებისა და უმცირესობების ყოველგვარი უფლებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფა ჩვეულებრივი მოქალაქეების ხარჯზე, თითქოს აკნინებს მათ უკვე იმიტომ, რომ უბრალოდ უმრავლესობას წარმოადგენენ. „უსამართლოდ ჩაგრულთა“ მიმართ თანაგრძნობა აგრესიად იღვრება, უმცირესობათა უფლებების დასაცავად ნებისმიერი საშუალების გამართლება ორმაგი სტანდარტებით აზროვნებაა. ეს ვიზუალური ვექტორისათვის ფაქტობრივი გადახრაა. ამ გადახრის გამომწვევი მიზეზების ანალიზს აქ არ დავიწყებთ - ეს ცალკე განხილვის თემაა. აშშ ვიზუალის განვითარების დონე - ცხოველური. მდგომარეობა - გარკვეული შიშის. 

 აშშ სმენის ვექტორი

 ზედაპირული განხილვითაც ნათლად ჩანს, რომ სხვადასხვა სფეროში წამყვანი სმენის ვექტორიანების უმეტესობა თავმოყრილია ამერიკაში. ამერიკამ შექმნა მათთვის ისეთი გარემო, სადაც  სმენის ვექტორი მაქსიმალურად განავითარებდა საკუთარ შესაძლებლობებს - ინტელექტუალური შრომის ხელშეუხებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მათი პროექტების განხორციელებაში, ასევე აზრის გამოხატვისა და დისკუსიის თავისუფლება. შედეგები თავად მეტყვლებენ: აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნობელის პრემიის ლაურეატთა აბსოლუტური უმრავლესობა (270 ნობელიანტი). ასევე ამერიკას ეკუთვნის აბსოლუტური უმრავლესობა წამყვან კვლევებსა და გამოგონებებში: კვანტური ფიზიკის, სიმების თეორიის, ბიოლოგიის, კიბერნეტიკის, რობოტექნიკის, ქიმიისა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. ინტელექტუალები და ფილოსოფოსები ესწრაფოდნენ ამერიკაში მოღვაწეობას, იმიტომ, რომ ამერიკა სთავაზობდა მათ ყველა აუცილებელ პირობას მუშაობისთვის. ამაში მდგომარეობს ამერიკის როგორც მსოფლიო ლიდერის საიდუმლოს გასაღები. ვინც მეტ თავისუფლებას სთავაზობს გამოგონებას/გამომგონებლებს, ანუ სმენურ ზომას - მიიღებს სამომავლოდ უპირობო უპირატესობას. ესაა აშშ ლიდერობის სისტემური აზრი - ჩადებული ყნოსვა - სმენის მქონე დამაარსებელთა მიერ, რაც დღემდე ძალაშია. 

 მეორეს მხრივ სმენის არც თუ კარგ მდგომარეობაზე მიუთითებს სმენის დარღვევის მასიური გამოვლინებები -  დეპრესია, ნარკოდამოკიდებულება, სუიციდი, მკვლელობები სკოლებში, და ბოლოს - ამერიკა სექტების ქვეყანა. ამ უკანასკნელს საფუძვლად მაინც პროტესტანტიზმი უდევს, რომლის მარტივი თეოლოგიური პრინციპები საშუალებას აძლევს ნებისმიერ არაადეკვატურ სმენას დამოძღვროს ხალხი (რელიგიურად გაუნათლებელ „არსებას“ კი ყველაფერს ადვილად დააჯერებ), საერთ ჯამში ესეც სმენის დარღვევების დამსახურებით ხდება. 

 სამეცნიერო გზით სიარული რთულია, დიდ ნებისყოფას, დაძაბულობას და გონების დისციპლინას მოითხოვს, ამ თვისებების გამომუშავება/ჩანერგვა  სმენას მცირე ასაკიდან ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსურდული იდეების ქაოტური დინება საინფორმაციო ველში დაუძლეველ პრობლემად იქცევა სმენის ვექტორისთვის. 

 აშშ სმენის ვექტორის განვითარება - ადამიანური, სამყაროს მეცნიერული წვდომის დონეზე.

 მდგომარეობა -  დეპრესიისკენ მიდრეკილი, ზოგჯერ ფანატური, იდეების დეფიციტი. 

 ამერიკის ყნოსვის ვექტორი

 შეუძლებელია უგულვებელვყოთ ყნოსვის როლი ამერიკის საზოგადოებაში. ფედერალური საგამომძიებლო ბიუროები და სხვა სპეც სამსახურები აგროვებენ და ფლობენ უდიდესი მოცულობის ინფორმაციას და ყველასა და ყველაფერზე, ამ საქმეში მათი გამოცდილება დიდია. 

ასევე მიილტვის ამერიკისკენ ყველა განვითარებული  ყნოსვის ვექტორიანი, იმ იმედით, რომ პოლიტიკაზე გავლენის სფეროს გავრცობით ძალაუფლებას მოიპოვებენ. ესენი არიან მაგნატები, მსხვილი კორპორაციის მფლობელები, ინტელექტუალი პოლიტოლოგები, როგორებიც არიან ჰენრი კისინჯერი, ზბიგნევ ბჯეზინსკი, ჯორჯა ფრიდმანა. ერთ სიტყვით ყველა ვინც ნებისმიერ ფასად ელტვის ძალაუფლებას. მათი მოქმედების არეალი დაყოფილია დონეებად განვითარების მიხედვით (ქალაქი, შტატი, ქვეყანა) ყველა ყნოსვა ხომ ცდილობს გავლენის სფეროს ცენტრალური ფიგურა იყოს. და ესეც თითქოს წინასწარ გათვალეს დამაარსებელმა სმენა - ყნოსვის ვექტორიანმა მამებმა. 

 ისინი ბლომად არიან, ყნოსვას შეხვდებით ფინანსების სფეროში, საარჩევნო კამპანიების წარმოებაში, ყნოსვა პროკურორი რომელმაც ყველაფერი იცის ძლიერთა ამა ქვეყნისათ შესახებ, ყნოსვა შეიძლება იყოს მსხვილი მედია საშუალების რედაქტორი ან მფლობელი - საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ოსტატი, გუბერნატორის მრჩეველი თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების ფედერალური ბიუროს ფხიზელი თვალი - აშშ ყნოსვის ვექტორის გამოვლინების ყველაზე პროდუქტიული სფერო.

 ნებისმიერ მდიდარ და გავლენიან ადამიანს მოეძებნება არანაკლებ გავლენიანი ყნოსვის ვექტორიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაეხმაროს კონკურენტის დაძირვაში. მთელი ხიბლიც ამაშია - თუ ტირანი ერთია, ვეღარავის შესჩივლებ, როდესაც ძალაუფლება გადანაწილებულია შენარჩუნებულია ბალანსი, რომ არ მოხდეს სტაგნაცია და გავლენის სადავეები ერთი ადამიანის ხელში არ აღმოჩნდეს. ძლიერია სმენის ზეგავლენა ყნოსვაზე - ის თავისთავად ვითარდება თავისუფლად, ამით ასუსტებს ყნოსვით ზომას და აიძულებს უფრო დახვეწილად იმოქმედოს. 

 შეიძლება შემეცნების იერარქიაში სმენა ყნოსვაზე წინ დგას, ამით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, თუმცა ეს არაა სმენის თვითმიზანი. ამერიკის პოლიტიკური ხელწერა უფრო კანურია-მუშაობს კანონით და იძულებით. 

 აშშ ყნოსვის განვითარების დონე - მცენარეულსა და არაცოცხქალს შორისაა. 

 შიდა და გარე რანჟირება 

 მაშ ასე, როგორ ურთერთდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან ვექტორები რომლებიც რეალუარდ ხსნიან დღევანდელი ამერიკის თემას. 

 წამყვანი მაინც კანია - ის ადგენს ძირითად გზავნილს, როგორც მსოფლიო მაკონტროლებელ და შემოსაზღვრის ფაქტორს. ასევე მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს წარმოებისა და ბიზნესის, ვაჭრობის ხარჯზე. გარკვეულწილად კანის ვექტორი წამყვანია აშშ მენტალიტეტისთვის. ყნოსვა წარმოადგენს არა იმდენად თვითმიზანს, რამდენადაც საშუალებას - დაეხმაროს სხვა ვექტორულ ზომებს შეინარჩუნონ სწორი მიმართულება და ფუნქციონირება, ასევე ეხმარება აშშ როგორც ზესახელმწიფოს გავლენის გაძლიერებას საერთაშორისო არენაზე სხვა ქვეყნების რანჟირებაში. 

 ანალური ზომა - ესაა ძლიერი საყრდენი ძალა, ფუნდამენტი პროფესიონალიზმისა და ტრადიციების შენარჩუნებისათვის, რაც სისტემის გაუმართავი ფუნქციონირების თავიდან აცილების გარანტია. სმენა მკვეთრადაა გამოხატული მისთვის შექმნილ ხელსაყრელ პირობებში, ის პირველი ადგილზეა ბუნების ფუნდამენტალური კანონების კვლევის სფეროში. ვიზუალი განვითარდა თანაგრძნობისა და ქველმოქმედების დონეზე, თუმცა ახასიათებს ისტერიული გადახრები. 

 ორალი წარმატებით ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ურეთრა არაა მკვეთრად გამოხათული თავის გამოვლინებაში, უფრო ზუსტად - ის მონაწილეობს კანთან ერთად ორივე სფეროს გამოვლინებაში. ასე რომ ყველა ზომა რანჟრებულია იდეალურად, თუ არ ჩავთლით ვიზუალის გადახრების და ურეთრალის პასიურ გამოვლინებას. მენტალიტეტს შეიძლება ვუწოდოთ კან-ყნოსვა-სმენა-ანალური, მეტად გამოვლინების მიხედვით, თუმცა როგორც დავრწმუნდით სხვა ვექტორების გამოვლენის არ აღნიშვნა შეუძლებელია. 

 საერთაშორისო არენაზე აშშ ასრულებს იგივე როლს, რასაც თავის დროზე რომის იმპერია ითავსებდა. თუმცა რომის იმპერიის მენტალიტეტში წამყვანი კან-ურეთრალ-ყნოსვა იყო. დრო შეიცვალა მაგრამ დამოკიდებულებები თითქმის არ შეცვლილა. საგარეო პოლიტიკაში აშშ ასრულებს დისციპლინის დამცველის როლს, იცავს მსოფლიო წონასწორობას. ასევე მაქსიმალურად ცდილობს მიაღწიოს დაქვემდებარებას ან ლოიალურ დამოკიდებულებას მაინც იმ ქვეყნების მხრიდან, რომლების მისი ინტერესის სფეროში ექცევიან. მეორეს მხრივ დაინტერესებული არიან საკუთარი ნიმუშის ექსპორტი მოახდინონ ორალური ზომის მეშვეობით, და ამით გააერთიანონ ყველა თავის გარშემო და მიიღონ სმენური განვითარების მაქსიმალური რაოდენობა, ასევე ჭირდებათ განვითარებული კანური და ანალური ზომა საკუთარი მდგომარეობის გასამტკიცებლად. 

 თუ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიასა და ტაქტიკას, შეგვიძია დავაზუსტოდ დიაგნოზი: საგარეო პოლიტიკაში წამყვანიროლი ეკისრება კან-ყნოსვას, შეინიშნება ვიზუალისა და ორალის გავლენებიც. 

 დასკვნა 

 მაშ როგორ მოვიქცეთ - ვიმეგობროთ, ვიპაექროთ, ვითანამშრომლოთ, შევაჩვენოთ, დავსახოთ სუსტი და დაშლილი შტატების მომავალი სურათი, თუ მივიღოთ მოცემულობა მოცემულობად და შევეცადოთ წარმატების რეცეპტების პრაქტიკაში დანერგვას? როგორ სისტემურ ვექტორული სიბრძნე გვასწავლის - განუვითარებელი კანი ცდილობს თავის დონეზე ჩამოიყვანოს განვითარებული, განვითარებული კი ცდილობს დაეწიოს თავისზე მაღლა მდგომს. 

 „მათაც აქვთ პრობლემები“. ეს ასეა, პრობლემები აქვს ყველას, აბსოლუტური თავისუფლება არ აქვს არავის, მაგრამ საქმე რიცხობრივ შემადგენლობაშია. ციფრები და ფაქტები ჯიუტად და ზუსტად იძლევიან ინფორმაციას მოვლენებზე: რაში მდგომარეობს პრობლემა, რამდენი პრობლემაა აქ და რამდენი იქ, რამდენად ეპიზოდურ ან სისტემურ ხასიათს ატარებენ ისინი, რამდენ ძიერად ემუქრება პრობლემა ჯგუფის არსებობის პერსპექტივას. 

 ამ ყველაფერს მივყავართ დასკვნამდე, რომ აშშ მოცემულ მომენტში - მეტადაა განვითარებული და ამის წყალობით გავლენიანი ქვეყანაა. დღეისათვის ფლობს ყველაზე დიდი პოტენციალს და არსებობის მტკიცე საფუძველს. 

წყარო: http://training8.ru/library/tema-ssha 

მთარგმნელი: ekoterine sagittarius

იხილეთ ასევე: საქართველო. მენტალიტეტის სისტემური ანალიზი

  • სტოპ კადრი ანუ შეხედე შენს თავს გვერდიდან

  • ყველა ფსიქოტიპი ამახინჯებს თუ არა ინფორმაციას?

  • დაცარიელებული ბუდის სინდრომი

  • ბავშვებისა და მშობლების შესახებ

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • რატომ ავირჩიე ვექტორული ფსიქოლოგია

  • ხანდახან აწმყოშიც ვხვდებით ხოლმე.

  • საკუთარი სხეულის გამო სირცხვილი – ანუ როცა სექსს სიამოვნება არ მოაქვს