ქვემენტალიტეტი და მიკრომენტალიტეტი
ქვემენტალიტეტი და მიკრომენტალიტეტი
მენტალიტეტის შესახებ ლექციაში ვისაუბრეთ თუ რა არის მენტალიტეტი. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მენტალიტეტი არის ამა თუ იმ ვექტორის ფასეულობა, რომელიც გავრცელებულია ნაციონალურ დონეზე ერთგვარი კულტურული ზედნაშენის სახით. რაც განაპირობებს ეთნო-კულტურულ, მორალურ თუ ნაციონალურ თავისებურებებს.
მენტალიტეტზე საუბრისას და მისი სიღრმისეული გაგებისთვის საჭიროა განვიხილოთ ისეთი ცნებები, როგორებიცაა ქვემენტალიტეტი და მიკრომენტალიტეტი.
ქვემენტალიტეტი
რა არის ქვემენტალიტეტი? ქვემენტალიტეტი ეს არის ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, შედარებით მცირე სივრცეში აღმოცენებული მენტალური ზედნაშენი. მაგალითად: საქართველო მკაფიოდ გამოხატული ანალური (უფრო ზუსტად კუნთ-ანალ-სმენური) მენტალიტეტის ქვეყანაა, მაგრამ მის ზოგიერთ რეგიონში (იმერეთი და სამეგრელოს ნაწილი), ვხვდებით კანური მენტალიტეტის მკაფიო ნიშნებსაც.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მენტალიტეტის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქში გავრცელებულია ვიზუალური ქვემენტალიტეტი. რა თქმა უნდა ქვეყნის მენტალიტეტზე დომინიონი ვექტორის ფასეულობები ქვემენტალიტეტზეც ვრცელდება, მაგრამ ქვემენტალიტეტი ასევე გულისხმობს, რომ გარდა ნაციონალურ მენტალიტეტში გავრცელებული ფასეულობებისა, რაღაც შედარებით ვიწრო მასშტაბში, ასევე ვხვდებით სხვა ვექტორის მენტალურ დანაშენსაც. ამის კარგი მაგალითია თბილისი. თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ანალური მენტალიტეტი საკმაოდ აშკარადაა შესამჩნევი, მაგრამ გარდა ამისა, ვხვდებით ვიზუალურ ქვემენტალიტეტსაც, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის ცენტრალურ უბნებში და ვლინდება როგორც რეგიონალური სნობიზმი. მაგალითად: ,,ნამდვილი“ თბილისელები და ჩამოსულები (როგორც ,,წმინდა თბილისელობის შემბღალავები“), არათბილისელებისთვის ,,სოფლელების“ იარლიყის მიწებება და ა.შ. შედარებით უკეთეს შემთხვევაში ვიზუალური ქვემენტალიტეტი შეიძლება თავს იჩენდეს შედარებით მაღალი კულტურულ-მორალური დონის ხაზგასმაში.
ქვემენტალიტეტი ასევე ხშირად ფორმირდება შედარებით მიყრუებულ რეგიონებში, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ნაწილს მოწყვეტილნი არიან. აქ ყალიბდება საკუთარი, დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებული ქცევის წესები. თუ ქვეყნის ძირითადი ნაწილიდან ამ რეგიონში მოხვდებით, თავის სხვა პლანეტაზე გეგონებათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქვემენტალიტეტები თავისი ჩაკეტილობის გამო, როგორც წესი ანალური, ან კუნთურია (შესაძლებელია კუნთ-ანალურიც).
თუ თქვენ კარგად ხართ გაცნობილი მეკობრეობის ისტორიას, ალბათ დააკვირდებოდით, რომ მეკობრეებს შორის გავრცელებული იყო ურეთრალური ქვემენტალიტეტი. მათში მოქმედებდა ე.წ. ,,სანაპირო ძმობის“ კანონები, სადაც განსაზღვრული იყო, ვის რა დამსახურებისთვის რა წილი ერგებოდა. ეს არ იყო კანური სტანდარტიზაცია – ხელფასი ყველას თანაბრად, ან თანამდებობისამბრ. არ იყო არც ანალური ,,წმინდა სისხლი“ – ცისფერსისხლიან არისტოკრატს მეტი ეკუთვნის, ის ,,წმინდა გვარისაა“. არა, ეს იყო ნამდვილი ურეთრალური კანონი – აუცილებელი საარსებო წილი ყველას, რანგის წილი კაპიტანს, ხოლო შემდეგ ყველას დამსახურებისამებს.
მიკრომენტალიტეტი
რა არის მიკრომენტალიტეტი? მიკრომენტალიტეტი ეს არის ნაციონალური მენტალიტეტის შიგნით, გაცილებით მცირე სივრცეში, მაგალითად კონკრეტულ ოჯახში, საგვარეულოში, უბანში, სამეგობროში, ოფისში და ა.შ. გავრცელებული მენტალური ზედნაშენი. მიკრომენტალიტეტს შეიძლება შეხვდეთ ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით.
ქვემენტალიტეტისაგან განსხვავებით, ნაციონალური მენტალიტეტი მიკრომენტალიტეტში შესაძლოა საერთოდ არ იყოს შენარჩუნებული, ან პრაქტიკულად არ ახდენდეს მასზე გავლენას.
უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი: 1. სმენის ვექტორიანების ჯგუფმა შექმნა სამეგობრო, რომლის მიზანიცაა იმსჯელონ სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე. ჯგუფში ყველა თუ არა უმეტესობა მაინც სმენის ვექტორიანია, ამ ჯგუფის შიგნით (ნაციონალური მენტალიტეტის, ან რეგიონული ქვემენტალიტეტის მიუხედავად) გავრცელებულია სმენურ ფასეულობებზე აწყობილი ურთიერთობები, დამოკიდებულებები და ა.შ. სმენური მიკრომენტალიტეტი გავლენას ახდენს ამ მოკრომენტალიტეტში მოხვედრილ ნებისიერ ადამიანზე, მაშინაც კი, თუ მას საერთოდ არ აქვს სმენის ვექტორი. 2. განვიხილოთ დიდი ოჯახი, რომელშიც ყველას აქვს ვიზუალური ვექტორი. ამ ოჯახის შიგნით გავრცელებულია ვიზუალური ფასეულობები, ვიზუალის ქცევის წესები და ა.შ. ამ დროს ერთი კონკრეტული ოჯახის შიგნით ყალიბდება მიკრომენტალიტეტი, რომელიც გავლენას ახდენს მათზეც, ვისაც ამ ოჯახთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს (ნაციონალური მენტალიტეტის გარდა), უპირობოდ ექნება ვიზუალური მიკრომენტალიტეტის გავლენა, მაშინაც კი, თუ მას ვიზუალური ვექტორი საერთოდ არ აქვს.
მიკრომენტალიტეტი ყველაზე ხშირად ხდება ინდივიდზე ვექტორის დაშენების მიზეზი. თუმცა ვექტორის დაშენება შეიძლება მოხდეს სხვა მიზეზებითაც (ნაციონალური მენტალიტეტის, რეგიონული ქვემენტალიტეტის, ავტორიტეტული ინდივიდის და ა.შ.).
რა შემთხვევაში ხდება მენტალიტეტის ცვლა და რატომ?
მენტალიტეტზე საუბრისას ხშირად ჩნდება კითხვები: შეიძლება თუ არა მენტალიტეტის შეცვლა? რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს? არსებობს თუ არა ისეთი მენტალიტეტი, რომელიც არასოდეს იცვლება? შეიძლება თუ არა არსებულ მენტალიტეტს შეერწყას სხვა მენტალიტეტი არსებულის დაკარგვის გარეშე? შეიძლება თუ არა, რომ მენტალიტეტი იგივე დარჩეს, მაგრამ მან ფორმა იცვალოს?
დავიწყოთ თანმიმდევრულად: 1. შეიძლება თუ არა მენტალიტეტის შეცვლა და რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს?
დიახ, მენტალიტეტი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი მასშტაბის ცვლილება.
მაგალითად: ამერიკის ორივე კონტინენტზე თითქმის მთლიანად (გარდა მთიანი რეგიონებისა, სადაც იყო ანალური მენტალიტეტი და უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილისა - კან-კუნთური) გავრცელებული იყო ურეთრალური მენტალიტეტი. ადგილობრივი ინდიელები უმეტესად სწორედ ურეთრალური მენტალიტეტის გავლენის ქვეშ ცხოვრობდნენ. დღეს, ამერიკის უმეტეს ნაწილში გავრცელებულია კანური (აშშ, კანადა) და კუნთ-ანალ-კანური (ცენტარალური და სამხრეთ ამერიკა) მენტალიტეტი. მაგრამ მენტალიტეტის ცვლა მგანაპირობა ბევრმა ფაქტორმა: ამერიკის კონტინენტი დაიპყრეს ევროპიდან ჩასულმა ჯგუფებმა. ადგილობრივი სახელმწიფოები (აცტეკების, ინკების იმპერიები) მთლიანად განადგურდნენ, აბორიგენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაწყდა, დანარჩენები კი ჩაიკეტნენ და დანარჩენ სამყაროს პრაქტიკულად მთლიანად მოწყდნენ. აფრიკიდან მოხდა დიდი ოდენობით მონების ჩაყვანა. თითქმის მთლიან კონტინენტზე აღმოცენდნენ სახელმწიფოები ანალური ისტორიის გარეშე. ადგილობრივმა ურეთრალურმა მენტალიტეტმა კი მისი მატარებლების ჩაკეტილობის გამო გავლენა თითქმის ვერ მოახდინა ახალ ჯგუფებზე. დასაწყისში ახალმოსახლეებს საკმაოდ მწირი რესურსი ჰქონდათ და უწევდათ რესურსების დაზოგვა. ამ ფაქტორებმა ამერიკის უმეტეს ნაწილში დააფორმირა კანური მენტალიტეტი.
თითქმის უცვლელი
აქ ჩნდება ბუნებრივი და ძალიან საინტერესო კითხვა: კი მაგრამ რატომ არ გავრცელდა ურეთრალური მენტალიტეტი საქართველოში. მონღოლებს ხომ ის 200 წელზე მეტი ხნის მანძილზე ჰქონდათ დაპყრობილი?
საქმე იმაშია, რომ საქართველოში (ისევე როგორც ყველა მთიან ქვეყანაში) გავრცელებულია ანალური მენტალიტეტი. ყველა სხვა მენტალიტეტისაგან განსხვავებით, ანალური მენტალიტეტი სტატიკურია, იმდენად, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ანალური მენტალიტეტის ცვლა არსად არ მომხდარა. მეტიც, თუ განვიხილავთ საქართველოს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს, რომელიც ასევე ანალური მენტალიტეტის ქვეყანაა, აღმოვაჩენთ, რომ ანალური მენტალიტეტი მსგავს რეგიონებში მაშინაც კი არ იცვლება, როდესაც პრაქტიკულად მთლიანი ადგილობრივი მოსახლეობის ცვლა ხდება. ის დასახლებული იყო კავკასიელი ალბანელებით (დღეს მათგან მხოლოდ მცირე ჯგუფი - უდიებიღა არიან შემორჩენილნი). არაბების ლაშქრობამ და ალბანეთის ტერიტორიაზე თურქ-ოღუზების გადმოსახლებამ (რომლებიც კან-კუნთური მენტალიტეტის მატარებლები იყვნენ), ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის მთლიანად გააქრო, თუმცა გარემო-პირობების და შემორჩენილ მოსახლეობაში გავრცელებული ანალური მენტალიტეტის გავლენით, ორ საუკუნეზე ნაკლებ პერიოდში, აზრბაიჯანში ისევ ანალური მენტალიტეტი გავრცელდა.
რა თქმა უნდა საქართველოში მონღოლთა ლაშქრობას უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველოშიც გაჩნდა ურეთრალური მენტალიტეტის დაშენების ნიშნები, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ის პრაქტიკულად მთლიანად ანულირდა.
შეიძლება თუ არა, რომ მენტალიტეტი იგივე დარჩეს, მაგრამ მან ფორმა იცვალოს? დიახ, შეიძლება. ამის კარგი მაგალითია გერმანია. გერმანიაში ასევე ანალური მენტალიტეტია გავრცელებული, მაგრამ კანური ეპოქის შემოსვლასთან ერთად მენტალიტეტმა ფორმა იცვალა და დღეისთვის ვლინდება ხარისხზე აქცენტირებაში, რითიც განთქმულია გერმანული წარმოება.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე