ევოლუციის იმედი - ჰიპერაქტიური ბავშვები


ევოლუციის იმედი - ჰიპერაქტიური ბავშვები

ჰიპერაქტიური ბავშვები. როგორები არიან ისინი? რით არიან განსაკუთრებულნი? რატომ იქცევიან ასე? რა ხდება რეალურად როდესაც მათ სედატიური საშუალებებით ვმკურნალობთ?

ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება, ისინი ვერ ასრულებენ დაწყებულ საქმეს, არიან მოუსვენარნი, სულ მოძრაობენ, დარბიან, ყველგან დაძვრებიან, იწყებენ ჩხუბს, თითებს ათამაშებენ ნივთებზე ან თავს აქეთ-იქეთ ატრიალებენ. საკმაოდ რთულია მათი დამშვიდება და უფრო რთულია - დაძინება. დაწოლისას უაზროდ, ქაოსურად მოძრაობენ, იქაიმდე, სანამ ბოლომდე არ დახარჯავენ ენერგიას. ღამეც კი მოუსვენრად არიან, ძილში შფოთავენ და ხშირად ეღვიძებათ. მათ ვერ ასწავლით, ვერ ჩაუნერგავთ საზოგადოებაში მოქცევის წესებს. ისინი უბრალოდ ასეთები არიან, ჰიპერაქტიურები ყველგან და ყოველთვის.

ჰიპერაქტიურ ბავშვებს როგორც წესი პრობლემები აქვთ დროის მართვის საკითხშიც, რაღაცას ვერ ასწრებენ, სადღაც აგვიანებენ. ეს ხდება რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში ეს გამოწვეულია ყურადღების დეფიციტით: მათ უბრალოდ არ შეუძლიათ 2 წუთზე დიდხანს რაიმეზე კონცენტრირება, ყურადღება ერთი საკითხიდან მეორეზე ერთვება, მეორედან მესამეზე, ამგვარად გონება ეფანტებათ. მეორე ის, რომ ასეთი საქციელი იწვევს მასწავლებლებისა და აღმზრდელების ნეგატიურ დამოკიდებულებას. გარდა ამისა, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ წესებით მოქმედება, „ჭკვიანად ყოფნა“, ეს კი რთულ სიტუაციას უფრო აუარესებს. თავისივე მშობლების ჩათვლით მათთვის არ არსებობენ ავტორიტეტები. ხშირად საკმაოდ აგრესიული რეაქცია აქვთ შეზღუდვებსა და დასჯაზე, ეს კი თავის მხრივ ხდება ფსიქოლოგის, ნევროლოგის და ფსიქიატრის საჭიროების მიზეზი. თუმცა ჰიპერაქტიური ბავშვის ფსიქოლოგია ექიმებისთვისაც ხშირად გაუგებარია, რაც ხშირად სამწუხარო შედეგებით მთვარდება.

დღეისათვის არსებობს ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის განვითარების რამდენიმე თეორია, თუმცა არცერთი მათგანი დადასტურებიული არ არის. განმაპირობებელი ფაქტორები შეიძლება იყოს შემდეგი: მეკვიდრეობითი, ორსულობის დროს ნაყოფზე მავნე ზეგავლენა, საკეისრო კვეთა, პოსტნატალური გართულებები, ნერვული სისტემის დაავადებები ადრეულ ასაკში. ასევე სოციალური ფაქტორები: მშობლების დაკარგვა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, არასასურველ სოციალურ გარემოში ყოფნა.

დასავლეთში ამ პრობლემასთან გამკლავების ერთადერთი გზა პრეპარატების მეშვეობით ფსიქიკური აქტივობის დათრგუნვაა. დღეისთვის ეს სახიფათო ტენდენცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც გავრცელებულია. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია პრობლემის გადაწყვეტის ახალ მეთოდებს ნერგავს. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ავლენს ჭეშმარიტ მიზეზებს მოცემულ მდგომარეობაში და საშუალებას გვაძლევს ვნახოთ რა დამანგრეველი ეფექტები აქვს სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ ტვინის აქტივობას.

კანის ვექტორის ჰიპერაქტივობა

ყველაზე ცოცხალი და აქტიური ბავშვების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი კანის ვექტორია. ბავშვი ამ ვექტორით დაბადებიდან სწრაფი და მოქნილი მონადირეა. დაჩქარებულია ნივთიერებათა ცვლა, მოქმედების, დეკორაციისა და გარემოს ცვლილებას მისთვის მხოლოდ სიამოვნება მოაქვს. ის მოწოდებულია იყოს ყველაფერში პირველი, ერთი ნაბიჯით სხვებს წინ უნდა უსწრებდეს. უნდა მოიგოს ნებისმირი, თუნდაც თავის მოგონილი შეჯიბრი.

ბავშვს კანის ვექტორით ლოგიკური ტიპის აზროვნება აქვს და ამიტომ კონცენტრირებულია სარგებელზე. პატარა ოინბაზმა სათანადო მოტივაცის გარეშე შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ სწავლა-განათლება მას არ მოუტანს სარგებელს და ამიტომ ეს ყოველივე არ უღირს დროისა და ძალისხმევის ფასად. ის მომენტალურად ადაპტირდებიან ცვლად გარემო პირობებთან, საკმაოდ მოქნილია და სწრაფად რეაგირებს.

ასეთ ბავშვს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, მაგრამ ძალიან უჭირს ერთ კონკრეტულზე კონცენტრირება და დაწყებული დავალების, საქმის ბოლომდე მიყვანა. კანის ვექტორის აღზრდისას ძირითადი მიმართულება უნდა იყოს დისციპლინა, ადეკვატური შეზღუდვებით და მათი ლოგიკური ახსნით, ასევე სწორად მართვადი სტიმულირების სისტემა. ჰიპერაქტივობისას ზღვა ენერგიის გამოყენება შესაძლებელია სპორტში, ლაშქრობებში.

თვისებების განვითარება, ნებისმიერ მათ შორის კანის ვექტორსაც შეუძლია ლანდშაფტზე მხოლოდ ზომიერი ზეწოლით, როდესაც თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად საკუთარი თვისებებისა ადაპტირების სწავლაა საჭირო.

მომავალში, ბავშვები კანის ვექტორით შეიძლება ჩამოყალიბდნენ საუკეთესო სპორტსმენებად, ბიზნესმენებად, სამხედროებად, ლიდერებად, ინჟინერებად, ინოვატორებად, დეპუტატებად, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც არსებობს ოპტიმალური პირობები მათი განვითარებისა და თვისებების რეალიზაციისთვის.

ურეთრალური ქარიშხალი

ბავშვები ურეთრალური ვექტორით ასევე სპეციალური პრეპარატებით მკურნალობის რისკ ჯგუფში შედიან. ისინი უკონტროლონი არიან, მაგრამ დაბადებულნი არიან ლიდერებად, არ სცნობენ არანაირ წესებსა და კანონებს, მაგრამ ამასთან აქვთ თანდაყოლილი გულმოწყალებისა და სამართლიანობის გრძნობა. ურეთრალური პერსონის მისია არის ლიდერის ფუნქცია. მათ წინ მიჰყავთ ადამიანების ჯგუფი მომავლისკენ საკუთარი სისხლის ფასად, სიმტკიცით, არასტანდარტული აზროვნებით, სტრატეგიით, უზარმაზარი ფიზიკური და მენტალური ენერგიით.

კარგად შეიგრძნობს რა ქვეცნობიერად თავის რანგს ურეთრალური ბავში არ ემორჩილება ინსტრუქციებსა და მითითებებს (აღქმადია ზემოდან ქვემოთ). მისთვის არ არსებობს არც ავტორიტეტები, არც კანონები და როდესაც მშობლები მათ დასჯას ცდილობენ, საპასუხო ქმედება მხოლოდ აგრესიაა.

პატარა ლიდერის აღზრდის პრინციპები უნდა ემყარებოდეს მისი რანგის პატივისცემას, ამგავარად მას განვითარების საშუალებაც აქვს და იმ თვისებების რეალიზებასაც ახდენს, რომლებიც თავიდანვე ჩადებულია მასში. მიმართეთ (ქვევიდან ზევით) ისე, როგორც ეკითხებიან რჩევას, განავითარეთ მისი სხვებზე პასუხისმგებლობის გრძნობა - „შენ თუ არა, სხვა ვინ?“

მომავალში განვითარებული ურეთრალი ბავშვები ხდებიან გამოჩენილი შემოქმედებითი ადამიანები, პილოტები, ზღვაოსნები, მოგზაურები, გამომგონებლები, წარმატებიული კომპანიების ხელმძღვანელები, ქვეყნების პრეზიდენტებიც კი.

განუვითარებელმა ურეთრალებმა შესაძლოა ადგილი კრიმინალურ სივრცეებში დაიმკვიდრონ, ან „მარტოხელა მგელივით“ თავისი რანგის განტკიცებას შეალიონ თავის პოტენციალი. სახასიათოა გაუმართლებელი რისკი, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგიც ჰქონდეს.

ფსიქიკის დაზიანება საკმაოდ მარტივია

ნებისმიერი არასწორი ჩარევა, განვითარების საპასუხისმგებლო ეტაპზე (როგორც წესი ხდება ძირითადად პუბერტატული პერიოდის დასრულებამდე 12 - 15წ.) ქმნის საშიშროებას ბავშვს დავუმახინჯოთ მომავალი ან არასრულად განვითარდეს მისი თანდაყოლილი უნარები.

შედეგი - მომავალში არარეალიზებული ადამიანია.

რა ხდება როდესაც ჰიპერაქტიური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ მედიკამენტების საშუალებით? მათი თანდაყოლილი თვისებები არ ვითარდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრეპარატებით ჩვენ ვკლავთ ჩვენივე ბავშვი ფსიქიკას, ვთრგუნავთ გარემოში მისი გადაადგილების, ზრდის, განვითარების ადაპტაციის უნარსა და სურვილებს.

კანის ვექტორიან ბავშვებში პოტენციური ოლიმპიური ჩემპიონი, ან ანბრწყინვალე ბალერინა მხოლოდ დილის ტანვარჯიშის ან ცეკვის მოყვარულად რჩება. თანდაყოლილი დამზოგველობისა და ეკონიმიისკენ მიდრეკილების სურვილი ყოფაში, უკვე მარტივ სიძუნწედ ვლინდება, იმის ნაცვლად, რომ მოხდეს საკუთარი თავის რეალიზება ადამიანური რესურსების ეკონომიის დონეზე, სამეცნიერო ტექნოლოგიების შექმნის სახით.

ურეთრალებში ვითარება კიდე უფრო მძიმედაა, თუ ასეთ ბავშვებს არ მივცემთ საშუალებას გაიქცნენ წინ, დაღმართებზე თავით გადაეშვან, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მაშინ ჩვენ ვართმევთ საზოგადოებას „ცოფიან“, დიად ქარიშხალის მსგავს მამოძრავებელ ძალას და გარკვეული გაგებით მას მომავალსაც ვართმევთ.

ჰიპერაქტივობა - მართლაც ასეთი საშიშია ეშმაკუნა?

ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიპერაქტიური ბავშვების პრობლემას, რას უკავშირედება ეს?

საქმე იმაშია, რომ ვაღიარებთ ამას თუ არა, ბოლო თაობები საგრძნობლად გვჯობნიან, როგორც განვითარების ტემპებით, ასევე ინტელექტუალობით. ასეა ფსიქოლოგიურ პლანზეც. ისინი საგრძნობლად ადრე „ხდებიან დიდები“ , პრაქტიკულად დამოუკიდებლად სწავლობენ თვალს, წერას, კითხავს, სვავენ სრულიად არაბავშვურ კითხვებს, კითხვებს რომელზეც ხშირად მშობლებსაც კი არ აქვთ პასუხები. სწრაფად და მარტივად ითვისებენ კომპიუტერსა და ინტერნეტს.

ამ საკითხის კვლევისას, სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში ვლინდება, რომ თანამედროვე ბავშვების გამოხატული მაღალი ტემპერამენტი ერთი მხრივ მეტყველებს პიროვნული თვისებების განვითარებისთვის საჭირო უდიდეს პოტენციალზე და მეორეს მხრივ - თვითონ ადამიანისგან მოითხოვს არანაკლებ დიდ ძალისხმევას, სამომავლოდ მისი განვითარებისა და რეალიზებისთვის. დღესდღეობით სწორედ მშობელზეა დიდწილად დამოკიდებული ვის „გაზრდის“: გენიოსს თუ გონებაშეზღუდულ დეგენერატს.

ყურადღების დეფიციტისას ჰიპერაქტიურ ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველმა მშობელმა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ რეალური პათოლოგიები იშვიათია. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა გამოსწორებადია ბავშვის თანდაყოლილი უნარების მართებული განვითარებით, ამ შემთხვევაში სწორი აღზრდის და ენერგიის სათანადოდ მიმართვით ბავშვი შეიძლება განვითარდეს შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე პოზიტიური გზით.

ამგვარად კანის ვექტორის ბავშვები გარდაიქმნებიან დისციპლინირებულ, კანონმორჩილ არქიტექტორად, ლოგისტიკოსად ან ბიზნესმენად.

ხოლო ბავშვები ურეთრალური ვექტორით დაიპყრობენ ახალ მწვერვალებს და საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და ხალხისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენ არ გვგვანან არ ნიშნავს, რომ ავად არიან და მკურნალობას საჭიროებენ. აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საჭიროა მათი ვექტორული უნარების გათვალისწინება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ განვითარებაში.

მთარგმნელი: Omnia

წყარო

იხილეთ ასევე: ჰიპერაქტიური ბავშვი: ღვთის რისხვა თუ საჩუქარი?

  • სუიციდალური კომპლექსი

  • როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  • ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • რატომაა კლოუნი საშიში?

  • იტყუება თუ არა?!

  • ამოკი თავში ან რატომ ისვრიან მოსწავლეები

  • აუტიზმი (მეორე ნაწილი)