იტყუება თუ არა?!


იტყუება თუ არა?!

მოზარდი ცოტა რამეს თუ უყვება დედას თავისი ქცევისა თუ მეგობრების შესახებ. გოგონა, რომელიც ხვდება ბიჭს, არ ეუბნება მას, რომ მის გარდა სხვა კავალრებიც ჰყავს. ცოლი ქმარს საქმის კურსში არ აყენებს ოჯახური ბიუჯეტის შესახებ. ყველაზე ალალმართალი დედაც კი ეუბნება შვილს, რომ კანფეტები, რომლებსაც ის ყნოსვით გრძნობს და მათი ჭამისგან ეწყება ალერგია, შეჭამა მარმელადის მონსტრმა, ხოლო საწოლის ზემოთ ცხოვრობს ბიძია დენი, რომელთანაც ნაცნობობა პატარა ბავშვისთვის სრულიად არასასურველია. ნუთუ ყველა ეს ადამიანი – მატყუარაა?

სიცრუის მრავალგვარობა, როგორც სიცოცხლის მრავალსახეობის შედეგი.

ჭეშმარიტება – ეს მთელი ქვეყნიერებაა, მთელი სამყარო. ადამიანი კი მხოლოდ მისი ნაწილია. სწორედ ამიტომ ადამიანი არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ მთლიანობაში აღიქვას მთელი სიმართლე თავისი გონებით. აღიარება იმისა, რომ ის წარმოადგენს მთლიანის ნაწილს – პირველი ნაბიჯია გაცნობიერებისაკენ. სამყაროს ყველა ისე აღწერს, როგორც თავად ხედავს და ესმის. ადამიანის აღქმა სუბიექტური, არასრული და დამახინჯებულია. არც ერთი აზრი არ შეიძლება მივიღოთ აბსოლუტურ სიმართლედ.

უნაკლოები არ არიან ისინიც კი, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ იყვნენ უსაზღვროდ პატიოსანნი საკუთარ თავთანაც და ირგვლივ მყოფებთანაც. იაპონელებს ამ დასკვნისათვის გააჩნიათ მშვენერი ნივთმტკიცება: რიოანძის ბაღის 15 ქვა ამის თვალსაჩინო მაგალითია. წარმოიდგინეთ შიდა პატარა ეზო. მწვანე მდელოზე განთავსებულია 15 ცალი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვა. ეზოს ირგვლივ მაყურებელთათვის მოწყობილია გალერეა. ბაღის ამოცანას შეადგენს ის რომ, ყოველი წერტილიდან მაყურებელი ხედავს მხოლოდ 14 ქვას, ხოლო მე-15 მუდამ დაფარული რჩება. ყოველ ჯერზე, როგორც კი მაყურებელი ცვლის ხედვის რაკურსს, ის სულ ხედავს 14 ქვისაგან შემდგარ კომპლექტს. ის, რომელიც უხილავი იყო, ჩნდება, მაგრამ რომელიღაც მეორე ქრება მხედველობის არეალიდან. რატომ მოდის ხალხი აქ? იმისათვის,რომ თავისი თვალით დარწმუნდნენ ერთი ადამიანის მიერ სიცოცხლის მთელი სიმართლით აღქმის შეუძლებლობაში. და კიდევ, იმ ფაქტის მისაღებად, რომ ყოველი ადამიანის მსოფლგაგების გარდა არსებობს კიდევ მრავალი სხვა, იმავე ზომითა და შესაძლებლობით.

ბუნებრივი მოტივები

არსებობს ინფორმაციის დამახინჯების კიდევ ერთი შტრიხი. მოცემული განსაზღვრული ამოცანის გადასაწყვეტად ფსიქიკის ყოველი ტიპის თვისებები წარმოადგენენ მისივე მატარებლის სიცრუის მიზეზს. ორალური ფსიქოტიპის (ვერბალური ინტილექტი) მისწრაფება – მიიპყროს ყურადღება, გააერთიანოს მსმენელთა რაც შეიძლება მეტი მსმენელი – აიძულებს მას ისე შეაფერადოს და შეალამაზოს საუბარი მორიგ მოვლენაზე, რომ ადამიანმა, ფსიქიკის განსხვავებული წყობით, რომელიც იყო ამ ამბის შემსწრე, შეიძლება ვერც კი იცნოს ეს მოვლენა ასეთ ინტერპრეტაციაში. როგორც ამბობენ: “ენამახვილობის გამოსაჩენად არ დაინდობს საკუთარ მამასაც”. ხელმომჭირნე ადამიანი (ლოგიკური ინტილექტი) ტყუის სარგებლის მიღების გამო. ხვდება რა ოფისში თავის მთავარ ბუჰღალტერს, მას უსათუოდ ეტყვის უცნაურ კომპლიმენტს – რათა მოიმადლიეროს. თავისი უფროსის ბავშვს აუცილებლად აჩუქებს რაღაც უმნიშვნელო ნივთს (კალამს ან სამაჯურს, რომელსაც უფასოდ არიგებდნენ) და ცამდე აიყვანს მის ტალანტსა და ჭკვიანურ თვალებს. ბიზნეს პარტნიორთან “თანაბრად” გაიყოფს მოვალეობას და პასუხისმგებლობას თავისი გაგებით, იმისთვის,რომ თვითონ არ გადაიტვირთოს თავი. მუყაითი და კეთილსინდისიერი, მაგრამ რამდენადმე ზანტი (ანალური ინტილექტი) პირველკლასელი გოგონა სკოლის ბუფეტში დარჩა ფუნთუშის გარეშე, უფრო მკვირცხლმა თანატოლებმა მას დაასწრეს. მის სიცოცხლისეულ მოდელში ასახულია თანასწორობის იდეა – სათითაოდ ყოველს თითო ”ბულკი” უნდა შეხვდეს, ხოლო თუ ის არ არის სამყოფი, ეს მისთვის ნიშნავს იმას, რომ ის ვიღაცამ შეჭამა, ე.ი სამართლიანობა დაარღვია. მას ძალიან უჭირს იმის წარმოდგენა, რომ შესაძლებელია სიტუაციის სხვანაირი ახსნა, მაგალითად: შემოიტანეს იმაზე ნაკლები ფუნთუშა, რაც საჭირო იყო და მარტო ის არ დარჩენილა მშიერი. როცა ის სახლში მივა, აუცილებლად შესჩივლებს დედას თავის უცნობ მწყენინებელზე, და სულშიც შვებას იგრძნობს. ხოლო შემდეგ დაიწუწუნებს, თუ როგორ ძლიერ ტკიოდა მუცელი (მისი ყველაზე თავმოყვარე ადგილი ორგანიზმში). დედიკოსაც შეეცოდება, ჩაჰკოცნის, დააპურებს, და სამყაროც ისევ ისეთივე კარგი და მშვენიერი გახდება. ხატოვანი ინტილექტის მქონე ქალიშვილი მუდამ ისწრაფვის გარშემომყოფთაგან გამორჩევისაკენ, პირველ რიგში გარეგნულად. ნებისმიერი “გამოსვლისათვის სინათლეში” (საღამო, სპექტაკლი, სეირნობა) ის საგულდაგულოდ ემზადება. შეიძლება მთელი ღამე შესწიროს იმას, რომ ახალი აღკაზმულობა შეიკეროს. შემდეგ კი სულგანაბული მოელის ქებას მისი მისამართით. მაშინაც კი, თუ მას ჩვეულებრივ შეხვდებიან, ყოველგვარი ემოციების გაეშე, ის თავის დაქალს სასწრაფოდ მოუყვება, თუ როგორი ხოტბა შეასხეს და თუ როგორ იყო ყველა მისით აღტაცებული. დარწმუნებული იყავით, ეს იქნება გულწრფელად. ყველა ეს ქება მის თავის შიგნით ესმის, რადგან წარმოდგენა არა აქვს, როგორ შეიძლება არ შეამჩნიო და არ შეაფასო ეს სილამაზე და მისი სახის არაორდინალურობა. ასეთი უნებური გამონაგონები “ჩაშენებულია” ყოველ ფსიქოტიპში. რამდენი ადამიანიცაა, იმდენივეა შეფასება და იმდენივეა არასიმართლეც, მისი გამოვლენის მოტივები და რა თქმა უნდა იმდენივე დასაბუთება. სინამდვილის დამახინჯება დამახასიათებელია ადმიანური სახეობის ყველა წარმომადგენელისათვის. არსებობს სრულიად გაცნობიერებული ტყუილი, მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, “სულ სხვა ისტორიაა”

პრაქტიკული რეკომენდაციები

იმის გამო, რომ ყოველი ადამიანი, სამყაროს მხოლოდ ერთი ნაწილია, მისი აღქმაც ასევე წარმოადგენს ფრაგმენტს და ამგვარად ხდება ამ ინფორმაციის არაწინასწარ განზრახული დამახინჯება. მაგრამ მოდით, ნუ ვიფიქრებთ გარშემომყოფებზე ცუდად, არამედ ვეცადოთ სწორად განვმარტოთ მათი საქციელი და ვაკონტროლოთ ჩვენი.

წყარო

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili

  • ზედმეტი სიტყვების გარეშე - პირდაპირ ათიანში

  • გინება როგორც სექსუალური აღზრდა

  • ორალის ვექტორიანი ბავშვები

  • როგორ მეტყველებენ ორალის ვექტორიანები?!

  • იტყუება თუ არა?!

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?

  • ურეთრალური და ორალური ვექტორების კომბინაცია

  • ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია