სოციოფობია. არსებობს გამოსავალი?


სოციოფობია. არსებობს გამოსავალი?

როგორ შეიძლება, რომ ჩემსავით ამ ფობიის მქონე ადამიანები ბედნიერები იყვნენ? ჩვენთვის ხომ მიუწვდომელია ადამიანებისათვის ბუნებრივი უბრალო სიხარულები. დღესასწაულები, სხვადასხვა საზოგადოებები, სპორტი, ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობა, მეგობრობა – სოციუმში ჩართული იმ ადამიანების პრივილეგიად მიგვაჩნია, ვინც გააცნობიერა თავიანთი საჭიროება და სარგებელი სხვებისათვის.

ეს მხოლოდ ჩვენთვისაა ყველა კარი დაკეტილი, მხოლოდ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობას იქ, სადაც ის არ არსებობს. ხოლო როცა სხვები აღმოაჩენენ ჩვენს შიშსა და შებოჭილობას, ვერ გვიგებენ და შეკითხვიანი მზერით გვიყურებენ. ჩვენ კი გვგონია, რომ არ მოვწონვართ. უხერხულობას ლამის პარალიზებამდე მივყავართ და ჩვენც ვიზღუდავთ თავს, უარს ვამბობთ საკუთარ სურვილებზე.

მთავარია, ფრთხილად ვიყოთ და თავი ავარდოთ ჩვენთვის ასე მტკივნეულ ურთიერთობებს, მოვიქცეთ ისე, რომ არ მივიქციოთ ყურადღება, ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რაც არ მოითხოვს სხვის ჩარევას – და ჩვენი შიშებიც საიდუმლოდ დარჩება. წრე თანდათან პატარავდება. და აი, უკვე ძნელია, ვინმე შეგვხვდეს, თუ რა თქმა უნდა არ გამოივლის ჩვენს ამოჩემებულ გზაზე, მაშინ, როცა გარეთ ყველაზე ნაკლები ხალხია, ან ქალაქგარეთ, ტყისპირას, ან ჩვენივე მყუდრო ოთახში- სადაც თავს ასე თუ ისე უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობთ.

სამუშაო? მხოლოდ ისეთი გამოდგება, რომელსაც მარტონიც გავუმკლავდებით, გარე ჩარევის გარეშე, როცა ყველა აუცილებელი ობიექტი ახლოსაა, ხალხი გვერდს გვივლის და ვერ გვამჩნევს, თითქოს ლანდშაფტის ნაწილები ვიყოთ. ჩვენ კი ვფიქრობთ- „რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება? რა კარგია მეეზოვედ მუშაობა! მე არ მიწევს ხალხთან იძულებით კომუნიკაცია“.

რატომ არ შემეძლო ცხოვრება

მე შევეზარდე საკუთარ შიშს ისე, რომ ვეღარც კი ვამჩნევდი მას. ის თითქოს ჩემთან ერთად დაიბადა, გვერდით იყო საზოგადოებაში გასვლის ყოველი მცდელობისას, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული. მახსოვს ეს მომენტები, როცა ჩემმა მხიარული და შეუბრალებელი მშობლები ძლივს ასწრებდნენ ჩემს გასახდელში დატოვებას და კარს იხურავდნენ ზურგსუკან. მაშინ ყველაფერი მთავრდებოდა. აზრი არ ჰქონდა თანაგრძნობის გამოწვევის მცდელობას. ისინი უბრალოდ შემარცხვენდნენ შიშისათვის და დამცინებდნენ: „არავინ შეგჭამს!“

შეიძლება, ვფიქრობდი, რომ თუ გაიგებდნენ, როგორ მეშინოდა, აღარ ვეყვარებოდი. საკუთარ შიშთან მარტო დარჩენილი, განწირულივით ვიხდიდი, აუჩქარებლად ვალაგებდი ნივთებს კარადაში. სასოწარკვეთილს ცრემლი მადგებოდა. ძალებს ვიკრებდი და დერეფნის გავლისას მომაკვდავივით ვსუნთქავდი. ჯგუფში კი ისე შევდიოდი, როგორც ვეფხვების გალიაში.

ვიდექი ხოლმე და არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი. პატარა საშინელი ადამიანები აღმზრდელებთან ერთად მიყურებდნენ. არ შემეძლო ხმის ამოღება. მივდიოდი და სადმე განაპირას, მიჯდომასა და მიმალვას ვცდილობდი. ვიღებდი სათამაშოებს და თავს ვიკატუნებდი, თითქოს ვთამაშობდი. ისინიც სხვაგან გაიხედავდნენ და დამივიწყებდნენ. ამოვისუნთქავდი – ცოტა ხანი ცხოვრება შეიძლება.

მოგვიანებით, გავიზარდე და გავიგე, რომ ხელს შიში მიშლიდა. კი მაგრამ, რის გამო იყო ასე? არავის შევუშინებივარ, არავის ვუწამებივარ. მშობლები იყვნენ ბედნიერები და უზრუნველყოფილები. მომავალი ბედნიერებას გვპირდებოდა. მე რატომ არ შემეძლო, მეცხოვრა? დავინტერესდი ეზოთერიკით და მივხვდი -ეს კარმაა. წინა ცხოვრებაში კეთილმა და პატიოსანმა ადამიანებმა გადმომაგდეს კოშკიდან რაღაც ცუდი საქციელის ჩადენის გამო. როგორც ვერსია – დამახრჩვეს ჭაობში. აი, რატომ ვაქცევ ყურადღებას ჩემს ყველა სიტყვასა და საქციელს. კარმა, როგორც ასეთი. რაღა დამრჩენია, გარდა მოთმენისა.

მოულოდნელი ახსნა

ჩემი მდგომარეობის ძალიან მარტივი და ბუნებრივი ახსნა მომცა სვფ-მ. თავიდან უბრალოდ მსიამოვნებდა ლექციების მოსმენა. მოგვიანებით კი მოვიდა გააზრება იმისა, რომ სვფ ხსნის მიზეზთა მიზეზებს, იმ ღრმასა და გაუცნობიერებელს, რასაც ადამიანებმა კარმა უწოდეს, რადგან ვერ ახსნეს. ჩემთვისვე მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ აუხსნელი არაფერია. ადამიანში ყველაფერი ადვილად ისხნება და იკითხება.

სვფ გვისხნის, რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო, კოლექტიური არაცნობიერი. ის ყველასთვის ერთია და დაბადებისას ყველას გვეძლევა ამ ერთის გარკვეული ნაწილი ვექტორების სახით. არა რაიმე დანაშაულის სასჯელად ან სიკეთის ჯილდოდ, არც იმისათვის, რომ ადამიანები გააცალკევოს, არამედ იმიტომ, რომ ამ მომენტში ასე სჭირდება ბუნებას, იმიტომ რომ შევძლოთ საერთო ორგანიზმის, მთლიანობის შედგენა. ვექტორები ჩვენით არსებობენ და ჩვენი ერთადერთი დავალებაა- ავავსოთ ისინი, მოვახდინოთ მათი რეალიზება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კოლექტიური არაცნობიერში.

რა პოტენციალს იძლევა ვიზუალური ვექტორი და როგორაა ის სოციოფობიასთან დაკავშირებული

სვფ-ს მიხედვით ვიზუალური ვექტორის განვითარების დიაპაზონი მერყეობს საკუთარი თავის გამო შიშებიდან სხვების სიყვარულამდე. როცა ის განუვითარებელია, ჩვენ ვიტანჯებით – განვიცდით შიშებს ყველა შესაძლო გამოვლინებით, მათ შორის სოციოფობიის სახითაც.

რად უნდა ტრანსფორმირდეს შიში ადამიანის სწორი განვითარებისას? მის საწინააღმდეგოში – სიყვარულში. რით ივსება ვიზუალური ვექტორი? რა ავითარებს მას? სახელიდან გამომდინარე- ყველაფრით, რისი დანახვაც შეიძლება. იმით, რაც თვალს სიამოვნებს. და არავის შეუძლია მხედველობითი სიამოვნების მიღება ისე, როგორც ვიზუალური ვექტორის პატრონს. სილამაზის შექმნა და სიყვარული ნიშნავს გრძნობისა და თანაგრძნობის უნარს.

ვიზუალებისათვის განსაკუთრებული აზრი დევს ფრაზაში: სილამაზე და სიკეთე გადაარჩენს სამყაროს. უნდა შევიყვაროთ რაც ჩვენს გარშემოა, ვინც ჩვენს გარშემოა. ამისათვის კი საჭიროა, ბავშვობაშივე ვასწავლოთ ვიზუალს კითხვა, თანაგრძნობა, ემპათია. გავუღვიძოთ ინტერესი ყველაფრისადმი, რაც მასში თანაგრძნობის სურვილს გამოიწვევს – სწორედ ეს განდევნის მის შიშებს. ვიზუალი პატარა ლიტერატურული გმირების თანაგრძნობით იწყებს და შემდეგ ნამდვილ ადამიანებზე გადადის. და არც სხვის გამო ტირილია სირცხვილი – თანაგრძნობის ცრემლი მკურნალია. სხვა ადამიანზე გადართვა ავიწროვებს შიშებს, აიძულებს ვიზუალს განვითარებას. ის, ვისთვისაც სხვაზე ზრუნვა უფრო პრიორიტეტულია, საკუთარ ფობიებს ივიწყებს. ასე ემართებათ მათ ვინც პროფესიონალურ დონეზე თუ მოხალისედ ეხმარება სხვებს. ხოლო ადამიანებისგან, როგორც შიშის მიზეზებისგან დაშორება პირიქით, ფობიებს უსაშველოდ გაზრდის.

წყარო

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი


მსგავსი სტატიები

  • ყნოსვის "დაბნელება

  • სომატიზაცია, სხეულის დაავადება თუ სულის ტანჯვა?

  • სასიცოცხლო სცენარის ტყვეობაში

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

  • ენერგო ვამპირიზმი - ვექტორული მიმოხილვა

  • ამოკი თავში ან რატომ ისვრიან მოსწავლეები

  • დეპრესიის ფორმები სხვადასხვა ფსიქოტიპებში