სუიციდალური კომპლექსი


სუიციდალური კომპლექსი

მჭირდება ადგილი, რომ სივრცეში გადავაბიჯო

სუიციდალური კომპლექსი… მაინც როგორია ის, თვითმკვლელის პორტრეტი? ეს “ახალგაზრდაა ფერმკრთალი სახითა და ანთებული თვალებით”, ანდა “ჩემი მეგობარი მხატვარი და პოეტი”, – გამხდარი, გაწეწილი ნახევრად შეშლილი ადამიანები, ნაღვლიანი, იმედგაცრუებული ინტელიგენტები, ამაოების ბაზარში საკუთარ დახლს რომ ვერ პოულობენ? იქნებ უბრალოდ დაუცველი ემოები, პერმანენეტულ ისეტერიკის ფსევდოსიუციდალურ შეტევისას? გამალებით რომ ცდილობენ ფანჯრიდან გადახტნენ, ვენები გაიხსნან ანდა თავი ჩამოიხრჩონ? როგორ ფიქრობთ როგორები არიან ისინი?

ასეთი ხალხის – ძირითადად სმენების და ვიზუალების სუიციდალური შეტევები შესაძლოა ორ წამში მოგვარდეს, მთავარია იცოდე რომელი უკმარისობა უნდა შეუვსო. სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, სუიციდალურ კომპლექსის მატარბლები სწორედ ის ხალხია რომელიც არაფრით არ ერგება ზემოთ აღწერილ მძიმე სურათს. იმდენად, რომ მათი აღსასრულიდან ათეული წლების მერეც, ჯერ კიდევ ჩნდება ვერსიები ხომ არ იყო მკვლელობა რომელიც თვითმკვლელობის ინსცენირებით შენიღბეს.

თუნდაც ის რად ღირს რომ ჯერ კიდევ დადის ხმები რომ ფილმსაც კი იღებენ ესენინის სიკვდილის დეტალების გამოსაძიებლად. სისტემური კაეგორიების დახმარების გარეშე შეუძლებელია აიხსნას რა აიძულებს ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს რაც უნდა, რომელიც ასე განებივრებულია ქალების სიყვარულით, რომ ნებაყოფლობით გამოესალმოს სიცოცხლეს.

მაშინ როცა სისტემური მიდგომა ააშკარავებს, რომ ესენინის ურეთრალ-სმენური სცენარი ნეგატიური გზით წარიმართა. ისევე როგორც უამრავი სხვა ურეთრალ-სმენის – პუშკინი, ლერმონტოვი, ვისოცკი, მაიაკოვსკი, ცოი… უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება. მთელი მათი აღმაფრენებისა და დაცემების, კაშკაშა სიცოცხლისა და გარდაუვალი ტრაგიკული სიკვდილის აღწერა ორადორი სიტყვით შეიძლება – სუიციდალური კომპლექსი.

,,სუფთა“ სმენა

ურეთრალ-სმენური კომბინაცია, ესაა ორი დომინანატი ვექტორის ფეთქებადი სუბსტანცია. მაინც რა კომბინაციაა ეს – ურერალური ვექტორი სმენური მიმართულებით მიმავალი? ეს იმითაა უნიკალური, რომ მათი სურვილები ერთმანეთს არ ერევა, ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ გააჩნიათ. არსებობს ან სუფთა სმენა რომელიც თავის სურვილებს ურეთრალური ტემპერმენტით ისრულებს, ანდა შიშველი ურერალური ვნება რომელსაც ვერ აზავებს სმენური აბსოლუტურად არასხეულებრივი მისწრაფებეები, – მდგომარობების გამუდმებული ცვლა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში (აქ ბურლანი ცდება. რეალურად ურეთრალური და სმენის ვექტორები ისევე კომბინირდებიან, როგორც ნებისმიერი სხვა და ქმნიან სრულიად უნიკალურ, სულიერი ბელადის სცენარს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ორი დომინანტური ვექტორის სიმბიოზირებისას, დიდია იმის რისკი, რომ ერთერთმა მეორე მთლიანად დაიქვემდებაროს. ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა ურეთრალ-სმენებს შორის. სწორედ ამ ფაქტორს შეჰყავს ბურლანი შეცდომაში, რის გამოც ამტკიცებს, რომ ურეთრალ-სმენებისთვის დაზიანება – ნორმაა – ს.ღ.).

სმენა და ურეთრა ყველაზე მეტად არიან დაშორებულნი ერთმანეთს მდგომარეობების მიხედვით, ურეთრას დაუოკებელი სიცოცხლის წყურვილი, ფეთქებადობა და უზარმაზარი ვნება სიცოცხლისადმი… მეორე მხრივ კი სმენა, რომლის სურვილები საერთოდ ვერ თავსდება მატერიალური სიბრტყში, თავიდან ფეხებამდე მეტაფიზიკურსა და აბსტრაქტულშია ჩაძირული, მაქსიმალურად შორსაა ცხოველური ვნებისგან, ლიბიდო თითქმის ნულზეა დასული. წარმოუდგენლად რთულია ამ ორი საწინააღმდეგო მოთხოვნილების შეთავსება.

სმენურ ფაზაში ქმნიან თავიანთ გენიალურ ნაწარმოებებს. სმენური უკმარისობა სრულიად გაშიშვლებულია, არ იმღვრევა არანაირი სხეულებრივი მოთხოვნილებებით, არ ამძიმებს ლიბიდო – მხოლოდ სუფთა სმენაა! ესაა სიტყვის, მუსიკალური ბგერის, აზრობრივი აბსტრაქციის ყველაზე სუფთა აღქმა. ისე, როგორც მაიაკოვსკი აღწერს თავის შინაგან მდგომარეობას, თავის მონახაზში “როგორ ვაკეთოთ ლექსები”: “რიტმი მთელი პოეტური ქმნილების საფუძველია”, რიტმს შეუძლია გადმოსცეს როგორც ზღვის ხმაური, ისე მოსამსახურეების რომელიც მთელი დილა კარს არახუნებებნ, ეს ყველაფერი მეორდება და ფუთფუთებს ჩემს ქვეცნობიერში, დედამიწის ბრუნვაც კი. არ ვიცი არსებობს თუ არა რიმი ჩემს მიღმა თუ ის მართო ჩემში, მე მაინც მგონია, რომ ის მარტო ჩემშია.”

სწორედ ასე აქვთ პირდაპირი კავშირი სმენურ სრულყოფილებასთან, მათი შემოქმედება არაა გულმოდგინედ დამუშავებული ანალური პროდუქტი, არც ვიზუალური გემოვნებით დახვეწილი ნამუშევარია, ისინი თავად არიან შემოქმედება, რომელიც პირდპირ არაცნობიერიდან მოედინება.

ახლა წარმოიდგინეთ თაყვანისმცემელთა აღფრთოვანება და კოლეგების შური. როგორი აუტანელი იყო ზომიერად ნიჭიერი კან-სმენა სალიერისთვის, შესრულების ფილიგრანული ტექნიკით გამუდმებით ხელიდან რომ უსხლტებოდა მუსიკალური სრულყოფილება – ეხილა მოცარტი – რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე თითქოს საკუთარ სხეულში ატარებდა ზეცით მოვლნილ მუსიკალურ მშვენიერებას. და აი რჩება ისევ კლავიატურასთან სალიერი და განაგრძობს ოსტატობის დახვეწას მოცარტი კი… დუქანს უბრუნდება.

და თუ დღეს მე, უხეშ ჰუნს, თქვენს წინაშე მანჭვა-გრეხა არ მინდა?

ისევ იცვლება ფაზა! ურეთრას უკმარისოები დაუგროვდა და სმენის ასექსუალურ ტირანიასაც დააღწია თავი, დათრგუნული სურვილები გარეთ გამოიჭრა, როგორც იქნა ურეთრალურ ვექტორს თავისუფლება ეღირსა. ამ დროს იწყება ყველაფერ იმის ანაზღაურება რაც სმენამ შორს, სკივრში გადამალა.

“ესღა დამრჩა გასართობათ მხოლოდ

პირში თითები და მხიარული სტვენა

ხმა დამიგდეს ჭორიკნებმა თითქოს

თრობა და ჩხუბია ჩემი ლხენა.”

ს.ესენინი.

მხოლოდ ასე შეუძლია სისხლსავსე სიცოცხლე ჯერ კიდევ გუშინდელ სმენას, დღეს კი უკვე ურეთრალს. ესენი ვერასოდეს შეძლებენ ბელადის როლის მორგებას – გასაგებიცაა. როგორ შეიძლება ჯოგზე აგოს პასუხი იმან ვისი ბუნებრივი ალტრუიზმიც მთელი ჯოგის გადარჩენას რომ უნდა უზრუნველყოფდეს, ნებისმიერ დროს შეიძლება დაეუფლოს სმენა რომელისაც უკვე აღარრავისთან აღარ აქვს საქმე.

ბუნებრივია რომ შედარებით განუვითარებელი თვისებები, ბელადის სრულფასოვანი რანგის გარეშე, ის რანჟირებასაც ყველაზე პრიმიტიული ხერხებით ეცდება. მთელი ურეთრალური ფაზა დროსტარებაში გადის “საუკეთესო” ურეთრალური ტრადიციის მიხედვით, – ხულიგნობა, ჩხუბი, ღვინო, პარტნიორების უკონტროლოდ ცვლა… უგვირგვინო ბელადს თავისი ჯოგიც არ ჰყავს, მისი ამალა – კან-ვიზუალი და სმენა თაყვანისმცემლები არიან, მისივე მკითხველები, ხშირად კი უიღბლო ხელმოცარული ხალხი რომელიც გენიოსთან ნაცნობობით საკუთარ ეგოს ელოლიავებიან და თან მისი ურეთრალური გულუხვობითაც სარგებლობენ.

გაიხსენეთ რამდენია ასეთი გენიოსი რომელთაც მათივე თანამედროვეები შიშით იხსენებდნენ. პუშკინის ლეგენდარული თავაშვებულობა, ესენინის ხულიგნური გამოხტომები, ყველასთვის ერთი და იგივე სცენარე მხოლოდ გარემოსა და დროს შეაქვთ მცირეოდენი შესწორებები.

ომი – ცასა და მიწას შორის

და მაინც რა არის სუიციდალური კომპლექსი?

და აი როგორც კი საჭმლის, სასმელის, სიყვარულის და სექსის სურვილებიც უკვე შეისრულა, დაიკმაყოფილა სიცოცხლის მოყვარული ურეთრალის ყველა ყველა უკმარისობა, მისი უდიდებულესობა სმენაც გამოდის სცენაზე. კარგია თუ არსებობს გარემო სმენური ძიებებისთვის, თუ მას შეუძლია ხელოვნებაში რეალიზება, შეუზლია თავისი მდგომარეობა სიტყვებითა და მუსიკით გადმოსცეს. შეუძლია საღამოს თავისი კან-ვიზუალი მუზისთვის იჩხუბოს, იმავე ღამეს კი მასვე მიუძღვნას სულისშემძვრელი შედევრი.

მაგრამ თუ სმენის მდგომარეობა ოდნავ უარესია ის უკვე ვეღარ პოულობს საკუთარ თავს სმენურ ფაზაში გადასვლისას. ჯერ კიდევ ახლახანს ის სამართლიანი კამპანიის სამართლიანი ბელადი იყო, მხიარულად ატარებდა დროს და პარტნიორებს იცვლიდა… აი უცებ ფაზა შეიცვალა – და ის უკვე ბოროტი ყოფიერების ჭაობში აღმოჩნდა, უხეში და ზიზღნავერი, უგრძნობი ბრბოთი გარშემორყმული. მეგობრები ძველებურ მოქნილობას ელოდებიან, ქალები უბრუნებენ ემოციას როგორც ზესასურველ სექსუალურ ობიექტს. ის კი უკვე სმენურ ანაბიოზის მდგომარეობაშია, სმენური დეპრესიის წყვდიადში.

სმენა ზედომინანატური ვექტორია, და თუ დაუდგრომელი ურეთრის ავსება კიდევ შეიძლება მიუხედავად უდიდესი ენერგეიკული დანახარჯებისა, სმენისთვის მთელი სამყაროც კი არასაკმარისია. დეპრესიულ სმენურ ფაზაში გადაღვრილი, ის იქ უფრო დიდხანს რჩება ბევრად უფრო დიდხანს ვიდრე ურეთრალური მხიარულება გრძელდებოდა. ასე გრძელდება სანამ ჩაკეტილი ურეთრალური ლიბიდო ისევ არ გადაივსება და არ ამოხეთქავს და დადგება ფაზის მეორე ცვლილება. მას ისევ ახრჩობს თავს დატეხილი სიცოცხლის აფეთქება და ყოველ ჯერზე ურეთრალური კომპენსაცია სულ უფრო და უფრო დატვირთული და გაჯერებულია, სულ უფრო სწრაფად მთავრდება ეს ფაზა და გადადის ისევ სმენურში, – მკვეთრი ვარდნა სმენურ დეპრესიულ სიცარიელეში. ფაზები სულ უფრო ხშირად ცვლიან და ერთიმეორეს და სულ უფრო მკვეთრად ვლინდებიან.

ეს გრძელდება იქამდე ვიდრე ამპლიტუდა არ აღწევს პლიუს უსასრულობიდან მინუს უსასრულობას. და კიდევ ერთხელ მოციმციმე ურეთრალური ცხოველური ალტრუიზმიდან ის მსოფილო მასშტაბის სმენურ ეგოცენტრიზმში ვარდება. ყველაფერი იმის საპირისპიროში რაც სიცოცხლეს აზრს და ფერებს აძლევს, სიცოცხლის შუქი ფერმკრთალდება, რჩება მხოლოს სმენური აუვსებელი სურვილბის ყოვლიშთანმთქმელი წყვდიადი. სწორედ ასეთ დროს გადაწყვეტილებების მიღებაში დიდხნს ფიქრს მიუჩვეველი ურეთრა, დაუფიქრებლად აგდებს სხეულს ფანჯრიდან, ურჩევლია მოკვდეს ვიდრე კიდევ ერთხელ განიცადოს ყველაფერი ეს თავიდან.

ვერასოდეს ვერავინ ვერ იგებს რა მოხდა, არ სჯერათ თვითმკვლელობის, რანაირად? ჯერ კიდევ გუშინ ხომ ჩვენთან ერთად სვამდა და მხიარულობდა, დღეს კი უკვე აღარაა. განა რა უნდა მომხდარიყო ერთ ღამეში. გუშინ ჯერ კიდევ მისი მოშურნე კანები კი უკვე ნიშანს გიგებენ – აი თქვენი გენიოსიც, ხომ იპოვა რასაც ეძებდა, ასეთი ლოთობა რას არ უზამს ადამიანს, თავსაც მოაკვლევინებს. ანალები ეძებენ და პოულობენ დამნაშავეებს, იმ ქალის ბრალია, დააკარგვინა თავი კაცს. ჩვენი ბრალიც ხომაა ძმებო, ვერ მივაქციეთ ყურადღება, ვერ გადავარჩინეთ. ვიზუალი თაყვანისმეცემლები უკანასკნელ ლექსებში და სიმღერებში მინიშნებებს ეძებენ უბედურ, დარდით დამწვარ სიყვარულზე.

საინტერესოა ისიც, როგორ სხვადასხვაგვარად აღიქვამენ თანამედროვის თვითმკვლელობას ჯერ კიდევ ცოცხალი ურეთრალ-სმენები. ესენინის სიკვდილის მერე ცვეტაევამ კიდევ 16 წელი იცოცხლა, და ძნელი წარმოსადგენი არაა როგორი იყო მისთვის ეს წლები თუ ესენინის მკვლელობას ასეთი ლექსი მიუძღვნა:

“ძმაო ბედკრულ სიმღერების

მშურს მე შენი

დაე თუნდაც ასე ახდეს

ერთ ოთახში სიკვდილს გავდეს,

რამდენიღა დამრჩა წელი?

ასი?

ყოველდღეს ხომ ამას ველი.”

გასაგებია, რომ ერთი და იგივე სასიცოცხლო სცენარის განვითარება შეიძლება ვარირებდეს. ურეთრალ-სმენას შესაძლოა სულაც არ განუვითარდეს სუიციდალური კომპლექსი, თუ ურეთრა რეალიზებულია ანდა სმენაა ასე თუ ისე ავსებული. ანდა სმენის დროებით ავსებამ შესაძლოა დაამუხრუჭოს ნეგატიური სცენარის განვითარება. მაიკოვსკის მუზა ძალიან დიდი ხანი უმღეროდა რევოლუციას, რასაც იმ დროს შეეძლო სმენა იმაზე მეტად აევსო ვიდრე სოციალისტური გარდაქმნების იდეას. ესენინის სიკვდილზეც სულ სხვანაირი რეაქცია ჰქონდა.

“ღამით გავიგე ყველაფერი, წუხილი შესაძლოა წუხილად დარჩენილიყო, ანდა შესაძლოა დილისთვის სულაც გაფანულიყო, მაგრამ დილით გაზეთემბა მისი უკანასკნელი ბწკარები მამცნეს:

,,არც სიკვდილია ახალი ამ საწუთროში

და არც სიცოცხლეს მოაქვს სიახლე“

ამ სიტყვების შემდეგ ესენინის სიკვდილი ლიტერატურული ფაქტი გახდა. მაშინვე ცხადი გახდა, ეს მერყევი ლექსი, დიახ სწორედ ლექსი, რამდენს მიიყვანდა ყულფთან და რევოლვერთან.

,,და არანაირი, არანაირი საგაზეთო სტატიებით ამ ლექსს ვერ გააბათილებ.

ამ ლექსთან მხოლოდ ლექსით შეიძლება და ლექსითაა საჭირო ბრძოლა.”

იგივე წაიკითხე უბრალოდ, ისევე როგორც იმან ვისი შემოქედებაც შესაძლოა სასარგებლო იყოს იდეისთვის, და ვინც გაბედა და ასე უპასუხისმგებლოდ წავიდა ამ ცხოვრებიდან. მაგრამ აქაც კი ჩანს, რომ სადღაც ცნობიერების ზღავრზე უკვე იკიდებს ფეხს ეს მოტივი – არავის მიიყვანს რევოლვერთან არც ერთი ლექსი თუ გულში ის უკვე არ ატარებს ასეთ სურვილს. საბაბი კი ყოველთვის მოიძებნება. გარდაუვალობამაც დიდხალს არ გვალოდინა ხუთი წლის მერე მაიკოვსკიმ თავისივე პისტოლეტით მოიკლა თავი. საკუთარ სუიციდალური მისწრაფებეთან ლექსებით გამკლავება დიდხანს ვერ შეძლო.

სუიციდალური სცენარის განვითარებაში უამრავი გზაა, ძალიან ფართოა ორივე ევქტორის მდგომარეობით გამოწვეული ნიუანსების სპექტრიც. ვიღაცისთვის სხეულის ფანჯრიდან გადაგდება ანდა რევოლვერის დახლა სულაც არაა სასიცოცხლო აუცილებლობა, უბრალოდ რაღაც მომენტიდან მთელი ცხოვრება სიკვდილის დევნა ხდება და ემგვანება თხელ ყინულზე სიარულს სადაც ნებიმიერ დროს შესაძლოა ღრმა წყალში ჩავარდე. ვინ არ იცის, რომ პუშკინისთვის დანტესთან დუელი, იმ დროის საუკეთესო დუელიანტთან თვითმკვლელობას უდრიდა, ასეც ამბობდენენ! ნებისმიერი ვინც საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება რაიმე გამოსავალს მოძებნიდა, ეს კი არა. ურეთრა არასოდეს დაიხევს უკან, სმენისთვის კი სხეულს ისედაც არანაირი ფასი არ აქვს.

და თუ ძველ დროს შუბლში ტყვიის დახლის ნაცვლად მარტივდ შეიძლებოდა ომში ანდა დუელზე გასვლა, დღეს უკვე სიცოცხლის დათმობის ყველაზე გავრცელებული და გარანტირებული ხერხი – ნარკოტიკებია. სმენა ნარკომანებშიც კი ურეთრალ-სმენები გამოირჩევიან თავიანთი თავშეუკავაბელი და აულაგმავი მისწრაფებებით. “ზომა”, “თავის დროზე შეჩერება”, “ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება”, ეს ყველაფერი ურეთრალზე ნამდვილად არაა. არც სმენაზე როცა მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები მხოლოდ ასეთ გამოსავალსღა ხედავენ. ამ დროს ყველაფერი მომენტალურად ხდება, ჯენის ჯოპლინმა თავისი სასიკვდილო დოზა 27 წლის ასაკში მიიღო. და მაშინვე გაჩნდა მისი სიკვდილის მიზეზების უამრავი ვერსია.

“ბევრს უცნურად ეჩვენებოდა რომ ის ფაქტი რომ ადგილზე მისულ პოლიციას ყველაფერი მოწესრიგებული და დალაგებული დახვდათ, გაჩნდა ეჭვი რომ ვიღაცამ ვინც ჯოპლინის ოთახში იყო, სამხილები წაშალა და მიიმალა. მეორე უცნაურობა ის იყო რომ როგორც მოგვიანებით დადგინდა სიკვდილი დადგა ინექციიდან 10 წუთის შემდეგ. ეს ყველაფერი კი შესაძლო მკვლელობის ვერსიბის საფუძველი გახდა.”

ათწლეულები გადის და სცენარი არ იცვლება, სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ემი ვაინჰაუსს გამოემშვიდობა, რომელიც ასევე 27 წლის თითქმის ანალოგიურ ვითარებაში დაიღუპა. თუმცაღა თვითმკვლელლობის ხერხი სულაც არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა – დღევანდელ სამყაროში ჯერ კკიდევ არაა სათანადო პირობები ურეთრალ-სმენების გადარჩენისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის. თავისი განუმეორებელი ნიჭის, თავბრუდამხვევი პოპულარობის, ფონზე მაინც იკვეთება სუიციდალური მოტივები.

ახლა არანაირი მუსიკა და პოეზიაა არა საკმარისი იმისთვის რომ სული სხეულში დაატიონ, თანამედროვე სმენური ტემპერამენტი გაცილებით მეტს მოითხოვს, ხოლო მთავარ სმენურ კითხვებზე პასუხი “ვინ ვარ? და რატომ ვარსებობ?“ უკვე პირველადი მოთხოვნილებისაა.

ოდესმე, თუკი შევძლებთ საკუთარი თავისთვის მაინც ჩამოვაყალიბოთ ეს ბუნდოვანი უკმარისობა. გამოვთქვათ ეს კითხვა, საკუთარ თავს მაინც გავუმხილოთ რას ითხოვს ესა თუ ის ვექტორი. სწორედ ურეთრალ-სმენბი რომლებიც ბედნიერების, სიხარულის და ავსების მოსურნეთა რიგის ბოლოს მოჩანჩალებენ, შეძლებენ მთელი პლანეტის წინ მოექცნენ.

ახალ მიღწევებს დახარბებული სმენა, გამაგრებული მძლავრი ურეთრალური ვნებით, პირველი იქნება როგორც საკუთარი ისე კოლექტირი არაცნობიერის შეცნობაში, მომავლის საზოგადოების ფორმირებაში, სადაც ურთიერთობები ადამიანეს შორის აგებული იქნება არა ცხოველურ პრიმიტიულ რანჟირებაზე, სადაც მთელი სიცოცხლე ეგოისტური უკმარისობების ასავსებათაა მომართული, არამედ საკუთარი მოყვასის მიღებაზე, სადაც ურეთრალური სხვებისთვისი მათი უკმარისობების მიხედვით გაცემის პრინციპი საერთო მენტალური ფასეულობა გახდება.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

  • ცხოვრება საჭიროსა და სასურველს შორის

  • რა განაპირობებს ფანატიზმს?

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • როგორ არ გამოგვეპაროს გენია?

  • სმენის ვექტორის თავისებურებები სცენარში

  • შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით