ეკლებზე გავლით


ეკლებზე გავლით

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

წყარო

ცნობილია სტივენ ჰოკინგის და იური მილნერის იდეა, სახელწოდებით: ,,Breakthrough Starshot”. იდეა შეეხება ადამიანის მიერ შექმნილი აპარატის გაგზავნას ვარსკვლავზე. ვარსკვლავი ,,ალფა კენტავრი“ დედამიწიდან 4,5 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს, ეს დახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრია.

როგორც ეს მეცნიერები განმარტავენ, საპლანეტთაშორისო ხომალდი, რომლის გაგზავნაც შეიძლება დაიგეგმოს ალფა კენტავრისკენ – იქნება ე.წ. ნანოხომალდი ,,ლაზერული აფრებით“.

პროექტის სავარაუდო ხარჯად მილნერმა დაასახელა ასი მილიონი დოლარი. მილნერთან ერთად პროექტ “Breakthrough Starshot”, ფინანსური და სამეცნიერო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკენბერგმა.

მილნერი ამბობს: ,,პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ყველას ვუჩვენოთ ნანოსატელიტების შესაძლებლობები. ამასთან ერთად გვსურს შევქმნათ ფონდი, რომელიც დაკავდება ალფა კენტავრზე მისიის მომზადებით. ვიმედოვნებ ამ პროექტში ჩადებული რესურსები მოიტანს ისეთივე სარგებელს, როგორც თავის დროზე ეს მოხდა ,,ცერნ“-ის შექმნისას.

ამ პროექტის მომზადებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს. თუმცა როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ დღეისთვის უკვე არსებობს ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიები.

ჰოკინგის თქმით: ,,ნანოსატელიტის იდეა რეალურიცაა და პრაგმატულიც. რადგან თერმობირთვულ ენერგიაზე მომუშავე ძრავები კიდევ კარგა ხანს ვერ იხილავენ დღის სინათლეს“. ჰოკინგის აზრით იმის იმედი, რომ ალფა კენტავრზე სიცოცხლე ამოჩნდება, ძალზე მცირეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოტენციურ შესაძლებლობებზე ნაადრევად უნდა ვთქვათ უარი. სამეცნიერო საზოგადოების დიდი ნაწილი ამ იდეას ენთუზიაზმით შეხვდა. ერთერთმა მხარდამჭერმა გაიხსენა ნილს ბორის ცნობილი ფრაზა: ,,იმისთვის, რომ ჰიპოთეზა დამტკიცდეს, ის უნდა იყოს აუხდენელი და გიჟური“.

ჩნდება საინტერესო კითხვა: რატომ ესწრაფვის ასე სმენითი ზომა კოსმოსის ათვისებას და რატომ ეძებს სიცოცხლის ფორმებს შორეულ ვარსკვლავებსა და პლანეტებზე?

პასუხი უბრალოა – გავიხსენოთ რა ფუნქციას ასრულებს სმენითი ზომა – მისი ფუნქციაა იპოვოს მთლიანობის საერთო არსი. სმენა თავისი არსით მიისწრაფვის გაერთიანებისკენ, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოვლენების გაგებისაკენ. დედამიწის გარეთ სიცოცხლის რაიმე ფორმის არსებობის შესაძლებლობა და მისი აღმოჩენა, კოლოსალური გარღვევა იქნებოდა იდეათა სფეროში. სმენითი ზომისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა – აიღოს კაცობრიობის მიერ დაგროვილი მთელი ცოდნა და მსოფლმხედველობა და შეადაროს ის რაღაც სრულიად განსხვავებულს. განსხვავებული ცივილიზაციის ცოდნის, ჩვენს ცოდნასთან შედარება მოიტანდა უზარმაზარ გარღვევას მეცნიერების ყველა დარგში, ასევე რადიკალურად შეცვლიდა მომავალს და გადაიყვანდა მას ახალ მდგომარეობაში. ამასთან ერთად, ეს ყველაფერი მხოლოდ დაახლოებით აღწერს იმ წინსვლას, რომელსაც მეცნიერება მიაღწევდა. თუმცა შესაძლოა სმენები ამ ყველაფრის შედეგებს სრული მასშტაბით ვერ აცნობიერებდნენ – სმენას, ისევე როგორც სხვა ვექტორებს შეიძლება რაღაც გამორჩეს, მაგალითად იმდენად ჩაერთოს ქმედების პროცესში, რომ საერთოდ დაავიწყდეს საბოლოო, უმაღლესი მიზანი. მაგალითად: ჩაუღრმავდნენ საპლანეტთაშორისო აპარატის შექმნის იდეას, მათ უკვე ვერაფერი შეაჩერებს მანამ, სანამ თავისას არ მიაღწევენ – შეიძლება იმდენად შეიპყროს იდეურმა ვნებამ, რომ არ ჭამონ, არ დაიძინონ, არ დაისვენონ. ვნებით შეპყრობის მხრივ სმენითი და ურეთრალური ზომები ერთმანეთს ჰგავს – შესაძლებლობა, მთლიანად ჩაიკარგონ პროცესში და მიზნის მისაღწევად ყველაფერი სხვა უგულებელყონ. მიზნის მასშტაბი ამ ორივე ვექტორს ერთ დონეზე აღანთებს, იმ განსხვავებით, რომ ურეთრალური ზომის მიზანები ყოველთვის მატერიალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული, მისთვის აქტუალურია მისი გარემომცველი ლანდშაფტისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფის მომავალი. ხოლო სმენის ვექტორიანის მიზნები და მასშტაბები განსხვავებულია – ისინი არამატერიალურია, იმდენად დიდებული, რომ ამის გაგება მხოლოდ გონებრივი განვითარების მაღალ საფეხურზეა შესაძლებელი – უბრალოდ წარმოიდგინეთ, საფრენი აპარატის გაგზავნა 40 მილიონ კოლიმეტრზე! ურეთრალისთის უმაგრესია, თუ მან მოიპოვა კან-ვიზუალი და ამასთან ერთად გახდა უზარმაზარი სამეფოს მმართველი! სმენური ,,დაპყრობა“ ასეთივე მაგარია, ოღონდ ის შეეხება იდეურ სფეროს და ურეთრალურზე მილიონჯერ უფრო მასშტაბურია!

მოკლედ თუ ვიტყვით: ურეთრალი ფიზიკური სამყაროს ბელადია, სმენა კი გვევლინება მეტაფიზიკური, იდეური სამყაროს ბელადად.

  • ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • სმენური ფსიქოტიპი: შემოქმედსა და წითელ ღილაკს შორის

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • სმენის ვექტორის სექსუალური მიდრეკილებები და გადახრები

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • თვითშემეცნების გზა – ჩემი სულის ფსკერზე

  • სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა