ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია
ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია
ბევრ ადამიანს სხვა ვექტორებთან ერთად ორალური და სმენის ვექტორებიც აქვს. რა ხდება, როცა ეს ორი, რაღაც მხრივ წინააღმდეგობრივი, ერთი სრულიად ინტროვერტი, მეორე კი ექსტრავერტი ვექტორი ერთად აქვს ადამიანს? რა თავისებურებებსა იძლევა და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს კომბინაცია?
თუ ორალის მდგომარეობა და განვითარება უკეთესია, ვიდრე სმენის, ვღებულობთ «ჩაწეული» სმენის ეფექტს. როგორ საუბრობს ადამიანი, რომელიც ყურსასმენებით მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენს? ის საუბრობს ხმამაღლა, რადგანაც ცუდად ესმის საკუთარი ხმა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე ხდება: ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენების გარეშეა, არაბუნებრივად ხმამაღლა ლაპარაკობს, თითქოს საკუთარი ხმის გადაფარვას ცდილობს. თუ ასეთი ადამიანი სიმღერას ეცდება — ეს საშინელება იქნება, რადგან მუსიკალური სმენა საერთოდ არ აქვს და სიმღერა ხმამაღალ ლაპარაკს უფრო დაემსგავსება. თუ ასეთ ადამიანს ქვემოთ კანის ვექტორიც აქვს, იგი სრულიად შესაძლებელია რაიმეს ფანატიც იყოს. რატომაა ასე? საქმე იმაშია, რომ სმენის მდგომარეობა და განვითარება საშუალებას არ აძლევს ასეთ დამიანს, რომ თავად მოახდინოს რაიმე დიდი და სერიოზული იდეის გენერირება, ან გარედან შემოუშვას იგი. მას შეუძლია «იხტუნაოს» აზრიდან აზრამდე, და იდეის ძალა მიანიჭოს ამ აზრებს. მაგალითად, შეუძლია აქაფებული პირით ამტკიცოს, რომ საჭიროა წიგნების კითხვა, ან საჭიროა სწავლა და ა.შ. ამასთან, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასეთი ადამიანი: ხშირად სმენებს, როდესაც რაღაც საკრალურს ამბობენ, სრულიად გიჟური, „მომიტინგე“ სახე აქვთ — სწორედ ასეთი სახით ჩვენი გმირი პრაქტიკულად იყვირებს იმის შესახებ, რომ ძალიან სწორია, როდეაც ბებო გზაზე გადაგყავს.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სმენისა და ორალის კომბინაციისას დომინანტური რა თქმა უნდა სმენის ვექტორია და ამიტომ, თუკი განვითარებულია, «წამყვანი» ვექტორი ამ კომბინაციაში სწორედ ის იქნება. მაგრამ ცხოვრებაში უფრო ხშირად ვხვდებით ადამიანებს ორალ-სმენის კომბინაციით — განვითარებული ორალით და განუვითარებელი სმენით, რადგანაც ორალური ვექტორი გაცილებით უფრო ადვილად ვითარდება, ვიდრე სმენა. და აქაც ვლინდება ამ ორი ვექტორის კონტრარულობა, რადგან ერთ ვექტორში რეალიზაციისას ადამიანი მეორის რეალიზაციას აკლებს.
დინამიკი — OFF, მიმღები — ON
გვხვდება სმენისა და ორალის სხვა კომბინაციაც — ჩუმი ორალურობა. ესაა — როცა სმენა განვითარებულია და უკეთეს მდგომარეობებში იმყოფება, ვიდრე ორალი. ეს ვლინდება, როგორც «საკუთარ თავთან ცხვირში ლაპარაკი». მუსიკოსმა დელფინმა დაახასიათა კიდეც ასეთი მეტყველება ერთ-ერთ თავის სიმღერაში: «იგი საუბრობს და ჩუმად ტირის, როგორც სექტემბრის წვიმა». სწორედ წვიმასავით ლაპარაკობს ასეთი ადამიანი. ეკითხები რამეს, ის გპასუხობს, შენ კი არ გესმის, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ტუჩები მოძრაობენ, ხმა ძალიან ჩუმია. ანუ სმენის ვექტორს თითქოს «არ უნდა», რომ ადამიანმა ილაპარაკოს — და ის მართლაც ცოტას ლაპარაკოს. და თანაც ჩუმია. ხმა კი მაშინ ირთვება, როცა იგი იცინის ან ილანძღება. არსებობს კიდევ ერთი სასაცილო დეტალი: ხუმრობის ორალური მოთხოვნილება შენარჩუნებულია, მაგრამ ხუმრობები სმენური გამოდის, ანუ ისეთი, რომლისთვისაც საჭიროა ორი-სამი, ან უფრო მეტი ლოგიკური სვლის გაკეთება იმისთვის, რომ ხუმრობა გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე გარშემომყოფებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი სხვა პლანეტაზეა. თავად იუმორიც მას ხშირად ცინიკური აქვს. იმის გამო, რომ ასეთ ვარიანტში ორალურობა სუსტადაა ამოქმედებული, ხშირად ჩნდება მისი სტიმულაციის აუცილებლობა თუნდაც რაიმე პირდაპირი სტიმულაციით — მოწევით, ჭამით, სმით (ხშირად ალკოჰოლის). საინტერესოა, რომ უმოქმედო ორალის მქონე ადამიანი შესაძლოა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იკბინებოდეს — კბილებით. რა თქმა უნდა არა შეჭმის სურვილით, არამედ უბრალოდ, ხუმრობით, ოდნავ კბენდეს ახლობელ ადამიანებს.
დინამიკი — ON, მიმღები — ON.
როცა მდგომარეობა და განვითარება საშუალებას აძლევს ორივე ვექტორს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ, ვღებულობთ ძალიან ლამაზ კომბინაციას. ვექტორების განვითარების დონის შესაბამისად, ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს მომღერალი, პოლემისტი, უბრალოდ ორატორი. განსაკუთრებით კარგად ეს ვლინდება მჭევრმეტყველებაში. სმენურად შესაბამისი სიტყვის შერჩევა და ორალურად მისი მოხერხებულად ჩასმა კონტექსტში — ასე იბადება ლამაზი სიტყვა. ასეთი ადამიანი მთელ კონცეფციას ააწყობს საუბარში და ამ კონცეფციას მკაფიო, დასამახსოვრებელი მაგალითებით შეამკობს. სმენურად დაბადებს აზრს და ორალურად ჩაბეჭდავს მსმენელების გონებაში. პრინციპში, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ორალურობას უჩნდება განვითარების ადამიანური დონე: აქ არის პოტენციალში რეალიზაცია მთელი კაცობრიობის მასშტაბით. ანუ გაერთიანებამ შესაძლოა იმუშაოს არა მხოლოდ ჯგუფზე, არამედ მთელ სისტემაზე ერთიანობაში. ასეთი ადამიანის მკფიო მაგალითი იყო — ბრწყინვალე მომღერალი ლუჩიანო პავაროტი. მის კონცერტებზე მთელი მსოფლიოდან მიდიოდა ხალხი, თავისი ხმით მას შეეძლო უზარმაზარი აუდიტორიის გაერთიანება. მაგრამ სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზის თვალთახედვით, ლუჩიანოს ორალური ვექტორი განვითარების ცხოველურ დონეზე რჩებოდა, რადგანაც კაცობრიობა ვერ ერთიანდება თუნდაც ასეთი გენიალური შემსრულებლის სიმღერით.
დინამიკი — OFF, მიმღები — OFF
განუვითარებელი სმენა განუვითარებელი ორალით საერთოდ განსაცვიფრებელ ეფექტს იძლევა.. მთლიანობაში ასეთი ადამიანები თითქმის ისეთივე შთაბეჭდილებას ტოვებენ, როგორც ადამიანები განუვითარებელი სმენით და განვითარებული ორალით. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ასეთი ადამიანი კი არ საუბრობს თავის ფანატურ იდეებზე, არამედ გაჰყვირის მათ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნიკიტა ჯიგურდა, იმ შესწორებით, რომ მას ვიზუალური ვექტორიც აქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არაა ასეთმა სმენამ ერთიდან მეორე იდეაზე იხტუნაოს, მას შეუძლია ერთზე შეჩერდეს და მასში იპოვოს საკუთარი თავი. სმენის განვითარებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ იდეის მიხედვით, რომელსაც იგი «აფანატებს».
მთარგმნელი: მამუკა გურული
წყარო