ურთიერთობების სისტემური ხედვა


ურთიერთობების სისტემური ხედვა

მამრსა და მდედრს შორის ურთიერთობების აწყობის საკითხი მუდმივად აქტუალურ თემად რჩება ფსიქოლოგიაში. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ სვფ-ს თვალთახედვით. ადამიანის ფსიქოტიპის განსაკუთრებულობების ცოდნა, ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ მკაფიო სურათი იმის შესახებ თუ როგორ ფიქობენ ამა თუ იმ ფსიქოტიპის წარმომადგენლები და შესაბამისად როგორ აწყობენ ისინი წყვილში ურთიერთობებს.

როგორ ცდილობს ქალთან დაახლოვებას კანის ვექტორიანი მამრი.

კანის ვექტორიანი მამრის ქალებთან დამოკიდებულება, მათი დაახლოვების პროცესში დამოკიდებულია მისი განვითარების დონეზე (რომელიც ფორმირდება აღზრდის შედეგად). განვითარების განსხვავებული დონეები იძლევა აზროვნების განსხვავებულ უნარებს, მსოფლმხედველობას, წარმოდგენას საკუთარ თავზე.

განვითარებული კანის ვექტორიანი

გოგონებისადმი საკუთარ სიმპათიას ის ფულით და ფასიანი საჩუქრებით გამოხატავს. მისი ცხოვრებისეული ხედვა რაოდენობრივია, ამიტომ მისი აზროვნება მუშაობს ნებისმიერი მოვლენის აწონვა-შედარების პრინციპით. სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ის აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს მას ეს ქმედება. რესტორნები, მოგზაურობები, ძვირფასი საჩუქრები – ყველა ეს ქმედება მიმართულია სასურველი მდედრის მონადირება-დაპყრობისკენ. გოგონა კანი მამრისთვის – არის გარკვეულწილად საკუთრება, რესურსი, რომელსაც ის ფლობს. შეიძლება ითქვას, რომ თავის მდედრს ის ყიდულობს (თვითონ ასე თვლის), რადგან კანის ვექტორიანის მთავარი საზომი სოციუმთან ურთიერთობისას – ფულია.

კანური მამრი თავისი ბუნებით რომანტიკოსი არ არის. მას არ აქვს შინაგანი მოთხოვნილება, გოგონას ყვავილები უყიდოს. მისი რაციონალური გონებისთვის ეს წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა, რადგან ის ფლობს ფსიქიკური მოქნილობის თვისებას, მას შეუძლია შეეწყოს სასურველი მდედრის სურვილებს, მანამ, სანამ ეს მდედრი მისთვის საინტერესოა. ის სასურველი მდედრის ,,მოქრთამვას“ მანამ აგრძელებს, სანამ მასში ხედავს ,,სიახლის ფაქტორს“. როდესაც ამ მდედრთან ურთიერთობა გახდება რუტინული კანი მამრი კარგავს მის მიმართ ლტოლვას. იქმნება შთაბეჭდილება ,,გადაუყვარდა“. კანური ფსიქოტიპის ფსიქიკის საფუძველი არის – ფორმა. როგორც სხეულს აძლევს კანი ფორმას, ასევე კანური ფსიქოტიპი ფორმას აძლევს ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის წყვილში ურთიერთობასაც.ეს ვრცელდება საკუთარი ვნებების კონტროლზეც.

განვითარებული კანი ახორციელებს რაციონალურ კონტროლს, განუვითარებელი – მოქმედებს არარაციონალურად. განვითარებული კანი პუნქტუალურია, ნებისმიერ შეხვედრაზე დროულად მიდის. თუ მის გვერდით არის ვიზუალის ვექტორიანი გოგონა, ამ გოგონას კანი მამრის მხრიდან ექნება ემოციების გამოხატვის დეფიციტი. ბუნებამ კანის ვექტორიანს მიანიწა ეკონომიის თვისება. ეს მახასიათებელი ვლინდება მისი ცხოვრების ყველა სფეროში, ათ შორის გრძნობათა ეკონომიურად გამოხატვაშიც. კანის ვექტორიანი ძუნწია როგორც ქებაში, ისე გრძნობების გამოხატვაშიც, ამასთან რაც ნაკლებადაა განვითარებული, მით უფრო ძუნწია.

მაგალითისთვის გამოდგება ერთი ვიზუალი გოგონას განწირული ფრაზა: ,,მე არ მყოფნიდა მისი ალერსი და სითბო! ერთხელ მაინც ეთქვა როგორ გაუმართლა მე რომ ვყავარ და რა ძლიერ ვუყვარვარ! ის კი მთელ ყურადღებას თავის თავს უთმობს! როდესაც მე ვტირი, ვსაჭიროებ მის მხარდაჭერას და ვამბობ რომ ცუდად ვარ, ეს მას მხოლოდ აბრაზებს. შემდეგ კი სერიგების მიზნით, ის მაძლევს ფულს და მეუბნება რომ ჩემთვის რამე ვიყიდო! მე კი გრძნობები მჭირდება!“. ამ მაგალითში ჩვენ ვხედავთ არც ისე კარგად განვითარებულ ვიზუალ მდედრს, რომელიც ემოციური შანტაჟით ცდილობს გამოსძალოს თანაგრზნობა კანის ვექტორიანს. ამასთან მკაფიოდ ჩანს, რომ კანის ვექტორიანი მამრიც არც ისე განვითარებულია – მას მიღება უფრო უყვარს ვიდრე გაცემა, ხოლო ურთიერთობის მოგვარებას მოსყიდვით ცდილობს. შედეგად ,,ორივე თავისკენ ითრევს“.

ანალის ვექტორიანი გოგონა და კანის ვექტორიანი მამრი

თუ კანი მამრი ცდილობს ანალი გოგონას ,,მონადირებას“, ანალი გოგონა დიდი ხნის მანძილზე არ ართმევს მას საჩუქრებს, რადგან თვლის, რომ თუ საჩუქარს გამოართმევს, ამით გარკვეულ ვალდებულებას აიღებს. მას აქვს შეგრძნება, რომ უნდათ მისი ყიდვა და ამგვარად დათანხმება ინტიმურ ურთიერთობაზე, რისთვისაც ანალი მდედრი ასე სწრაფად მზად ვერ იქნება. ანალებს დინჯი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ მას ჭირდება დრო იმისთვის, რომ თაყვანისმცემელი უკეთ გაიცნოს და მიეჩვიოს. თუ კანის ვექტორიანი მამრი მისთვის ინტიმის შეთავაზებას ზედმეტად იჩქარებს, შესაძლოა ამისთვის ანალი მდედრისგან სილაქი მიიღოს ფრაზით: ,,მე რა, ვიღაც კახპა ვარ!“. კანის ვექტორიანის მოქნისლ ფსიქიკას შეუძლია სწრაფად შეეწყოს თავისი ლტოლვის ობიექტის ნებისმიერ სურვილს. ამიტომ მისი ქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მდედრია მისი ლტოლვის ობიექტი.

ანალი ცოლი კანი მამრისთვის – ესაა მყარი ზურგი. ის არ სვამს ბევრ შეკითხვას, არ არის მომთხოვნი, საჩუქრებს მოკრძალებით იღებს. კანის ვექტორიანი მამრი სწრაფად ხვდება, რომ ანალი მდედრისთვის ფული მთავარი არ არის, აკეთებს შესაბამის გათვლას და ასკვნის, რომ არაფერი დაშავდება თუ საჩუქრებზე ფულს დაზოგავს, რადგან სასურველის მიღწევა ამის გარეშეც შეუძლია. უბრალოდ საჭიროა ცოტა მეტი ლოდინი.

ანალი მდედრისგანსგან განსხვავებით, კან-ვიზუალი გოგონა კანის ვექტორიანი მამრისთვის – ესა საკუთარი რანგის ამაღლების საშუალება (შემომხედეთ რა მაგარი ტიპი ვარ და ჩემს გვერდით როგორი ქალიაო). თუმცა კან მამრს მასთან საჩუქრებზე ეკონომიის გაკეთება არ გაუვა. კან-ვიზუალ მდედრს ქვედა ვექტორებიდან წამყვანი ასევე კანი აქვს, ამიტომ ისიც ფინანსური კატეგორიებიდან იყურება. არც ისე განვითარებული კან-ვიზუალი გოგონა კანი მამრით მანიპულირებს იმ კუთხით, რომ აიძულებს მას ფინანსურად დაიხარჯოს: ,,ჯერ დაიხარჯე, პრიზი კი შემდეგ შეგხვდება“. მოქნილი ფსიქიკის მქონე კანი მამრი ამ სიტუაციასაც ერგება და იღებს არსებულ ,,თამაშიც წესებს“. თუ ის ამ სიტუაციას შეაფასებს თავისთვის საზიანოდ, შეიძლება ისიც კი შესთავაზოს: როცა რესტორანში ვიქნებით, ორივემ ჩვენ ჩვენი ანგარიში გადავიხადოთო“.

თუ კანის ვექტორიანს მშობლები ზედმეტად სტრესავენ, არასოდეს ჯერათ მისი და გამუდმებით ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ის ამ მოცემულობასთანაც ადაპტირდება, თავს ჩათვლის უვარგისად და დაუფორმირდება ,,უიღბლოს და წარუმატებლის“ სცენარი. შედეგად მივიღებს მუდმივად უსიამოვნებებში გახვეულ ადამიანს. ასეთი კანის ვექტორიანი მუდმივად აგვიანებს შეხვედრაზე, მუდმივად უჩნდება ხელისშემშლელი სიტუაციები, რომლებიც მას ხელს უშლიან წარმატებაში. ნებისმიერი მდედრი, რომელსაც ის ხვდება, მისი მხრიდან ჩათრეული იქნება მის ცხოვრებისეულ უსიამოვნებებში. იმის მიუხედავად, რომ მან არ იცის საკუთარი რესურსების რაციონალური გამოყენება, ის მაინც ეცდება უჩვენოს გოგონას, თუ როგორი წარმატებულია. ის მზადაა უკანასკნელი ფული ქარს გაატანოს, ოღონდ შთაბეჭდილება მოახდინოს.

,,თავხედი“ კანის ვექტორიანი

დედიკოს საყვარელი ბიჭუნა, დედას ,,თვალის სინათლე“, რომელსაც მთელი ოჯახი თავს ევლება, ეს ყველაფერი მოცემულობაა ,,თავხედის“ სცენარის მატარებელი კანის ვექტორიანის გასაზრდელად, ,,თავხედის“ რომელიც თვლის, რომ მასთან ყველა ვალშია. ეს ის ბავშვია, რომელიც მშობლებმა უზრუნველყვეს არა მხოლოდ ყველაფერი აუცილებლით, არამედ უბრალოდ გააფუჭეს ზედმეტი განებივრებით, გაზარდეს ყოველგვარი დისციპლინის და შეზღუდვის გარეშე. უკვე ზრდასრულობისას ის თავხედურად ცდილობს დაეპატრონოს ყველაფერს, რაც სურს. ურთიერთობაში გოგონას შეიძლება ბევრს დაპირდეს, მაგრამ მის დაპირებას ქმედება არ მოჰყვება. როგორც წესი, მასთან ურთიერთობაში მყოფ გოგონას, თვითშეფასება დაქვეითებული აქვს, თავდახრილი ითმენს მის ამპარტავნულ გამოხტომებს და ამ მამრს უფლებას აძლევს ,,მასზე ფეხები შეიწმინდოს“. ,,თავხედი“ კანი ფილოსოფიაა – მე ყველაზე მეტი ვარ! სხვებმა უსიტყვოდ უნდა შეასრულონ ჩემი სურვილები!

მისთვის ქალი მხოლოდ აქსესუარია. შესაძლოა წაიწვანოს ძვირადღირებულ რესტორანში ან ღამის კლუბში, მაგრამ არა იმისთვის, რომ მას ასიამოვნოს, არამედ იმისთვის, რომ მისით თავი მოიწონოს. მისთვის ყვავილების ჩუქებას ფიქრადაც არ გაივლებს. ერთ დღეს ქალთან სექსი ექნება, მერე კი შეიძლება სახლამდეც არ მიაცილოს, ის მისთვის უკვე ,,ჩამოწერილია“. მისი დამოკიდებულებაა: ,,ქალების მეტი რაა, ხვალ სხვა იქნება“. თუმცა თუ მის სითავხედეს წინ რეალური ძალა დახვდა, რომელიც მას ,,ადგილს მიუჩენს“, ის მაშინვე კეცავს თავის გაფხორილ ,,ფარშევანგის ბუმბულებს“.

როგორ ცდილობს ქალთან დაახლოვებას ანალის ვექტორიანი მამრი.

ის თუ როგორ აწყობს მდედრთან ურთიერთობას ანალის ვექტორიანი მამრი, ასევე დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარებაზე. განვითარებული ანალი მამრი, კანის ვექტორიანისაგან განსხვავებით პარტნიორის შერჩევისას არ ჩქარობს. საქმე ეხება პასუხისმგებლობას, რადგან პარტნიორის ამორჩევა, ანალის ვექტორიანისთვის ნიშნავს სიცოცხლის ბოლომდე მასთან ყოფნას. ასე აზროვნებს მისი მონოგამური ფსიქიკა. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე არჩევს და აკვირდება სასურველ გოგონას. პაემანზე ყვავილებით მიდის, მას სმენია, რომ ქალებს ყვავილები უყვართ და ასევე იცის, რომ ნამდვილი მამაკაცი ასე უნდა იქცეოდეს. თვითონ კი (თავის თვალში) – ნამდვილი მამაკაცია. გოგონას პაემანზე თავისთვის ჩვეულ ადგილებში ეპატიჟება. ანალური ფსიქოტიპი – მოლოდინის ადამიანია. ის განსაზღვრავს და გეგმავს რა სურს ურთიერთობიდან და თუ მისი მოლოდინი არ გამართლდა, ძალიან იმედგაცრუებული რჩება. იმასაც კი ძალიან განიცდის, თუ გოგონას მის საჩუქარზე ისეთი ეაქცია არ აქვს, როგორსაც ის ელოდა (როდესაც ანალის ვექტორიანი მოლოდინის რეჟიმშია, ამას ძალიან განიცდის და ეს პირდაპირ ურტყავს მის მომნელებელ სისტემას, ამიტომ ძლიერი სტრესისას ანალებს ხშირად კუჭი ეშლებათ, ზესტრესისას კი შეკრულობა ემართებათ. ასევე ანალური მოვლენაა ნერვიულობის ნიადაგზე დროებითი ან მუდმივი იმპოტენცია. განსაკუთრებით მაშინ თუ პირველი გამოცდილება არც ისე კარგი ჰქონდათ – მთარგმნელის შენიშვნა).

ანალის ვექტორიანი მამრი ბუნებრივ ლტოლვას კანის ვექტორიანი მდედრისადმი განიცდის. რამდენადაც ანალის ვექტორიანი სტატიკური ფსიქიკის ადამიანია და არა ქმედების, მისთვის უკიდურესად რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ ხშირად ანალი მამრისა და კანი მდედრის ურთიერთობებს სწორედ მდედრი მართავს და აძლევს სასურველ ფორმას. მას შემდეგ რაც ანალი მამრი გოგონას უკვე თავისად ჩათვლის, ის იწყებს ამ მდედრზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელებას – მაგალითად უკრძალავს ზედმეტად მოკლე კაბის ჩაცმას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ ის თავს თვლის საკუთარი მდედრის ბატონ-პატრონად. როგორც ყველა სხვა სფეროში, ისე ურთიერთობებშიც, ანალ მამრს ეშინია ცვლილებების. თუ გოგონა შეიცვლის იმ იმიჯს, რომელსაც ანალი მამრი ამდენი ხანი ეჩვეოდა, ან წაიყვანს მას სადმე ახალ ადგილზე, ეს ანალ მამრს ძლიერ დისკომფორტს შეუქმნის. ანალის ვექტორიანს ჭირდება მყუდრო ერთფეროვნება და სტაბილურობა როგორც ურთიერთობებში, ისე ყველაფერ სხვაში.

ტაქტიანი ანალი

ტაქტიანი ანალი – ესაა განვითარებული, ნაკითხი, ერუდირებული ადამიანი. ის მთელ მსოფლიოს, ადამიანებს და მათ ურთიერთობებს მთელი სირთულითა და სიღრმით ხედავს. ესაა ინტელიგენტი ადამიანი. ასეთი ანალის ვექტორიანი გოგონასთან ურთიერთობაში ძალზე ფრთხილია. შიშობს რამე ისეთი არ გააკეთოს, რომ გოგონას მასზე შთაბეჭდილება წაუხდეს. მაშინაც კი, თუ გოგონა მოწონს, ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ ,,თქვენობითი“ მიმართვიდან უფრო უშუალო მიმართვის ფორმაზე გადავიდეს. როგოც წესი მისი რჩეულიც კანის ვექტორიანი მდედრია და ურთიერთობებს სწორედ ის მართავს. მაგალითად ავიღოთ მათი დიალოგი:

ქალი – დღეს სად წავიდეთ?

კაცი – ნუუუ, ისა და… არ ვიცი… სადაც შენ იტყვი.

ქალი – ჩემთვის სულ ერთია, მინდა რომ შენ აირჩიო, შენ ხომ კაცი ხარ?!

კაცი – ისა და… მირჩევნია შენ აირჩიო…

ქალი – არა. შენ აირჩიე!!!

კაცი – არ ვიცი, სადმე გავჩერდეთ…

დიალოგში აშკარაა, როგორ ცდილობს ქალი, რომ მამაკაცს რაღაც გადააწყვეტინოს, მაგრამ ანალი მამრისთვის ეს ადვილი დავალება არ არის.

სასურველი ქალისთვის ის ბევრი რამისთვისაა მზად, მაგრამ კონკრეტულად რისთვის, ამის გადაწყვეტა თავად არ შეუძლია. ამიტომ მითითებებს თავისი მდედრისგან ელოდება. ამ თვისების გამო ტაქტიანი ანალი მამრები საკმაოდ ხშირად ხდებიან თავის კან ცოლზე დაქვემდებარებულები. თუ ტაქტიან ანალს ერთვის არც ისე განვითარებული ვიზუალი, მისგან შეიძლება მივიღოთ ჩვეულებრივი ,,ჩვარი“. ასეთი მამრი უკვე არა მხოლოდ ტაქტიანი, არამედ ზედმეტად სათუთი და მგრძნობიარეცაა. ის საყვარელი ქალის ერთმა მკაცრმა გამოხედვამ სეიძლება ცრემლებამდე მიიყვანოს.

მოვიყვანოთ ტაქტიანი ანალ-ვიზუალი მამრის კან-ვიზუალ მდედრთან ურთიერთობის მაგალითი: დავუშვათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, სადაც მამრს განცხადება ჰქონდა დაწერილი, რომელშიც წერდა ,,ვიქნები ალერსიანი და მოყვარული“. შესაძლოა კიდეც ეწუწუნა, რომ სიყვარულში არ გაუმართლა, ან რაიმე მსგავსი. ჯერ ერთმანეთს ინტერნეტით წერენ, შემდეგ 2-3 კვირაში შეხვდებიან, რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ ეს მამრი გაბედავს აკოცოს და ეტყვის რომ ძლიერ უყვარს! იმავე დღეს წერს სასიყვარულო და თბილ მესიჯებს. თუ მდედრისგან ისეთივე უხვი საალერსო სიტყვები არ მიიღო, შესაძლოა შემდეგ შეხვედრაზე ამის გამო პრეტენზია გამოხატოს (რა თქმა უნდა თუ გაბედა). ასეთი ემოციური ზეწოლა კან-ვიზუალს არ მოწონს და შესაძლოა ამის გამო ურთიერთობაც დაასრულოს. არშემდგარი საყვარელი ძლიერ განაწყენებულია, ამბობს, რომ გული ეტკინა და სულში ჩააფურთხეს. ეს ანალი მამრისთვის ცუდი გამოცდილებაა, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს.

უხეში ანალი

უხეში ანალი – ტაქტიანის სრულიად საპირისპიროა. განუვითარებელი, ნაკლებ წიგნიერიც. ის საუბრობს მოკლე და ,,მოწყვეტილი“ ფრაზებით, თითქოს წინადადება ნაჯახით გადაჭრაო. მის წარმოდგენაში სამყარო შავ-თეთრია: ყველა ან მეგობარია – ან მტერი, ან კეთილია – ან ბოროტი. მის აზროვნებაში არ არსებობს ნახევარტონები, ვარიაციები. ადამიანებთან ურთიერთობაში ის აკეთებს მათ დაყოფას ,,თავისნაირებად“ და ,,სხვებად“. ,,თავისნაირებს“ პატივს ცემს და მათთან ურთიერთობს, დანარჩენები კი მისთვის ან მტრები არიან, ან არ არსებობენ, ამიტომ მათ ანგარიშს არ უწევს. მისთვის ყველა ქალი უბრალოდ ,,დედაკაცია“ და მათ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამ ტიპაჟის კარგი ილუსტრაციაა ე.წ. ,,ბირჟავიკი“. მდედრებთან ურთიერთობისას ის ცდილობს მათზე საკუთარი ავტორიტეტულობით ზეწოლას. თუ ურთიერთობისას ის ხუმრობს, ეს ხუმრობები იქნება უხეში და სწორხაზოვანი.

მის გონებაში ეწყობა შემდეგ სქემა: ,,რა საჭიროა ქალის წინაშე ზედმეტი მანჭვა-გრეხა? დედაკაცმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს! როგორც ვიტყვი ისე უნდა იყოს! ეგღა მაკლია ქალის ჭკუაზე ვიარო!“. ელოდოთ ასეთი ანალისგან ალერსს ან სითბოს, ეს სრული უაზრობაა. ის უხეშია როგორც მეტყველებაში, ისე ურთიერთობებსა და სექსშიც.

ნაწყენი ანალი

წყენის მდგომარეობა ანალურ ვექტორში კავშირში არაა აზროვნების განვითარებასთან. ნაწყენი შეიძლება იყოს როგორც განუვითარებელი, ისე – განვითარებული ანალის ვექტორიანი. წყენის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბავშვობაში ალერსის ნაკლებობა, ან ზედმეტად დასჯა, ისე ზრდასრულ ასაკში მიყენებული შეურაცხყოფა, დაუფასებლობა, ან ღალატი. წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალური ფსიქოტიპი, ურთიერთობებში ძალზე რთული პიროვნებაა.

ნაწყენი ანალი მამრი ცხოვრობს იმის განცდით, რომ რაღაც დააკლეს – ყურადღება, პატივისცემა, სოციალური სტატუსი და ა.შ. ამის გამო ის თითოეული ადამიანისგან ელის ზედმეტ ყურადღებას, როგორც იმის კომპენსაციას, რაც მან ვერ მიიღო. მას ეჩვენება, რომ ყველას მისი მოტყუება, ან მისთვის რამის დაშავება უნდა და ამისთვის წინასწარ ემზადება. ნაწყენ ანალს ყველგან ღალატი ელანდება და მოელის, რომ ისევ აწყენინებენ. ურთიერთობის საწყის ეტაპზე მას ყველაფერი ადვილად წყინს, მტკივნეულად რეაგირებს ხუმრობებზე. ხაზს უსვამს საკუთარ ვაჟკაცობას, სასურველ მდედრს ჩუქნის ყვავილებს, საჩუქრებს, პატიჟებს რესტორნებში და ა.შ. იცავს ურთიერთობებში მიღებულ და გავრცელებულ ტრადიციებს. მთელი არსებით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ნამდვილი მამაკაცია და თავისი მდედრისთვის ყველაფერს გააკეთებს. გოგონას მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ნებისმიერ მოულოდნელ ფრაზაზე, ან ხუმრობაზე მტკივნეულად რეაგირებს და ნაწყენდება.

ნაწყენ ანალს ძალიან უყვარს წუწუნი – დედაზე, უფროსზე, ბედზე. ეს მდგომარეობა ნამდვილი ხაფანგია განვითარებული ვიზუალი მდედრისთვის. ის შედის ნაწყენი ანალი მამრის მდგომარეობაში, უთანაგრძნოს, მისი ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს, ცდილობს მის დახმარებას. სამწუხაროდ ვიზუალი მდედრი ვერ აცნობიერებს, რომ ანალური წყენა უძირო ჭაა, რომლის ამოვსებაც ყველაზე ძლიერ სიყვარულსა და თანაგრძნობასაც კი არ შეუძლია. ამიტომ მისი ძალიასხმევა – დაეხმაროს ნაწყენ ანალს, შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს.

როგორ ცდილობს ქალთან დაახლოვებას ურეთრალის ვექტორიანი მამრი.

ურეთრალი ურთიერთობებში – ესაა ხანძარი. იმის გამო, რომ ურეთრალს ფსიქიკაში არ აქვს შემოსაზღვრულობის განცდა, მას შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერი ვექტორული წყობის, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი გარეგნობის მდედრთან. მისი ფუნქცია – შექმნას მომავალი, აისახება მის ინტიმურ ურთიერთობებზეც. რაც მეტ მდედრს უწილადებს საკუთარ ეაკულატს, მით მეტი სხეულით (ბავშვით) გამრავლდება მისი ჯოგი (რომელზე პასუხისმგებლობაც ისევ მას ეკისრება). ნებისმიერი მდედრი, რომლიც უყვარს, უყვარს მთელი ვნებით, ამასთან მას შეუძლია უყვარდეს რამდენიმე და უყვარდეს ყოველი მათგანი (არ აგერიოთ ეს კანურ ,,რაც მეტი უკეთესია“-ში, კანს შესაძლოა ჰყავდეს ბევრი პარტნიორი, მაგრამ მისთვის ეს მხოლოდ პირადი ,,მაგარტიპობის“ დასტურია – მთარგმნელის შენიშვნა). ესაა უზარმაზარი, მოუთაოკავი, ცეცხლოვანი ენერგია და ყოვლისმომცველი ვნება. ამ ვნებამ ურეთრალს შეიძლება ჩაადენინოს ისეთი სიგიჟე, რომელიც ცდება მიღებული ქცევის წესების ყოველგვარ ზღვარსა და ნორმებს (ეს შინაგანი თავისუფლება და სრული აწყვეტილობა ვნებებში, ეხება ურეთრალ მდედრსაც, თუმცა ეს მომდევნო ლექციის თემაა – მთარგმნელის შენიშვნა).

ურეთრალ მამრს შესაძლოა ერთდროულად უყვარდეს რამოდენიმე მდედრი. მისი პოლიგამია განსაკუთრებული თვისებაა. თავის თითოეულ მდედრთან მას სრულფასოვანი ურთიერთობა აქვს, ეს არ არის კანური ურთიერთობა, რომელშიც კან მამრს რამოდენიმე საყვარელი ჰყავს და ყველა მათგანს ატყუებს. თითოეული მისი მდედრი თავს ქალღმერთად გრძნობს. თუმცა ასეთი ურთიერთობები არ გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. რაღაც ეტაპზე ის ირჩევს განსაკუთრებულ მდედრს, კან-ვიზუალს, რომელიც ხდება მისი ბობოქარი ვნებების ლტოლვის ერთარერთი ობიექტი.

კუნთი მამრი

კუნთის ვექტორიან მამრს მდედრის დამოუკიდებლად შერჩევა არ შეუძლია (საუბარია ერთვექტორიან კუნთზე). ის ურთიერთობას აწყობს იმ მდედრთან რომელსაც მას აურჩევენ (სხვათა შორის გარიგების ინსტიტუტი სწორედ კუნთის ვექტორიანებისთვისაა ზედგამოჭრილი). კუნთი მამრისთვის ცოლ-ქმრული უყრთიერთობის ერთადერთი მიზანი შთამომავლობის გაგრძელებაა. სიყვარულის განცდა, ვნებიანი ოხვრა მისთვის უცხოა. თანამედროვე საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქალაქში ერთვექტორიანი კუნთი დიდი იშვიათობაა. დღეისთვის კუნთის ვექტორი ძირითადად ვლინდება როგორც დართული ვექტორი.

დასკვნა

დასკვნისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო განვითარებულია მამრი (ვექტორის მიუხედავად), მით უფრო სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. ურეთრალი ურთიერთობებში აფეთქებულ ხანძარს ჰგავს, რომლიც ჩაქრობა არანაირ ძალას არ შეუძლია. სანამ ბოლომდე არ ჩაიფერფლება, მისი ვნება მანამ გრძელდება, შემდეგ კი ახალი ხანძარი ენთება. ანალის ვექტორიანი მემორიალზე დანთებულ მარადიულ ცეცხლს ჰგავს, ანთია არც ისე ძლიერად, მაგრამ მარადიულად. კანი – მხოლოდ ნაპერწკალია, ხშირ-ხშირად ელავს, მაგრამ გაელვებისთანავე და ქრება. ხოლო მათ ფონზე კუნთმა საერთოდ არ იცის ანთია თუ არა.

წყარო

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

  • ბავშვებისა და მშობლების შესახებ

  • რატომ ავირჩიე ვექტორული ფსიქოლოგია

  • რა არის თვითშეფასება?

  • ინტროვერტი. ადამიანი, რომელიც ისწრაფვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმეებისკენ

  • ყველა ფსიქოტიპი ამახინჯებს თუ არა ინფორმაციას?

  • მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • კულტურული აღმასვლა მასებში