დომინანტობა
დომინანტობა
ჩვენს ფორუმზე ხშირად გვისვავენ კითხვას ვექტორების დომინანტობასთან დაკავშირებით. ვეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ ამ კითხვას. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა ხდის ვექტორებს დომინანტად. პასუხი საკმაოდ უბრალოა. ვექტორი ესაა ჩვენი სახეობრივ-ფუნქციური მოდელი, ჩვენი დავალება. სწორედ დავალების არსი აქცევს ვექტორს დომინანტად. როგორ მუშაობს ეს? თქვენ უკვე იცით რომ რვიდან დომინანტი სამი ვექტორია ურეთრა, ყნოსვა და სმენა. მოდით შევხედოთ თითოეული მათგანის დავალებას (რეალურად დომინანტური ვექტორია კუნთიც, მაგრამ მისი დომინანტურობა განსხვავებული ფორმით ვლინდება. კერძოდ ინსტინქტების დონეზე - ს.ღ.).
ურეთრალური ვექტორი, დროის მეოხედი, მომავალი დრო. სმენა, ინფორმაციის მეოთხედი, ჩვენი ჯგუფის საერთო ინფორმაცია. ის, რაც აერთიანებს ყველა ჩვენგანს. არა თითოეულ ცალკე აღებულ ვექტორს, არა მის რომელიმე განსაკუთრებულობას, ან რომელიმე თვისებას, არამედ ყველას ერთად. ეს ის მიზანია, რისკენაც მივდივართ ყველა. ყნოსვა, ენერგიის მეოთხედი, მმართველობის კანონი. ხაზს ვუსვამ, რომ ამის გააზრება ძალზე მნიშვნელოვანია ყნოსვითი ზომის არსის გასაგებად. ყნოსვა, ესაა მმართველობის კანონი, ფიზიკური სამყაროს კანონების შესაბამისად. მმართველობა მიღების კანონებით, დედამიწაზე არსებობისთვის. როგორ ურთიერთშესაბამისობაშია ეს სამი ვექტორი? სმენა ესაა აბსტრაქცია, იდეა. ყნოსვა ინტუიციური მმართველობა. ხოლო ურეთრა ბელადი. თუ ჩვენ შევხედავთ რას აკეთებენ ისინი, მივიღებთ შემდეგ სიტუაციას: სმენის ვექტორი, იდეა იძლევა ჩვენი მოგზაურობის სასრულ წერტილს. მაგალითად, ის იტყვის: ჩვენ ვაშენებთ ახალ წყობას! ეს შეიძლება იყოს სხვა იდეაც (მის მიერ შეთავაზებული იდეა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი განვითარების დონეზე), აქ მთავარია, რომ სმენა, ეს იდეაა. იდეა არის ის მიმართულება, საითაც ჩვენ მივდივართ, ესაა ჯგუფის დასახული მიზანი, რაც ჯგუფისთვის ვლინდება სასრულ წერტილად. თუ ფურცელზე დავსვავთ პირობითად ჩვენი მდგომარეობის აღმნიშვნელ წერტილს, მაშინ სმენის ვექტორი იქნება მის ზემოთ მონიშნული მეორე წერტილი, როგორც ჩვენი მომდევნო მდგომარეობა. ახლა გაავლეთ ხაზი ამ ორ წერტილს შორის. ეს ხაზი აღნიშნავს ამ ორ წერტილს შორის გასავლელ უმოკლეს გზას. თუმცა როგორც ვიცით უმოკლესი გზა, ყოველთვის არ ნიშნავს ყველაზე კარგს, გზაზე შეიძლება ბევრი დაბრკოლება იყოს. იმიტომ რომ სწორხაზოვნად აზროვნება და უმოკლესი გზით სვლა ბევრს უყვარს. თუ შევხედავთ ცხოვრებას და მასში არსებულ საფრთხეებს, უმოკლესი გზა შეიძლება არც ისე მოკლე გამოდგეს. ამიტომ ჯოგს ყავს სპეციალური ადამიანი, ყნოსვის ვექტორიანი, მას ბუნებისგან ბოძებული აქვს განსაკუთრებული საჩუქარი, ესაა მისი ინტუიციური ინტელექტი. ის თავისი ცხვირით ბრწყინვალედ გრძნობს ვინ რა საფრთხე მოუმზადა ჯგუფს და რომელ გზაზე. ამიტომ სწორედ ყნოსვის ვექტორი აერთიანებს ჩვენს მიერ პირობითად ფურცელზე გამოსახულ ორ წერტილს (ამჟამინდელ და მომავალ მდგომარეობებს). მაგრამ არა სწორხაზოვნად, არამედ ისეთი გზებით, საითაც ის გრძნობს წასვლის საჭიროებას, რომ ჯგუფი გადარჩეს. ის პასუხისმგებელია ფიზიკურ სამყაროში მმართველობაზე, ფიზიკური სამყაროს კანონების შესაბამისად. ყნოსვითი ზომა უზრუნველყოფს ჯგუფის გადარჩენას, ამიტომ უსახავს ჯგუფს მიმართულებას, თუ რომელი გზით წავიდეს მიზნისკენ. და ბოლოს, ვიღაცამ ხომ უნდა ატაროს ეს ჯგუფი?! ვიღაცამ ხომ უნდა დაძრას ხალხი სმენის ვექტორიანის მიერ დასახული წერტილისკენ?! ამას აკეთებს ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი, ურეთრალი ბელადი.
ეს სამი ფუნქცია გაცილებით უფრო რთულია სხვა დანარჩენების დავალებებზე. და შეიძლება ითქვას უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანიც. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი რამოდენიმე ვექტორის მატარებელია და აქვს რომელიმე ამ სამი ვექტორიდან, მაშინ მისი ბუნებრივი სურვილები – ემსახუროს სწორედ ამ ვექტორების დავალებებს – იქნება ყველაზე ძლიერი. წარმოიდგინეთ: დაიბადა ორვექტორიანი ადამიანი, ანალ-ურეთრალი. ის ანალურად სერიოზულია, ურეთრალურად კი აწყვეტილი. ამასთან ეს ადამიანი ყველა სხვაზე უკეთ გრძნობს დროს (როგორც წარსულს, ისე – მომავალს). მის წინაშე არის რთული არჩვანი: მოიქცეს ანალურად, ანუ ისე, როგორც იქცეოდნენ მისი წინაპრები, თუ გახდეს ბელადი წარუძღვეს მთელ ჯოგს. გახდეს ანალურად ხელოსანი? მაგრამ მაშინ ვინ შეასრულებს ბელადის როლს, ის ხომ ამით გამორჩეულია? მისგან ყველა ბელადობას ელის, მას აქვს უკუკავშირი ჯგუფისგან. ჯგუფს ავტომატურად უყალიბდება მასთან ასეთი სახის ურთიერთობა: შენ ბელადი ხარ, ჩვენ შენი ჯგუფი. ამიტომ აბსურდია, რომ ანალ-ურეთრალი ანალური საქმიანობით დაკავდეს. ყოველ ვექტორს აქვს განსაზღვრული ფსიქიკა, განსაზღვრული ფსიქიკური სხეული, რომელზეც ლაგდება ამ ვექტორის დანარჩენი თვიებები. ურეთრალური ვექტორი – ეს განსაკუთრებული ფსიქიკური სხეულია, იმდენად დიდი, რომ მას შეუძლია აღანთოს მთელი ჯგუფი. მისი თვისებათა ნაკრები, ბელადის თვისებათა ნაკრებია. ესაა დავალება გაუძღვეს და გაიყოლოს ყველა დანარჩენი. ამიტომ უბრალოდ გამორიცხულია, რომ ჯგუფს ირგვლივ მტერი ერტყას და ანალ-ურეთრალი ანალურად ადგილიდან არ იძვროდეს, ან ამბობდეს არსად წავალ სანამ ამ წიგნს ბოლომდე არ წავიკითხავო, ანდა იძახდეს დედაჩემს ვერ მივატოვებო. ეს უბრალოდ გამორიცხულია, საკუთარი ფუნქცია მას თავად უბიძგებს მოქმედებისაკენ. მსგავსი სიტუაციაა სხვა დომინანტ ვექტორებთანაც. ყნოსვის ვექტორიანს ყველაზე მგრძნობიარე ცხვირი აქვს და ამ ცხვირს არასოდეს ძინავს. ყველა ეროგენული ზონა დუნდება და იძინებს, ყურებს ძინავთ, თვალებსაც, სხვებსაც. ცხვირი კი არასოდეს იძინებს, ის მუდამ სუნთქავს, ყნოსავს, გრძნობს საფრთხეს, ასეთივეა ვექტორიც, ის პასუხს აგებს მთელი ჯგუფის სიცოცხლეზე. წარმოიდგინეთ: ზის ორალ-ყნოსვა, ყვება ანეკდოტებს ორალურად, გრძნობს საფრთხეს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ჯერ ანეკდოტის მოყოლა დაასრულოს და მხოლოდ შემდეგ წავიდეს ბელადთან მოსალოდნელი საფრთხის შესატყობინებლად?! ესეც შეუძლებელია. ამიტომ რა ვექტორული წყობითაც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მას აქვს ამ სამი ვექტორიდან ერთერთი (მთელ ჯგუფზე პასუხისმგებელი ვექტორი), უბრალოდ გამორიცხულია, რომ ადამიანმა სხვა ვექტორის ცხოვრების გზა აირჩიოს. გამორიცხულია ამ დავალებათა იერარქიის გამო, გამორიცხულია ამ ადამინში ამ ვექტორების სურვლითა სიძლიერის გამო.
ძლიერი სურვილი ნიშნავს სურვილების უფრო დიდ ჭურჭელს, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ჭურჭლის ავსებით ბევრად უფრო დიდ ტკბობას იღებს. სწორედ ამიტომ ადამიანი პირველ რიგში სწორედ ამ ვექტორთა სურვილების ავსებას მიესწრაფვის. ეს ის კი არ არის, რომ კუნთ-ურეთრალი კუნთური სამუშაოს შესრულებას არ იკადრებს, არამედ მას სხვა ფუნქცია აქვს და კუნთური სამუშაოს შესასრულებლად უბრალოდ არც დრო ეყოფა და არც ამის სურვილი გაუჩნდება. აქ კიდევ ბევრი დეტალის დამატება შეიძლება, განსაკუთრებით სმენის ვექტორზე, მაგრამ ამაზე სხვა ლექციებში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili