კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის


კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი წლების განმავლობაში არღვევს სიმშვიდეს და ძაბავს ვითარებას ნებისმიერ ოჯახში. ბავშვი, რომელიც მუდმივი კონფლიქტის ატმოსფეროში გაიზარდა – უკვე გაზრდილი, არც თუ იშვიათად გამოეყოფა მშობლებს. ამასთანავე ის, არც კი ცდილობს მშობლიურ ოჯახთან დამოკიდებულებების შენარჩუნებას, რადგან მას მრავალწლიანი ტანჯვის წყაროდ აღიქვამს. თუ როგორ გავუფრთხილდეთ თაობებს შორის კონფლიქტის წარმოქმნას, ამას სვფ გვიხსნის. ასევე სვფ გვასწავლის საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ახლობელი ადამიანების საქციელთა მიზეზების გამოკვლევას.

როგორ გავექცეთ საკუთარ თავს?

ბავშვობაში ჩვენში ჩანერგილი წესები და ჩვევები ხდება ჩვენი ფსიქიკის ნაწილი. ამიტომ პრობლემებისგან გაქცევა, თავის დაღწევა, უბრალოდ, მშობლებისაგან განცალკევებით, არ გამოგვდის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ზიანის ტარებას ჩვენს შიგნით, საკუთარ სულში.

დღესდღეობით, ყველას გაგონილი გვექნება, რომ ,,ყველა პრობლემის სათავე ბავშვობიდან იწყება”. ნამდვილად, ჩვენს ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური “ტრამვები” და “სიმძიმეები”, რომელიღაც მოსაზრებით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიზარდოთ სრულყოფილად, გავხსნათ და რეალიზირება გავუკეთოთ მთლინად ჩვენს პოტენციალს და ტალანტს, ავაგოთ ბედნიერი დამოკიდებულებები წყვილში და გავხდეთ ყველაზე წარმატებული მშობლები.

ასე იქმნება ჩაკეტილი წრე. მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი კვლავ შემოდის ჩვენს ცხორებაში. ამჯერად იმ ოჯახის ჩარჩოში, რომელიც ჩვენ შევქმენით. როგორ გავწყვიტოთ ეს მანკიერი წრე, რომელმაც მტკიცედ მოიდგა ფეხი მთელ რიგ თაობებში? როგორ დავაღწიოთ თავი ცუდ მდგომარეობას და ბოლოსდაბოლოს დავასრულოთ მათი გადაცემა შვილებისათვის?

დავიწყოთ საკუთარი თავისგან

იმისათვის, რომ გავერკვეთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა შორის მთელ რიგ პრეტენზიებში, საჭიროა ვიპოვოთ რომელიღაც თავდაპირველი საყრდენი წერტილი.

რატომაა, რომ მშობლის კონკრეტული საქციელი იწვევს განსაზღვრულ რეაქციას (წყენას, ბოღმას, ბრაზს, მრისხანებას)? რატომ არის, რომ საკუთარი ბავშვი, მე მაღიზიანებს მისი საკუთარი განსაკუთრებულობებით ან ჩვეულებებით? პასუხი ნებისმიერ მსგავს კითხვაზე ადამიანური ფსიქიკის აგებულებაში დევს.

გენეტიკა – ხომ არ არის “ცრუმეცნიერება”? ვის დავემსგავსე ასეთი საერთოდ?

გენეტიკურად, მემკვიდრეობით, ჩვენ შეიძლება გადმოგვეცეს მთელი რიგი მახასიათებლები: თვალების ფერი, ცხვირის ფორმა, გენეტიკური დაავადებები. მაგრამ ყოველი ადამიანის ფსიქიკა აგებულია თავისებურად. როგორც სვფ განმარტავს, მის საფუძველში დევს რვა ვექტორი, რვა საბაზისო ელემენტი. ყოველი მათგანი ადამიანს სძენს თანდაყოლილი განსაკუთრებულობების განსაზღვრულ კრებულს, თვისებებს და სურვილებს. ყოველ ადამიანს ვექტორთა საკუთარი კრებული გააჩნია. და ჩვენი ფსიქიკის თვისებების მიხედვითაც ჩვენ შეიძლება კარდინალურად განვსხვავდებოდეთ ჩვენი მშობლებისაგან.

მშობლებსა და შვილებს შორის ყველა კონფლიქტი პირველ ყოვლისა ეფუძნება აუცილებელი ფსიქოლოგიური ცოდნის არარსებობას. ჩვენ არ ვიცნობთ არც ჩვენს თავს და არც საკუთარ შვილებს. სამყაროს და ადამიანების სისტემური აღქმა გვეხმარება ამ ფსიქოლოგიური სიბრმავის დაძლევაში და იმის გარკვევაში, თუ როგორები ვართ სინამდვილეში.

მშობლები და ბავშვები: კონფლიქტი ვექტორთა (ფსიქოტიპთა) შორის

აი ჩვენს წინაშეა ნელი, აუჩქარებელი პატარა. ჩასმული და ღონიერი, ოდნავ ფეხმრუდი. ის აუჩქარებლად ალაგებს სათამაშოებს თავის ადგილას, ნელ ნელა იცვამს და ემზადება ბაღში წასასვლელად. იმისათვის, რომ გულმოდგინედ მოამთავროს თავის საქმე, ამ პატარას (რომელიც სვფ მიხედვით ფლობს ანალურ ვექტორს) ჭირდება მეტი დრო, ვიდრე სხვა ბავშვს. მოთმინებიდან გამოსული, მკვირცხლი, კანის ვექტორიანი დედა/მამა თავს აცხრება პატარას: “კიდევ დიდხანს მოუნდები?”, “ვერ ხედავ შენს გამო ისევ ვიგვიანებთ!”, “რა ზოზინა ხარ!” “ნუთუ არ შეიძლება ოდნავ დაუჩქარო?”.

რა თქმა უნდა სისტემური ცოდნის გარეშე, კანური ფსიქოტიპის მშობელს ვერ გაუგია თავისი ბავშვის. მისი ფსიქიკა მთელი სიზუსტით მოწყობილია პირიქით – ის მოძრავია და მოხერხებული, სწრაფი და აქტიური. აფასებს დროს, ვერ იტანს დაგვიანებებს.

შეცდომები ძვირი ჯდება

ვაი, რომ ფსიქიკის აგებულების არცოდნა სრულიად არ გვავთავისუფლებს შეცდომითი აღრზდის ნეგატიური შედეგისაგან.

მაგალითად, ანალურ ბავშვს ბუნებისაგან შემთხვევით არა აქვს მიცემული შენელებულობა და გულმოდგინეობა. ის მფლობელია ანალიტიკური გონების. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი “გულმოდგინედ თანდათანობით იყოს ჩალაგებული თაროებზე”. ის ისწრაფვის მხოლოდ ხარისხიანი შესრულებისათვის. ასეთ ბავშვს თუ მივცემთ საკმარის დროს, მისგან დადგება შესანიშნავი სწავლული, ანალიტიკოსი, პედაგოგი, კრიტიკოსი. ხოლო სკოლის ასკში ის იქნება საუკეთესო მოსწავლე კლასში, აკი ცოდნის დაგროვება მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

როცა ანალურ ბავშვს უდროოდ მოწყვეტენ საქმეს და აჩქარებენ, მისი გონება უუნარო ხდება ადეკვატური განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში ნეგატიური მოვლენები შეიძლება იყოს ასეთი:

– სიჯიუტოე და ნეგატიურობა როგორც ოჯახურ, ასევე სასწავლო საკითხებში.

– გაშეშებები (როგორც შედეგი იმისა, რომ მშობელი აჩქარებს).

– სწრაფვა არა კონსტრუქციული კრიტიკისაკენ, არამედ იმისკენ, რომ დაამციროს გააუფასიუროს სხვისი ქმედებები.

– აგრესია და თვითაგრესია როგორც ფიზიკური, ასევე ვერბალური.

– ენის დაბმა (იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს გამუდმებით ვაწყვეტინებთ ქმედებებს და სიტყვებსაც, როცა ის ცდილობს რაიმე ამბის გადმოცემას).

– პრობლემები საჭმლის მონელებასთან, ან გულისცემის რიტმის დარღვევა.

ოჯახი – სხვადასხვა ადამიანებისგან შემდგარი რთული მიკროსისტემა

ადამიანთა სისტემური აღქმის წყალობით, ჩვენ შევძლებთ დავინახოთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ სინამდვილეში.

უპირველეს ყოვლისა ეს გვაძლევს შესაძლებლობას მთლიანად გადავხედოთ ჩვენს საკუთარ ბავშვობის დროინდელ ფსიქოტრავმებს, მშობლებზე წყენებს, პრეტენზიებს მათ მიმართ. ამას გააჩნია კოლოსალური მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ მშობლების პატივისცემის ჩვევა კულტურაში და სხვადასხვა რელიგიებში არც თუ შემთხვევით წარმოიშვა. მშობლებისაგან ჩვენ მოგვეცემა თვითონ სიცოცხლე როგორც ასეთი. და როცა ჩვენ გულებში ხელს ვკრავთ მშობლებს (შესაძლოა, ისინი არსამართლიანი და თვით თვით მკაცრნიც კი იყვნენ ჩვეს მიმართ), მაშინ ჩვენ არაცნობიერად, ამასთანავე, უარვყოფთ თვითონვე სიცოცხლესაც. თავიდან ვიცილებთ იმის შესაძლებლობას, რომ განვლოთ ის მხიარულად და ბედნიერად.

სვფ-ს ტრენინგებზე ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა იმ მიზეზს, თუ რატომ ავლენენ თავს ასე თუ ისე ჩვენი მშობლები. ეს გვეხმარება ჩვენ გავინთავისუფლოთ გული მათ მიმართ პრეტენზიებისაგან და წყენისაგან. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სახლში შემოუშვებთ მამას, რომელმაც მიგატოვათ ადრეულ ასაკში და არ გამოჩენილა ათეულობით წლების განმავლობაში. ჩვენ უფლება გვაქვს თავი დავიცვათ რეალური ზიანისაგან, რომელსაც მოველით ადამიანებისაგან, თვით მაშინაც კი თუ ისინი ჩვენი მშობლები არიან. მაგრამ მათი საქციელების, მათი მოტივების მიზეზების გაცნობიერება დაგეხმარებათ ნეგატიური შედეგებისგან განთავისუფლებაში. ფსიქიკა იცილებს იმ მძიმე ტვირთს, რომელიც გამძიმებდათ წლების მანძილზე. და თქვენც ხდებით უნარიანნი მაქსიმალურად რეალიზიედეთ ცხოვრებაში და მისგან მიიღოთ სიხარული და ტკბობა.

იყავი ბედნიერი – გაზარდე ბედნიერები

მეორე მხვრივ, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ბოლოსდაბოლოს, ნათელი ხედვით დავინახოთ ჩვენი შვილები. დეტალურად გავაცნობიეროთ მათი ფსიქიკის განსაკუთრებულობები, მივიღოთ აღრზდის ოპტიმალური მოდელი. ჩვენი დამოკიდებულებებიც წყვილებში ასევე ადიან ურთიერთ გაგების სრულიად სხვა დონეზე და სულიერ სიახლოვესთან. ნიველირდებიან ურთიერთშორის ბავშვთა შიდაოჯახური კონფლიქტები.

სისტემური აღქმის წყალობით, ოჯახი მთლიანად იწყებს გამოჯამრთელებას.

წყარო

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili


მსგავსი სტატიები

  • ზიგმუნდ ფროიდი - ხასიათი და ანალური ეროტიკა

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (5)

  • არაცნობიერის ბინდი – ფსიქიკური პროცესები

  • ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)

  • როგორ ვაპატიოთ შვილებს

  • დაწინაურებული მომხმარებლებისათვის

  • ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი

  • უყურებთ პორნოგრაფიას?