ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ


ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

ცხოვრება – ტკივლია. ყურებში დაუმთავრებელი ხმაური და კაკაფონია გაისმის და თავი გისკდება. ეს საშინელი ხმაური შენში მაშინაც კი აღწევს, როცა კარი საგულდაგულოდ გაქვს ჩარაზული და ჩამიჩუმიც არსად ისმის. შეშლილები… როგორ ცდილობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას… შენ კი მხოლოდ იმაზე ფიქრობ როგორ დაემშვიდობო სიცოცხლეს.

ყოფნა, არყოფნა…

უაზროდ გალიო ცხოვრება ტანჯვაში, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად იტანჯო? ჯობია მოკვდე და გათავისუფლდე. ეს აზრები სულს გიხუთავს. როგორ მოკვდე სწრაფად და უმტკივნეულოდ – თავს იჭყლიტავ ამაზე ფიქრით და უდიდესი მეგაპოლისის ფანჯრიდან გადაყუდებული შეჰყურებ უვარსკვლავებო ცას, აყოლებ გაციებულ ჩაის სრულიად მდუმარე… და აპატარავებ… აპატარავებ… ჭმუჭნი თავს ერთ უმნიშვნელო წერტილამდე.

გგონია სიკვდილით გათავისუფლდები?

ყოველთვის განსაკუთრებული, რჩეული გეგონა თავი. სანამ დანარჩენები კისრისტეხით იწყობენ კარიერას ან სიყვარულში გამართლებისთვის იკლავენ თავებს, შენ ერთადერთი იყავი, რომლის თავშიც ტრიალებდა აზრები – ისე და… რისთვის? ერთადერთი იყავი, რომელიც უჯრედის დონეზეც კი გრძნობდი, რომ ამ ყველაფერში არ არის ბედნიერება. არ არის ბედნიერება არც აიფონებში, არც სტატუსებში, არც სასიყვარულო ურთიერთობებში… ჯობია მოკვდე, ვიდრე ამ ყოფას შეეგუო.

ცდილობდი არ გეფიქრა, ჩაგეხშო ეს კითხვა შენში, მაგრამ არ გამოდის… ეს კითხვა შენი ფიქრების ქვაკუთხედია.. არ არის ეს შეკითხვა – არ ხარ შენ. თუ ნუგეშად შენს ცხოვრებაში ხვდება ალკოჰოლი.. კომპიუტერი.. ნარკოტიკი, ეს ყველაფერიც დროებითი შვებაა.

რატომ ხდება ასე?

ამაზე პასუხს სვფ გაგვცემს – შენ მსოფლიო მოსახლეობის 5%-ში შედიხარ… შენ სმენითი ფსიქოტიპი ხარ… ერთადერთი, რასაც შენს თვალებში ცეცხლის ანთება შეუძლია, ეს არის ის, რაც ადამიანის თვალთაგან დაფარულია. შენ ხარ ადამიანი – „სად არის აზრი“, მაგრამ შენს უსასრულო კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ ვერ მოინახა, სწორედ ამიტომ მოგდის თავში სიკვდილზე ფიქრები.

რისთვის უნდა მოკვდე? იმისთვის, რომ ამ უაზრო წრებრუნვას დააღწიო თავი? ამ ხაფანგისგან მხოლოდ ერთი რამე გადაგარჩენს…

ალტერნატივა ყოველთვის არსებობს, როცა არსებობს არჩევანი..

ფიქრები სიკვდილზე – ეს არის ზარი, რომელიც შენთვის რეკავს. მოუსმინე… დააკვირდი … ის გეუბნება: „შენ იმაზე არ ფიქრობ, რაც საჭიროა… ამაზე ფლანგავ შენს გენიალურ გონებას? მხოლოდ შენი „მეს“ ოთხ კედელში გამომწყვდევა გავიწროვებს და შენი შეუფუთავი ინდივიდუალობა სულისშემხუთავია“.

ალბათ იკითხავ – არის კი ალტერნატივა, ისეთივე რელური ალტერნატივა, როგორიც შენი ტკივილია? არის!

სიკვდილზე ძლიერი – არსია და შენ მისი პოვნის რეალური შანსი გაქვს.

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • რჩევები სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს

  • სმენის ვექტორიანის განვითარების დონე და კლასიკური მუსიკა

  • სმენის ვექტორი და იდეა

  • შემეშვით, მე თქვენ მაცოფებთ

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • სმენის ვექტორი - ქამელეონი

  • სმენის ვექტორის თავისებურებები სცენარში