ვიზუალური ფსიქოტიპის ხასითი


ვიზუალური ფსიქოტიპის ხასიათი

ავტორი: ვიქტორ ტალკაჩოვი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

ნეგენტროპები – ადამიანები ვისაც აღქმული ქაოსის ვიზუალურად სტრუქტუირება შეუძლიათ.

სამყარო ვიზუალური ხატების საშუალებით აღიქმება

ვიზულური ნიჭიერება უკვე დაბადების პირველ მომენტებში იჩენს თავს. ამ ქვეყნად მოსვლა ასე თუ ისე, მაინც ფსიქოლოგიური შოკია. მაგრამ თუ ეს შოკი (კაშკაშა შუქი, ახალი სამყარო, რეალობა) ამავე დროს დაკავშირებულია პოზიტიური ემოციები (დაბადების პროცესის შემდგომი შვება, დედის თბილი და მოსიყვარულე სახე და ა.შ), ასე ვიზუალური შოკი გარკვეული ფიზიოლოგიურ-პათოლოგიური მოდალობის ფიქსაციად გარდაიქმნება, რომელიც მყარდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში წამყვანი ხდება (იმპრინტინგი).

ამ ფიქსაციის თანახმად, ყველაფერი რაც აქამდე იყო (დედის საშო, სრული სიბნელე, ბგერების სამყარო) – არარეალური სამყაროა. ნამდვილი რეალობა კაშკაშა შუქის სამყაროა. აქედან მოდის ვიზუალური ტიპის თეატრალურობა, დემონსტრაციულობა, გარკვეული დრამატიზმი და მისი განცდების სიმკვეთრე, რადან ესაა პირველადი, გარკვეული ზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული განცდები. შემდგომში ვიზუალისთვის უბრალოდ, გაუცნობიერებლად სასურველი ხდება თუნდაც სინათლის უეცარი ანთება, ფერთა ახალი, მოულოდნელი შეთავსებ. ის, რაც ჩანს ის, რითიც ისევ და ისევ შეიძლება ტკბობა, რაც ცხოვრებას ახალი შეგრძნებებით ავსებს.

თუ ამ ქვეყნად მოვლინება ყველა პატარასთვის შოკია, ვიზუალისთვის ეს ისეთი შოკია, რომ როგორც კი პირველად ფართოდ გაახელს თვალებს, მერე მთელი ცხოვრება ვეღარ ახერხებს მათ დახუჭვას.

მზეზე ყოველი ახალი აფეთქება – ახალი სიცოცხლის დაბადებაა

ძვირფასო მასწავლებლო, თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ჩვენ მხედველობის, ვიზუალური აღქმის, ქაოსიდან გარკვეული ფიგურების გამორჩევის უნრარით დავიბადეთ? არა, მე უგუნური დავიბადე, ჩემს ხელ-ფეხს ჯერ კიდევ სწავლება სჭირდება. თვალების საშუალებითაც გაბნეული, ბუნდოვანი, არასტუქტურირებული ინფორმაცია მოდის. აქედან რაიმე სარგებელი რომ მივიღო გარკვეული ინტელექტუალური პროცედურის ჩატარება მჭირდება. მჭირდება ერთ მთლიანობად გავაერთიანო ვიზუალურად მიღებული ხატი და ტაქტილურად მიღებული შთაბეჭდილებები. მაგალითად, ერთდროულად შევეხები და შევხედავ ჩემს მუხლს და ამავე დროს სისტემურად ვავითარებ ჩემს გონებას. როცა შეგრძნებები ერთმანეთს დაემთხვევა, ერთი მთლიანი გახდება, მაშინ ჩემი ტვინი კუთხის, ხაზის, და ა.შ. დანახვას ისწავლის, ისევე როგორც ჩვენი თვალები სწავლობენ ხატების გარჩევას და ჩვენი ტვინი კი ამ ყველაფრის კორელაციას.

ამიტომაც, ბავშვის თვალები და თითები რაც შეიძლება მეტად უნდა დავტვირთოთ. რაც უფრო მეტს იმუშავებენ მისი თითუკები, მით უფრო მყარი ინტელექტულური საფუძველი ჩამოუყალიბდება მის გონებას. რაც შეიძლება ხშირად მოაცილეთ მის საწოლს წინაღობა და მიეცით საშუალება თითებითაც შეეხოს იმას, რასაც თვალებით “ეხება”.

ბავშვს რაც შეიძლება მეტი სათამაშო მიეცით, სხვადასხვა ფორმის, ფერის და ფაქტურის

რატომ ვხედავ ამას? მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული თვალების გამო, თვალის კაკალი გარკვეულ სისტემაშია მოთავსებული, რომელსაც სამი წყვილი კუნთი აქვს, მუდამ სკანირებას ახდენს და რხევით მოძრაობებს ასრულებს. თავალების ამ კუნთური რხევის საშუალებით მე ვხედავ წერტილს, ხაზს, სიბრტყეს, მოცულობას – ვარჩევ “ამას” “იმისგან”. თუ ჩემი თვალი აღარ ირხევა გარკვეული სიხშირითა და ამპლიტუდით, მაშინ მე ვეღარ ვხედავ, ანუ ჩემი თვალი უკვე ვეღარ გრძნობს სივრცეს.

თვალი ესაა ჩემი გარეთ გამოტანილი ტვინი. ჩემს გარშემო არსებული სამყარო არა მხოლოდ ჩემი თვალის ფიზიოლოგიური თავისებურების გამო აისახება, არამედ მისი რეცეპტორებიც მგრძნობელობის ხარჯზეც. გარე სამყარო ჰარმონიულია, ამიტომაც თვალი ჰარმონიული მოძრაობების კომბინაციას ასრულებს. თვალის პირველი რხევა ოქროს კვეთაშია 0,618 მეორესთან. ყველა ხატი და დეტალი რომელიც 0,618 შესაბამისობაშია ერთმანეთთან თვალი აღიქვამს როგორც ჰარმონიულს. თუ ჩემი ფიგურა გარკვეულ საშუალოსთან 0,618 შესაბამისობაშია (ჭიპიდან ზემოთ / ჭიპიდან ქვემოთ) როცა ეს ორი ნახევარი 0.618 შესაბამისობაშია ერთმანეთთან მაშინ ფიგურა ჰარმონიულად გამოიყურება.

თუ სახის დეტალები მსგავს შესაბამისობაშია, მაშინ ჩვენ ასეთ სახეს ლამაზად აღვიქვამთ. ხოლო თუ მისი ჰარმონიულობა რამდენადმე განსხვავებულია, მაშინ ვთვლით, რომ ის სიმპათიურია.

მენტალურობა თავის ანაბეჭდს ტოვებს სილამაზის ეტალონზე. თუ ჩემი თვალი გავარჯიშებულია და შეუძლია მსგავსი შესაბამისობები აღიქვას, მაშინ ეს მე გარკვეულ ფსიქო-ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მაგდებს. თუ მე ჰარმონიულ შესაბამისობებს ვხედავ ჩემს გარშემო, ესენი ასე ვთქვათ დაილექება ჩემს ბიოქომიაში და ჰარმონიზებენ მას, “მე ვიზუალური აღქმის დონეზე ვმშვიდდები.”

სილამაზე ჰარმონიულ ბიოქომიურ მდგომარეობაში მაგდებს, ხოლო სილამაზის საწინააღმდეგო მოვლენებს აქედან გამოვყავარ. ამიტომაც, თუ ბუნებამ ფერების მიმართ მგრძნობიარე და შესაბამისობების აღმქმელი თვალები მომცა, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩემი ბიოქიმია სილამაზის აღქმის მიმართ მგრძნობიარე იქნება. ჰარმონიული ფორმების ოქროს კვეთაზე აგებული ობიექტების აღქმა – სურათი იქნება ეს, ყვავილი თუ სხვა რამ, ჩემზე ისე იმოქმედებს, როგორც სამკურნალო საშუალება.

ვიზუალური ვექტორი, ეს პირველ რიგში ფერისა და ფორმის მიმართ მგრძნობიარე თვალია. აბსტრაქტული ფერწერა ეს სანახაობრივი ხელოვნებაა. ეს არა მხოლოდ რაღაც ახალის თვალიერება, არამედ გარკვეული ახალი ბიოქიმიური მდგომარეობაა. 10-15 წუთის მერე შეიძლება უკვე ვთქვათ ეს ნამდვილი ხელოვნებაა თუ “ხალტურა”. რადგან ნამდვილი აბსტრაქტული მხატვრობა ადამიანს (ვიზუალს) ახალ ბიოქიმიურ მდგომარეობაში აგდებს. მას დახვეწილი მხედველობა აქვს, მე შევქმენი და მე ეს ახალ ემოციებს მაძლევს, მე ხომ ამ ფსიქოთერაპიის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მხატვარი ფერებით წერს, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის ფსიქოთერაპიას მიმართავს. ”ულამაზობა” ანადგურებს ჩემს ორგანიზმს და საკუთარი თავის გადარჩენს ვიწყებ ან ვბრმავდები – ახლომხედელობა ვითარდება და თითქმის ვერაფერს ვხედავ ან სილამაზის შექმნას ვიწყებ.

ამიტომაც თქვეს ვიზუალებმა “სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს.”

ერთმა ვიზუალმა კი მეცადინეობებზე აღშფოთებულმა წამოიყვირა “არ მესმის!”

მე კი ვუპასუხე, “თქვენთვის ვიზუალებისთვის გაიგოთ ნიშნავს შეიყვაროთ. სიმართლე და ჭეშმარიტება ლამაზია ნებისმიერ სამოსში.”

შეუძლიათ გაარჩიონ ლეოპარდი მზის ლაქებს შორის.

ვიზუალის პირველყოფილი ფუნქცია – ჯოგის დღის მეთვალყურეა. გარე სამყაროდან ინფორმაციის მიღების ერთადერთი არხი მხედველობაა. ვიზუალი ფიზიკურად სუსტი არსებაა. მას მხოლოდ თვალები აქვს, ესაა და ეს. თუმცა ეს სწორედ ის თვალებია, რომლებსაც კაშკაშა სხივებში ლეოპარდის გარჩევა შეუძლიათ, ჩასაფრებული ლეოპარდის. და სწორედ ესაა სასარგებლო ჯოგისთვის. ვიზუალი, როგორც კი ლეოპარდს შენიშნავს მაშინვე შეშინებული წამოიყვირებს.

ამას აიტაცებს ორალი და ხმამაღლა აღრიალდება “ჩქარა, საფრთხეში ვართ.”

ვიზუალს გაქცევაც არ შეუძლია. მთელმა ჯოგმა თავს უშველა და ახლა ეს ჯადოსნურ თვალებიანი აღარ სჭირდებათ. ჯოგის კუდში დიდი წევრები მირბიან და ვითომ შემთხვევით გვერდით ისვრიან მათ. ასე ვთქვათ ლეოპარდს უტოვებენ შესაჭმელად. ჯოგის გარეშე ვიზუალი უძლურია. ის ჯოგის ხარჯზე, მასში მის ცენტრში ცხოვრობს. ხოლო თუ ჯოგს ვეღარ გრძნობს, ვიზუალში სადღაც ფსიქიკის ქვეცნობიერში ვითარდება საინტერესო მოვლენა: ის გაშმაგებული ცდილობს საკუთარი კვალი დატოვოს რათა ჯოგი არ დაკარგოს. ხელის გულები უოფლიანდება, კიდურები ეყინება. იწყება ჰიპერჰიდროზი “აი გვერდით კი გამოვედი, მაგრამ კვალით მივაგნებ ჯოგს.”

კანკალი ჯოგის დაცვის დაკარგვის შიშით.

ვეგეტატიური ნევროზის დასაწყისი

ხელ-ფეხი ცივდება? საიდან მოდის ეს რღვევა ვეგეტატიურ ნერვიულ სისტემაში.

ინდივიდულურ კონსულტაციაზე ერთმა გოგონამ თავისი ამბავი მომიყვა “ცივი ხელები – ესაა როდესაც ცივ წყალში აწყობ ხელებს და გეჩვენება რომ წყალი თბილია, ამ დროს ოჯახის წევრების გასახარად მიიჩქარი, რომ ცხელი წყალი წამოვიდა, ხოლო ცივი ფეხები ესაა, როდესაც +25 გრადუს სითბოში გინდა ფეხებზე თბილი წინდები ჩაიცვა იმიტომ, რომ გაძაგძაგებს სიცივისგან” .საიდან მოდის შიში, რომ შენ ვიღაცის იმედები ვერ გაამართლე, რაღაც ისე ვერ გააკეთე, როგორც შენგან ელოდნენ, მაშინაც კი, თუ შენგან რაიმე ძალიან ახლობელ ადამიანს უნდა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო ,რომლებიც მოხერხებულადაა შეფუთული შენზე ზრუნვაში.

თვალცრემლიანმა გოგონამ განაგრძო, “ჩემთვის საუკეთესო დრო ზღვაზე გატარებული აგვისტოა, როცა ვახერხებ სათანადოდ გავთბე, ისე რომ მთელი შემოდგომა მეყოს. მაგრამ ზღვისპირას გათბობა ყოველ წელს არ გამოდის, უკანასკნელი შემოდგომები ჩემთვის პირადი ტრაგედიებია – ხელები ისე მეყინება, რომ კარის გაღებასაც ვერ ვახერხებ, თითებს ვერ ვშლი.”

მე ვფიქრობდი, რომ სიცივე ეს ჩემში დაგროვილი ბრაზია, მერე კი ვიპოვე რჩევა რომ გაღებულ ფანჯრიან ოთახში ძილი სასარგებლოა, დაბალი ტემპერატურა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ახლა როცა ვიყინები თავს ვირწმუნებ, რომ ეს დღეგრძელობისთვის აუცილებელია. ნაკლებად ვნერვიულობ როცა ქუჩაში აღმოჩნდება, რომ ჯობდა კიდევ ერთი სვიტერი ჩამეცვა. მაგრამ მაინც ფიქრები ზამთარზე ჩემთვის საშინელებაა. სახის კანიც ძნელად იტანს ტემპერატურას 0-ს ქვემოთ, – მექავება, მიწითლდება, მიშრება.

შენიშვნა – თუ ადამიანს ხელის გულები უცივდება და უოფლიანდება, თქვენს წინაშე შეშინებული ვიზუალი ნევროტიკია.

როცა კუნთები გააფთრებულები მიისწრაფიან წინ, ამ დროს ვიზუალს ან გადაუვლიან ან გამოჩნდება ვიღაც, ვინც ხელს გაუწვდის. კუნთზე გათხოვილი ვიზუალი ქალი უკვე დაცულია. ის ცოლს მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებს. საკმარისია მხოლოდ უთხრათ რომ ხელ-ფეხი უბრალოდ არ მუშაობს. კუნთი ამ “მაქმანის უძლურს” ხელში აიყვანს და დაიწყებს მის ტარებას, ექიმებთან, კურორტებზე და ა.შ.

ვიზუალი ქალი, ეს დიდი თეატრია – ის მთელი ცხოვრება სცენაზე თამაშობს, რომელიც თავადვე მოაწყო.

დომინანატური ვიზუალური ფიქსაციის ტიპის მახასიათებლები

ვიზუალი გარეგნულად კაშკაშა არსების შთაბეჭდილებას ტოვებს – შესამჩნევი, მიმზიდველი, შესაძლოა გარკვეულად ეგზალტირებული, ექსტრავაგანტური. გააჩნია მკვეთრი განცდების დიდი დიაპაზონი პუბლიკაზე სადემონსტრაციოდ, სწრაფად გადაერთვება გარეგნულ ვიზუალურ სტიმულატორებზე. ემოციისა და გრძნობების გაჩენისას მისი რეაქცია მიმართულია არა საკუთარ თავზე, არამედ გარე სამყაროზე. ამას ერთვის გარკვეული სარეკლამო დემონსტრაციული ელემენტები. ვიზუალი კარგად ითვისებს ვიზუალური მეხსიერებით. მას მდიდარი მხატვრული წარმოსახვა აქვს, ფანტაზიორია.

კან-ვიზუალური მსხვერპლის კომპლექსი

ზემოთ ოდნავ გაიელვა კან-ვიზუალური მსხვერპლის კომპლექსის (ვექტიმური) ბრწყინვალე აღწერამ. როცა ჯოგს ლეოპარდი ესხმის თავს ვიზუალი ძიძა ნებაყოფლობით სწირავს თავს საბავშვო ბაღის გადასარჩენად.

გაინტერესებთ, საიდან მოდის ეს ტოტალური საკუთარი თავის მიუღებლობა, სხვებზე მორგება, სურვილი ყველას ყველაფერში ასიამოვნოს, საკუთარი არარაობის შეგრძნება, მსხვერპლის კომპლექსი?

არ შეგიმჩნევიათ, რომ როცა რაღაც არ გამოდის სულში თითქოს რაღაც დაძაბულობა იბუდებს, რომლისგანაც ძარღვები იგრხება, სხეული კანკალებს და ეაკულატი გამოიყოფა.

ცრემლი – ვიზუალის ორგაზმია. მოკლედ სახეზეა ნამდვილი ვიზუალური ორგაზმი.

შიში ეს პოტენციური მსხვერპლის ყველაზე ძვირფასი გრძნობაა.

ახლა გასაგებია, რომ ყოველ ფსიქოტიპს მისთვის დამახასიათებელი ორგასტული ნიშნები აქვს. როგორ რეაგირებს ორგანიზმი, როცა სახიფათო ისტორიაში ვარდებით? იცინით? თუ ცდილობთ როგორმე თავი გაართვათ? თავის გასამართლებელ მიზეზს ეძებთ? იმალებით? თავს ესხმით? თუ გარბიხართ? თუ თავი ისე გიჭირავთ, რომ საფრთხე არ გაღელვებთ?

ანალი შეშდება. კუნთი საკუთარ თავში იკეტება. კანი “კანს იცვლის” და გარემოს ერწყმის. ანალ-ყნოსვა აყროლებულ ნარევს გამოისვრის, სმენა სისინებს, ვიზუალი კი ტირის.

კან-ვიზუალი მსხვერპლის პოზიცია ისე სპეციფიურია, რომ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული განყოფილებაც კი დაეთმო – ვიქტიმოლოგია. ფსიქოლოგები დიდხანს სწავლობდნენ დამნაშავის ბუნებას და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ კუნთის თანდაყოლილი ინსტინქტია მკვლელობა. ისინი ცდილობენ იპოვონ წინაპირობები, ხასიათის მემკვიდრეობითი დეტალები, ცხოვრებისეული გამოცდილების კვალი, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მივყავართ. თუმცა იურისტების, გამომძიებლების, მოსამართლეების და თავად დამნაშავეთა მონაყოლის მიხედვით შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ მსხვერპლსაც ჰქონდათ გარკვეული საერთო მახასიათებელი, როგორც ქცევას და რეაქციებში ისე აზროვნების სტილში.

ტირილი – ვიზუალის ორგაზმი

ვიზუალებს ძალიან სუსტი სექსუალური პოტენციალი აქვს. პირველყოფილ ჯოგში ვიზუალი მდედრები აღმზრდელები იყვნენ. ისინი არ იყვნენ მშობელი მდედრები, მაგრამ პატიოსნად ზრდიდნენ სხვის შვილებს. ყველა ვიზუალისთვის ნადვილად არაა აუცილებელი შვილების გაჩენა, ეს არაა მათი ფუნქცია.

ურეთრალი მდედრის პრინციპია “გააჩინე და მიამატე ჯოგს – გაიზდება და მერე დაითვლი.”

ვინ დაითვლის ბავშვებს? რა თქმა უნდა ვიზუალი მდედრი.

რას წარმოადგენს ასექსუალი ვიზუალი მდედრი? გადაეყარა ურეთრალ ქმარს და აი შედგა ასეთი ქორწინებაც. მისთვის ცხოვრება ტოტალურ გაუპატიურებად გადაიქცევა და დაიწყებს დამცავი მექანიზმის გაუცნობიერებელ გამომუშავებას. მაგალითად, მენსტრუაცია დაიწყება სამ დღიანი დაგვიანებებით “არ შეიძლება ვასია არ შეიძლება”, რა ქნას ვასიამ? თუ მას იუმორის გრძნობა აქვს, ასე მოგიყვებათ თავის ოჯახურ ცხოვრებაზე – აი, სერნობდნენ ზოოპარკში, უცებ ცოლს მაიმუნი ესხმის თავს. “მიშველე ვასია” – “აუხსენი მაგასაც რომ არ შეიძლება”, დაახლოებით ამ სცენარით.

ვიზუალი ქალის სექსუალურ-გენიტალიური პრობლემა მარტივი არაა. გოგონა სუსტია, საშვილოსნოც სუსტი აქვს, მშობიარობა პრობლემურია, სუსტი კონსტიტუცია მძიმე მშობიარობას იწვევს.

ზედა ვექტორები – ვიზუალური, სმენური, ყნოსვური და ორალური სექსუალური პერიმეტრით დისჰარმონიაში მოდიან ქვედებთან – სხეულებრივ ვექტორებთან.

განიხილება სხვა შემთხვევაც – როცა ურეთრალი მდედრი ვიზუალურ ბიჭთან ხვდება.

ის ჰყვება, “აი, შევუძვერი კაბის ქვეშ და იქ… მაქმანებია”, მას მეტიც არაფერი უნდა, ახლა ხომ მიხვდით ვის ხიბლავს მაქმანიანი თეთრეული? ურეთრალს? ის ხომ თეთრეულს საერთოდ ვერ ამჩნევს.

აი, ვიზუალთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მას საოცარი კომპლექსი ახასიათებს “ვინაა ამქვეყნად ყველაზე ლამაზი? მე“ ნარცისიზმი. და თუ საკუთრი თავის თვალიერება ბიოქიმიურ წონასწორობაში მაგდებს, მაშინ ჩვენში სიკეთე იღვიძებს და ყველა რომ ჯანმრთელი ვიყოთ საკუთარ თავს ყველას დასანახად გამოვფენ. ექსჰიბიციონიზმი – საკუთარი თავის გამოფენა სახალხოდ – ესეც ამ ვექტორისთვის დამახასიათებელი საქციელია.

თქვენ რომ ჩემით აღფრთოვანდეთ ყველგან და ყოველთვის, მე, ვიზუალი თითქოსდა შეუმჩნევლად ყოველთვის თქვენს თვალწინ ვიქნები ნახევრადშიშველი. სად გამოვეფინები? “ფლეიბოი”, სტრიპტიზი, სპორტი, პლაჟი, მოდების ჩვენება. ვიზუალი ნებისმიერ ხერხს გამოიყენებს საკუთარი სხეულის საჩვენებლად. თეატრი, თეატრი არ დაგავიწყდეთ.

ცხოვრება თეატრია

ვიზუალი მსახიობადაა დაბადებული და შესაბამისად ხშირად უჩნდება სურვილი სცენაზე იდგეს უამრავი მაყურებლის წინაშე, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ის ყურადღების ცენტრშია. აქედან მოდის მისი გამუდმებული სურვილი იყოს პუბლიკის წინაშე. თუმცა სინამდვილეში მას ეჭვები აწუხებს, ფორმირდება ავადმყოფური პოზიორობა და ნარცისიზმი, (ისტერიულობა).

ცხოვრება თეატრია – ადამიანები, კი ყველანი მსახიობები არიან

მაგრამ არიან მაყურებლები და რეჟისორებიც

ცხოვრება თეატრია, ადამიანები მაყურებლები, მუსიკა კი ეშმაკის იდეები.

ვიზუალის ამოსაცნობი ზოგიერთი წესი

თეთრი ან შავი კაბის ტარება, ანდა სხვა ნიშანი იმისა, რომ ის თავის ადგილას არაა, ცხოვრებას ფერები აკლია, ეს ყოველივე მას გარე ჩარევისაგან იცავს. ის თითქოსდა საზოგადოებისგან გაგებასა და პატივისცემას თხოულობს.

1. არ აქვს მნიშვნელობა რა ღონისძიება ტარდება, რას აკეთებს ხალხი, თუ იქ არის ვიზუალის ვექტორიანი მაშინ მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული. და ეს არა ტანისამოსის არამედ უფრო მისი ქცევის, სიარულის მანერის, ჟესტიკულაციის ხარჯზე.

ის უნებურად, თითქოსდა ავტომატურად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას, ისე უყურებენ როგორ ლამაზ პეპელას. ამ ტიპის გაუცნობიერებელი მიზანია მიიქციოს ყურადღება და რაც შეიძლება დიდხანს მოახდინოს მისი საკუთარ თავზე კონცნეტრირება. თუ ეს მაშენვე არ გამოუვა, მაშინ რაიმე სხვა ხერხს მიმართავს. რაც მეტ ყურადღებას იღებს, მით უფრო უკეთესად გრძნობს თავს. ამას ვიზუალი გამუდმებით აკეთებს, დღესასწაულებზე, მისთვის სასიამოვნო ხალხის გარემოცვაში (სასიამოვნოებში იგულისხმება ის ადამიანები რომლებსაც მისი მსგავსი ფიქსციები აქვთ).

ჯერ კიდევ ვერ შემამჩნიეთ? მაშინ გული წამივა

2. შეიძლება შევამჩნიოთ რომ ბავშვობაში, როცა სოციალური ნორმატიზაცია ჯერ კიდევ სუსტია ის ძალიან იოლად, სწრაფად და ხშირად ტირის (თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება სიამოვნებს) ამგვარად მასზე შთაბეჭდილების მოხდენა ადვილია.

3. გამოხატული ვიზუალური ტიპი თქვენი მოხიბვლისას ჟიგოლოს შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ვიზუალი ცდილობს პოტენციური პარტნიორის ყურადღება მიიპყროს, ხოლო როგორც კი ამას მიაღწევს, როგორც ამბობენ ,როცა პრელუდია უკვე შედგა, ვიზუალს ინტერესი ეკარგება და “აგდებს“ პარტნიორს.

4. ვიზულური ვექტორის ზოგიერთ წარმომადგენელს (განსაკუთრებით მაშინ როცა ვიზუალური ფიქსაცია დომინანტურია) ძლიერი სტრესის პირობებში ურთულდება მხედველობის პრობლემა (როგორც წესი ესაა ან გამოხატული მხედველობის კლება, ან რაიმე სხვა თვალის მძიმე დაავადება). ასეთებს არ მიეკუთვნება თვალის “რეგულარული” დაავადებები (კატარაქტა, მიოპია, გლაუკომა) ანდა როცა მხედველობის გაუარესების მიზეზი გენეტიკურია.

5. თვალის ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა ბადურის აშრევება (თუ ეს არაა მემკვიდრეობითი დაავადება ანდა მძიმე ფიზიკური მუშაობის შედეგი) ემართება მხოლოდ ვიზუალებს ძლიერი ემოციური სტრესის პირობებში.

6. თუ თქვენი პარტნიორი როგორც წესი ხმამაღლა საუბრობს – არა გატაცებით და ემოციურად ორალივით, არამდ უბრალოდ ხმამაღლა გაუცნობიერებელი სურვილით მიიპყროს ყურადღება, ის ვიზუალია.

7. ხმას უწევს ტელევიზორს, რადიოს, ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილას, თითქოსდა საზოგადოების წინაშე თავისი თავის დემონსტრირებას ახდენს. ეს ვიზუალია.

8. თუ თქვენი და გარშემომყოფების აზრით თქვენი პარტნიორი ორიგინალური, ეგზალტირებული პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენს, მაშინ ის გამოხატული ვიზუალია.

9. თუ თქვენი პარტნიორი თავს კარგავს მოდის ჩვენებებზე, სხვადასხვა დემონსტრაციებზე, შოუებზე (მაგრამ აქ მნიშვნელოვანია განასხვავოთ ნამდვილი ინტერესი და უბრალოდ მასისთვის მიბაძვა). თუ ასეთი ტიპის ღონისძიებეზე სიარული აღაფრთოვანებს თქვენს პარტნიორს, კვებავს მას – მაშინ ის ვიზუალური ტიპია.

10. თუ თქვენი პარტნიორი გატაცებულია ფოტოგრაფიით, ტელეგადაღებებით, თუ ეს მისი დიდი ხნის ჰობია, მაშინ ის ნამდვილად ვიზუალია.

11. თუ თქვენი პარტნიორი გატაცებული მოგზაურია, რომელიც საშუალოზე გაცილებით მეტს მოგზაურობს, ამასთან მისი ვიდეორგოლებიც თითქმის ხელოვნების ნიმუშია ,რომლის ყურებით ვერ ძღები, მაშინ ის ვიზუალია.

12. მისი სახლი იზოლირებული სტუდიაა. თუ მე ვიზუალი ვარ და სილამაზე მშველის, მაშინ უნებურად ჩემს გარშემო მის შექმნას ვიწყებ.

გამორჩეული გეომეტრიული სიმბოლო – სუბლიმაცია – წრე, ფერი – მწვანე

კომპოზიციები

მხატვარი ვიზუალით “ჩუქურთმით მორთულ შუბს შევხედე და ჩემი მიზანი უფრო ზუსტი გახდა.”აი, საიდან მოდის სილმაზის პრაგმატული გააზრება, აი, რატომ აფორმებენ იაღარს. ესთეტიკა წარმოების დანამატი ხდება.

ვიზუალი+ორალი =მსახიობი

ვიზუალი+ანალი=არქიტექტორი

ვიზუალი+კუნთი=მოქანდაკე

ვიზუალი+კანი =ვექტიმური კომპლექსი

ვიზუალური მოდალობის პრედიკატები

ყურება, ცქერა, დანახვა,

გარკვევით, ნათლად

ამ პროექტის ფოკუსში

წარმოდგენა

ბუნდოვნად, ნისლში

გაურკვევლად

გამოჩენა

დაბინდვა, ჩაქრობა

მხედველობაში ეს საზიზღრობა გაქვთ?

წინდახედული

დაჩრდილული

გაელვება, გაბრწყინება

მეტეორივით აფეთქება

წარმოუდგენლად

მბზინავი

ბნელი ადგილი

კიდევ ერთხელ შევხედოთ

გაშუქება

მდიდარი ათინათები

თვალს უხარია

ტენდენციები

1.ვიზ.კეთილმოსურნეობა – ორ. თავსმოხვეული ურთიერთობა

2.ვიზ.დემონსტრაციულობა – სმენ. არამომხიბლელობა

3.ვიზ.ირაციონალობა – კან.რაციონალობა

4.ვიზ.გახსნილობა – ან. ჩაკეტილობა

5.ვიზ.აღფრთოვანება – ყნოს. დაკვირვება

6.ვიზ.სიფრთხილე – ურ. გადამწყეტი

7.ვიზ.შემოქმედება – კუნ.დოგმატიზმი.

8.ისტერიული ნევროზი, ქრონიკოლი ისტერიულობა.

ნიშნები

მაღალი ნეიროტომიზმი, დახვეწილობა, დაკვირვება, ინტელექტუალური, ადვილად სწყინს, სენსიტიური, მტირალა, გაუწონასწორებელი, გაფანტული, ფანტაზიორი, მგრძნობიარე ჰარმონიული, წვრილმანებს გამოეკიდება, არაპრაქტიკული, კეთილმოსურნე, თანამგრძნობი, ყურადღებიანი, შთაბეჭდიელბის მხდენა ადვილია, ჰიპნაბელური, ესთეტიური, რელიგიური, დელიკატური, ექსგიბიციონისტი, მზრუნველი, იდეალისტი.

  • ვიზუალური ფსიქოტიპის ხასითი

  • ანიმე და მოზარდი - გზა უბრალო გატაცებიდან სერიოზულ პრობლემამდე

  • იტყუება თუ არა?!

  • ისტორია ბიჭუნაზე რომელსაც ხელოვნური ყვავილების ეშინოდა

  • სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა

  • როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კითხვა

  • თავნებას აღზრდა

  • ისინი იბადებიან რათა შეიცნონ სამყარო