ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)


ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (ანალ-ვიზუალი)

განვიხილოთ ანალ-ვიზუალის კომბინაცია. ანალ-ვიზუალ ადამიანს აქვს გახსნილი სამყარო, ბუნებით თბილი და კეთილია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი წყენის მდგომარეობაში, როცა არავის ნახვა არ უნდა?! პრინციპში ეს ნაკლებად შესაძლებელია. ანალ-ვიზუალებს არ შეუძლიათ ვინმეზე დიდხანს დარჩნენ განაწყენებულები.

ანალ-ვიზუალსაც აქვს საკუთარი ნიუანსები. როდესაც ვიზუალური ვექტორი იმყოფება ანალთან კომბინაციაში, ეს ქმნის განსაკუთრებულ კომბინაციას. ანალ-ვიზუალის კომბინაციაში ვიზუალური ვექტორი მიისწრაფვის უფრო მაღალი განვითარებისაკენ. ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი, არიან უფრო რბილი, თბილი და მზრუნველი ადამიანები. ეს ის სემთხვევაა როცა ქვედა ვექტორის ცხოველური და ზედა ვექტორის ადამიანური ბუნება ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. აქ ამ ორი ვექტორის ბუნება მეგობრობს. ანალ-ვიზუალი მოგვაგონებს ,,კატა ლეოპოლდს“ ცნობილი რუსული მულტფილმიდან, ყველას სიკეთისა და სიმშვიდისკენ რომ მოუწოდებს. ამიტომ ანალის ცხოველური ბუნება ვიზუალური ვექტორის გავლენით რბილდება და საყვარელ დათუნიას ემსგავსება. თუმცა ეს ყველაფერი ანალ-ვიზუალის კომბინაციაში თავის უარყოფით ნიუანსებსაც იძლევა. ასეთი ადამიანის გულის ტკენა ადვილია. ადვილად შეიძლება აატიროთ, ააქვითინოთ. მას ადვილად შეიძლება შეაცოდოთ თავი. თუ ის ცოტა გულგატეხილიცაა, მცირე სთბოს, ან სიბრალულის გამოხატვით შეიძლება თქვენს მხრებზე აქვითინოთ. ზოგადად ანალ-ვიზუალები ძალიან გულჩვილები არიან. ანალ-ვიზუალები რაღაცით პატარა ბავშვებს გვანან, ძალზე მოყვარულები, თბილები, გულღიები და გახსნილები არიან. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენგან ცოტაოდენ სითბოს მაინც იგრძნობენ.

ანალ-ვიზუალი შეიძლება ნებისმიერ წვრილმანზე განაწყენდეს. მაგალითად მეუღლემ მის უკითხავად გადაგდო მისი მესამე კლასის დღიური. ანალ-ვიზუალი ამისგან მთელ ტრაგედიას შექმნის. ანალ-ვიზუალებს ხშირად ნივთებთან დიდი ემოციური კავშირი აქვთ, ამიტომ ხშირად ინახავენ უამრავ წვრილმან ნივთს, მაგალითად იმ ფილმზე აღებულ ბილეთს, რომელზეც თავის პირველ სიყვარულთან ერთად იყო პაემანზე. წარმოიდგინეთ რა დაემართება თუ ვინმე ამ ბილეთს გადაუგდებს. ამას კიდევ არა უშავს, კიდევ შეიძლება გადაიტანოს, მაგრამ თავისი ხასიათის სირბილის გამო შეიძლება კიდევ უარესი დაემართოთ. მაგალითად: ანალ-ვიზუალ მამრს სურს ანალურად მტკიცედ დადგეს თავის ნათქვამზე და ანალური ნებისყოფა გამოავლინოს, მაგრამ ვიზუალი ხასიათს ურბილებს და ეს არ შეუძლია. სურვილი კი აქვს, ზოგჯერ ცდილობს კიდეც, მაგრამ მისი ,,საბრძოლო შემართება“ სწრაფად ეცემა. წარმოიდგინეთ ის თავის კანის ვექტორიან ცოლთან ერთად იმყოფება რომელიღაც საღამოზე, სადაც მისი ცოლი სხვა კაცებს ეკეკლუცება. ალბათ ხვდებით როგორ აღიქვამს ცოლის ასეთ საქციელს ნებისმიერი ანალის ვექტორიანი მამრი. რა თქმა უნდა ანალ-ვიზუალიც ბრაზდება და უჩნდება სურვილი რომ ცოლს მკაცრად დაელაპარაკოს, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებს რაღაც უხერხულობა იპყრობს, არ შეუძლია ისე უთხრას, როგორც უნდოდა, რაღაც არ უშვებს.

სტატია თარგმნილია ვ.იუნევის ლექციიდან სვფ-ს ქართული ჯგუფის მიერ.

YOU MAY ALSO LIKE

  • ნეგატიური სცენარი ანალურ ფსიქოტიპში (2)

  • ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

  • ანალური ვექტორი. ოჯახური ურთიერთობები და ლიბიდო

  • ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (1)

  • ბინძური ლექსიკის საიდუმლოებები

  • რას გვატყობინებენ ჩვენი შიშები

  • 5 რჩევა ანალის ვექტორიანი ბავშვის მშობლებს

  • ანალური ვექტორი. ლოგონევროზი