სიყვარულზე შიშისა და საყვედურების გარეშე


სიყვარულზე შიშისა და საყვედურების გარეშე

ჩვენს ცხოვრებაში განცდილი გრძნობების მთელი პალიტრა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე რამდენად შევძელით მათი განცდის უნარის განვითარება, ვისწავლეთ თუ არა ლანდშაფტთან ადაპტირება და შესაბამისი აღმოჩნდნენ თუ არა ისინი ჩვენთვის სასურველი სოფიალური ფონისთვის. სიყვარულის ბიბლიოთეკა შუქს მოჰფენს ადამიანის ამ ყველაზე სათუთ გრძნობას. განსაზღვრავს კი როგორმე ფსიქოლოგია სიყვარულის გრძნობას? სიყვარული – ვიზუალის ვექტორიანის ემოციური ამპლიტუდის ზედა ნაწილია, მისი მაქსიმალური წერტილი, ეს გრძნობა პირველადი არაა და მისი განცდისთვის აუცილებელია ცხოვრებაში გარკვეული პირობების შექმნა, ნიადაგის მომზადება, რომელიც სიყვარულის გამომჟღავნებასა და შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ზომითაა შესაძლებელი როგორც განვვითარდით პუბერტატის პერიოდში.

ვიზუალური ამპლიტუდის საპირისპირო ქვედა მხარეზე – შიშია, რომელსაც ასე თუ ისე ყველა ვიზუალის ვექტორიანი განიცდის. შიში არქეტიპური გამოვინებაა, პირველყოფილ ჯოგში დროული შიში გადარჩენის საშუალება იყო, მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაღწევის გარანტი. ვიზუალურ ვექტორში, სიყვარულის და თანაგძნობის აზრი – შიშის დაძლევაშია, უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდის გარეთ გამოტანაში. თუ ძალიან უხეშად ვიტყვით: სიყვარული – თანამედროვე სამყაროში ვიზუალური ვექტორის ადაპტაციის უმაღლესი ფორმაა (აქ ბურლანი უშვებს გავრცელებულ შეცდომას. კერძოდ, ერთმანეთში ურევს მდგომარეობას და განვითარების დონეს. მალე, უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ სვფ-ს ქართული ჯგუფის მიერ მომზადებულ ლექციებში იხილავთ – ს.ღ.).

ყველა ბავშვი მისთვის შესაბამისი არქეტიპური სახეობრივი როლით იბადება. პუბერტატამდე მან უნდა ისწავლოს შეწყობა და ადაპტირება. გამონაკლისი არც ვიზუალი ბავშვია.

,,დედიკო შუქი არ ჩააქრო მეშინია …” – სწორედ ასე ვლინდება თავიდან სიბნელის შიში. პირველყოფილი საშინელება, რომელიც საფრთხის ვერ შემჩნევას, საკუთარი თავისა და მთელი ჯოგის საშიშროებაში ჩავარდნის საფუძველი შეიძლება გახდეს. ”ფარდები საშიშად ირხევიან, სიბნელეში კი შავ კედელზე ისე შემაშფოთებლად იხატება შავი ლაქა…” – მხოლოდ ვიზუალურ ვექტორს შეუძლია შავის 400-მდე ელფერის გარჩევა, თვალის დახუჭვა, თვალის არიდება იმისგან, რაც აშინებთ. და მაინც ვერ წყნარდება, შიში უკვე ჩაბუდებული აქვს შიგნით (რაც უფრო დიდი ტემპერამენტი აქვს ადამიანს მით მეტი განსხვავებული ემოციაა საჭირო დასაკმაყოფილებლად, ვექორის ასავსებად). სწორედ ვიზუალებს უყვართ ბნელ სარდაფში ჩაკეტვა, ანდა სხვენში აძვრომა და ერთმანეთისთვის სასაფლაოზე, სიკვდილზე, მოჩვენებებსა და ვამპირებზე საშიში ისტორიების მოყოლა. ამგვარად ისინი შიშის ატმოსფეროს ქმნიან და ასეთ ემოციურ მდგომარეობაში თავადაც სიხარულს განიცდიან. ეს შეიძლება უბრალოდ ბავშვური თამაში იყოს და დროთა განმავლობაში სულაც გაქრეს, თუმცა თუ ვიზუალურ ვექტორში მგრძნობელობა არასაკმარისად განვითარდა, მოზრდილობაში ეს შიშზე ფიქსაციაში გადადის.

საკუთარი სიცოცხლის გამო შიში და გადარჩენისკენ მისწრაფება, თავდაპირველად საკუთარი თავის დემონსტრირების სურვილში მჟღავნდება. პირველყოფილ პერიოდში ვიზუალი გოგონა მძივებით, საყურეებით და ყვავილებით იყო მორთული. ამგვარად ის საკუთარ თავს შესამჩნევს ხდიდა, სულ მხედველობის არეში იყო, რათა ადვილად დაენახათ და თუ საჭირო გახდებოდა დროულად აერიდებინათ მისთვის საფრთხე. თანამედროვე ცივილიზაციაში, შიშში დარჩენილი ვიზუალი, საკუთარ თავს მუდმივად წარმოაჩნეს (საუბარია ფიზიკურ დემონსტრირებაზე), არარეალიზებული კი ისტერიულ მდგომარეობამდე მიდის; “რატომ ვერ მამჩნევენ, ვერ მაფასებენ, მე ხომ ყველასთვის ყველაფერს ვაკეთებ, ისინი კი თითქოს განგებ ვერ მხედავენ, არ ვუყვარვარ ისე როგორც ვიმსახურებ”. ასეთია ნაკლებად რეალიზებული ვიზუალური ვექტორის ტენდენციები. ამ შემთხვევაში მამაკაცის და ქალის ფსიქოლოგია ერთმანეთს გავს, ვერც ერთი ვერ პოულობს საკუთარ თავს სიყვარულში და შიში და ემოციური შანტაჟი ავსების ძირითადი წყარო ხდება. ამას კი გარშემომყოფები ემოციურ გამოფიტვამდე მიჰყავს. ამ ადამიანმა უბრალოდ ვერ ისწავლა ყურადღების სხვა, უფრო შესააფერისი ხერხით მიპყრობა, რადგან ვიზუალური ვექტორის მთავარი ბედნიერება მისი ცხოვრების აზრი – სიყვარული დაკარგა.

პატარა ვიზუალის მშობლების მთავარი ამოცანა, მისთვის შიშის გარეთ გამოტანის სწავლებაა. ასწავლეთ არა უბრალოდ – მე მეშინია და ვშიშვლდები, რომ ყველამ მზერა მე მომაპყროს, არამედ “მე მეშნია და ამიტომ ვანვითარებ კულტურის და ზნეობის იდეებს, ვცდილობ სხვებს ცხოვრებისეული ფასეულობების და მათი გაფრთხილების იდეა ჩავუნერგო. მხოლოდ ჩემი კერძოს კი არა, არამედ ყველას სიცოცხლის გამო …”

სწორედ ამიტომ პატარა ვიზუალს ბავშვობიდანვე აუცილებელი ზღაპრები უნდა მივცეთ რომლებიც მას თანაგრძნობას, თანადგომას ასწავლის. “არ მოწყვიტო ყვავილი, ეტკინება! თოჯინას ძირს ნუ დააგდებ დაშავდება და იტირებს!“ – პატარა ვიზუალი მისთვის მნიშვნელოვანი ცოცხალი არსებების ტკივილს და ტრავმას გულთან ახლოს იღებს, და გარშემო ყველაფერს აცოცხლებს. მისთვის კარადაც ცოცხალივით ჭრიალებს, ღამ-ღამობით თოჯინებიც ცოცხლდებიან. ”თუ ძლიან ჩუმად შეხედვთ, ისე რომ არც კი გაინძრევით შეგიძლიათ თვალიც კი მიადევნოთ ნივთების ამ საიდუმლო ცხოვრებას. მაგრამ ეს ძნელია, ისინი ხომ ძალიან სწრაფები არიან, მათ ეშინიათ რომ ვიღაც გაიგებს რას აკეთებენ ისინი პატრონების არ ყოფნაში.”

პატარა ვიზუალის აღზრდისას ემოციური კავშირის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამგვარ კავშირში ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს, იღებს დაცვას ახლობელი ძლიერი და ჭკვიანი ადამიანისგან. იმ შემთხვევაში თუ ბავშვობიდან არ აქვს ამგვარი კავშირის გამოცდილება, მაშინ ასეთ ადამიანს არ აქვს ემოციური კავშირების დიდი ხნით შენარჩუნების უნარი. პირველი სიყვარული დრო დგება, ახალგაზრდას საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისა და სიყვარულის მოთხოვნილება უჩნდება, უცებ კი აღმოჩნდება, რომ არ შეუძლია სიყვარულის დიდხანს ერთი და იმავე ობიექტზე ფოკუსირება. როცა საუბარი არასაკმარისად განვითარებულ ვიზუალის ვექტორზეა, ეს მდგომარეობა აქ მრვალრიცხოვან შეყვარებულებში და სწრაფმავალ და ზედაპირულ ურთიერთობებში ვლინდება. ოდნავ გაჩენილი ემოციური კავშირი, ძალიან სწრაფად იშლება, საკუთარ თავს ამოწურავს და ობიექტიდან ობიექტზე ინაცვლებს. მსგვსი გადასვლები დისკომფორტს იწვევს განსაკუთრებით დიდი ლიბიდოს შემთხვევაში, რომელსაც ქვედა ვექტორები განსაზღვრავენ. მამაკაცი ვიზუალის ფსიქოლოგია, ვიზუალური ვექტორის ძირითად გამოვლინებებში, ქალი ვიზუალისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.

თუ ბავშვობაში მნიშვნელოანი ემოციური კავშირი გაწყდა – საყვარელი ცხოველის მოუკვდა, ვიზუალი მინუსში გადადის, პირველი დარტყმა ყოველთვის სენსორზე მოდის.

სქესობრივი მომწიფების საწყის პერიოდში, თუ ბავშვს მშობლების საიმედოობის შეგრძნება არა აქვს, შეიძლება შეუყვარდეს წიგნის ან ფილმის პერსონაჟი, ან მის მიერვე გამოგონილი პირი. მაგრამ თუ სწორ მიმართულებას მივცემთ, მაშინ ბავშვი თავად მოძებნის თავისი გრძნობების განვითარების შემოვლით გზებს. ამ ვექტორში სიყვარულისა და თანაგრძნობისგან მიღებული სიამოვნება მნიშვნელოვნად დიდია, ვიდრე შიშით მიღებული ავსება და თუ ამას ერთხელ მაინც გამოცდის მერე უარს ვეღარ იტყვის.

პუბერტატის პერიოდის დაწყებასთან ერთად, იწყება ემოციათა განცდის უკვე შემუშავებული უნარის რეალიზაცია. ვიზუალური სიყვარული სულ არა შერეული სექსუალურთან, ეს ყველანაირ მიწიერს მოწყვეტილი ჰაეროვანი, ეფემერული შეგრძნებაა, არც თუ იშვიათად მისივე ფანტაზიებს, ოცნებებს, სიყვარულის ობიექტზე მის წარმოდგენებს ეფუძნება. რასაც, როგორც წესი, ნაკლები საერთო აქვს რეალობასთან. გაეკვეულ მომენტამდე წარმოსახვა კვებავს სიყვარულის გრძნობას, მაგრამ დგება დრო, როცა ეს უკვე საკმარისი აღარაა, გრძნობა გაზიარებული უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურ დონეზე. როგორ ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი? ვიზულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გრძნობების მეორე ადამინისთვის გაზიარება, ამიტომ თუ თქვენ ემოციურ ურთიერთგაგებას ეძებთ, მაშინ იცოდეთ, რომ ზუსტად იგივეთი მხოლოდ გავითარებული ვიზუალის ვექტორიანი გიპასუხებთ.

მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, საით და რატომ უნდა მივმართოთ თუნდაც ყველაზე განვითარებული ვიზუალის გრძნობა – მისი ადგილი ხომ ყველაგან არ არის. შეყვარება, ემოციურ დამოკიდბულებაში აღმოჩენა, ეს ხომ იმისთვის არაა, რომ მერე უპასუხო სიყვარულის უსიტყვო მწუხარებაში ჩავიძიროთ… ანდა იპოვოთ ცხოვრების მეგზური, ვისთანაც სავსებით შესაძლებელია სიყვარულიც და სრულყოფილი ურთიერთობებიც, ვინც მთლიანად გაიზიარებს თქვენს გრძნობებსა და მისწრაფებებს. მამაკაცებისა და ქალების ფსიქოლოგია სიყვარულში ეს ისევ და ისევ ვიზუალის ვექტორის გამოვლინებაა. ვიზუალური ვექტორის გარეშე, ადამიანი პარტნიორთან ურთიერთობას სულ სხვაგვარად აღიქვამს. მხოლოდ უწოდებს თავის გრძნობებს სიყვარულს, მაგარამ იმ ყოვლისმომველ გრძნობას რაც რეალურად არის სიყვარული, ის ვერ განიცდის.

ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ ჩვენში არსებულ პოტენციალს, საით მივმართავთ მას. თუ შიშის სულ მცირე ნაწილი მაინც რჩება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არასაკმარისად ვავლენთ თავს სიყვარულში, რომ უფრო მეტი და უფრო მძაფრი განცდაც შეგვიძლია. სტრესის ანდა სასურველი გარემოებების არქონის შემთხვევაში, ვიზუალი თავის არქეტიპურ თვისებებს უბრუნდება და ადვილად ვარდება შიშის მდგომარეობაში, თუმცა რაც უფრო განვითარებულია ის, მით მეტ წინაღმდეგობას უწევს ამგვარ ზეწოლას.

განვითარებულ და რეალიზებულ ვიზუალს შიშისა და ისტერიკის ენერგია და ძალა აღარც აქვს, ასეთ ადამიანს თითქოსდა არც არაფრის ეშინია. სინამდვილეში კი ის თავის ტემპერამენტს 100% იყენებს, და ყოველ ჩვენგანს თუ ის ვიზუალური ვექტორის მატარებელია შეუძლია იგივე მდგომარეობას მიაღწიოს. საკმარისი თქვნი ემოციური განცდების ფესვების, თქვენში ჩადებული პოტენციალის ცოდნა და გესმოდეთ როგორ და საით მიმართოთ ის და სიყვარულის ბედიც აღარ იქნება სევდიანი. სვფ-ს სიყვარულის ბიბლიოთეკა ამ საოცარი გრძნობის მთელს საიდუმლოებებს გაგიმხელთ.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • კვაზიმოდოს სინდრომი

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ქალური სიყვარული თუ შებრალება?

  • როგორ დავძლიოთ შიში და დავიწყოთ ლაპარაკი

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • ვიზუალური ვექტორი - ვრცელი მიმოხილვა

  • ვიზუალური ვექტორის თვითშეფასება და მისი სცენარები

  • როგორ აწყობს ურთიერთობებს ვიზუალის ვექტორიანი