სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან


სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან

საჭიროა შევეხოთ სმენის ვექტორიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სიკვდილთან. არის ოთხი ვექტორი, რომლებსაც სიკვდილი პრაქტიკულად არ აშინებს. ესენია: კუნთი, რომლისთვისაც სიკვდილი ნიშნავს უკან დაბრუნებას. ურეთრა, რომელიც აზროვნებს ჯგუფური კატეგორიებით და მისთვის უმთავრესი მისი ჯოგის კეთილდღეობაა. ორალები, რომლებიც ცხოვრობენ და არსებობენ შეგრძნებებით. სიკვდილი კი მათთვის მხოლოდ ერთერთი შეგრძნებაა და ნაკლებ საშიშად აღიქვამენ. და სმენის ვექტორიანები, რომლებიც პრაქტიკულად ისედაც მოწყვეტილნი არიან სხეულს. სმენის ვექტორიანები სხეულთან არათუ არ აიგივებენ საკუთარ თავს, არამედ მას აღიქვამენ ერთგვარ ციხედაც (ხშირად სიკვდილს ისინი აღიქვამენ როგორც მატერიის მარწუხებისაგან თავის დაღწევას). ამიტომ მათი კავშირი სხეულთან ყველა დანარჩენზე სუსტია. ამიტომ სხეულებრივ არსებობაზე სმენები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ სმენის ვექტორიანებსაც კი უწევთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ ფიზიკურ სამყაროში ჩვენ გამოვლენილნი ვართ სხეულით, რომელიც მათ ამ სამყაროში აბრუნებს. სმენის ვექტორიანებს ძალზე ხშირად აწუხებთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებით ხშირად აქვთ თავის ტკივილები, ეს პრობლემა უფრო მწვავედ იჩენს თავს არარეალიზებულ სმენის ვექტორიანებში (თუ ასეთ სმენას ერთვის ვიზუალიც, მაშინ მისი თავის ტკივილები სრულ ისტერიამდე მიდის, იმდენად, რომ შეიძლება ვიღაცის სუნთქვა, გამაყრუემელ გუგუნად მოეჩვენოს). ასევე ხშირად ხდება ქრონიკული რევმატიული, სახსრების და ხერხემლის დაავადებები, სუსტი და მსხვრევადი ჩონჩხი. ძალიან ხშირად სხეულის სხვადასხვა ორგანოს ტკივილები მათ აბრუნებს ფიზიკურ სამყაროში, ეს ერთგვარი სიგნალია მათთვის, რომ ფიზიკურ ცხოვრებას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ და ზედმეტად არიან ,,გაფრენილები“ აზრთა სამყაროში. სამყარო მათ ამით ეუბნება: ,,ძმობილო, შენ მეტისმეტად შორს დაფრინავ, ცოტა დამიწდი, მიხედე ამქვეყნიურ არსებობასაც“.

  • მუდმივად გინდა ძილი

  • სმენის ვექტორიანი ქალი: საით მიდის ის

  • სმენური ფსიქოტიპი: შემოქმედსა და წითელ ღილაკს შორის

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან

  • ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველივე მიწიერზე

  • რჩევები სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს

  • ფსევდოაუტიზმი – ანუ, არა მცდარ დიაგნოზს!!!

  • სმენური ბავშვის სოციალიზაცია