რა განაპირობებს ფანატიზმს?
რა განაპირობებს ფანატიზმს?
ავტორი: სერგო ღამბაშიძე
კითხვა: მინდა შევეხო რელიგიური თუ ეზოთერული სისტემების მიმდევრებს. ვიცი, რომ მათი დიდი ნაწილი სცენარით კან-სმენაა, ხშირ შემთხვევაში ვიზუალით, მაგრამ რა განაპირობებს ფანატიზმს? კერძოდ, რა სახის დარღვევების გამო შეიძლება გადავარდეს ადამიანი უკიდურესობაში? რომელი ვექტორის მახასიათებელია ეს თვისება?
პასუხი: აქ საჭიროა გამოვყოთ რელიგები და ეზოთერული მიმდინარეობები საკუთარი არსით, მისი გამოვლინების ფორმით, შემქმნელებით და მიმდევრებით. რელიგია და ეზოთერიკა საკუთარი არსით სამყაროს შემეცნების ფორმებია და ისინი სმენურია, თუმცა ისინი გამოვლინდა ანალურ ეპოქაში და მათი პირველადი გამოვლენა ანალ-სმენური იყო, თუმცა შემდეგში მათგან სამყაროს შემეცნების ძიების დიდი ნაწილი გაქრა და ვიზუალური ზომის თვისებამდე – რიტუალების სიყვარულამდე დავიდა, რომლებიც ანალურად, ანუ მხოლოდ ტრადიციების დაცვით სრულდება, ამ რიტუალის არსის გააზრების გარეშე, ანუ რელიგიათა და ეზოთერიკათა გამოხატულებამ უმეტესად ანალ-ვიზუალური ფორმა შეიძინა. სხვათა შორის ანალურ ვექტორში აღვნიშნეთ, რომ ანალური და ვიზუალური ვექტორები მიდრეკილნი არიან მთლიანობის დეტალებად დაშლისაკენ. როდესაც საქმე ეხება სმენური არსის წვდომას, ანალი და ვიზუალი იღებენ სმენურ შემეცნებას, შლიან მას დეტალებად და დანარჩენს საკუთარი, წარმოდგენით ავსებენ. შემდეგ ამ წარმოდგენას თავადვე იჯერებენ და აჰყავთ რწმენამდე.
რაც შეეხება რელიგიათა შემქმნელებს, ძირითადად ისინი იყვნენ ურეთრალ-სმენები, სულიერი ბელადის გამოვლინებით. შემდეგ ურეთრალ-სმენის მიერ შექმნილ იდეას იღებდნენ კან-სმენები, რომლებიც ამ იდეას უდგებოდნენ ერთი მხრივ სმენური შემეცნებით, მეორე მხრივ კი კანური პრაგმატულობით, ამასთან კან-სმენა მიდრეკილია კანურად შეზღუდვებისა და აკრძალვებისაკენ, რაც სმენურად აჰყავს იდეის დონეზე. როგორც იცით კანი სხეულზე ვლინდება საზღვრად სხეულსა და გარე სამყაროს შორის, იგივეს აკეთებს კანის ვექტორიც, ის ავლებს საზღვარს და აკონტროლებს შიდა რესურსებს. სხეულის მამოძრავებელ რესურსს წარმოადგენს ენერგია, შესაბამისად კან-სმენა რელიგიურ, ან ეზოთერულ რეალიზაციაში კონტროლს აწესებს ენერგიის ხარჯვაზე. რადგან კანის ვექტორის ფუნქცია მოიცავს დროის არც ისე დიდ მონაკვეთს (აწმყოს), მას ჭირდება მსუბუქი, მოქნილი ფსიქიკა და არც ისე დიდი მოცულობის ენერგია. კან-სმენა გრძნობს რომ არც ისე დიდ ენერგიას ატარებს, ამიტომ მას თითოეული მიღწევისთვის ჭირდება საკუთარი შინაგანი რესურსის, საკუთარი ენერგიის მთლიანად მობილიზება და მიმართვა ერთი კონკრეტული მიზნისაკენ. ამიტომ კან-სმენები იგონებენ ენერგიის მობილიზება-დაზოგვის ათასგვარ პრაქტიკას. მაგრამ აქ არის ერთი უცნაურობა, კერძოდ: თვით ეკონომიის, დაზოგვის სურვილი კანურია და არა სმენური, როდესაც ის სმენას იდეამდე აჰყავს, სმენის ვექტორს უწევს ჩამოვიდეს კანის მდგომარეობამდე, მაგრამ ამას აკეთებს სმენური ფანატიზმით. შედეგად კი ვიღებთ ათასგვარ ფანატიზმამდე მიყვანილ ასკეტურ პრაქტიკებს. როგორც იცით სმენის ვექტორი ფსიქიკით ისეც არსთა სამყაროში ცხოვრობს, ხოლო როცა კანური ასკეტიზმით ზღვარს ცდება, ის თითქმის კარგავს კავშირს სხეულთან, რაც აღიქმება გასულიერებად, რეალურად კი საქმე გვაქვს კანური ასკეტიზმის იდეამდე აყვანასთან. რომელსაც უკვე შემდგომ ანალ-სმენები იღებენ როგორც წარსულში შექმნილ და მაშასადამე ავტორიტეტულ სწავლებას და მას ბრმად იცავენ (თუმცა თავად ასე არ თვლიან). ამასთან ანალ-სმენებს უყვართ საძმოების, ორდენების და ა.შ. შექმნა, ხოლო სმენურად ისინი თავს თვლიან სამყაროს საიდუმლოებათა დამცველ გმირებად, ასე იქმნება რელიგიური ორდენები თუ სხვადასხვა ეზოთერული მიმართულებები. ისინი ანალური ზედმიწევნითობით და ბრმა სიჯიუტით იცავენ კან-სმენების მიერ შემუშავებულ თითოეულ ასკაზას, თუმცა ამას იშვიათად ერთვის სმენური შემეცნებითობა. ანალები არასოდეს აღიარებენ რომ ეს პრაქტიკები მათ იმავე შედეგს არ აძლევს რაც წიგნებში წერია, რადგან ამის აღიარება ანალისთვის ნიშნავს, რომ მათი სათაყვანო წარსული ტყუილი და სისულელეა, ეს კი მათ ფსიქიკას დაანგრევს. თუმცა აქ ვიღებთ მეორე სასაცილო შტრიხს: ანალ-სმენა, რომელიც ცდილობს დაიცვას კან-სმენური რადიკალური ასკეზა, რალურად ემსგავსება არა გასულიერებულ გურუს, არამედ დიეტაზე შემჯდარ ბეჰემოთს.
იხილეთ ასევე: ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ყოველივე მიწიერზე