ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში


ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

უოლტერ ვაითი

  ბევრისთვის კარგად ცნობილი, სერიალის „მძიმე დანაშაულის“ მთავარი პერსონაჟი, უოლტერ ვაითი წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს ყნოსვის ვექტორის გააქტიურებისა სტრესის ხარჯზე.

რომ დავიწყოთ თავიდან, როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, სერიალის საწყის ეტაპზე ის წარმოადგენდა ანალ-სმენის კარგ მაგალითს. იყო ქიმიის მასწავლებელი სკოლაში, რომ გადავხედოთ წარსულსაც ამავე დარგში იყო ბრწყინვალე სტუდენტი და შესანიშნავი იდეის ავტორი რომელიც შემდგომში მრავალმილიონიანი შემოსავლის წყაროდ იქცა, თუმცა მისი მეგობრებისთვის და არა მისთვის რომლებზე წყენაც წარმოაჩენს ანალის ვექტორს, თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდეთ. რომ დავუბრუნდეთ სერიალის საწყის სიუჟეტს, როგორც ვახსენე იყო ქიმიის მასწავლებელი, კარგი მამა, კარგი მეუღლე და რაც მთავარია კანონმორჩილი მოქალაქე.

ცვლილების გამომწვევი სტრეს ფაქტორი კი აღმოჩნდა კიბოს დიაგნოზი რომელიც მას სერიალის დაწყებიდან მალევე დაუდგინეს. ერთის მხრივ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი მისი ანალის ვექტორისთვის რომელსაც “ამოასხა”, იყო ბრწყინვალე სტუდენტი ბრწყინვალე იდეის ავტორი მისი იდეით კი სხვა გამდიდრდა, თვითონ კი მასწავლებლის ანაზღაურებით ძლივს გაჰქონდა თავი და ამის გამო უწევდა მუშაობა მეორე სამსახურში ამას ემატებოდა ისიც რომ მისი შვილი იყო ხეიბარი და ასევე დამცირების გრძნობა რომელსაც გრძნობდა წარმატებული ნარკო-კონტროლის თანამშრომელი ქვისლის ფონზე, რომელმაც პრინციპში ირიბად მისცა გასაქანი მის ყნოსვას, როცა მოუყვა რა რაოდენობის თანხა „ამოიღეს“ და ამის შემდეგ უოლტერის თხოვნით წაიყვანა ერთ-ერთ მსგავს რეიდზე (შორიდან დამკვირვებლად რათქმაუნდა).

გათავისუფლება ანალური წყენებისგან და ყნოსვის გააქტიურების პირველი ნიშნები

აქ უოლტერი შემთხვევით შეეჩეხა თავის ყოფილ მოსწავლეს რომელიც იყო *„მზარეული“ (ადამიანი ვინც ამზადებს მეტამფეტამინს) და მხოლოდ იმიტომ ვერ დაიჭირა პოლიციამ რომ უოლტერმა იგი არ გასცა როცა მეზობელი სახლის მეორე სართულიდან გამოპარვისას შეესწრო.

აქიდან იწყება ყნოსვის ამოსვლა სცენარში. უოლტერი „დაჩაგრეს“ მეგობრებმა, ცხოვრებამ ქვისლმა კიბომ ადა საბოლოოდ მას ჩაერთო ყნოსვური თვითგადარჩენის ინსტინქტი - „თუ სამყარომ ჩემთვის მხოლოდ ცუდი გაიმეტა მე თვითონ ავიღებ კარგს მისგან თუნდაც კანონდარღვევით“. უნდა აღინიშნოს რომ სმენის ვექტორი ზოგადად დომინანტი ვექტორია და ამ ვექტორის მატარებელი ადამიანებისთვის ყნოსვის სცენარში ამოსვლა გარკვეულწილად ცუდი შემთხვევაა მითუმეტეს თუ სცენარში სმენას ყნოსვა ანაცვლებს, უოლტერის შემთხვევაში ანალური წყენების გარდა აღსანიშნავია რომ ამის მიზეზი იყო ძლიერი სტრესი სმენის ვექტორში. როგორც უკვე ვთქვით ის იყო ბრწყინვალე იდეის ავტორი რომლითაც ასე ვთქვათ „სხვებმა იხეირეს“, შეიძლება ითქვას მას იდეა მოპარეს და თითქოს შემდგარი და რეალიზებული სმენა დარჩა იდეის და შესაბამისი რეალიზაციის გარეშე, თუ გავიხსენებთ იმასაც რომ სმენის ვექტორი ეს არის უზარმაზარი ეგო, უზარმაზარი სურვილების ჭურჭელი რომელთან შედარებითაც სხვა ვექტორები იგივე პროპორციაში არიან როგორც ოკეანე და წვეთი, ძნელი წარმოსადგენი არ არის რამხელა დარტყმა იყო მისი სმენის ვექტორისთვის სკოლის მასწავლებლის პროფესიაში რეალიზაცია მითუმეტეს მას შემდეგ რაც მას თავისი იდეა ნაპოვნი ჰქონდა!

უოლტერი იწყებს მეტამფეტამინის დამზადებას თავის ყოფილ მოსწავლესთან ერთად, თუმცა მისგან განსხვავებით ის ამზადებს ყველაზე სუფთა ყველაზე მაღალი ხარისხის მეტამფეტამინს (ანალის ვექტორის მკვეთრი გამოვლინება), რათა ამ გზით ნაშოვნი თანხით უზრუნველჰყოს თავისი ოჯახის ცხოვრება მისი სიკვდილის შემდეგ.

აქიდან იწყება მისი გადასხვაფერება, თუ აქამდე ის ფეხს არ დაადგამდა ჭიანჭველასაც კი ახლა უკვე სასტიკად უსწორდება ახალგაზრდას რომელმაც მის შვილს ხეიბრობის გამო დასცინა, მოდის მეორე სამსახურიდან და წამოსვლის წინ უფროსს ეუბნება ყველაფერს რასაც მასზე ფიქრობს მოკლედ რომ ვთქვათ თავისუფლდება (ათანაბრებს) ანალური წყენებისგან, შემდეგ უკვე საქმეს იჭერს ადგილობრივ ნარკობარონთან რომელზეც ყიდის მის პროდუქციას.

ყნოსვის ვექტორის საბოლოო გააქტიურება

თავდაპირველი მისი შეხედულება ამ საქმეზე იყო პირდაპირი და მარტივი ასე ვთქვათ „ანალური“ - მე ვქმნი საუკეთესო პროდუქტს კლიენტები ყიდულობენ მას ჩემგან - თუმცა ყველაფერი არ წავიდა ასე სუფთად და მოწესრიგებულად. პირველი პრობლემის შემდეგ ის მიდის ნარკობარონის „ოფისში“ აფეთქებს მას და მართალია არავინ კვდება თუმცა მოწინააღმდეგე აფასებს მის „კვერცხებს“ რაც ამ ქმედებისთვის იყო საჭირო და პრობლემა გვარდება. საბოლოოდ კი როდესაც ნარკობარონი მისი და მისი ყოფილი მოსწავლისა და პარტნიორის მოკვლას გადაწყვეტს უოლტერი და ჯესი (მოსწავლე) აქაც ახერხებენ გადარჩენას და მისი სიკვდილის შემდეგ იწყებენ მისი „ტერიტორიის კონტროლს“.

ასე იქცევა მეოჯახე კანონმორჩილი მოქალაქე უოლტერ ვაითი ნარკობარონ-მზარეულ ჰაიზენბერგად რომელიც თავისი უსაფრთხოებისთვის და მისი ვინაობის დამალვისთვის უკვე ყველაფერზეა წამსვლელი.

* * *

უნდა აღინიშნოს რომ თავისთავად „წამლის დამზადება“ და ფარმაცია წარმოადგენენ ყნოსვურ საქმიანობას, ამას გარდა ის ქიმიის მასწავლებლიდან გარდაიქმნება ნარკობარონად რომლის ვინაობაც „ჰაიზენბერგის“ ბურუსშია გახვეული. და ბოლოს ვფიქრობ მისი ეს სიტყვები ძალიან კარგად გამოხატავს ყნოსვის ვექტორს - „მე არ ვარ საფრთხეში, მე ვარ საფრთხე“

ავტორი: აკაკი სხულუხია


მსგავსი სტატიები

  • როცა ქალი სამყაროს ზომისაა

  • სმენური ბავშვის სოციალიზაცია

  • ცხოვრების აზრის შეცნობის უკმარისობა სმენის ვექტორში

  • კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება

  • სმენის ვექტორიანი მოზარდობისას

  • სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

  • ეკლებზე გავლით

  • კან-სმენა მდედრი