სმენური ბავშვის სოციალიზაცია


სმენური ბავშვის სოციალიზაცია

ზიანის მიყენებასა და განვითარებას შორის.

ბავშვის საშინაო აღზრდისა და განათლების გადაწყვეტილების მიღებით მშობლები იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის – პირველადი სოციალიზაციის გარეშე ტოვებენ. ბავშვების კოლექტივებში აღზრდასა და განათლებასთან ერთად პირველადი რანჟირებაც მიმდინარეობს, ყალიბდება ადრეული სოციალური სტრუქტურა, სადაც ყველა თავის სახეობრივი როლის შესაბამის ადგილს იკავებს. კოლექტივში, საკუთარ თანატოლებთან არსებობის უნარი ფორმირებას 3 წლიდან იწყებს და რაც უფრო ადრე მოხდება ეს მით უფრო უკეთესია ბავშვებისთვის შემდგომში.

ბავშვი მტკივნეულად განიცდის ხმაურს

პირველი დღე ბაღში

-დედა ისინი გამუდმებით ყვირიან! აღარ წავალ იქ, ყურები მატკინეს.

-შენც იყვირე ბაჭია, გამხიარულდები.

განცვიფრებული მოგჩერებიათ, უნდობლობითაც კი.

-მე ეს არ მამხიარულებს.

ბაღში მისვლის დღიდან დღითიდღე უფრო იკეტება საკუთარ თავში. ახალი მეგობრების გაჩენის მაგიერ კი მარტო ზის კუთხეში. არ გამოდის კონტაქტზე, არ მონაწილეობს ჯგუფურ აქტიურობებში და თამაშებში. ოღონდ ბაღში არ წავიდეს და სიამოვნებით რჩება სახლში მარტო. თანაც ამასთან სახლში გატარებული რამოდენიმე დღის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა. ბავშვი თავს უკეთ გრძნობს, სიამოვნებით მიდის სასეირნოდ, თამაშობს და ბავშვებს ეკონტაქტება.

რა ემართება ბავშვს? რას უკავშირდება ხმაურზე ასეთი რეაქცია? როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესულ სიტუაციაში? იქნებ ჯერ პატარაა ბაღისთვის და ჯერ ჯობს სახლში დარჩეს?

და რა მოხდება თუ ეს მშობლის სიყვარულით თავისებური მანიპულაციაა? იქნებ უბრალოდ უნდა რომ გაანებივრონ, შეიცოდონ და მის ჭკუაზე იარონ? იქნებ არც ისე ცუდადაა ყველაფერი კოლექტივში როგორც ჩანს? ანდა იქნებ ბავშვს კომუნიკაციის პრობლემა აქვს? იქნებ ეს პირველი ნიშნებია და ჯობს ქცევის კორექტირებას დროულად მივმართოთ?

ამ კითხებზე პასუხები ბავშვის ფსიქიკის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ, კერძოდ კი სმენითი ვექტორის თავისებურებებში.

როგორ აწვება ყურებს ლანდშაფტი.

სვფ ბავშვის ამგვარ ქცევას სმენური სტრესის ადაპტაციის უუნარობით ხსნის. თუმცა ამ უნარის განვითარება შეიძლება და აუცილებელიცაა. მთავარი საკითხთან სისტემური მიდგომა და ზიანის მიყენებასა და განვითარებას შორის სწორი ბალანსის მოძებნაა. სმენის ვექტორიანი ბავშვის სმენითი სენსორი ზემგრძნობიარე ხელსაწყოა, რომლისთვისაც ხმამაღალი ყვირილი ან ხმაური უძლიერესი გამღიზიანებელია და სტრესულ სიტუაციას იწვევს.

მოზრდილებს რატომ არ ემართებათ ეს?

იმიტომ რომ მოზრდილმა სმენამ უკვე ისწავლა ხმაურთან ადაპტაცია, თუმცა გადამეტებულად ხმაურიან გარემოში ყოფნა არც ბალანსირებულ მდგომარეობაში მყოფი სმენისთვისაა სასიამოვნო. ბავშვი კი ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს სმენითი ვექტორის განვითარებას და რა თქმა უნდა პირდაპირი რეაქცია აქვს – დიდი ხმოვანი დატვირთვის შემთხვევაში მტკივნეულ გარემოს საკუთარ თავში ჩაღრმავებით გაურბის.

სტრესულ სიტუაციებში პატარა სმენა რა თქმა უნდა აქტიურად ვეღარ შედის კონტაქტში, ვეღარ უმეგობდება და რაიმე დავალების შესრულებაც უჭირს. ამავე დროს ასეთი ბავშვი თავისი ფსიქილოგიური თავისებურებების ფარგლებში მისკენ მიმართულ საუბარზე მაშინვე არ რეაგირებს ხოლო ხმოვანი დატვირთვის დროს მასთან კონტაქტის დამყარება ძალიან რთულდება.

სმენის ვექტორის თვისებები ბავშვის ინტროვერტირებული ქცევით გამოიხატება, ის უბრალოდ თავის სამყაროშია, აგრძელებს შინაგან დიალოგს და ფიქრების ჯაჭვს არ წყვეტს. ამ მიზეზით ზოგჯერ შეცდომით შენელებული უფრო სწრაფი და აქტური ბავშვებისგან ჩამორჩენილის შთაბეჭდილებას ქმნის. მისკენ მიმართულ საუბარზე რეაგირებისთვის, მისთვის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ სმენის ვექტორიანი ბავშვი ჯერ საკუთარი ფიქრებიდან უნდა გამოერკვეს და კომუნიკაციური კავშირი დაამყაროს, ფოკუსირება შიდა სფეროდან გარესკენ მიმართოს,და რამოდენიმე წამი ამაში ეკარგება. პატარა სმენას თვისებაც ყველაფერზე გიპასუხოთ კითვით? “ჰა?”, “რა?” ამას უკავშირდება, მიუხედავად იმისა რომ მას ყველაზე კარგად ესმის.

გარდა ამისა სწორედ სმენის ვექტორიანი ბავშვისთვის არაა აუცილებელი მოსაუბრისთვის თვალებში ანდა სულაც მისი მიმართულებით ყურება, რათა გაუგოს და მოუსმინოს მას. ასეთი წესი მას დროთა განმავლობაში კულტურული აღზდის პროცესში უყალიბდება. წყნარი, უემოციო სმენა აქტიური და მოსაუბრე ვიზუალების ფონზე უცნაური და განდევნილიც კი ჩანს. მისი გამხირულების, გააქტიურების ანდა რაიმე თამაშით დაინტერესების მცდელობა მას კიდევ უფრო განდევნის ჯგუფიდან.

არის შემთხვევები როცა სწორედ სმენურ ბავშვებს შეცდომით მიაწერენ “განვითარებაში ჩამორჩენას” ან “აუტისტურ ქცევას”, ანდა სულაც აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ და ინტენსიურად მკურნალობენ. ამგვარ შემთხვევებზე სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ტრენინგის ბევრი მსმენელი ყვება გამოხმაურებებში.

როცა სიბრალული სიყვარული არაა.

შინაურ პირობებში გატარებული რამდენიმე დღე ბავშვს სტრესულ დაძაბულობს უხსნის და სიჩუმეში დარჩენის, განმარტოების, საკუთარ ნაჭუჭში შეძვრომის საშუალებას აძლევს და ის კვლავ კომფორტის ზონაში ხვდება. ამგვარად ბავშვს უმყარდება აზრი რომ კოლექტივი მტკივნეული შეგრძნებების წყაროა შინაური პირობებისგან განსხვავებით.

ბავშვის საშინაო აღზრდისა და განათლების გადაწყვეტილების მიღებით მშობლები იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის – პირველადი სოციალიზაციის გარეშე ტოვებენ. ბავშვების კოლექტივში აღზრდასა და განათლებასთან ერთად პირველადი რანჟირებაც მიმდინარეობს, ყალიბდება ადრეული სოციალური სტრუქტურა, სადაც ყველა თავის სახეობრივი როლის შესაბამის ადგილს იკავებს. კოლექტივში, საკუთარ თანატოლებთან არსებობის უნარი ფორმირებას 3 წლიდან იწყებს და რაც უფრო ადრე მოხდებაეს მით უფრო უკეთესია ბავშვებისთვის შემდგომში.

სმენის აღზრდის პროცესში ძნელია თავად გარეთ გამოსვლის უნარის გადაფასება, სხვა ბავშვებთან კონთაქტი. ეს ხომ საფუძველია, საბაზისო მექანიზმია მისი საზოგადოებაში შემდგომი რეალიზაციისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. და პირიქით შინაური განათლება პატარა სმენას საკუთარი გენიალობისა და განსაკურებულობის და სხვებზე კიდევ უფრო აღმატებულობის ცრუ შთაბეჭდილებას უქმნის, ფსიქოლოგიური თვისებების გამოვლენის ფოკუსს გაცემიდან მოხმარებაზე გადაუნაცვლებს. ამგვარი მიდგომა უფრო დიდ სიძნელეებს იწვევს უკვე მოზრდილის სმენური თვისებების სოციუმში რეალიზაციაში, რაც ნიშნავს რომ ცხოვრებით და საკუთარი საქმიანობით ტკბობაში უშლის ხელს.

როგორია ყურში კამერტონით ხმაურიან სამყაროში ცხოვრება?

საბავშვო ბაღში მიმავალი პატარა თავისი განვითარევის გზის დასაწყისშია, მისი პოტენციალი უსაზღვროა და სწრაფად და ბევრს სწავლობს. სისტემური აზროვნება, რომელიც სვფ-ს ტრენინგის მსვლელობის პროცესში ფორმირდება, საშუალებას იძლევა ბავშვი მის უნიკალურ ფსიქოლოგიურ თვისებებთან ერთად განვიხილოთ და კონკრეტული ბავშვის სმენის ვექტორის განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები შევქმნათ.

ნებისმიერი ბავშვის განვითარების მთავარი პირობაა უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება, რომელსაც ბავშვს მშობლები აძლევენ. მშობლების ამოცანა სმენის ვექტორის სისტემური განვითარება და ბავშვის თანატოლების გარემოში სოციალიზებაა. მხოლოდ ასე შეძლებს საზოგადოებასთან შერწყმასა და საკუთარი თავის რეალიზებას. მშობლების სისტემური აზროვნება უკვე თავისთავად იწვევს პატარა სმენის ნდობის ზრდას, შეგრძნებას რომ მისი ესმით, მას ნაჭუჭიდან გამოსვლისკენ უბიძგებს. მხარი დაუჭირეთ თავის გატაცებებში, მისთვის შესაფერისი ბიბლიოთეკა შეუგროვეთ, სიჩუმის ატმოსფერო შეუქმენით, განმარტოების საშუალება მიეცით, სმენური წრეებია – ცურვა, მუსიკა, ასტრონომია, ჭადრაკი, მეგობარი-სმენები, ხელი შეუწყეთ გარე რეალიზაციის ნებისმიერ მცდელობას – ეს ყველაფერი სმენის თვისებების ჰარმონიულ განვითარებას წაადგება და მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბავშვს საბავშო ბაღში თანატოლებთან ადაპტაციას.

რაც უფრო ივსება ბავშვის სმენის ვექტორი შინ, მით უფრო ადვილად და სწრაფად ფორმირდება საბავშვო ბაღის ხმაურიან გარემოში ადაპტირების ჩვევები. ჯანმრთელი სმენების აღზრდა ჯანმრთელ საზოგადოებას გვაძლევს, სიბრალული ბავშვისთვის ყოველთვის სასარგებლო არაა, იზოლაცია კი არასოდესაა სასარგებლო.

მართლაც აუცილებელია ბაღისა თუ სკოლის პირობებს რეალურად შეფასება, მასწავლებლებთან დაელაპარაკება, ბავშვისთვის ხმოვანი დატვირთვისა და მის მგრძნობიარე სმენის მნიშვნელოვნების ახსნა. მაგალითად არსებობს სკოლები სადაც შესვენებეზე მუსიკა ჭექს, რათა ბავშვები მოდუნდნენ და მათი აზრით გარკვეული ვარჯიშები გააკეთონ. სმენური ბავშვებისთვის ასეთი ვარიანტი მიუღებელია.

ყოველი ბავშვი უნიკალურია, ყოველი პატარა ადამიანი – ეს უკვე პიროვნებაა, ყველა ფსიქიკური თვისება ხომ თანდაყოლილია და მათი განვითარება მხოლოდ პუბერტატული პერიოდის დამთავრებადე შეიძლება.

გაგება ნებისმიერ ბავშვს სჭირდება და პატარა სმენას განსაკუთრებით. დიახ მათთვის მტკივნეულია საბავშვო ბაღის ხმაურიანი ბავშვების გარემოში. მაგრამ, სისტემური აღზრდით ისინი იძენენ ადაპტაციისა და ხმაურის ნორმალურად გადატანის უნარს. მათ ხმაურიან სამყაროში უნდა იცხოვრონ და ან უნარის განვითარება საჭირო და აუცილებებლია. სმენის გნავითარება უფრო და უფრო შეუმსუბუქებს და ერთ დღესაც თვითონაც სიამოვნებით იყვირებს მეგობრებთან ერთად.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

  • როგორ არ გამოგვეპაროს გენია?

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მესამე)

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • ეკლებზე გავლით

  • კან-სმენა მდედრი