სმენის ვექტორიანი მოზარდობისას


სმენის ვექტორიანი მოზარდობისას

ის ბავშვობიდან კითხულობდა ფანტასტიკას, გამაოგნებელ კითხვებს სვამდა სიცოცხლესა და სიკვდილზე, სამყაროსა და ღმერთზე. ყველას უკვირს და ამბობენ: “როგორი სერიოზული და ჭკვიანი გოგო/ბიჭია ალბათ მეცნიერი გახდება.” აი წამოიზარდა. ამჩნევთ რომ უფრო ჩაკეტილი გახდა. ყურსასმენებს დღე და ღამე არ იხსნის. ინტერნეტი და თამაშები კი ისე იტაცებენ რომ გვიან ღამემდე ვერ იძინებს და ამის გამო დილით ძალიან უჭირს სკოლაში წასვლა.

თქვენი შვილი ძლიერი აბსტრაქტული ინტელექტის მფლობელია ბრწყინვალე ინტელექტუალური მონაცემები აქვს. სვფ-ს მიხედვით ეს სმენის ვექტორის თვისებებია. სმენის ვექტორიანისთვის მუსიკალური მონაცემები, ფილოსოფიის, ზუსტი მეცნიერებებისა და უცხო ენების ნიჭი თანდაყოლილია.

ის გამუდმებით საკუთარ თავში და თავის ფიქრებშია ჩაფლული. ინტენეტში დაძვრება, ახალ თამაშში “ცხოვრობს”, თუ გამაბრუებელ საშუალებებს სინჯავს, ყველაფერს ერთი მიზნით აკეთებს – იპოვოს ცხოვრების აზრი “ვინ ვარ?” ” საიდან მოვედი და საით მივდივარ?” თავში გამუდმებით უპასუხო კითხვები უჩნდება.

მოზარდობისას, მომწიფების მომენტში წინა პლანზე თანატოლებთან ადაპტაციის პრობლემა გამოდის. პატარა სმენასაც იგივე სურვილები აქვს რაც მის სხვა თანატოლებს და ეს ბუნებრივია. იცის ეცდება ბიჭებს/გოგონებს თავისი დამოუკიდებლობა დაუმტკიცოს და საზოგადოებაში თავისი ადგილი მოიპოვოს.

მაგრამ ძალიან ხშირად სმენა სულაც არაა სოციალიზებული. სიჩუმისა და მარტოობისკენ მისი თანდაყოლილი სწრაფვა კოლექტივში ურთიერთობაში ხელს უშლის. ამიტომაც არ გამოსდის მოზარდ საზოგადოებაში ბუნებრივად ინტეგრირების პროცესი. ამიტომ ის სხვა სფეროს ეძებს სადაც თავის თავს უკეთ წარმოაჩენს სადაც უფრო მოხერხებულადაა.

მოზარდი-სმენა თავისნაირებთან ერთად კომპიუტერული თამაშებით გატაცებას იწყებს, როკ-კონცერტებზე დადის, ნარკოტიკებს სინჯავს. ასე ცდილობს თავისი ბუნებრივი სურვილების რეალიზებას. მაგრამ ამაში აზრს ვერ პოულობს. და ამ ფონზე მოზარდი სულ უფრო იკეტება საკუთარ თავში.

სმენის ვექტორის მდგომარეობები შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს, დეპრესიიდან საკუთარი თავის, ცხოვრების აზრის პოვნით გამოწვეულ სრულ ბედნიერებამდე. სმენური დეპრესია ღრმავდება მაშინ როცა მოზარდი სამყაროს მოწყობის შესახებ გამუდმებულ კითხვებს ვეღარ უმკლავდება.

სმენის ვექტორის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა – ღამის სიჩემეა, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენაში არავინ უშლის ხელს. მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა ვარიანტიცაა შესაძლებელი – მძიმე როკი, გამაყრუებელი მუსიკა. ყურებზე ასეთი ზეწოლა ერთ ერთი საშუალებაა ტკივილის შემსუბუქების თავის ფილოსოფიურ ძიებებში.

ლუდომანია, ნარკოტიკები, მძიმე მუსიკა – ამ ყველაფერმა შეიძლება დროებით მისცეს მოზარდ სმენას ცხოვრების აზრი. ამიტომ საწიროამეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ მისი სმენის ვექტორის გამოვლინებების მიმართ კონტაქტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია მის სივცეში უხეშად არ შევიჭრათ, მივცეთ მარტო დარჩენის საშუალება, დაიცავით სიჩუმე და მოთმინებით დაელოდეთ მის პასუხს დასმულ კითხვაზე.

საინტერესო ერთობლივი საქმიანობა მოზარდი-სმენისა და მისი მსობლებისთვის შეიძლება როკ-კონცერტზე ერთად წასვლა იყოს. შეიძლება დიდი ხნის ოცნებაც აუსრულოთ, მით უფრო თუ მისი ადრინდელი თხოვნაც უპასუხოდ დატოვეთ და მუსიკალური ინსტრუმენტი უყიდოთ და მუსიკის მასწავლებელიც უპოვოთ. ასე მიახვედრებთ რომ გესმით მისი. ეს კი მას თანატოლების ჯგუფში ინეგრირებაში შეუწყობს ხელს.

წყარო

  • ღამეული იმედები სამყაროს აღსასრულზე

  • სმენის ვექტორი და იდეა

  • მუდმივად გინდა ძილი

  • ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები

  • სმენითი (აუდიალური) ფსიქოტიპის ხასიათი

  • ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია

  • სმენური ბავშვის სოციალიზაცია

  • სმენის ვექტორიანის დამოკიდებულება სიკვდილთან